უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by paata_ » 29 მაი 2007, 17:18

Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by paata_ » 29 მაი 2007, 17:19

ესეც უჯარმა

Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by paata_ » 29 მაი 2007, 17:20

Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by paata_ » 29 მაი 2007, 17:20

Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by paata_ » 29 მაი 2007, 17:21

Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by paata_ » 29 მაი 2007, 17:21

Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by paata_ » 29 მაი 2007, 17:22

მე

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by guruli » 29 მაი 2007, 17:32

paata_, მართლადა რას ნიშნავს "ვმალავდით", "გვეშინოდა, არ დაეცინათო" და ეგეთები? :twisted: :twisted: :twisted: მაგასაც თავისებული მუღამი აქვს. ბოჭორმა ისედაც დაგვამახსოვრდებოდა, მაგრამ ეგ უფრო სახალისო ისტორია არაა. ვთქვი იმის არ იყოს, გზა რომ არ აბნეოდათ და ერმანის გავლით ცხინვალის კაპეზეში არ მოხვედრილიყვნენ, განა დაამახსოვრდებოდათ ისე ის ლაშქრობა? განა შენ არ იცი ლამასეული შეგონება, ის რა კარაველია, ვინც ერთხელ არ დაკარგულაო. :lol: დაბოლოს, გამოტყდი - ვინ დაიჩემა ამ ინციდენტის კარავის სამზეოზე გამოტანა?
P.S. რეპორტაჟის წერა დავიწყე, მაგრამ ჩემი კომპი ჭკუიდან მშლის - დილით ვერაფრით გამოვაგზავნე. თან, ინტერნეტი ხშირად ითიშება და... მიკლედ, მალე პირველ ნაწილს გამოვაგზავნი.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by Mrs. Robinson » 29 მაი 2007, 18:15

კარ(ა)ველებო გაიხარეთ! მაგრები ხართ!
რომ ეძებთ - ეს უკვე ძალიან მშვენიერია! :D
მთავარია რომ ბოჭორმის მონახულების სურვილი გაქვთ,( რა მოხდა, ნებისმიერ დღეს აირბენთ......)

ბოჭორმის ფოტოები თუ არ ვცდები ეჰ-დათომ დადო მგონი სადღაც :wink:
დათო და ნანა რატომღაც ყოველთვის ბოჭორმასთან ასოცირდებიან, ნანა მანდ ორი თვე ყოფილა პრაქტიკაზე, თითოეული ქვის ისტორია იცის.
უცებ მხოლოდ ეს გამახსენდა:
http://www.geocities.com/revaz_z/bochorma/5.htm
მართლა მეტად ორიგინალურია.....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by guruli » 29 მაი 2007, 21:39

ნუ, რაკი ციხეები შეგვეშალა, მაგას არაფერი ეშველება ახლა. აი, ამშენებელს ბოჭორმისა და ჭეხილას ციხეებისთვის ადგილები რომ შეეცვალა, მაშინ ჰო, ახლა კი რაღაი - ის დროა, რეპორტაჟი მოვახლაფორთო. ვინც ჩემი მოუცლელობის ამბები იცის, დამიჯერებს, რომ აქამდე ვერ მოვიცალე საწერად, ამ დილით კი სამსახურში შეგნებულად მოვედი ადრე.
მე, როგორც სუპერ-მოუცლელობას, შაბათ საღამოს რაღაც ისეთი პრობლემები გამომიჩნდა, კინაღამ დავურეკე ლამას, ვერ მოვდივარ-მეთქი, მაგრამ კვირას 6 საათზე წამოვხტი, ის რაღაც-რაღაცები მოვაგვარე და ყველაზე გვიან, ლამის 10 საათზე შევუერთდი მოლაშქრეებს.
ვაპირებდი, სალაშქროდ ჩემი დისშვილიც წამეყვანა, მაგრამ მან იქ წამოსვლას ბიძაშვილის ბავშვებთან ერთად ქალაქში ხეტიალი ამჯობინა.
მოკლედ, რაკი პრობლემები მოვაგვარე, დაგვიანებული მივედი შეკრების ადგილას. ლამა გვერდით იდგა და, როგორც მერე გაირკვა, ოდესღაც მთაში გაცნობილ მთამსვლელთა ოჯახს ებაასებოდა. იქვე იყვნენ მადამ პოპინსი +-ით და ბექა ფიცხელაური, რომელიც მაშინვე ვიცანი. კიდევ - ნატალია და დიდი ხნის უნახავი ივლიტა, რომელთან შეხვედრაც ძალიან გამიხარდა და ლამის მთელი დღე ან ტაოს ამბებს ვიგონებდით, ან - საერთო ნავნობებზე ვბაასობდით. იყვნენ ჩემთვის უცხოებიც. როგორც მერე გავიგე, მერი თავისი +-ებით და ირა, ისიც თავისი +-ებით. აქვე ვიტყვი, რომ ყველა ახალი კარაველი თავისი + -ებით შესანიშნავი პიროვნება აღმოჩნდა და მჯერა, მალე კარაველებიც გახდებიან. ყოველ შემთხვევაში, ლაშქრობებში შემოგვიერთდებიან და ღირს მათი წაყვანა.
პაატა და მისი რაზმი არსად ჩანდა - სავაჭროდ ყოფილან, ჩვენ კი ერთმანეთში ვლაზრანდარობდით. ამ დროს ერთი ფორუმ.გე-ლი ნაცნობი შემხვდა, ჩაკრულოს, დოროთის და კიდევ რამდენიმე კარაველის საერთო ნაცნობი. ისიც თანაფორუმელებთან ერთად სალაშქროდ მიდიოდა და ცოტა დააკლდა, აქეთ არ გადმოვიბირეთ.
რამდენიმე წუთში მებარგულებივით დატვირთული პაატა, დრუიდი და მათი რაზმიც გამოჩნდა, მისალმება-მოსიყვარულების მერე მარშუტკაში ჩავბარგდით და გავუდექით გზას. აი, მაშინ ვიკითხეთ მეც და რომელიღაცამაც, გზა ვინ იცითო. უფრო ბოჭორმა გვაინტერესებდა, რადგან უჯარმა ყველამ იცის და იქიდან ციხის მიგნებას რა უნდა... აღმოჩნდა, რომ ბოჭორმაში არავინ იყო ნამყოფი, მაგრამ, ეტყობა, ქვეცნობიერად ლამას თეზისს მივენდეთ - ვინც ერთხელ არ დაკარგულა, რა კარაველიაო და მაინც წავედით. ვიფიქრეთ, მივაგნებთ, აბა რას ვიზამთო... თურმე სად მიდიხარ, რომ მიდიხარ, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გვინანია.
კახური შოთების ხათრით, პური თბილისში არ ვიყიდეთ. მიმაჩნია, რომ საბოლოოდ ესეც შეცდომა აღმოჩნდა და რცევის სახით მინდა ვთქვა - ალბათ, მაინც აჯობებს, აქედან გავიყოლოთ ლაშქრობაში წასვლისას. იქაური პური გემრიელი კი იყო, მაგრამ - ერთი ციდა, თბილისური კი ბარაქიანია, მწვადი ხახვით კარგად იფუთება შიგ. :lol: :lol:
დრუიდის დამსახურებით, გაცნობის პირველი წუთები დიდხანს არ გაგრძელებულა. დრუიდმა თურქეთში მუშაობის პერიოდიდან ისეთი პიკანტური ამბები გაამხილა, ვის ეცალა მორიდებისთვის, სიცილით ვიხოცებოდით. ოღონდ დეტალების დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ - რაც უნდა იყოს, მაინც სხვისი პირად ცხოვრებაა. არადა, რა წესიერი, რა პატიოსანი და უმწიკვლო კაცი მეგონა... :roll: აფსუს!!! :cry: :cry: ისე, თავად თუ ისურვებს მოყოლას, კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოვუსმენთ. :lol: :lol: თურქეთში ქალების გაშვება რომ არ შეიძლებოდა, კი ვიცოდი, მაგრამ დრიუდის მონაყოლმა დამარწმუნა, თურმე არც კაცებისა შეიძლება. :D :D :D
