გავაცოცხლოთ თემა.
ეს ცაცხვი ჩემი სოფლის - ზემოხეთის (ჩოხატაურის რაიონი) მთავარ სასაფლაოზე დგას. ზუსტი ასაკი არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, 3 საუკუნეზე მეტი ხნისააო. მაგის ისტორია სადღაც დავწერე კარავზე, მაგრამ ვერ ვიპოვე და დავწერ თავიდან. ის დაურგავს ვინმე კერძევაძეს, რომელშიც მერე გურულ ფირალთა სისხლს უყივლია,

ბატონი მოუკლავს (არადა, პატარა, მაგრამ კარგი გვარია, წყნარი, მშრომელი, პურმარილიანი და ჯიგარი ხალხია) და ვანის რაიონის სოფელ გორა-ზეინდარში გაქცეულა. იქ დღესაც ცხოვრობენ კერძევაძეები, რომლებმაც წლების წინ კითხვა-კითხვით მოაგნეს ზემოხეთს. თურმე მათ წინაპრებისგან იცოდნენ, რომ მათი გვარი გურიის რომელიღაც სოფლიდან იყო წამოსული, სადაც იმ პირველ წინაპარს სასაფლაოზე ცაცხვი დაერგო, რომელიც უკვე დიდი ხე უნდა ყოფილიყო. პარალელურად, ჩვენს სოფელშიც ამ ცაცხვზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ვინმე კერძევაძეს დაერგო, რომელიც მერე სხვაგან გაქცეულა... მოკლედ, ეს ორი ზეპირგადმოცემა ერთმანეთს ძირითადში ემთხვეოდა და ამიტომ ვანელ კერძევაძეებს მოგვარეების პოვნა არ გასჭირვებიათ, რადგან ეს გვარი გურიაში სხვაგან არც ცხოვრობს. მათ დღესაც აქვთ მიმოსვლა ერთმანეთში და ბიძაშვილობენ.
ესეც მისი "შინაგანი სამყარო".
ეს ჭადრის ხეები სკოლის ეზოში დგას (კადრში რაც ჩანს, ეგაა სააკაშვილის სკოლა.

ძველს ცალკეული ოთახები ჰქონდა მაგხელა, მაგრამ იმის სარემონტოდ სულ რაღაც 5 ათასი ლარი დაენანათ და ეგ ააშენეს 142 ათასად!

). მაგათი ასაკი 100 წელზე მეტი თუ არა, არც ნაკლები იქნება. დაურგავს სკოლის ყოფილ დირექტორ ლაზარე ნიკოლაიშვილს.
ასწლოვანი ბერმუხა არაა, მაგრამ მაგ ჭადრების უკან აი, ეს მთები იმალება, მაგ მთებში კი რა სიგრილე, რა სილამაზე და რა ტყეები იმალება, მაგას ნუ მომაყოლებთ.
