ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
Nazgha
- ბილიკზე მოარული
- Posts: 27
- Joined: 02 ნოე 2011, 22:59
Post
by Nazgha » 13 მაი 2012, 15:05
საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი აცხადებს მოხალისეების მიღებას საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსზე:
http://www.aisiforce.org/word/?page_id=408
კურსზე ჩაწერის მსურველებს შეგიძლიათ შეავსოთ ონლაინ-ანკეტა:
https://docs.google.com/spreadsheet/vie ... E6MQ#gid=0
2012 წლის 28 მაისს ჩატარდება ღია კარის დღე. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისათვის.
სასწავლო კურსი დაიწყება 2012 წლის 2 ივნისს გაცნობითი ლაშქრობით. მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ღია კარის დღეს ჩაეწერება სასწავლო კურსზე.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3 თვე.
სასწავლო კურსი უფასოა.
კონტაქტი:
ელ-ფოსტა -
info@aisiforce.org
ტელეფონები - 595 73-33-90 და 577 37-01-73

-
CheLo
- დომცი+
- Posts: 2521
- Joined: 14 თებ 2011, 18:25
- Location: ზონაზე... : (
Post
by CheLo » 13 მაი 2012, 17:03
მინდაა.. თუ ვინმე ხართ მსურველები ბარემ ერთად შევავსოთ ანკეტები რა??
-
Ledi
- მაწანწალა
- Posts: 629
- Joined: 21 მარ 2010, 15:55
- Location: ალუბლების ქუჩაზე :)
Post
by Ledi » 14 მაი 2012, 09:57
მეც დავინტერესდი, მაგრამ, თუ აისი-ს ფორუმის წევრი არ ვარ? ვინც მუშაობს იმათთვის სწავლების როგორი გრაფიკი იქნება?
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან!

-
Nazgha
- ბილიკზე მოარული
- Posts: 27
- Joined: 02 ნოე 2011, 22:59
Post
by Nazgha » 14 მაი 2012, 10:11
Ledi
აისის არათუ ფორუმის წევრობა, არამედ ზოგადად აისის წევრობაც არაა საჭირო იმისთვის რომ ეს კურსი გაიაროთ.
სწავლების გრაფიკი მაქსიმალურად ისეა გაკეთებული რომ სტუდენტებს და დასაქმებულ კურსანტებს ხელი არ შეეშალოთ. თეორიული მეცადინეობა იქნება ორშაბათს საღამოს 7საათიდან. ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები კვირაობით.
-
avtokh
- მაწანწალა
- Posts: 953
- Joined: 28 სექ 2010, 21:31
- Location: saca moxerxdeba :)
Post
by avtokh » 14 მაი 2012, 11:09
მშვენიერი კურსები იქნება. განსაკუთრებით სამხედრო მიმართულება.
ვინაიდან აქ მხოლოდ დაგეგმილი ლაშქრობები ქვეყნდება, ხომ არ აჯობებდა ეს თემა სამომავლო გეგმების ნაცვლად ზოგად საუბრებში გახსნილიყო?
-
Nazgha
- ბილიკზე მოარული
- Posts: 27
- Joined: 02 ნოე 2011, 22:59
Post
by Nazgha » 14 მაი 2012, 11:23
avtokh
იდეაში სამომავლო გეგმებში შედის აისის კურსი. თუმცა სად იქნება გახსნილი ამას დიდი მნიშნველობა არ აქვს, მოდერმა თავისი გადაწყვეტილებისამებრ შესაძლებელია რომ გადაიტანოს. მთავარია ისეთ ადგილას იყოს რომ რაც შეიძLება მეტ ადამიანს ქონდეს ამ კურსზე ინფორმაციის მიღების საშუალება.
-
teo-
- იეტი
- Posts: 5269
- Joined: 19 მარ 2008, 21:06
- Location: myinvari
-
Contact:
Post
by teo- » 15 მაი 2012, 00:09
28ში მივიდეთ ღია კარის დღეზე და გადავწყვიტოთ
არა ექსკურსიას!

-
kiki
- იეტი
- Posts: 1518
- Joined: 29 ივნ 2007, 17:25
Post
by kiki » 15 მაი 2012, 00:16
კარგიააა, მაგრამ 3 თვე OMG :/
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 15 მაი 2012, 09:37
აქ გადმოვიტანე, რადგან მთლად კარვულ ლაშქრობის დაგეგმას არ ეხება, არადა საინტერესო რამაა.
-
datoforesti
- მაწანწალა
- Posts: 459
- Joined: 05 სექ 2011, 22:24
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by datoforesti » 15 მაი 2012, 15:49
დამაინტერესა..მაგრამ კიტხვები მაქვს...
ეს ლაშქრობები კვირაობით რა თანხა ჯდება..
და ამ სამ თვეში საკმაოდ ბევრი ლაშქრობა იქნება კარავზე და უარს ვერ ვიტყვი, მაშინ რა მოხდება?
-
Nazgha
- ბილიკზე მოარული
- Posts: 27
- Joined: 02 ნოე 2011, 22:59
Post
by Nazgha » 15 მაი 2012, 16:27
datoforesti
აისის სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ (საველე) მეცადინეობებს. კვირის გასვლები ლაშქრობა არ არის. თითოეული კვირის საველე გასვლისას დამუშავდება კონკრეტული თემა (ტოპოგრაფია,ფორტიფიკაციები და ასე შემდეგ).
კურსი სრულებით უფასოა, ანუ არაფრის გადახდა არ მოგიწევთ კურსის გასავლელად. ერთადერთი დანახარჯი რაც რეკრუტებს ამ ხნის განმავლობაში ექნებათ გასაწევი არის გზის ფული (თითო გასვლაზე მაქსიმუმ 1-2ლარი), ასევე თავად უნდა წამოიღონ თავისი საჭმელი კვირაობით.
ამ ხნის განმავლობაში შაბათობით თქვენ თავისუფალი იქნებით, ანუ შეძლებთ შაბათობით სხვაგან ლაშქრობას. თუკი კურსანტი სისტემატიურად აცდენს გასვლებს ის რათქმაუნდა კურსს ვერ გაივლის.
-
datoforesti
- მაწანწალა
- Posts: 459
- Joined: 05 სექ 2011, 22:24
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by datoforesti » 15 მაი 2012, 17:25
Nazgha
მადლობა .... მგონი ჩავეწერები...