ამ სიცილ-ხარხარში სადღაც წარწერასაც წავაწყდით - "თონის პური" და სასწრაფოდ გადავსხით დესანტი საყიდლად, მაგრამ ის წარწერა იმ ბედნიერი დროის გადმონაშთი აღმოჩნდა, როცა თონე მუშაობდა და გავაგრძელეთ გზა ისევ უპუროდ. უჯარმის გადასახვევთან ვიღაც ქალი და კაცი ჩავისვით. უფრო იმის იმედით, რომ პურის "ტოჩკებს" გვასწავლიდნენ. მათ მაშინვე მიგვითითეს გზის მეორე მხარეს, ვაგონზე, სადაც მხოლოდ ქვის პური აღმოაჩნდათ. გადავწყვიტეთ, ცოტა მაინც გვეყიდა, მთლად ისე არ დავრჩეთო. არ ვიცი რატომ, მაგრამ უჯარმაში შარშანდელი ლაშქრობა გამახსენდა, როცა მარილის ყიდვა დაგვავიწყდა და ის-ის იყო, კინაღამ ვიღაცის ოჯახს მივადექით სათხოვნელად, რომ ერთ მაღაზიაში ძლივს აღმოვაჩინეთ... პაატამ თავში შემოირტყა ხელი, აუ, მაინც დაგვავიწყდა ყიდვაო. კიდევ კარი, იქ ჰქონდათ...
როგორც ყოველთვის, ლამამ გაცხოველებული საუბარი გაუბა დამგზავრებულ იქაურებს და ცოტა შორი გზა რომ გვქონოდა, უეჭველად აღმოაჩენდნენ საერთო ნათესავებს. ის კაცი უჯარმის მომდევნო სოფელში ჩამოსახლებული მთიული აღმოჩნდა, მაგრამ ლამა ცოტა დროში იწვებოდა და მხოლოდ იმის გამოკვლევა მოასწრო, რომ საერთო სალოცავი ჰქონიათ.
უჯარმაში შესვლამდე მარცხნივ, პატარა გორაზე აუცილებლად შეამჩნევთ რკინის ჯვარს. როგორც მერის ძმამ - ვალერიმ გვითხრა (მას იქ ჯარში უმსახურია და იცოდა ეს ამბავი), თურმე იმ ადგილას ეკლესია ყოფილა, რომელსაც კომუნისტები ჯარისკაცებით შესევიან, მღვდლები ამოუხოციათ და ეკლესია დაუნგრევიათ... :cry: :cry: მოკლედ, იქით წამსვლელებმა შეიძლება ეს ადგილიც მოინიშნონ სანახავებში. როგორც მახსოვს, მგონი, გამოქვაბულიდანაა შესასვლელი.
უჯარმაში წყალთან გავჩერდით კიტრისა და ამგვარების გასარეცხად, თან თონე გავიკითხეთ, ცოტა ვიწუწავეთ და გავუდექით გზას. გზაში შოთებიც ვიყიდეთ და მე და პაატა კარგადაც გავერთეთ მასპინძელთა ბუნთულა ლეკვით. თონე ოჯახში ჰქონდათ და ბურთივით მრგვალი, ფუმფულა და უსაყვარლესი კავკასიური ნაგაზის ლეკვი ჰყავდათ. პაატამ ბლომად სურათებიც გადაუღო და, იმედია, დადებს.
ჰო, კიდევ - უჯარმაში სადაც წყალთან გავჩერდით, პატარა გორაა. თურმე მოპირდაპირე ფერდობზე ეკლესიაა. როგორც იქაურებმა გვითხრეს, VI საუკუნის კვირაცხოვლისა. იგი წყაროდან არ ჩანს და მხოლოდ აქეთობისას დავინახეთ, მაგრამ ეგეც სანახავია და გაითვალისწინეთ მანდ წამსვლელებმა.
უჯარმის ციხემ კიდევ ერთხელ მომხიბლა ძველი დიდების წარმოდგენით და კიდევ ერთხელ დამადარდიანა სავალალო დღევანდელობით. ყველას ის აზრი დაგვებადა, მისი აღდგენით რამდენად კარგი საქმე გაკეთდება, რა მასშტაბური ნაგებობა დაამშვენებს ივრის ხეობას... მანამ კი ზოგადად ვცდილობდით იმის წარმოდგენას, აქაურობის ზეობისას რამდენად გრანდიოზული სანახაობა იქნებოდა ეს ციხე, რამდენად ლამაზი იქნებოდა ასეთი მასშტაბური ნაგებობით დამშვენებული ის მთა...
პაატა ხუმრობის ხასიათზე დადგა და დანარჩენებს მიუბრუნდა, ეს არაა უჯარმაო... :lol: :lol: მეც ავუბი მხარი და სხვები არ ვიცი, მაგრამ ლამა კი სერიოზულად დავაეჭვეთ. უკანა გზაზე, როცა უჯარმის ციხე ისევ დავინახეთ, ლამა მომიბრუნდა, ხო ნაღდად უჯარმაა ესო. :lol: :lol: რას ვიფიქრებდი, მერე პაატას მართალსაც თუ არ დაუჯერებდნენ, თორემ არ დავეთანხმებოდი, ეს რჯულძაღლი. :lol: :lol:
...კიდევ ერთხელ მოვიარეთ ციხის ყველა კუთხე და შეძლებისდაგვარად მივეფერეთ ყოველ კედელს. პაატა - იქაურ ზორბა ხვლიკებსაც, რომელთაგან ერთი საგანგებოდ პოზიორობდა ფოტოაპარატის წინ - ხან გადასახტომად წამოიმართებოდა, ხან თავს წამოსწევდა, ხან - ყელს გამობერავდა... პაატამაც დრო იხელთა და უღო და უღო სურათები. ციხის ტერიტორიაზე ცოტა ხანი გავჩერდით, მოვინახულეთ იქაური ეკლესია, გადავიღეთ სურათები და ბოჭორმისკენ დავეშვით... ჩვენი აზრით, ცხადია, თუმცა კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ისე დაგვემართა. :lol: :lol:
აქვე ერთსაც ვიტყვი ისევ გამოცდილების გასაზიარებლად - უჯარმაში ცუდ დროს მოგვიხდა მისვლა. ყველაფერი გაფოთლილ-გატყიურებული იყო და ციხის მასშტაბების წარმოდგენაში ხომ გვიშლიდა ხელს, ბევრი გვირაბი და ჩასაძრომი, რაც შარშან ვნახეთ, ახლა საერთოდ არ ჩანდა. თან, ქვეწარმავლების საშიშროებაცაა... მოკლედ, იქ წასვლა მაშინ აჯობებს, როცა ხეები არაა გაფოთლილი. თუმცა ისიცაა, რომ მიმდებარე მთები და ის ხეობები ახლა უფრო ლამაზი ჩანდა.
ბოჭორმისკენ მიმავლები გზაში ისევ შევჩერდით წყალთან და ისევ ვიწუწავეთ. იმ ციხის დანახვა ყველას ძალიან გაგვიხარდა. არადა, მძღოლმა, რომელსაც საერთოდ გვერდზე გადახვევა უჭირდა რატომღაც და სულ პირდაპირ მიდიოდა, :lol: :lol: გადასახვევთან ახლაც გააპირდაპირა, მაგრამ ლამის ვცემეთ და ისე მოვაბრუნებინეთ უკან. :D თურმე მართალი იყო ის კაცი, რას ვერჩოდით. :D მანქანა ღორების ფერმასთან გავაჩერეთ და შევესიეთ ფერდობს...
თუმცა იქ ასვლამდე ტყეში გავუხვიე ჩრდილის ხათრით და გზის ახლოს პატარა, ერთი ციცქნა ნახევრად დანგრეული ეკლესია აღმოვაჩინე. იქ დასათვალიერებელი არც არაფერი იყო და ისევ მაღალი ციხისკენ გავაგრძელეთ გზა. ჩვენი აზრით, ბოჭორმისკენ მივდიოდით. როგორც იქნა, ყველამ გალავნის შიგნით მვიყარეთ თავი. მხოლოდ ლამა ბორიალებდა დაბლა ტყეში. თურმე გზა აბნეოდა და უცებ გვესმის მისი ყვირილი:
- დრუიდ, როგორ წამოვიდე - გვერდულად? :lol: :lol:
ბუნებრივია, ასეთ სატოპკეს ხელიდან არ გავუშვებდით და ბევრიც ვიცინეთ. მე დავუზახე, თავით წამოდი-მეთქი. :D საბოლოოდ როგორ ამოვიდა, ნაღდად არ ვიცი, მაგრამ ისიც ამოვიდა...
ამ ციხის კედლები სამი მხიდან კარგადაა შენახული, აი, გალავანს კი დასტყობია დრო-ჟამის მსახვრალი ხელი - კედლებს ბზარები გასჩენია. თავად ციხის კედლები მხოლოდ წინა მხრიდანაა სანახევროდ ჩანგრეული, დანარჩენი კი ჯერ მყარად დგას. ციხეს არც ჭერი შერჩენია და არც - სართულების გამყოფი ტიხრები. წინა მხრიდან შესანიშნავი ხედი იშლება, ირგვლივ კი სასიამოვნოდ დაბურული ტყეა... იმ სიგრილეში კარგა ხანს ვისხედით და ვბაასობდით. იმდენად გრილოდა, წამოსვლა არ გვინდოდა, მაგრამ შიმშილი თავისას შვრებოდა. თან, მწვადი გვეგულებოდა და... :lol: :lol:
მწვადაობა ივრის აქეთ, გზის პირა ტყეში გავმართეთ, სადაც უამრავი კოღო ირეოდა, მაგრამ რატომღაც მაგათ არ მოვწონვარ - არ მკბენენ. :lol: ამიტომ მე მაგაზე საწუწუნო არა მაქვს... ყველაფერი მშვენივრად იყო - მწვადიც, სუფრაც, ბექას ბალალაიკაც, ხევსურული სიმღერებიც და ლამას სოლოც. :lol: და რაც მთავარია, ყველა აღფრთოვანებულნი ვიყავით "ბოჭორმის" სილამაზით. :lol: :lol:
დაახლოებით ღამის 11 საათზე ლამამ დამიმესიჯა, არ ყოფილა ის ბოჭორმაო. ვიფიქრე, უჯარმისთვის სამაგიეროს მიხდის-მეთქი და არ დავიჯერე, ვიდრე ორშაბათს პაატამაც არ დამიდასტურა იგივე... მე მაშინვე ვთქვი, რომ უნდა დავწერო კარავზე-მეთქი და ახლაც ვფიქრობ, რომ დამალვა უაზრობაა. ამით ჩვენს ლაშქრობას არაფერი დაკლებია. პირიქით - რაღაც რომანტიკა შეიძინა, :D ბოჭორმას კი ისევ ვნახავთ - მოხეტიალე-მოწანწალე-მობოდიალე-მოკარავეები ტყუილად ვართ? :lol: :lol:
Last edited by guruli on 30 მაი 2007, 14:33, edited 1 time in total.

