კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 31 მაი 2007, 16:41
Gvalva
ბოდიში,
მე დავუკავშირდი ჯუთაში არაბულს, არ იყო ადგილზე, რო ჩამოვალ თურQეთიდან, ვეცდები ავიდე და პირადად დაველაპარკო, მანამდე უკვე საქმის კურსშიც იქნება და რჩევებიც ექნება ალბათ ჩამოყალიბებული

-
Ninukala
- იეტი
- Posts: 4473
- Joined: 14 მაი 2007, 10:53
- Location: წყნეთი
-
Contact:
Post
by Ninukala » 31 მაი 2007, 18:34
მეც ჩამრთეთ... დიდი საიმოვნებით დაგეხმარებით რითაც შევძლებ... პაატას ველაპარაკე და დაახლოებით ვიცი თქვენი გეგმების შესახებ... მე შემიძლია პატარა რეკლამა გავაკეთო უნივერისტეტში... შემიძლია სარეკლამო ფალერები დავბეჭდო და რა ვიცი მთელი სულით და გულით თქვენსკენ ვარ

-
makuku
- ბილიკზე მოარული
- Posts: 60
- Joined: 29 მაი 2006, 00:54
- Location: Tbilisi
Post
by makuku » 31 მაი 2007, 19:53
ადმინ, ველი თქვენი შეხვედრის სრულ ვერსიას და ჩანაწერს

მოკლედ მზიურში გადაწყდა? რა სახის იქნება საღამო? გელა იმღერებს? რა გამოიფინება? და ა.შ.
მოკლედ ვეცდები შეძლებისდაგვარად ჩავერთო მაგ ამბავში

-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 31 მაი 2007, 20:01
makuku
მზიურია მთავარი ორიენტირი
მარტო არ იქნება - ბევრი ხევსური სტუმარი იქნება, გელამ თვითონ გვითხრა ვინ შეიძლება იყოს და არა ჩვენც მოგვანდო ვინმეს თუ ვნახავთ. აგრეთვე ხრიდოლის ფედერაციია წარმოადგენს ქართულ საბრძოლო ხელოვნებას
გამოფენილი იქნება კარველების გადაღებული ხევსურეთის ფოტოები, გელას წიგნი გვინდა დავბეჭდოთ და მისი ლექსების და სიმღერების აუდიო ჩანაწერები. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა შატილის სკოლა-ინტერნატს
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 31 მაი 2007, 20:24
ლაპარაკის გარდა რა უნდა ვაკეთოთ? როგორ მოვიქცეთ? სურათების შერჩევა არაა საჭირო?
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 31 მაი 2007, 20:27
Archil
არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა საქმე ვაკეთოთ.
მე 6-7 დღეში ჩამოვალ და შემოგიერთდებით
საქმე ბევრია ძალიან, გვალვა ჩამოაყალიბებს უკეთესად და გადაანაწილებს ვინ რა უნდა გააკეთოს
-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 31 მაი 2007, 20:28
სურათებზე ალბათ თემა გავხსნათ ჯობია და იქ დავდოთ და ისე ავირჩიოთ
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 31 მაი 2007, 22:26
ჩვენ ასე ვიმსჯელეთ:
რადგან გელა დაიაურის პოეზიამ და სიმღერებმა გვიბიძგეს პოეზიის საღამოს ჩატარებისკენ, და რადაგან გელა შატილის სკოლა ინტერნატის ახალი დირექტორია, კარგი იქნება დამსწრეები მხოლოდ ტაშის დაკვრით არ შემოვფარგლოთ და ხევსურეთის ამდენი მეგობარი ერთად რომ შევიკრიბებით მცირედად ხელიც წავახმაროთ შატილის სკოლა-ინტერნატის ბავშვებს.
რა შეგვიძლია გავაკეთეთოთ ჩვენ?
ალბათ უმჯობესია რაიმე თანხა შევაგროვოთ და რა ჭირდებათ ყველაზე კარგად დირექტორმა იცის...
როგორ შევაგროვოთ თანხა?
ძირითად მიმართულებად ჩავთვალეთ საღამოს მსვლელობისას რაიმე გავყიდოთ, ოღონდ, არა ფიქსირებულ თანხად, არამედ ვინც რამდენს გადაიხდის და საღამოს სახსოვრად რაიმე წაიღოს. რადგან სახსოვრად გვინდა რომ იყოს, ვფიქრობთ ეს სახსოვარი ხევსურეთს უკავშირდებოდეს აჯობებს.
ასეთი რა შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ მომსვლელს?
1. ჩვენი მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები. რომელსაც დავბეჭდავთ, ავტორის მითითებით და გავყიდით, ვინც რამდენს გადაიხდის, ოღონდ, არანაკლებ თვითღიებულებისა ალბათ...
2. გელა დაიაურის ლექსების კრებული, რომელსაც ჩვენ დავბეჭდავთ, უკვე დაბეჭდილი კრებულის მასალებით, და გავყიდით იმავე წესით
3. გელა დაიაურის სიმღერების და თვითონ რომ კითხულობს საკუთარ ლექსებს ასეთი ჩანაწერების CD, ჩაწერილი ნეროთი, ჩვეულებრივ დისკზე. გაუკეთდება ლამაზი ყდასავით ფურცელი. გაიყიდება იმავე წესით
ვიფიქრეთ და ასეთი ღონისძიება ხალხმრავალ ადგილას ჩავატაროთ შეიძლება ჯობდეს...
-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 31 მაი 2007, 22:35
Gvalva
წიგნის დაკაბადონებულ ვერსიას თუ იშოვით ჩემს ჩამოსვლამდე, ვეცდები სამსახურში გავუკეთო ტირაჟირება რიზოგრაფზე. როგორც ვნახე საკმაოდ დიდი წიგნია და დიდი დრო დაჭირდება
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 01 ივნ 2007, 00:31
უკვე დავიწყე ფოტოების შერჩევა.
სად წარმოვადგინოთ საგამოფენო ფოტონიმუშები? თუ ჩვენთვითონ ჯობია რომ რაც ხევსურეთთანაა დაკავშირებული, ზედმეტი ეტაპების გავლის გარეშე, პირდაპირ საღამოზე მოვიტანოთ დასრულებული, გასაყიდი ფორმით?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
General_master
- ბილიკზე მოარული
- Posts: 28
- Joined: 18 მაი 2007, 22:28
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by General_master » 01 ივნ 2007, 02:24
მზიური... ბუნდოვნად მახსოვს
მზიურის დირექტორი (ან დირექტრისა აჯობებს მგონი) არის ქეთინო დუმბაძე. სცენას როგროც ვიცი აქირავებენ 200-300 ლარად. ამ შემთხვევაში, რადგან საქველმოქმედო აქციაა შეიძლება მოლაპარაკება. როგორც გავიგე აპარატურა (ანუ დინამიკუსილიწელმიკროფონიტაგდალი) თავიანთი არ გააჩნიათ.
სხვა კიდევ, შეიძლება მოლაპარაკება ფირმებთან, რომ მოვიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ, ხოლო გარკვეული % შემოსავლიდან გადაურიცხონ ამ სკოლა-ინტერნატს. ეს ფირმები შეიძლება იყოს: კოკა-კოლა, სანტე ან თოლია (ნაყინის ამბავში) და ა.შ.
იდეები თანდათან მოვა, მაგრამ ვფიქრობ ცოტა დროა ამისათვის

