ხორნაბუჯის ციხიდან მალევე ჩამოვედი და ეგრევე გამოვემართე სამარშუტოსკენ. მიზეზი - ჩემი ფეხსაცმელი, რომელიც დიდის ამბით ვიყიდე როგორ თოვლგამძლე და წყალგაუმტარი ერთიანად გაიჟღინთა წყლით

რადგანაც ჩექმების მეორე წყვილი წამოღებული მქონდა ვიფიქრე სანამ დანარჩენები მოვლენ მე გამოვიცლითქო (ნეტა სად მეჩქარებოდა

)
ხოდა აი ასე 6-ის ნახევრისთვის უკვე სამარშუტოსთან ვიყავი. მერე ნელ-ნელა ხალხიც დაგვემატა, თუმცა ჩვენ მაინც ადგილიდან არ ვიძროდით. მე ცოტა ხანი წამთვლიმა (დაღლილობისგან და უძილობისგან) თავალი რომ გავახილე 7 საათი იყო და ჩვენ მაინც ერთ ადგილას ვიდეგით. მერე გავარკვიე რომ რამოდენიმე ადამიანი ჯერაც არ იყო მოსული

ცოტაოდენი ლოდინის მერე ისნიც გამოჩდნენ.
მაგ დროისთვის უკვე საკმაოდ ბნელოდა და უმრავლესობაში გაჩნდა იდეა, რომ პირადაპირ სიღნაღისკენ აგვეღო გეზი, თუმა შოდას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დასახული გეგმის პირნათლად შესრულება და ჩვენი სამარშუტოც ელიას ტაძრისკენ გაემართა.
ელიას ტარის ნახვა სიბნელეში და ყინვაში უმრავლესობას დაეზარა (მეც მათ შორის) და ამიტომაც დაახლოებით ერთი საათი კვლავ სამარშუტოში გავატარეთ. ამდენხნიანმა ჯდომამ ის გამოიწვია, რომ დაღლილობა მომერია და მეც ავბუზღუნდი
მაგრამ იმედია არავინ შემიწუხებია ძალიან
მოკლედ სიტყვა ძაან რომ არ გამიგრძელდეს ელიას მერე სიღნაღში წავედით, აქ შოდამ კიდევ რაღაც კედელტან მიგვიყვანა 15 წუთის სავალზეაო ქალაქი და ჩამოდით ხალხნო ნუ ზარმაცობთო შემოგვძახა, მაგრამ არავის არაფრის თავი არ ქონდა

(თუმცა რამოდენიმე თანამოაზრე მაინც გამოუჩნდა)
სიღნაღში 11-ის ნახხევრისკენ ვიყავით და ამ დროს მხოლოდ ერთი რესტორანი დაგვხვდა ღია. ჩვენც იმ რესტორანს შევესიეთ და მოვითხოვეთ ჩაი და ყავა, რის მერეც თბილისისკენ გამოვემართეთ !