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by natalia » 29 მაი 2007, 22:22

popins ჯერ აქ ვარ:) შაბათს ღამით მივდივარ:)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by guruli » 29 მაი 2007, 22:40

მონათხრობს დაამატეთ ვინმემ რამე, თქვენეული შთაბეჭდილებები. :wink:

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by Bocho » 29 მაი 2007, 23:54

აბა ბოჭორიშვილის გარეშე ბოჭორმას მიაგნებდით თქვენ? :P :P :P
Анархия Мать Порядка

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by meko » 30 მაი 2007, 01:42

სხვისი რა მოგახსენოთ და მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ლაშქრობით. არსებითი მნიშვნელობა პრინციპში არც აქვს "ჭეხილას ციხე" ვნახეთ თუ "ბოჭორმის" (ისიც სანახავი იყო) :D მთავარია,რომ ამ ლაშქრობით ყველამ ვისიამოვნეთ.საინტერესო და საყვარელი ხალხი გაგიცანით და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ ლაშქრობაში შევხვდებით :) :)
სურათებიც ძალიან კარგებია, მაგრად მომეწონა :)
გურულო ისე კარგად და დაწვრილებით აღწერე ის დღე, რომ დასამატებელი აღარაფერია :) დრუიდეს თავგადასავლები რომ მახსენდება ეხლაც სიცილით ვკვდები:) ერთი სიტყვით მე დღემდე შთაბეჭდილებებში ვარ :)
სურათები კიდევ დადეთ რაა :roll:

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
უჯარმა.27 მაისი 2007 წელი

Post by natalia » 30 მაი 2007, 18:49

ცოტა ჩემს სურათებს მივამატებ:)

უჯარმა, წყლის დასალევად გავჩერდით აქ:) და კარგადაც ვიწუწავეთ, ბექამ დაწუწა ყველა:)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]