Keep Walking!!!
-
kopeina
- მაწანწალა
- Posts: 433
- Joined: 25 ნოე 2006, 21:32
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by kopeina » 01 ივნ 2007, 08:33
მეც დაგეხმარებით რითიც შევძლებ. მართალია დიდი ხანია ფორუმზე არ შემოვსულვარ და მთლიანად ვერ წარმოვიდგინე რას ვაპირებთ, მაგრამ გავერკვევი..........
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 01 ივნ 2007, 08:36
მადლობა ყველას მონაწილობისთვის. ეს ღონისძიება გამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა მოვინდომებთ. სხვანაირად ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ.
General_master
მადლობა მზიურზე ინფორმაციისთვის, მზიური ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო ადგილია. ნაყინების და კოლების იდეა კარგი იყო, აუცილებლად დაველაპარაკოთ. ეს ვის უნდა ვუთხრათ დისტრიბუტორების მენეჯერს?
მოსამზადებლად შეიძლება ცოტა დროა მარა სამაგიეროდ მთის ხალხისთვის გვიანია, გუშინ ვიღაცეებს ვუთხარი ასეთ რამეს ვაპირებთ მეთქი და უკვე მთაში ვიქნებით მაგ დროს ალბათო

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 01 ივნ 2007, 08:38
kopeina
სორი, ჯერ ბოლომდე არ დამიწერია რას ვაპირებთ, დღის ბოლოს დავწერ
-
Ninukala
- იეტი
- Posts: 4473
- Joined: 14 მაი 2007, 10:53
- Location: წყნეთი
-
Contact:
Post
by Ninukala » 01 ივნ 2007, 10:41
Gvalva
რადგან ჩვენ ამ სკოლა ინტერნატის დახმარება გვინდა მგონი ურიგო არ იქნება რაღაც ანგარიშიც გაგავეხსნა და ამ ანგარიშზე შეგვეტანა თანხა ვისაც რამდენი შეუძლია, აქციის თანხას ამასაც დავამატებდით...

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული