masai11
მე მინახავს და ვიდეოზეც აღმიბეჭდია, ტბა არისო ალბათ იმაზე ამბობ, ჩვენ რომ ნავით შევედით... მღვიმის ერთ ერთი შესასვლელი არის წყლიანი და შიგნით სიცარიელეებსაც ძირი აქვს სულ წყალი, საკმაოდ ლამაზი იყო...
თვითონ ყუმისთავის მღვიმე საკმაოდ ლამაზია, კეთილმოწყობილი დარბაზები მგონი ორია, ალბათ მან ანათებდნენ და ქეფობდნენ...
მერე იწყება ნამდვილი მღვიმე, სადაც სხვადასხვა დარბაზი სხვადასხვა მინერალს შეიცავს და ამიტომ სხვადასხვა ფერებშია სტალაქტიტები და სტალაგმიტები... ზოგი დარბაზი არის მოშავო ფერის, ზოგი მოყვითალო...
არის საკმაოდ უცნაური ფორმის სტალაქტიტები და სტალაგმიტები, რომლებიც ცხადია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდნენ, საუკუნეებში რამდენიმე მილიმეტრით იზრდებოდნენ, და ისეთი უცნაური ფორმები აქვთ რომ ძნელი ასახსნელია რატომ იზრდებოდნენ რამდენიმე საუკუნე მარცხნივ და შემდეგი რამდენიმე საუკუნე მარჯვნივ
განსაკუთრებით სახალისოა დარბაზებს შორის გადასასვლელები

ამ დროს გრძნობ რომ მღვიმეში ხარ და რაღაც განსხვავებულს აკეთებ - მაგალითად მიხოხავ მიწაზე გართხმული ისე როგორც ჯარისკაცები გვინახავს ტელევიზორში... ოდნავ თუ აწევ ერთ ადგილს, მაშინვე სტალაქტიტი (თუ -გმიტი) შეგესობა და ჩამოწევ ისევ
ერთ-ერთ დარბაზში არის სტალაქვემოდანამოსულები რომელიც ბრწყინავს, ერთს ფორმაც ნაძვისხის აქვს, ეგაა მწვანე არაა
ყუმისთავი საკმაოდ ეფექტური სანახავიაო სპელეოლოგების თქმით
ტობე ვორჩხილს რომ ვახსენებთ, იმ გზაზე არის კიდევ მღვიმე შურუბუმუ, ასევე საინტერესო სანახავი, მაგრამ, მღვიმის სპეციფიკა ისაა გამყოლის გარეშე და სანდო გასანათებელი მოწყობილობების გარეშე შესვლა არაა რეკომენდირებული
ყუმისთავის აღწერას ვინც ჩემგან მეათედ ისმენს, იმათ ბოდიში