კარაველებო, ბარისახოს სკოლა-ინტერნატის დასახმარებლად თბილისის ფორუმზე გაიხსნა ეს თემა და აქაც ვაკოპირებ, თუ ვინმეს აქციაში ჩართვის სურვილი გექნებათ.
"ალბათ მოგეხსენებათ რომ ბარისახო არის მაღალმთიანი სოფელი, მდებარეობს პირაქეთა ხევსურეში
ესეიგი რაშია ეხლა საქმე, როგორც სათაურიდან მიხვდით საუბარია სოფელ ბარისახოს სკოლაზე, უფრო კონკრეტულად კი მის ბიბლიოთეკაზე, რომელიც ამჟამად ნამდვილად ვერ დაიკვეხნის წიგნების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით, არადა ბავშვებს, რომლებიც მეზობელი სოფლებიდანაც კი რამდენიმე კილომეტრს გადიან ბარისახოს სკოლამდე მისასვლელად აქვთ სურვილი ისწავლონ, წაიკითხონ, თვალსაწიერი გაიფართოვონ, თუმცა ობიექტური და მეტად სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე ამჟამად ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ
ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ჩემმა მეგობარმა, რომელიც მოხალისედ წავიდა ბარისახოს სკოლაში და იქ ინგლისურ ენას აწავლის, Facebook-ის საშუალებით წამოიწყო აქცია ბარისახოს სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრებისთვის, აქციას უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და მე მინდა ფორუმელებსაც მოვუწოდო შეუერთდნენ ამ მართლაც შესანიშნავ წამოწყებას, დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანის ოჯახში მოიძებნება წიგნები რომლებსაც სიამოვნებით დაუთმობდით საქართველოს ულამაზესი კუთხის მაცხოვრებლებს, პატარა ხევსურებს
ესეც ლინკი FB-დან
http://www.facebook.com/events/174451032661723/
ვადები რომელიც FB-ზეა მოცემული შეიცვალა, ანუ 25 იანვრის მაგივრად აქცია გრძელდება თვის ბოლომდე, წიგნები შეგიძლიათ მიიტანოთ თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე, შაბათ კვირის ჩათვლით, როგორც კი შეხვალთ, დერეფანშივე, ხელმარჯვნივ დგას სპეციალურად გამოყოფილი ყუთი რომელშიც გროვდება წიგნები, იქვე ზის ქალბატონი ნელი, რომელიც დაგეხმარებათ წიგნების დაბინავებაში
იმედი მაქვს არ დაიზარებთ და შეიტანთ თქვენს მოკრძალებულ წვლილს ბარისახოს ბიბლიოთეკის გამდიდრებაში
აბა თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს"