
2018 წლის 08 ნოემბერს სრულდება 181 წელის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან.
გთავაზობთ, რომ პატივი მივაგოთ ამ ერის ნამდვილი მამის (ამ ბოლო დროს რატომღაც ბევრს აქვს ამის პრეტენზია) ხსოვნას, ერთი კარგი გვირგვიანი მივიტანოთ ილიას სახელობის ამ ძეგლთან.
კარგი იქნება თუ მოზარდ თაობას, ბავშვებსაც ვიახლებთ თან. უმრავლესობას არ გვაქვს ნანახი ეს ძეგლი ახლოდან, ამიტომ ჩვენც ვნახავდით, ბავშვებსაც ვაჩვენებთ, გავაცნობდით და მარტო 20 ლარიანი ბანკნოტაზე ნანახით არ ეცოდინებათ დიდი ილია


როცა პოტივმიგებას მოვრჩებით, მერე შეგვიძლია იქვე, ახლომახლო ან შორი-ახლო მდებარე რომელიმე "ზავეძენიეში" გადავინაცვლოთ და პატივისცემის "სამაგიდო" ვერსია გავმართოთ. ან უკთესი რამე მოვიფიქროთ.
2018 წლის 08 ნოემბერი არის ხუთშაბათი, სამუშაო დღე. სამუშაო საათების შემდეგ ალბათ ცოტა მოუხერხებელი იქნება, ისედაც ადრე ღამდება უკვე. ამიტომ გთავაზობთ 10 ნოემბერს, შაბათ დღეს გავეშუროთ ილიას ძეგლისკენ, ისე რომ 11:00-ზე ვიყოთ იქ.
ვის გაქვთ სურვილი?
დავიწყოთ მსურველების ოფიციალურად გა-სიება
