ვაჩნაძიანი გურჯაანის რაიონს ეკუთვნის, საბჭოთა პერიოდში შრომა ერქვა. ახლა თავდაპირველი სახელი დაუბრუნეს. სადღაც შუაწელზეა გურჯაანსა და თელავს შორის. იქიდან თელავამდე 18 კმ-ია.
ალბათ ხვდებით რომ ვაჩნაძეები მაგ სოფლიდან არიან.
ვაჩნაძიანი ცნობილია კარგა მოზრდილი გუმბათიანი ტაძრით, რომელიც სოფლიდან 8 კილომეტრში დგას, ტყეში. ტაძარი თარითდება მერვე-მეცრხრე საუკუნეებით. ძალზე გამორჩეულია არქიტექტურით და მნიშვნელოვანია ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისთვის.
რადგან ვაჩნაძიანი დიდი ხნის წინ მქონდა ნანახი სოფლად გზა ვიკითხე, მაინტერესებდა თუ სად უნდა ამეხვია. იქვე იყო ერთი პიროვნება ილია დალაქიშვილი, რომელმაც მეგზურობა შემომთავაზა. მაგრა გამიმართლა ბატონი ილია ვაჩნაძიანის პატრიოტია, გულშემტკივარი კაცი და გზადაგზა უამრავი სანტერესო ამბავს ჰყვებოდა.
ტაძრისკენ მიმავალი გზა ძალზე გაფუჭებულია და მხოლოდ ორხიდიანი მანქანით აისვლება. არადა ისევ ადგილობრივების გაფუჭებულია, ბატონი იკლია ძალზე სწუხდა რომ ადგილობრივები უპრაგონოდ სჭრიან ხეებს და მერე ცხენით თუ ხარით მოათრევენ. თრევის დროს მძიმე მორი ჩაღმავებას ტოვებს და წვიმის დროს წყალს უკვე გამზადებული კალაპოტი აქვს და წვიმის გადაღებისთვის კარგა გვარიანი ხევიც მზადაა.
ეს კი ვაჩნაძიანის გუმბათიანი ტაძარია

ძალზე ძნელი გადასაღები იყო გაფოთლილ ტყეში და შესაბამისად არ ფოტოები გამომივიდა კარგი.