უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 14 თებ 2012, 14:15
მივადექით ყველაზე მკვეთრ აღმართს. სახეზე გვეტყობა ყველაფერი
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
როგორც იქნა ავაღწიეთ ხეობის ბოლოში. ასეთ დროს უკან მოხედვა ძალიან სასიამოვნოა: როდესაც შენს განვლილ გზას უყურებ!
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 14 თებ 2012, 14:23
ხეობის ბოლოს ძალიან კარგ ადგილას აღმოვჩნდით: სამი მხრიდან კლდეები გვერტყა, ხოლო ამ კლდეებს შორის პატარა მდელო იყო, რომლის ირგვლივაც უზარმაზარი ლოდები ეყარა. როდესაც ამ მდელოს გავცდით და ცოტა სიმაღლეც ავიღეთ მისი აღმატებულება უღელტეხილიც დავინახეთ! ეს უკვე სულ სხვა იყო!
ოხოჯემდე უკვე სულ ცოტა გვქონდა დარჩენილი. ენერგიის ისეთი მოზღვავება ვიგრძენით, რომ დარჩენილი აღმართები არაფრად არ გვიღირდა!
ესეც უღელტეხილი: ამის იქით სამოთხე ყოფილა თურმე!
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
იქვე ჩამოვჯექით და ვაშლით და სხვადასხვა სასუნავებით ჩავიტკბარუნეთ პირი. ყველაფერი ძალიან გვეგემრიელა!
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ასეთი მყინვარი იყო ჩაწოლილი უღელტეხილის ძირში:
Uploaded with
ImageShack.us
-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 14 თებ 2012, 23:35
Bernar wrote:მაღალი გამავლობის მანქანით შელეთამდე (მუხირიდან ასე 20 კილომეტრშია) მისვლა უპრობლემოდ შეიძლება. ოღონდ მაღალი გამავლობის მანქანებში ე. წ. ქალაქის ჯიპებს არ ვგულისხმობ (მაგალითად Honda cr-v ან Hrv). ანუ ამ გზის მანქანით გასავლელად მხოლოდ ხიდები არაა საკმარისი: მაღალი "პასადკაც" აუცილებელია.
აი რაც შეეხება შელეთიდან ნათიფურუს ქოხამდე: გზის ამ მონაკვეთზე დაკიდებული აღმართებია და ამასთან ალაგ-ალაგ საკმაოდ ცუდი გასავლელებია. როგორც მუხურელებმა გვითხრეს, გზის ეგ მონაკვეთი ჩინელებმა შეაკეთეს. ამიტომ როდესაც ჩინელები იმ ფერდობზე მუშაობდნენ, მაშინ გზა კარგ მდგომარეობაში იყო (მაგალითად 2010 წელს). 2011-ში უკვე მეორე ფერდობზე იყვნენ გადასულები და ამიტომ შელეთიდან ნათიფურუს ქოხამდე გზა არ შეუკეთებიათ. თუმცა მიუხედავად ამისა ურალები და კამაზები შეშაზე ეხლაც დადიან ამ გზაზე.
ასე რომ მაღალი გამავლობის კარგი მანქანით მაქსიმუმ ნათიფურუს ქოხამდე შეიძლება ასვლა
ნათიფურუს ქოხიდან უკვე ბილიკებით უნდა გადახვიდეთ ჯერ ოხოჯეზე და შემდეგ დიდ ტობა ვარჩხილზე. ნათიფურუდან ოხოჯემდე ორ დღეში თავისუფლად შეიძლება გადასვლა.
მადლობა ინფორმაციისთვის. სადაც ურალი და კამაზი თუ გადის ეგ ნიშნავს რომ ჩვენი მანქანებიც გაივლის. შელეთიდან კი სულ რაღაც 11-12 კმ გავზომე ტბამდე.
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 15 თებ 2012, 00:56
Nika
შელეთში ნათიფურუს ქოხს ხომ არ გულისხმობ?
შელეთიდან ნათიფურუს ქოხამდეა ასე 11-12 კილომეტრი. და თქვენი მანქანებით არა მარტო შელეთამდე, ნათიფურუს ქოხამდეც ახვალთ. ბილიკი ნათიფურუს ქოხიდან იწყება და გადადის ტბამდე. ნათიფურუდან ტბამდე ჯამში 12-13 კილომეტრი იქნება, თუმცა ერთ დღეში რთული გასავლელია. ბარგს ცხენებით თუ წაიღებთ მაშინ კიდე შეიძლება.
