RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by AIRMISHOO » 07 ნოე 2012, 21:01

1. რეგიონი: ქვემო ქართლი


2.მარშრუტის დასახელება
თბილისი - ბოლნისი - დმანისი -თბილისი


3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე: საშუალო


5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
სავარაუდოდ 20 ლარი ან ნაკლები(სამწვადე და სასმელი )

6. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ბოლნისი

7. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლოებით 200 კმ-მდე


8. ფეხით გასავლელი მანძილი:
4 კმ

9. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ქოლაგირის ციხე სიმაგრე ცურტავში, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ფიტარეთი


10. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: საწვიმარი . თბილი სამოსი,
მანდილოსნებისათვის ტაძრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა



11. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა დრო



12. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

კიანეთი, კაზრეთი, ქვეში...



სასარგებლო ბმულები
Last edited by AIRMISHOO on 22 ნოე 2012, 00:13, edited 3 times in total.

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by AIRMISHOO » 07 ნოე 2012, 21:02

:)
Last edited by AIRMISHOO on 22 ნოე 2012, 00:07, edited 1 time in total.

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by AIRMISHOO » 07 ნოე 2012, 21:03

ცურტავი
ქოლაგირის ციხე, ასევე დედოფლის ციხესიმაგრე – ფეოდალური ხანის (XVIII საუკუნის დასასრული) ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქოლაგირში. მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია.

ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. 1801 წ. თვით დარეჯანი წერდა. ,,ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე



ბოლნისის სიონი (478-493წწ)

ოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი სამნავიანი ბაზილიკაა საქართველოში. იგი ღმრთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული. ტაძარი, ჩრდილო-აღმოსავლეთ შესასვლელის თავზე წარმოდგენილი წარწერის მიხედვით, 478-493 წლებით თარიღდება.

ბოლნისის სიონი საყურადღებო და სახელგანთქმულია, როგორც ისტორიული, ასევე მხატვრული მნიშვნელობითაც. პირველად, სწორედ ბოლნისის სიონში გვხვდება სკულპტურული და ორნამენტული დეკორი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველისა და ცხოველის რელიეფური გამოსახულება). განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ჯვარს - ახალი სარწმუნოების სიმბოლოს.

ბოლნისის სიონის კედლებმა შემოინახა საქართველოში გადარჩენილი უძველესი ქართული წარწერები.

XVII საუკუნის ბოლო ათეულ წლებში ბოლნელი ეპისკოპოსის, ნიკოლოზის თაოსნობით, ეკლესია შეკეთდა და მოიხატა, ასევე აშენდა სამრეკლო.



წუღრურშენი

წუღრუღაშენი — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რენე შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა, ე. ი. ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს 1212-1222 წლებში.

წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ძლიერ აზიდული პროპორციებისა აქვს. ნაგებობა გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული. საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანო ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ეგვტერი. განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ეკლესიაში ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით. განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყვანილი მუქი ყვითელი ფერის ქვის გუმბათის ყელის საპირეები და ბაცი მოყვითალო ქვის კარნიზი
Last edited by AIRMISHOO on 22 ნოე 2012, 00:09, edited 2 times in total.

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by AIRMISHOO » 07 ნოე 2012, 21:04



1 AIRMISHO
2 AIRMISHO+
3 QETI GIGAURI
4 Jude Jr.
5 Jude Jr. +
6 AVTO DZIDZIGURI
7 DOMCIKO
8 LELA XUCISHVILI
9 sopo chelidze
10 NATALI JUDE
11 TATIA VEKUA
12 ნინო სიხარულიძე
13 XATUNA KOPALEISHVILI
14 GEO-ARCHI
15 LELA BEGOIDZE
16 გიორგი უღრელიძე
17 თამუნა ნოდარიშვილი
18 salo tau
19 მაკა სხვიტარიძე
20 ია იაშვილი
21

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by AIRMISHOO » 08 ნოე 2012, 02:31

გასვლის ღირებულებაა 18 გელა (სამწვადე+სასმელი )
Last edited by AIRMISHOO on 22 ნოე 2012, 00:10, edited 1 time in total.

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by AIRMISHOO » 08 ნოე 2012, 02:35

შეკრების ადგილი :

სამთო ქიმიის შენობა : 07:00

სასტუმრო ივერია : 07:15
Last edited by AIRMISHOO on 22 ნოე 2012, 00:11, edited 1 time in total.


Makuna Skhvitaridze
ბილიკზე მოარული
Posts: 47
Joined: 10 აგვ 2011, 16:26
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by Makuna Skhvitaridze » 08 ნოე 2012, 19:42

მიშო, როგორც უკვე გესაუბრე, მე და იას გარდა წამოსვლის სურვილი გამოთქვეს დავით ბუაჩიძემ და დავით იამანიძემ, ვიმედოვნებ გვექნება მათი წაყვანის საშუალებაც... შენი იმედი მაქვს :*

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by shoda1121 » 09 ნოე 2012, 11:06

http://saunje.ge/index.php?id=949&lang=ka

ფოლადაური :) მე რომ გეუბნებოდი
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by shoda1121 » 09 ნოე 2012, 12:29

1 AIRMISHO
2 AIRMISHO+
3 QETI GIGAURI
4 Jude Jr.
5 Jude Jr. +
6 AVTO DZIDZIGURI
7 DOMCIKO
8 LELA XUCISHVILI
9 sopo chelidze
10 NATALI JUDE
11 TATIA VEKUA
12 ნინო სიხარულიძე
13 XATUNA KOPALEISHVILI
14 GEO-ARCHI
15 LELA BEGOIDZE
16 გიორგი უღრელიძე
17 თამუნა ნოდარიშვილი
18 salo tau
19 მაკა სხვიტარიძე
20 ია იაშვილი
21 ლინუკა
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by AIRMISHOO » 09 ნოე 2012, 12:55

ყველას ბოდიშს გიხდით, მაგრამ გარკვეული პირადული პრობლემებიდან გამომდინარე ვეღარ ვახერხებ წამოსვლას :(

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by shoda1121 » 09 ნოე 2012, 13:38

AIRMISHOO
ანუ დომციკო გაუძღვება ტურს? :)

უფრო ზუსტად რომ დაგეწერა?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by domciko » 09 ნოე 2012, 14:16

არა, მე ვრ გავუძღვები...
სავარაუდოდ გადაიდება, თან ორგანიზატორის გარეშე გასვლას აზრი არ აქვს

jude
ბილიკზე მოარული
Posts: 69
Joined: 21 ივლ 2010, 22:54
Location: მ ზ ი ა ნ ე თ ი
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by jude » 09 ნოე 2012, 15:07

AIRMISHOO
იმედია კარგად ხარ და სერიოზული არაფერია..

სავარაუდოდ გადაიდება, თან ორგანიზატორის გარეშე გასვლას აზრი არ აქვს

+1

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12

Post by AIRMISHOO » 22 ნოე 2012, 00:20

ესეიგი ქვემო ქართლის გადადებული ტური ცოტა სახეშეცვლილი იქნება, ნაცვლად ფიტარეთის მონახულებისა , ფოლადაურის ციხეზე ავალთ,..ცურტავში გავჩერდებით, ქვეშის ციხესთან, დმანისის ნაქალაქარს მოვინახულებთ და ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი და ფოლადაურის ციხე.. რიგითობას შეგატყობინებთ, და ნუ ბოლოს ვიქეიფებთ:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]