კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
arcivi9
- იეტი
- Posts: 1737
- Joined: 13 ნოე 2006, 12:29
-
Contact:
Post
by arcivi9 » 13 აგვ 2012, 11:38
საუკეთესო ლაშქრობა იყო რაც კი აქამდე მქონია

ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო ხდის ხეობის ბოლომდე გავლა და ჯუთაში ჩასვლა
მგონი არ შევცდები თუ ვიტყვი რომ:

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
-
Ismail
- მაწანწალა
- Posts: 447
- Joined: 28 სექ 2009, 17:09
- Location: ҚырÒтәыла, ҚарÒ
Post
by Ismail » 13 აგვ 2012, 12:57
ანდა იმის მერე... : ))
P.M. თემას დღეს გავხსნი...

Fátt er svo illt, að einugi dugi.
-
karavi87
- მაწანწალა
- Posts: 462
- Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
- Location: თბილისი
Post
by karavi87 » 13 აგვ 2012, 13:13
ჯამში რამდენი კილომეტრი გაიარეთ ?
მოგზაურობა
-
GT.ge
- მაწანწალა
- Posts: 923
- Joined: 19 აგვ 2009, 17:21
- Location: (წუთი)სოფელი
Post
by GT.ge » 13 აგვ 2012, 13:30
arcivi9 wrote:საუკეთესო ლაშქრობა იყო რაც კი აქამდე მქონია

ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო ხდის ხეობის ბოლომდე გავლა და ჯუთაში ჩასვლა
მგონი არ შევცდები თუ ვიტყვი რომ:

მომავალი წლის გასვლაში ჩამწერეთ, თუ მეორე ვარიანტით გადავალთ.


საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.
-
ეკატო
- მაწანწალა
- Posts: 434
- Joined: 12 ივლ 2010, 21:07
Post
by ეკატო » 13 აგვ 2012, 17:53
ყოჩაღ თქვენ
თემას როდის გახსნით? მოუთმენლად ველი ფოტოებს და შთაბეჭდილებებს

-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 13 აგვ 2012, 18:09
ყოჩაღ ზურა, და ყველა გასვლის მონაწილეს;
მგონი თითქმის ყველას გიცნობდით! და ეგრევე ეგ ვთქვი რომ მართლა ძლიერი სალაშქრო შემადგენლობა იყო წასული ხდის ხეობაში! მე პატარა დაკარგვითი ტური მოვუწყვე ჩემს მეგობრებს და ვერ შემოგიერთდით სამწუხაროდ

ასეთ დროს იოლია ლაშქრობაზე გამოუცდელი ხალხის დაყოლიება: "არასეზონზე" ბევრჯერ მოვახერხებ თქვენთან: გამოცდილ მოლაშქრეებთან ერთად ლაშქრობას!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
iko-iko
- ბოდიალა
- Posts: 133
- Joined: 23 თებ 2011, 22:46
- Location: თბილისი
Post
by iko-iko » 13 აგვ 2012, 18:38
კარგი ლაშქრობა იყო. ლამაზი ბუნება და რთული რალიეფი, ექსტრემიც არ გვაკლდა.

სურათებს მოგვიანებით ავტვირთავ
უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას
-
arcivi9
- იეტი
- Posts: 1737
- Joined: 13 ნოე 2006, 12:29
-
Contact:
Post
by arcivi9 » 13 აგვ 2012, 20:52
Ismail
ეს სურათი დაახლოებით შინოს მიდამოებიდანაა გადაღებული, მგონი სწორედ ის ხეობა უნდა იყოს რომელზეც შენ თქვი რომ ძალიან გრძელი არისო და ძნელი გასავლელი იქნებაო, ჰოდა მგონი არც ისეთი საშინელებაა

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
-
GT.ge
- მაწანწალა
- Posts: 923
- Joined: 19 აგვ 2009, 17:21
- Location: (წუთი)სოფელი
Post
by GT.ge » 14 აგვ 2012, 12:05

საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.
-
mariamooo
- მაწანწალა
- Posts: 485
- Joined: 19 ივნ 2010, 21:55
Post
by mariamooo » 14 აგვ 2012, 14:48
ჩვენ კი ვართ ცოცხლები, მაგრამ მგონი ჩურჩხელიანი ბელადი გაუჩინარდა

ხოდა ველოდებით

))
-
arcivi9
- იეტი
- Posts: 1737
- Joined: 13 ნოე 2006, 12:29
-
Contact:
Post
by arcivi9 » 14 აგვ 2012, 15:18
mariamooo
მგონი ჩურჩხელიანი ბელადი გაუჩინარდა
ეგრე სადაა გენაცვალე, ასეთი რთული და შთამაგონებელი ლაშქრობა იყო და შესაბამისად ამ გასვლის შესახებ თემის გახსნა ეგრე იოლი არაა, მოფიქრება უნდა შინაარსს, შთაბეჭდილებების გადმოცემას და ა.შ.

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
-
Ismail
- მაწანწალა
- Posts: 447
- Joined: 28 სექ 2009, 17:09
- Location: ҚырÒтәыла, ҚарÒ
Post
by Ismail » 14 აგვ 2012, 15:32
Fátt er svo illt, að einugi dugi.
-
QAQUCA
- იეტი
- Posts: 1024
- Joined: 17 თებ 2007, 22:12
- Location: 27-ზე 791-ე
Post
by QAQUCA » 24 აგვ 2012, 02:42
ყოჩაღ ბალღებო! გული დამწყდა რომ ვერ წამოვედი და გიღალატეთ...
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!
-
arcivi9
- იეტი
- Posts: 1737
- Joined: 13 ნოე 2006, 12:29
-
Contact:
Post
by arcivi9 » 06 იან 2013, 16:51
საკმაოდ არასასიამოვნო ამბავია:
უნიკალურ ხდის ხეობას (ყაზბეგის რაიონი) განადგურება ემუქრება. ხეობაში, მსგავსად დარიალის ხეობისა, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობა იანვრიდან იწყება და პროექტის თანახმად, 7 თვეში უნდა დასრულდეს. ისევე როგორც, დარიალის ხეობაში, სადაც მდინარე თერგი გვირაბში უნდა მოექცეს, აქაც მდინარე ხდისწყალი, რომელიც ხეობის უნიკალურობის განმსაზღვრელია და მას კიდევ უფრო ალამაზებს, მილში უნდა მოაქციონ, ხოლო თვითონ ხეობის ის ნაწილი, სადაც ჰესი განთავსდება უნდა გადაითხაროს (აღსანიშნავია, რომ, პროექტის თანახმად, ხეობაში უნდა ჩატარდეს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები).
შავანასა და ყუროს ქედების ფიქლოვანი მაღალი კედლებით გარშემოზღუდული ხდე - კლდეების, ღორნალების, მყინვარების, ალპური მდელოებისა და ჭორომ-ჩანჩქერიანი ნაკადების განმარტოებულ სამეფოს წარმოადგენს. იგი დარიალის ახლადაშენებული სამონასტრო კომპლექსიდან იწყება და რამდენიმე კილომეტრზე გრძელდება.
ზამთრობით აქ ჯოგებად ცხოვრობენ ჯიხვები და არჩვები, რომლებიც ამ დროს ხდის ხეობაში თავს უშიშრად გრძნობენ. ზუსტად ხდის ხეობაში არის ჯიხვების ყველაზე დიდი პოპულაცია მთელს ყაზბეგის რაიონში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ხდის ხეობა შეტანილი იყო საქართველოს სსრ „წითელ წიგნში“, როგორც ბუნების ძეგლი. „წითელ წიგნში“ აღნიშნულია რომ ხდის მყუდრო ხეობა წარმოადგენს მრავალი იშვიათი სახეობის თავშესაფარს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ,“ სადაც ერთ-ერთ ბუნების ძეგლად განსაზღვრულია ხდისწყლის ხეობა.
მთლიანობაში ხდის ხეობა ერთი დიდი ბუნების ძეგლია და მის თუნდაც ნაწილზე მსგავსი მასშტაბის სამშენებლო სამუშაოები, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთლიანად ხეობას.
ამ ხეობის ყველაზე ხშირი სტუმრები მთამსვლელები არიან. ზაფხულის განმავლობაში ხეობას უამრავი მთის მოყვარული სტუმრობს და იპყრობს აქ არსებულ სხვადასხვა მწვერვალს. ქართველ მთამსვლელთა და უბრალოდ მთისმოყვარულთა უმეტესობას, სწორედ ხდის ხეობაში აქვს მიღებული ალპინისტური ნათლობა.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლევან გოთუა მთებზე გამიჯნურებული იყო. ხშირად დადიოდა ღრუბელთა თავშესაფარში ატყორცნილ მწვერვალებზე. ერთ-ერთი ასეთი ლაქრობა “ხდედალეულნში” მხატვრულ ფერებში ასახა:
“თეთრ წინწკლებად დაფშვნილი ჩქეფი. ხდეს წყალი. ქვიდან ქვაზე, კლდიდან კლდეზე, ლოდიდან ლოდზე რძე გადმოდუღს. ქაფით და გაფით. წყალი, როგორც რძე, თერგის რუხ ტალღებს ზოლად ჩაჰყვება ერთხანს. ბილიკი ხდეს ჩქეფს ასდევს მიეთმოეთით”...
უახლოეს დღეებში გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს ნებართვა ამ ჰესის ასაშენებლად.
მოვუწოდებთ გარემოს დაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრ – ხათუნა გოგალაძეს, კარგად დაფიქრდნენ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ღირს ხდის უნიკალური ხეობის გაწირვა, იმად, რომ იქ 6 მგვტ სიმძლავრის ჰესი აშენდეს?
ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა და მისი მხრიდან მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რათა შევძლოთ და ეს უნიკალური ხეობა განადგურებას გადავარჩინოთ.
http://www.facebook.com/GadavarchinotKhdisKheoba
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას