მოგესალმებით, ურთულესი გასვლისა და მეტად ტკბილი დღეების მონაწილენო:)
რამდენიმე ათეული წლის წინ დაბადებულ ბურდიანის, იგივე ტაბოს მოვლინება ამ ქვეყანაზე თავის დროზე ზარზეიმით აიღნიშნებოდა დარწმუნებული ვარ. ამჯერად კი თავად ტაბოს ეზარზეიმებოდა და ჩვენ, მეგობრები რისთვის ვართ ამ ქვეყანაზე ჩვენთან ერთად თუ არ იხალისებდა.
ხალისი და სიცილ-კისკისი რომ არ აკლდა ამ გასვლას არ ვიცი ფოტოებში რამდენად ჩანს, მაგრამ ძალიან ბედნიერები რომ დავბრუნდით ფაქტია.
ახალციხის ბაზარში შევატყვე ჩვენს გასვლას , რომ მოსაწყენად არ გვეცლებოდა. ზარზმა ცოტა მიჩუმებული მეჩვენა, როგორც სოფელი ასევე ტაძარიც. მე პირადად ცოტა გული დამწყდა თოვლიანი გარემოს ნახვა უფრო მინდოდა. 2 წლის წინ ულამაზესი თოვლიანი გარემო დამხვდა. აბასთუმანშიც დეფიციტურად იყო თოვლი მაგრამ ხელი არ შეუშლია არაფერში ამ ფაქტს ჩვენთვის.
მოკლედ, ამ გასვლაში უცნაური არ ყოფილა ის რომ, თამის წყალობით მობილიზებული იყო სამზარეულო და შიმშილის შეგრძნება არ გაგვჩენია, არც ის ყოფილა უცნაური რომ ილია კვლავაც ტკბილი ენამოუბარი იყო:) არც ის ტ.დ.-ს რომ შიოდა ქრონიკულად, არც ის რომ მე + ის გარეშე არ წავსულვარ( და მიხარია აღფრთოვანებული დაბრუნდა მარი) არც ის რომ ტაბო ანეგდოტების სიმრავლეს არ უჩიოდა... და ბევრი ა.შ. მაააგრამ!!!... ჰოი საოცრებავ! უცნაური იყო და არასდროს გვინახავს ავთოხა "ბუხოი" და გაჭედილი:)) არასერიოზული და ბოლომდე გამჯაზებელი:)) (ნუ ფაქტები არსებოობს) როგორც უკვე აღნიშნეს ბევრი ვიცეკვეთ, ვითამაშეთ, თეო ტირეს ფეისბუკის გვერდიც კი ჩავიგდეთ ხელში მე და ბაცკიმ სასტუმროში, მაგრამ ბოლომდე არ გავწირეთ:) ხო, მართლა, ბაცკი და ბაი გავიცანი ამ გასვლაში და მადლობა ამ გასვლას!:)
აბასთუმნის ცნობილ აუზებში ნაცნობი შემხვდა და ბავშვობის ამბების გახსენება, მიკითხვა-მოკითხვის მერე თანხა არც გამომართვა. წყალბურთი ვითამაშეთ და ბოლოს ისე დავხვეწეთ თამაში რომ თავისუფლად და დიდი იმედების დამყარებით მივიღებთ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში
სანახაობებს რაც შეეხება, ჩემი შეთავაზებული გზად ვარხნის 19 საუკუნის მეჩეთი ვნახეთ, რომელსაც საქართველოს კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა, აქ სოფლის ბავშვებს ცეკვისა და მუსიკის მეცადინეობები უტარდებათ. ადიგენის რაიონში არსებული 4 მეჩეთიდან ერთერთია და საკმაოდ დიდი.
ძირძველი მესხური სოფლების ნახვაც შევთავაზე ტაბოს , არალისა და უდის ნახვა . კარგიც ვქენით რომ ვნახეთ, შთამბეჭდავი იყო როგორც კათოლიკური ასევე მართმადიდებლური ტაძრები. ბავშვობის მერე არ ვიყავი ნამყოფი არალში. ამ სოფელში 1850 ადამიანი ცხოვრობს დაახლოებით და მოსახლეობის 90% კათოლიკეა. უდე კიდევ უფრო დიდი სოფელია, ამ სოფელში ბვერი მართმადიდებელია, ახალი თაობა განსაკუთრებით. ტაძარი 1904-06 წლებში აშენდა უდელი ქრისტიანებისა და ქართველი მუსულმანების მიერ. ასეა აღნიშნული წყაროებში. მე არაერთხელ შევხვედრილვარ ლიტონიობას ამ ტაძარში.
მოკლედ, დიდი მადლობა თქვენ ჩემო მეგობრებო ასეთი გემრიელი და თბილი 2 დღის ჩუქებისთვის!!!
ტდ-სთვის აპლოდისმენტებს ხაშურში და "ჩგმ"-ს მთელი გზა , რა დამავიწყებს

)