-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 15 თებ 2012, 13:48
Bernar
კი ამერია ნამდვილად. ბევრი მსურველია ჩვენთან მანდ ასვლის და ინფორმაციას ვაგროვებ.
მადლობა!
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 18 თებ 2012, 20:21
განვაგრძეთ გზა. მიუხედავად გამოვლილი აღმართებისა, ძალიან მხნედ მივიწევდით რადგან მიზნამდე ძალიან ცოტაღა გვაკლდა.
თავიდამ მყინვარს მარჯვნიდან მივყვებოდით. შემდეგ ერთ ადგილას გადავჭერით და უკვე მყინვარის მარცხენა მხრიდან განვაგრძეთ ასვლა. ჩემდა გასაკვირად ბილიკი ამ ადგილას საკმაოდ კარგად ემჩნეოდა.
მყინვარის გადაჭრისას მერაბმა თოვლზე ისრიალა და კარგადაც გაგვახალისა.
შაკო მყინვარის გადმოლახვისას
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
როდესაც უღელტეხილს მივუახლოვდით უკანაც მივიხედეთ: კარგა მაღლა ვიყავით უკვე ამოსულები:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ესეც პანორამა
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 18 თებ 2012, 20:38
ბოლო წამები თუ წუთები როგორც ყოველთვის ძალიან გაიწელა. ბოლო ასი მეტრი ყოველ ნაბიჯზე ველოდი უღელტეხილს. ბოლოს როგორ იქნა გადავდგი ის ბოლო ნაბიჯიც და ისეთი რამ დავინახე რაც არასოდეს არ დამავიწყდება!!!
საოცრება იყო უღელტეხილიდან დანახული კლდეები. სიხარულისაგან ლამის ცრემლებიც წამსკდა. ზუსტად აღარ მახსოვს რას ვაკეთებდი იმ დროს. ის კი დამამახსოვრდა, რომ ერთი ორჯერ მაგრად შევყვირე!
სხვებიც მალე ამოვიდნენ და ჩემი ძმის ნაირ უემოციო ადამიანსაც წამოსცდა ერთი-ორი ღრიალი!

შაკომაც და გიორგიმაც კარგად იღრიალეს, მოკლედ ძალიან აჟიტირებულები ვიყავით ოთხივენი!
ახლა კი შევეცდები ფოტოებით ოდნაც მაინც შეგიქმნათ წარმოდგენა იქაურობის დიდებულობის და განსაკუთრებულობის შესახებ:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
პანორამა უღელტეხილიდან
Uploaded with
ImageShack.us
-
QAQUCA
- იეტი
- Posts: 1024
- Joined: 17 თებ 2007, 22:12
- Location: 27-ზე 791-ე
Post
by QAQUCA » 18 თებ 2012, 20:49
ე ბიჭო ტბა მანახეთ დავბერდი კაცი ამ ტბის ლოდინში

ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 18 თებ 2012, 21:01
დავეშვით ბოლოს უღელტეხილიდან. სულ სირბილ-სირბილით ჩამოვირბინეთ მყინვარი და მეორე საოცრება უკვე ტბის დანახვისას გველოდა!
ულამაზესი სანახავია ოხოჯე, როდესაც უღელტეხილიდან დაშვებული მყინვარიდან მწვანე მდელოზე გადახვალ! კლდეებში ჩამჯდარი ტბა წყნარად ლივლივებდა. იქვე კი ძალიან სასიამოვნოდ ისმოდა მყინვარიდან გამომავალი ნაკადულის ჩხრიალი. ყველაფერი შესანიშნავი იყო: ხავერდივით მწვანე მდელო, თეთრი მყინვარები, ლურჯად მოლივლივე ტბა, სასიამოვნოდ მოჩუხჩუხე ნაკადული, ცაში აზიდული კლდეები და ოხოჯეს იქით წამომართული სვანეთის ქედის მწვერვალი.
ოხოჯეს სრულყოფილად დანახვისას კვლავ მთელი ძალით დაგვატყდა თავს ემოციების ზღვა. სიხარულისგან ხან რას ვყვიროდით ხან რას. ჩვენს ცხოვრებაში ხომ პირველად ვხედავდით ასეთ სილამაზეს!
უღელტეხილიდან ჩამოვლილი ცაშკიბალის მყინვარი
Uploaded with
ImageShack.us
შაკო ყვირის!
Uploaded with
ImageShack.us
ემოციებისგან დაცლილი მერაბი
Uploaded with
ImageShack.us
მისი უდიდებულოსობა ოხოჯე იგივე ცაშკიბალის ტობა ვარჩხილი
Uploaded with
ImageShack.us