მგონი დალაგებულად უნდა მოვყვეთ
ჩვენი მოგზაურობაი უჩვეულოდ დაიწყო, გასაცილებლად უამრავი კარაველი (კარამელი) შექუჩდა, და აქ...
ორმა გამცილებელმა ექსპრომტად მიიღო წამოსვლის გადაწყვეტილება!
DRUIDI
&
LAMA
წინადადება შემომაქვს ეს ორი ადამიანი გამბედაობისა და ნდობის ორდენზე წარვადგინოთ
რაღაც არ გამომდის დალაგებულად თხრობა...
რა ვქნაა
შეუდარებელია გაზაფხულის თოვლიანი წიფლნარი...
ზოგან ბებერი თოვლი ორ მეტრსაც აღწევდა.
ხეებს რაღაცა ძალით თავის ირგვლივ ბებერი თოვლი შემოედნოთ და უზარმაზარი ძაბრები გაეჩინათ, ამ ძაბრების ფსკერზედ ფურისილების ფოთლები ამოწვერილიყო. ძაბრის კედლები - დაგლუვებული, ბებერი თოვლი.
ჰოდა ამ თეთრ ფონზედ აშოლტილ ხეებს ტოტებზე სულ მთლად ყრმა ფოთლები გამოესხათ, ფოთლები თითქოსდა გამჭვირვალედ მწვანე იყო, ხასხასა ფოთლებში გაბლანდული მზის სხივები ქვემოთ თოვლს ალიცლიცებდნენ...
ვიდექი და ვნატრობდი - ნეტავ გონებამ ეს სურათი სიზმრებში ხშირად მომივლინოს-მეთქი.
ზღაპარი იყო...
დაკიდული აღმართი იყო. სული კბილით ავიტანეთ დედაბერაზე და ზემოთ ასულებმა სანავარდოთ გავუშვით... ვიდეოზე ეგ ადგილია, სადაც ჩვენი სულები ნავარდობდნენ (ხოლო ლამას სული ანცობდა კიდეც)
სანახები იყოო... უკიდეგანო სივრცეს კაკასიონი აპობდა... აბა კავკასიონი ჩვენში ვის უკვირს მარა... იქედან მაინც საკვირველად ჩანდა...
ვაჰ დედა! რანაირად უნდა მოვყვე, პაატა აბა შენი არწამოსვლა იქნებოდა
რა სურათებს დადებდიიი...