კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 19:00

ქაქუცა :)

ARCHILI - საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07



ხევსურ-სერიალი

ხევსურეთიო და ხევსურეთიო... კეთილი და პატიოსანი.. ვტაცე ხელი მთელს ჩემს სამოგზაურო ავლა-დიდებას (ზურგჩანთა ტანსაცმლით და პარკი საჭმელით) და დილითვე გავქანდი გაჩერებაზე.. პირველივე ტაქსის მძღოლს ჩავაფრინდი და აბა, მე ვუთხარი.. დროზე და სწრაფ-სწრაფად დიდუბეში მიმიყვანე, თორემ ხევსურეთს შენივე ხარჯებით მოგატარებ-თქო (.. ნუ ეს ბოლო წინადადება არ მითქვამს, მაგრამ კარგად ჩაჯდა)...

ჰოდა.. 05:55 სამთი ქიმიის წინ, სწორედ ნაგვისსაყრელ თანამედროვე-ევროპულ კონტეინერთან გაიღო ჩემი კარი..

ასე გამოწკეპილ-გამომზეურებულები დილის ტრადიციული ოხუნჯობებით ვირთობდით თავს..

უცებ.. ცაზე მზემ ამოანათა, ჩიტებმა ჟღურტული შეწყვიტეს და ცის ცისარტყელა მიწად დაეშვა, ოსკარის წითელი ხალიჩასავით გზის ერთ მონაკვეთში დაეფინა და მიდამოც გაირინდა..

შევუდექით გზას.. თვალი თვალს ეშურებოდა, ერთს მეორის ნანახის შურდა.. მწვანე-მწვანეს ცვლიდა, მთა-მთას.. მდინარე-მდინარეს.. აქაფებული ხტოდა ქვიდან ქვაზე, ლოდიდან-ლოდზე.. ამინდი ცოტას გვემუქრებოდა, ცოტასაც გვეფერებოდა.. ისეთი იყო, ნამდვილი ხევსურული.. ჰო.. ამინდიც ხევსურული იყო, ცოტა მოთბო, ცოტაც მკაცრი, ცოტაც ისეთი, რომ მცირედად მაინც გვეგრძნო, როგორია ხევსურული ჩვეულებრივი და იქნებ კიდეც შედარებით ადვილი ყოფა..

უღელტეხილს რომ შევჩერდით, ცოტა გამარჯვება ვუთხარით მხარეს და ყოვლადწმინდას ლოცვა-კურთხევა ვთხოვეთ.. ცოტა მუხლი გავშალეთ, ცოტაც ცივი ჰაერი ჩავისუნთქეთ, ცოტაც კუtჩმუცელი შევახურეთ..

რა გითხრათ, ნებისმიერ მოგზაურს შეშურდებოდა ჩვენი.. მთები გვიხუტებდა, ფერდობები გვესალმებოდა, მზე ხან დახუჭობანას გვეთამაშებოდა, ხანაც ისედაც სიცილშეუწყვეტელ კარაველებს, გვერდებში გვიღიტინებდა...

ჩვენს ადმინს და თანამოძმე-კარაველებს მცირედად დავემშვიდობეთ და გზა დავულოცეთ, ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ ვუსურვეთ და გავუშვით რთულსა და საინტერესო გზაზე..

კოტეტბელმა პირველივე ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა და სანდრო რაზიკაშვილთან ერთად ზუსტი სიტყვები რომ მოვძებნო ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, ორიოდე მთა გადაირბინ-ჩამოირბინა... და .. ერთ-ერთ მონაკვეთზე შეპირებული მგზავრებივით დაგვიხდნენ..

ცოტა ხანში ერთ-ერთ პირველივე კოშკთან, ლებაისკართან გადმოვხტით.. ამას მოკლე "რაზმინკაც" მოჰყვა და იქ მისულებმა მცირე მეცნიერული კვლევა-ანალიზიც მოვაწყვეთ...

უკვე აღფრთოვანებულები ვიყავით, უკვე შთაბეჭდილება გაჯერებულები, უკვე იქაურობაზე შეყვარებულები... ვლხენობდით და ვყვებოდით, ვლაპარაკობდით და ვიცინოდით..

თუ ვინმეს "კარაველების" საუბარი არ მოუსმენია, ე.ი. ფილოსოფიური მიმდინარეობების შობის პროცესი არ უნახავს, თუ ვინმეს "კარაველების" იუმორზე არ უცინია, ე.ი. კარგი და კეთილი იუმორი დაკლებია... თუ ვინმე "კარაველებთან" ერთად არ ყოფილა, ე.ი. კარგი კაცობისა და ადამიანობის მშვენიერი გაკვეთილი გამოუტოვებია... "კარავის" ფსიქო-ფილოსოფიური დანიშნულება მერე იყოს და სანამ ჯერ კიდევ ქისტანს მივუახლოვდებოდით, უკვე შევსებულები ვიყავით სულიერადაც და თვალიერადაც.. თუმცა, ჯერ მხოლოდ წინ იყო ყველა საუკეთესო კადრი, ყველა საუკეთესო ამბავი და ყველა საუკეთესო შთაბეჭდილება, რაშიც მალევე დავრწმუნდით...
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 19:13, edited 4 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 19:03

ARCHILI - საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07

ხევსურ-სერიალი

"ქისტანი და..."



ქისტანი გამოჩნდა..
ჩვენც შევჩერდით...
ჩვენს დიდებულ წინაპრებს ძლიერება მკლავშიც ჰქონდათ და სილამაზესა და სულიერებაშიც..

შემოგვესალმა ქისტანი... წყალი დავლიე პირდაპირ მდინარიდან (ბოჭო ლევომიცეტინს დამპირდა ამის გამო, მაგრამ არ დამჭირვებია..), გავეშურეთ ქისტანის ციხეების დასალაშქრად.. სულ სიცილ-სიცილით ავბობღდით, ამასთან, მე ასვლის ტექნოლოგიებსა და მეთოდიკაზე მუშაობა გავაგრძელე და გარკვეულ ადგილებზე ოთხფეხა სვლის მეთოდოლოგია მოვნიშნე, რაც საკმაოდ პოზიტიურად აპრობირდა.. აღმოჩენები გავაკეთე ჩემი სანდლების საკითხზეც, აღმოჩნდა, რომ მათ ფეხის ტერფის გარშემო ტრიალიც შეძლებიათ.. რაც შეეხება "ოთხფეხა ასვლის" მეთოდს, ეს უკანასკნელი, "კიბისებური ასვლის" მეთოდის პარალელურად, დაგვირგვინდა იმით, რომ საბოლოოდ ქისტანის ციხეებსაც მივუახლოვდი.. აქვე, მინდა დიდი და სპეციალური მადლობა გადავუხადო თამუნას, რომელიც ჩემი "სვლების" ნამდვილ მუზად იქცა ქისტანსა და შემდგომში მუცოშიც..

მე და ტომამ ბევრი ვისაუბრეთ ზოგადად ქართულისა და ქისტანის შესაძლო ყოფის შესახებ, ჩემთვის ფრიად სასიხარულოდ, ტომა მეტად საინტერესო და კვალიფიციური მოსაუბრე აღმოჩნდა, ტომამ, მე და კოტეტბელმა ერთმანეთს ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება გავუზიარეთ, ბევრიც ვიცინეთ...

მეორე ციხესთან გადასასვლელ გზაზე ძალზე მოხარული დავრჩი, რომ დროის სწორედ იმ მომენტში გურულის გვერდით ვიმყოფებოდი, შედეგად, გურულის მიერ წაკითხული ანა კალანდაძის ლექსი მოვისმინე. შემდეგ საკუთრივ ანა კალანდაძეზე, ასევე ქართულ და განსაკუთრებით კი ხევსურულ პოეზიაზე ვისაუბრეთ..

უკან ჩამოსვლა ლოკოკინამ და მე ახალი ტექნოლოგიით ვცადეთ, რომელსაც პირობითად "სათხილამურო სვლის ტექნოლოგიები არასათხილამურო სეზონზე" შეგვიძლია ვუწოდოთ... ანუ.. სულ სრიალ-სრიალით დავეშვით.. "დაშვება", ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა, თუმცა ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდი ზუსტად შეესაბამებოდა ამ საკითხს..

დაშვება-დაშვებაში სწორედ რომ მშვენიერი წვიმა წამოვიდა, ისეთი, აჩქარებას რომ დიდად აზრი არ აქვს ანუ 10-15 წამში მთლიანად რომ გარეცხილ და გავლებულ სამოსს რომ დაგამსგავსებს..

კარაველთა მთიდან ჩამოსვლის სიჩქარის სწორედ რომ ნებისმიერ მთის მობინადრეს, ჯიხვი იქნებოდა თუ თხა, შეშურდებოდა.. პირობითი ერთეული რომ შევურჩიოთ დაშვებას, დაახლოებით ასეტი გამოვიდოდა: დაშვების პროცესის ყოველი 20 წუთიანი მონაკვეთის 20 წამში დაძლევა.. გინესის სპეციალისტები რომ ახლო-მახლოს ყოფილიყვნენ, შეიძლება "კარავს" ამ საკითხშიც ფრიად ემარჯვა..

მიუხედავად ამისა, ყოველი კარაველი მიხვდა, რომ გინესის რეკორდსმენიც კი ვერ აჯობებს ნამდვილ ხევსურულ წვიმასა და ხევსურული მთების ეშხს.. ასე, რომ ფრიად კოხტად დასველებულები, ბოლოს უკვე სეირნობა-სეირნობით მივუახლოვდით ჩვენს სატრანსპორტო ბაზებს..

თქვენ გულის მზიანობა თქვით, თორემ კარაველებთან სველი ტანისამოსიც მალე შრება, სწორედ გულის მზიანობის ეფექტის გამო..

ქისტანს კიდევ ერთხელ მოვემადლიერეთ, მის ამშენთ და მცხოვრებთ კიდევ ერთი მადლობა გადავუხადეთ და გზა გავაგრძელეთ...
Last edited by Ketevan Guliashvili on 29 დეკ 2011, 20:25, edited 2 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 19:07

ARCHILI - საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07



ხევსურ-სერიალი

" შატილი და ... "




ვიცი, ვიცი, გრძელი სიტყვა მოკლედ რომ ითქმის...

ვიცი, ვიცი.. ნურც შემახსენებთ.. მე არც ფიცხელაურის მსგავსი ენამზეობა შემიძლია და არც კოტეტბელისნაირი ენაწყლიანობა, არც კავკასიკასავით ჭკვიანი და მრავლის მცოდნე ვარ და არც ლამასავით ალალი.. არც ბოჭოსავით კეთილი ვარ და არც გურულისავით სანდომიანი.. მე არც ტომასავით იდუმალი ვარ და არც პოპინსივით ბავშვური და საყვარელი, მე არც გობესავით აზრის ოსტატი ვარ, არც ზურა N-ივით ზომიერი და კაიკაცური, არც ვანდერელივით მასპინძლური და არც ნატალიასავით საყვარელი, არც პაატასავით გულწრფელი, არც დოროთეასავით და ლოკოკინასავით "ნამდვილი" ვარ, არც ბელჯივით, არც ჯუნიორებივით (გონე ჯუნიორი და კავკასიკას და) არც ადმინივით განსაკუთრებული..

მაგრამ რა ვქნა, რომ ასეთი ვარ როგორიც ვარ.... თქვენ უნდა მომიტევოთ ზედმეტსიტყვაობა...

... მაგრამ.. მე ვერ ვჩერდები, როცა კორშის მუზეუმში ჩვენს სახელოვან და დიდებულ წინაპართა ხელით ნაკეთებ საგაძურს ვუცქერ.. ვერ ვჩუმდები, როცა შატილ-ქალაქს ვხედავ და მის კედლებს ვეხები, ვერ ვჩერდები, ვერა, როდესაც აკლდამების ისტორიას ვისმენ, ვერ ვგულგრილდები, ვერ ვსულმშვიდები.. ვერ...

ავად მყოფნიო, მთელი ოჯახით სასიკვდილოდ ერთ ადგილას მიდიოდნენო.. თავიანთ მიცვალებულებთან ერთად ისხდნენ და ელოდნენ აღსასრულსო.. მაგრამ.. ჰოი, ქართველთ დიდებულებაო, აი, ეს ადამიანები, რომელთათვის ყველაფერი დასრულებული იყო, მაინც პირველები იყვნენ მტრის წინაშე და პირველები ეგებებოდნენ მათ, ვინ იცის, რამდენი შეუშინებიათ, რამდენი გაუბრუნებიათ უკანმოუსვლელად... მათი ძვლები ჩვენთვის სალოცავი უნდა იყოს და მათი სახელი საფიცარი.. თუმცა-ღა..

შატილს მე და ტომა ერთას ვსტუმრობდით, ერთად ვათვალიერებდით, ლამაზი იყო იქაურობა, თვალწარმტაცი და ცივი ქვები წინაპართა სულით გამთბარი.. ყოველ სენაკში, ოთახში თითქოს ცოცხლად ვხედავდი დიასახლისებს საოჯახო საქმით გართულებს, ბავშვებს, სადილის კეთების პროცესს, უფროს ქალიშვილებს ნაქარგობის მზადებით, ოჯახის მამის მოსვლას შემოღამებულზე და აშიშხინებულ საღამოს ტრაპეზს და ხევსურულ სტუმრობას..

განსაკუთრებულია შატილი, მაგრამ... ნაწყენი.. ჩვენზე ნაწყენი.. მოუფრთხილებლობითა და ჩვენი გულგრილობის გამო ალბათ.. სევდიანია შატილი, შვილების მიერ მიტოვებული და დარჩენილების წასვლის შიშში ცის წვიმებს ცრემლობს...

შატილიდან აღფრთოვანებული და მოწყენილი წამოვედი, თუმცა კი ბევრს ვხუმრობდი, ძალიან ბევრს! მხოლოდ აკლდამებთან შევიმჩნიე მოწყენილობა, ისიც ცოტა ხანს.. მრცხვენოდა და ახლაც მარცხვენს იმის გაცნობიერება, რომ იმ აკლდამებში, იმ წინაპართა ნახევრად მიწაშეჭმული ძვლების ფასიც არ ვღირვარ და რომ მათ წინაშე ფეხზე დგომის უფლებაც კი არ მაქვს, რომ ამ ცოცხალ საფლავებთან მხოლოდ მუხლებზე ხოხვით უნდა მივდიოდე და ასევე მუხლდა ქედმოხრილი გამოვბუნდე და ალბათ, უკან სვლით, რომ მათ საფლავებს ზურგი არ შევაქციო...

აქაფებული მდინარეები გულს მიჩქარებდა, გზად მუცო გველოდებოდა..


აბა... ვის უნახავს პოპინსის სახე მშვენიერ მთა-გორიან გზებზე სიარულისას?.. აი, ისეთ გზებზე, ფრანჯრიდან რომ სივრცეში იშლება თვალსაწიერი და გგონია თვით ღრუბელი მიგაქანებსო.. თან ჩვენი მარშუტკაც სწორედ რომ თეთრი იყო.. ოოო.. პოპინსი აქ მშვენიერია... ზემშვენიერიც კი... მრავალფეროვანი და ფერადიც კი.. პოპინსი ასეთ დროს ცისარტყელას ემსგავსება ხოლმე.. ჯერ თეთრი ფერი გადაუმდინარდება ხოლმე სახეზე, მერე ლურჯი.. შემდეგ მონაცრისფრო-მოსტაფილოსფროდ აუელვარდება თვალები.. ამ დროს ექსტრიმის მოყვარული თუ აღმოჩნდა მის გვერდით, სწორედ რომ ისიამოვნებს, თუმცა რეკომენდაციას გაგიწევდით, ამ დროისათვის პოპინსს ახლომახლოდან ბასრი და ბლაგვი ნივთები მოაშოროთ.. რამდენადაც ნებისმიერ წამში შესაძლებელია შეეწიროთ არა საკუთრივ საშიშ გზას, არამედ თავად პოპინსს.. მე მქონდა ბედნიერება თავად გამომეცადა ასეთი ექსტრიმი, რომლის ავტორი თავად მერი პოპინსი ბრძანდებოდა.. უფრო მეტიც, ამ მომენტიდან შემიძლია ნებისმიერს დავუმტკიცო, რომ მერი დეიდა ნამდვილად დაფრინავს.. ამის მტკიცებულებად ის ერთ მომენტიც გამოდგება, როდესაც პოეტურად აყირავებულმა, მზისაკენ ცხვირმიდრეკილმა მარშუტკამ.. ბაც-ო და წაიბორძიკა... და... ეჰეეეიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი........... სად იყო და სად არა, ჩვენი პოპინსი დეიდა სკამების ბოლო რიგიდან როგორც შევარდენი, ისე ნარნარად გადაევლო ზურგჩანთებითა და ნივთებით ჩახერგილ გზას და სადღაც წამის მეასედ ნაწილში უკვე არა თუ მიწაზე, არამედ თითქმის არდოტს იყო მიფრენილი..

ჩვენ, კარაველები, როგორც უბრალო ადამიანები, ამდენ შესაძლებლობას არ ვფლობთ და ფრენის მაგიერ ჩვეულებრივი საზოგადოებრივი მარშუტკით ვმგზავრობდით.. გზაში თეორიული მსჯელობა და საქმიანი დისკუსია გვქონდა ფითოხლართის ემპირიული გადაწყვეტის შესახებ, ფისკალურ-კოლოსალურ-სქოლასტიკურ-კოტეტბელისტურ დეკრუასანიზაციის შესახებ.. გამოითქვა ვარაუდები სინუსისებური და ფიგურალური პერსპექტივების შესახებადაც.. განსაკუთრებით აქტივობდა ბოჭო, რომელმაც გარკვეული მექანიკურ-დესტრუქციული რაკურსის თეორია გაგვაცნო და შედეგად, ჩვენში გარკვეული კორდინისტულ-სუბსტანციური ხედვა ჩამოყალიბდა საკითხის მიმართ... ამ ექსპერიმენტულ-ოფტოპიკისებურ-პაროდისტულ-იუმორისტული თეორიების დეპრაქტიკულირების და წაღმა-უკუღმა ხეტიალის შედეგად ჩვენ მოვიძიეთ ფრიად კონკრეტული ადგილი კარავთ-ქალაქის გასაშენებლად.. ჩვენს მიმდინარე საქმიანობის შემხედვარე იუშენკოც კი შურით გვიცქერდა სადღაც შორეული უკრაინიდან (როგორც დრუიდის სიზმარი), კარავთ-ქალაქის სოკოსებური სწრაფ ტემპებში გაშენების გამო.. მოდიოდა საღამო.. წვიმა შემოპატიჟებას ლამობდა... გზად კარავნაცნობი ფრანგები შეგვხვდნენ.. ვგრძნობდი, საღამოს ლამა შანზ-ელიზეს იმღერებდა...

კარავთ-ყვავილები საღამო სუფრას შლიდნენ.. ლუდი მდინარეში გრილდებოდა.. მე ანკესზე ვოცნებობდი.. მთვარე - უღრუბლო ცაზე.. ღრუბელი კი - ჩვენს მასპინძლობის უნარზე.. ჰოდა.. ცეცხლიც აგიზგიზდა, მდინარის ჩხრიალს კოცონის ტკაცა-ტკუცი და ჩვენი სიცილიც შეემატა... კარავთ-ქალაქი ხევსურ-ფართის ბოლო სამზადისში იყო.. ორი რამ აკლდა მხოლოდ კარავთ-ქალაქს: ადმინ-სასტავი და ბექა ფიცხელაური თავისი ბალალაიკით... ჩვენი მეგობრები ფიზიკურად არც თუ ისე ახლოს იყვნენ... თუმცა, როგორც იტყვიან ზურგის ქარს სწორედ ჩვენსკენ მოჰყავდა თითოეული მათგანი..

Last edited by Ketevan Guliashvili on 29 დეკ 2011, 20:26, edited 2 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 19:09

ARCHILI - საქველმოქმედო აქცია ხევსურეთისთვის 14.07.07-15.07.07


"დამსეტყვე ცაო...შანზ-ელიზეეეეეეეეეეეეე... "


თქვენ თუ იცით ახალი სიმღერის დაბადების შესახებ?... კარავთ-ქალაქში ახალი სიმღერა დაიბადა..

ვინ იცის, როგორ იბადება ახალი სიმღერები?
განსაკუთრებით იმ დროს, თუ ხარ ხევსურეთში, მუცოს ძირას, 13 კარვიან ქალაქში, ცხარე წვიმაში, ისე, რომ ვეღარც ქვაზე ჯდები და ან დგახარ და ხტუნაობ, ან დგახარ და არ ხტუნაობ... თუ ახლო-მახლო დგას კარავის სასტავი და ფრანგი ტურისტ-სტუმრები, რომლებსაც კარგად ეხერხებათ სმა და "გაუმარჯოს" გამოთქმა-ძახილი... როდესაც ამ ამინდისათვის და შესაბამისად გამოწვეული ცოტა არ იყოს და შეციების საწინააღმდეგოდ მიღებული და საერთაშორისოდ გავრცელებული და დადგენილი შესახურებელი სპეციალიზირებული მეთოდებით სასურველ კონდიციას იღებ... ამ დროს იმღერება (სტუმრების პატივისცემის თვალსაზრისით, ცხადია და ეროვნული სტუმართმოყვარეობის ფარგლებში) სიმღერა ელიზეს მინდვრების ალბათ შესახებ.. სიმღერა "ო, შანზ-ელიზე.." სიმღერის ტექსტი კოცონთან მღერის დროს განიცდის გარკვეულ ტრანსფორმირებას და იღებს ასეთ სახეს:

"ოოოოო... შანზ-ელიზეეე.. ოოოოოოოოოოო შანზ-ელიზეეეეეეეეეეე...
ლალალა..ლალალა..ლალალა..ლალალალა..
ლა-ლა-ლა-ლა ლა-ლა-ლა, ო.. შანზ-ელიზე!"

მერე უკვე მოყვება:

"ოოოო.. შანზ-ელიზე.. ვადილავ-და.."
"ოოოო.. შანზ-ელიზე.. ვადილავ-და.."

აქ.. იმპულსები ძლიერდება.. იმატებს ტონები, ბასები, წვიმა და წვიმის ხმა, მაჟორში გადადის მდინარის დინების ხმა, ხარ გალუმპული და ელი ღამის მზეს, რომ გადაიღოს თქეშმა...

გვალვა და სასტავი კი არ ჩანს..

-- სულ მთლად დასველდებოდნენ, - ღელავს კარავი და კარაველთა მთელი არმია..

ამ დროს კი...

არდოტში ჩაი მოუდუღებიათ თავის ყავით.. 11 სტუმარი თავიანთი და რამდენიმეც ჩვენიანი.. ერთ ოჯახში რომ 20 კაცზე მეტი სტუმარი ღამის თქეშში მივა, მაშინ მასპინძელი უნდა იყოს სტუმრიანი ნამეტნავად.. აქ ხომ დასაწოლსაც მოიძიებდნენ.. თან კარაველების ნაწილი ამხელა ფეხოსნობით ძლიერ დაღლილიც არის, თან გარეთ წყალს ასხამენ ციდან.. თქეშია... პირმოხეული წყალდინება..

ბანაკშიც ხომ ყველა კარავი გაშლილია.. იქაც ხომ ყველას აწვიმს.. იქაც ხომ დაღლილები არიან თითქოს...

ამინდი დუელში გვიწვევს ყველა კარაველს...

და.. ამ დუელში:

ადმინი და სასტავი ფეხზე დგება.. ემშვიდობება თბილ და მშრალ ბუხარს.. დუელს თანხმდება.. კარავთ-ქალაქში კი ცეცხლს შეშას უმატებებ, სველს, მაგრამ მაინც ცეცხლმოკიდებადს.. ერთნი ელიან, მეორენი მოემართებიან.. ნერვებაშლილი ცა ნაღდ მთიულურ ცივსა და ენერგიულ წვიმას ქარსაც უმატებს, ხეები იახლოვებენ ერთმანეთს.. ნაღდი დუელი ჩაღდება.. ნამდვილი ბრძოლა..

და ბანაკის ხმასაც კი ვერ სჯაბნის.. ვერც ერთი ტონით, ვერცერთი სიმით, ვერცერთი მცდელობით.. ფრანგებიც კი ლამის დელიავ-რანუნის მღერიან..

"..... გაუმარჯოოოოსსს".....
"..... გაუმარჯოოოოსსს".....
"..... გაუმარჯოოოოსსს".....

ახლა უკვე ლამას ბენეფისს ყველა კარაველის ბენეფისი ემატება.. ხმა მოიწევს.. იქვე ახლოდან.. გზიდან უცნაური სითბო შემოდის კარავ-ქალაქში.. უცნაურიო.. ადმინ-კამანდა უახლოვდება ბანაკს, სითბოც იქიდან მოდის...

ვის უნახავს ფანრების შოუ?..

ვერავინ ნახავდა ასეთს.. რომ კითხულობენ: "ვარსკვლავთცვენა თუ იყოო ?" ვარსკვლავთცვენა კი არა, ნამდვილ მზეთა ცვენაა ამ წუთებში.. არენა განათებული სხვადასხვა ფერსა და სხვადასხვა კუთხიდან..

-- ზღაპრების არ გვჯერაო, -- გამოთქვამს ვიღაც...
-- ზღაპრების არც ჩვენ გვჯერა, ეს კარავ-ნათება კი ნაღდი იყო და ნამდვილი... 31 ვარსკვლავის ციმციმი.. ვარსკვლავთ-ცვენა და ვარსკვლავთ-ნათება...

შეხვედრის წუთ-წამი და ლამა.. აგალობებული ლამა.. ისეთი, როგორსაც ვერ იხსენებენ.. ამღერებული კი არა და აგალობებული.. და.. იცით რა ხდება ამ დროს?..

ვინმე მიხვდება რა ხდება ამ დროს?

ვერ.. ვერ მიხვდებით... ასე ადვილად ვერ გამოიცნობთ..

თვით ხევსურეთის ხევსურული წვიმაც კი ფარ-ხმალს ყრის, კარაველთა სიყვარულის წინაშე ისიც კი უძლურია.. ვერ შეაჩერა ვერც-ერთი წამით.. ვერ შეაყოვნა.. ვერ გაფანტა კარაველები.. და.. აგერ ხევსურეთის ცა სადღეგრძელოს ითხოვს..

-- ხევსურეთს ხევსურული სულის ადამიანები დაბრუნებია და დაილოცოს თქვენი გულის ძლიერება კარაველებოო..

მერე.. გვიანი ღამე დგება.. კარაველებს მეორე დილა ელოდება თავის მუცოს ციხეებითა და უზარმაზარი კლდეების მშვენებით...

Last edited by Ketevan Guliashvili on 29 დეკ 2011, 20:09, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 19:23

რაიმე შენიშვნა თუ გექნებათ, შემეხმიანეთ:)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 19:29

Archil wrote:
რას ამბობ კაცოოოოოო

ჩვენი სუპერ-იეტი ლამა ბილიკზე მოარულად გადიქცევა მერე და რა ნამუსით უნდა შეხედო მაგ კაცს თვალებში?

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
;)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 20:49

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=13 ... c&start=45

გვალვა - არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007

ვიცი რომ ელოდებით მარა როგორ მოვყვე, რით დავიწყო არ ვიცი...

ზურა ნ., არხოტი, არხოტიონები!!! ძალიან მაგარი იყო ყველაფერი!! დაუვიწყარი!!!

23 ივლისს გავედით და 31 ივლისს ჩამოვედით.

კორშამდე მივედით ჩემი მანქანით, მე, ზურა ნ. და გაბო( არხოტიონი, ზურა ნ.-ის დად-ნაფიცის ძმა), მერე ბილიკით ავედით როშკაში, უკვე დაღამებული იყო გაბოს ახლობლების ოჯახს რომ მივადექით, მასპინძელს ეძინა რადგან იმ დღეს ათენგენობა იყო სოფელში, საკლავი დაეკლა, ლუდი მოეხარშა და უკვე ისვენებდა... გავაღვიძეთ, ისევ სუფრას მივუსხედით... ხევსურული დიალექტი არც ისე ძნელი გასაგებია, 2-3 საათის შემდეგ ყველაფერს ვიგებდი

ხევსურული ლუდის, არყის, ადათ-წესების და ისტორიების გარდა, ჩვენთვის, კარაველებისთვის საინტერესო კიდევ ის გამოდგა რომ მასპინძელმა თვითონ ახსენა "რაღაცა, პოეზიის საღამო იყო თუ რა იყო ვერ გავიგეო..." ყურები ვცქვიტეთ მე და ზურამ, მართლაც 26-ის საღამოზე ლაპარაკობდა, ძალიან კარგი იყოო, მარა, რა ოყი და რისთვის იყო ვერ გავიგეო... მომავალი წლისთვის რაღაც იდეები თქვა და კიდევ შეგეხმიანებითო...

არხოტი სულ სხვანაირი ადგილია, საზღვრსა და კავკასიონის მთავარ ქედს შორის მოქცეულები, ფაქტიურად იზოლირებულად ცხოვრობენ, არ ვიცი ესაა მიზეზი თუ რამე სხვა, ერთი ოჯახივით არიან. ადამიანებს შორის ისეთი თბილი და შინაურული დამოკიდებულებაა, ახლად ჩასულ ადამიანს აუცილებლად მოგხვდება თვალში.

სათევზაოდ იყვნენ იქვე მდინარეზე, 12 ცალი ასე 25 სანტიმეტრიანი მოიყვანეს... დიდი ძალისხმევა არ დაჭირვებიათ მგონი, არც სადმე განსაკუთრებულ ადგილას მისულან...

კალმახი ბევრიაო, როგორ იცავთ რომ არ დახოცონ მეთქი... აქ მაგას ვერავინ გააკეთებსო... მართლაც ვინ გადმოვიდა, ვინ გაიარა, რა მიქონდა, ყველაფერი იციან, განა იმიტომ რომ მესაზღვრეები არიან, უბრალოდ ჩანს.

ამღაში სადაც ჩვენ ვიყავით გაჩერებული, ერთი ოჯახი ცხოვრობდა, ახიელში რამდენჯერმე წავედით, იქედანაც ხშირად მოდიოდნენ სტუმრები, ის კი არა, სოფლის გზა ამათ ეზოზე გადიოდა, და ყველაზე კარგი ის იყო, 18-20 წლის ბიჭი მოვიდა, მამიდამ გამომაგზავნა, ღვინის ძმარი ხომ არ გაქვსო, ქონდათ, მისცეს და წავიდა... 1,5-2 კმ ერთ მხარეს... ახიელი ყველაზე დიდი სოფელია... ალბათ იქ არ ქონდათ... ისე ღვინო არ უყვართ, ლუდი და არაყი, უფრო სწორედ, სპირტწყალი...

ნისლმა არ მოგვცა საშუალება ბოლომდე დაგვენახა ჭიუხები და როშკახოხის დასაწყისი.
მერე იყო საცალფეხოები. ბოლო-ბოლო იქეთ გადავედით.

გამოჩნდა კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, აქედან მდინარეები ინგუშეთში მიდიან, იქეთ ჩვენი მდინარეებია...

გადასვლიდან ძალიან მალე პატარა და ეფექტური კანიონი გხვდება. კედელივით სწორი ნაპირებით და უამრავი ლამაზ-ლამაზი ჩანჩქერით

ცოტა ბილიკიდან გადასვლაა საჭირო მათ სანახავად, მარა დროის დაკარგვად ღირს ნამდვილად
ამ კანიონს მეორე უერთდება, უფრო წყალმცირე და პატარა

მთელი გზა ასეთი ბილიკი მიდის, რომ მოინდომო ვერ აცდები (დაცილდები, როგორც არხოტიონები ამბობდნენ

მერე იწყება ახალი სანახაობა: ჭიმღის კლდეები/ჭაუხები

ჩვენ მის ძირას გავდიოდით და შუაში ბორცვები გვეფარებოდა, ისე ჩანდა თითქოს იქ გიგანტი რაღაცპტერიქსი გაწოლილიყო და ეს მისი ზურგის გიგანტური კბილანები იყო

ნისლი მოძრაობდა და ჭიმღის კლდეების ახალ-ახალ ფენებს გვაჩვენებდა

თან წვიმდა

არხოტში შევედით

ეხლა სანამ მთავარ მოვლენამდე მივსულვართ, პატარა პრელუდია, სადაც მთავარი მოვლენების მსგავსი ვითარება მეორდება, ხალისის და გართობის მიზნით.

ახიელში დღეობა იყო... ამღიდან ახიელში რომ მიხვიდე მდ. ასსა უნდა გატოპო... დინება არც ისე ჩქარია, ზოგს ეზარება, ზოგი ცხენზე ჯდება, ზოგი შემოვლით გზებს ეძებს...

ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეტოპა... მდინარის გატოპვა მიყვარს საერთოდ და ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი სასჯელი არ ყოფილა...

რადგან გატოპვა სირთულე არ აღმოჩნდა ზურამ ფეხის კუნთების გავარჯიშებისთვის და ტანიესთვის მოსამზადებლად მდინარის აღმა აყოლაც დაიწყო

მერე დაღმა დაყოლა

ეს ყველაფერი ის მადის აღმძვრელად მიმდინარეობდა...

ბევრი აღარ მიფიქრია და მეც შევუერთდი. ზურგზე დავწექი და დინებას მივეცი თავი.
გამოსვლაზე ბიჭები მეხმარებოდნენ.

საკმაოდ მხიარულად ვიჭყუმპალავეთ მდინარეში, გამოცდილებაც მივიღეთ , რა იცი როდის გამოგვადგებოდა.

ასე სველები მივედით ახიელში, სადაც კაცები უკვე ხატში იყვნენ, ქალები კი ჯერ არ გამოსულიყვნენ... როგორც უკვე ვთქვი მთელი არხოტი ერთი ოჯახივითაა, არავის არაფერი გაკვირვებია, ყველამ სველებიც თბილად მიგვიღო, მით უმეტეს რომ ძალიან ცხელოდა...

კარგად არ ვიცი რას აკეთებდნენ კაცები, მარა ქალები ხატის უკან შემაღლებულ ბორცვზე უნდა ავსულიყავით... თქვენი ადმინი უკვე ისეთი შეზარხოშებული იყო არყის სმით, იმ პატარა ბორცვზე თავგაბრუებული ავიდა... გზაში მასპინძელს, ნანულის ვუთხარი, უკვე მთვრალი ვარ, იცოდე მე მეტს აღარ დავლევ მეთქი, კარგიო, მითხრა ნანულიმ, რომელიც ყველაზე დიდი დამძალებელი მეგონა და რადგან მასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა ძალიან გამეხარდა... ბოლო პუნქტამდე მისული უბრალოდ დავჯექი და თავი სამშვიდობოს მეგონა ...
ახიელეის დღეობის შემდეგ, ახიელელები ამღაში გადმოვიდნენ, კიდევ ვიჟრიამულეთ და ასე 15 სთ ხეობაში წავედით... წესით დილიდან უნდა წავსულიყავით, მარა არ მოხერხდა...

ხეობაში იგულისხმება ასას ხეობა, ზურას დადებულ რუქაზე მიმართულება "ტერღა", უფრო სწორედ ეხლა აღვწერ ამღა-ტერღა მონაკვეთს, რომელიც ყველაზე ლამაზია ჩემი აზრით არხოტში.

როცა არხოტში ჩახვალთ, ეს მონაკვეთი აუცილებლად გაიარეთ, არაა აუცილებელი ტერღას სამხედრო ნაწილში შესვლა, იქამდე მიდით და უკან დაბრუნდით თუ მასპინძელი არ გეყოლებათ...

ფოტოებზე ნამცეციც არაა იმ სილამაზისა რაც იქ ვნახეთ...

ქავისკარის ციხიდან იწყება უკვე ხეობის კლდოვანი ნაწილი... კლდეებზე ისეა წიწვოვანი (და ფოტლოვანიც) ხეები, ალბათ ფიჭვები, რომ ხეობას მართლაც დაუვიწყარს ხდის...

ზურა და ნინო ოჩიაური, მინდა გითხრათ რომ ოჩიაურის ქალები, ნინო და ნინელი, არხოტის მოგონებებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ... ესენი რომ გავიცანი, უფრო კარგად გავიგე რა არის არხოტი!!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 20:52

გვალვა - არხოტოო, სამშობლოო!!! 23.07 - 31.07.2007


გზა არაფერ სირთულეს არ წარმოადგენს, ადგილ ადგილ, კლდის ნაშალზე გადადის, მარა, სრულიად უსაფრთხოდ, დანარჩენი გადის ასას ჭალებში, სადაც ამ 15-იოდე წლის წინ ინგუშეთიდან შემოსავლელი სამანქანე გზა იყო... ამ მონაკვეთებში პარა როშებია, ახლად ამოსული ნაძვებით და პატარა ხეებით, სწორე-სწორე ადგილები და კარგი ბილიკები... უამმმმმმმმმრავი ჟოლოთი... ამდენი ჟოლო ცხოვრებაში არ მიჭამია...

სხვა თემაა ბუნებრივი გამოქვაბულები... იყო კიდევ არაბუნებრივი გამოქვაბულები , ანუ, ტრანსკავკასიის მაგისტრალის ნარჩენები... ბარისახოსთან ხომ ბევრჯერ გვინახავს, ვნახე კიდევ ის მატარებელი არხოტში რომ გავიდოდა, როგორ უნდა შესულიყო კიდევ გვირაბში, ინგუშეთში გასასვლელად, და კიდევ უფრო დამენანა... ადრე არხოტს არ ვიცნობდი და არ ვიცოდი თუ ეს მაგისტრალი არხოტის პრობლემასაც ხსნიდა... ა, ჟალ...

მოკლედ, თემიდან გადავუხვიე... ეს ბუნებრივი გამოქვაბულია

კიდევ სხვა თემაა ხიდები... რომლებიც ძალიანაც კარგი და ადვილი გადასავლელია, იმის გათვალისწინებით თუ სად ვართ...

აქვე ხედავთ გამოქვაბულებს, რომელშიც ღამის გათენება სრულიად უპრობლემოდ შეიძლება, თუ დათუჩა არ მოგიცუცქდა გვერდით და ცოტა მიიჩოჩეო, მორიდებით არ გთხოვა

მიაქციეთ ყურადღება მდინარის ფერს, ეს ისევ ის ასაა, რომელშიც ჩვენ რამდენიმე კილომეტრით ზევით ლაღად და სიამოვნებით ვხვანჩალებდით...
აქ ასას უკვე შეუერთდა მდინარე ტანიე, რომელიც მოდიდებული იყო, ალბათ სადმე მეჭყერი ჩამოწვა და ის მოაქვსო... ხოდა ტანიე რა ფერი იქნებოდა ის წამოიდგინეთ რომ ამხელა წკრიალა მდინარე ასეთი გახადა...

ხიდი თათელის ხეობაში, ალბათ თათელი იმიტომ დაარქვეს რომ მდინარე ფაქტიურად თეთრი მოდის, სულ ქაფი და ჩქერებია

კლდე-კედელი... ეს ორი სურათი გადასაბმელად გადავიღე, მარა არ მცალია, ასე დავდებ, იქნებ გადაებას თვითონ
თვითონ ტერღას სამხედრო საგუშაგო ძალიან მომეწონა, კოპწია და მოვლილი იყო... მე სხვა სამხედრო ნაწილში ნამყოფი არ ვარ, არ ვიცი, შეიძლება ეს ასეც უნდა ყოფილიყო . მესაზღვრეებს თვითონ, პატარა ეკლესიაც აუგიათ, რომელსაც ძალიან უვლიან... ბევრი ხვეწნის შემდეგ, ჩემმა აპარატმა ეს ეკლესიაც აღბეჭდა

და ტერღას საგუშაგო, შეიძლება ამას ინტერნეტში არ უნდა ვდებდე და როგორც სამხედრო საიდუმლოებას ისე უნდა ვუფრთხილდებოდე, მარა იქ რომ ვიყავით, ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი, მინდა გაგიზიაროთ. უკან კიდევ ბევრი წვერი ჩანდა, მარა სანამ ჩემს აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია ხელით გამოვწოვე, უკვე ნისლებმა გადაფარა

ესე ამბავი, ჩვენგან ტანიეს ხეობაში შესვლისა... დღეს ერთხელ უკვე დაწერილი, და მერე შუქის წასვლის გამო დაკარგული...

მეორედ დაწერილი ისეთი ვეღარ იქნება

ამ თავში, ძვირფასო მკითხველო, ფოტოები არ იქნება, რადგან ჩვენი და ჩვენი აკუმულატორების ენერგიები ერთიანად დაცლილი იყო... აქ მხოლოდ ემოციები იქნება... ვისთვის რამდენი

არხოტში როშკიდან ავედით და გამოსვლა ისართღელით გვინდოდა... ზურას უნდოდა ძალიან... მაგრამ იქეთ ხალხი აღარ დადისო, ბილიკები აღარ არისო, მოკლედ, ყველამ გვირჩია არ წავსულიყავით... ტანიეს ხეობით წამოსვლა გადავწყვიტეთ, შარშან ზურა კარლოსთან და 49 ადამიანთან ერთად არხოტში მაგ გზით შემოვიდა, ეს გზა ვიცოდით, შეიძლებოდა კალოთანიდან ტანიეს ტბაზე გადასვლა და ისე გამოსვლა, მარა ერთი ზედმეტი მთა უნდა გადაგვევლო და ტანიე ვარჩიეთ, მოიხედავად იმისა რომ მოდიდებულიაო, ყველა გვეუბნებოდა; ჩვენი თვალითაც ვნახეთ რა ფერიც იყო, მაგრამ ჩემზე დიდი და საშიში მდინარის შთაბეჭდილება არ დატოვა, ის კი არა, ასას გატოპვასაც ვაპირებდით ტანიეს შესართავთან, მარა 500 მეტრი ჩაიარეთ, ხიდზე გადადით, მერე მეორე ნაპირზე გამოყევით, ასაქცევებია, კაცს გამოგაყოლებთ, ის ასაქცევებზე გადაგიყვანთ და ისე მაინც წადითო... ამაზე დავთანხმდით... ასაქცევები საკმაოდ რთული გამოდგა, რომ გადმოვედით, ცოტა შევისვენეთ, ტანიე ასას შესართავთან მხნედ გავტოპეთ, აი რა უპრობლემოდ გავტოპეთო, სიამაყით ავღნიშნეთ და გახარებულები ტანიეს სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალ ბილიკს თითქმის ხტუნვა–ხტუნვით დავადექით

ეს უკვე ნამდვილი ლაშქრობის დასაწყისს გავდა... გზა კარგად არ ვიცოდით, ვიცოდით მარტო ის რომ სასაზღვრომდე 3–4ჯერ მდინარეზე გადასვლა მოგვიწევდა... კერძოდ რა ადგილებში ამას ადგილზე გავიგებდით...

ბილიკს კარგად მივყვებოდით, რამდენჯერმე ასაქცევიც ვიპოვეთ, ასაქცევს ეძახიან როცა ბილიკი მდინარის გვერდით ვეღარ გრძელდება, იმიტომ რომ წყალი კლდეს ლოკავს, ამ კლდეზე ასასვლელი უნდა იპოვო და მერე რომ გადაივლი იმ კლდიან ადგილს ისევ მდინარის პირას ჩახვიდე.

ერთ ადგილას მდინარეზე გადადებული ხეები ვნახეთ, ყოჩაღად გადავედიდით, ისევ გაგვეხარდა, აი, ოთხიდან ერთხელ უკვე წარმატებულად გადავედითო, ერთმანეთი ვაქეთ და გზა გავაგრძელეთ სრულიად უბილიკო ჭალაში... ცოტა ხანში გასაგები გახდა რომ აქეთ ტყუილად გადავედიდით, გადასვლის სხვადასხვა ვარიანტიდან ისევ უკან დაბრუნება და იმავე ხეებზე უკან გადასვლა ვამჯობინეთ...

რამდენჯერმე ზურა წყალში შევიდა და ძალიან ჩქარია, აქ ვერ გავტოპავთო... ეგ არაფერი, აქ ვერ გავტოპავთ სხვა ადგილს ვიპოვით და იქ გავტოპავთო, უკან გამოვიდა...

გზად ზურას ვკითხე, ერთ–ერთი ჩვენთაგანი რომ წყალმა წაიღოს, მეორემ რა უნდა ქნას მეთქი?
გააჩნია რომელს წაიღებსო, ზურამ
ვიფიქრე თუ ვთქვი არ ვიცი, მე წამიღოს ჯობია, იმიტომ რომ მე რა უნდა გავაკეთო არ ვიცი მეთქი

მერე ერთ ადგილას კიდევ ჩადებული ხე ვნახეთ, გაგვახსენდა, ჩვენმა მასპინძლებმა რომ თქვეს, ერთგან 2 ხე არის ჩადებული გასვლისას რომ დაგეხმაროთო... ვთქვით რომ ეს იყო ეს ადგილი და გასვლა გადავწყვიტეთ... ხე საკმაოდ მყარად იდო... ამ ხეს ზევიდან, დინების მხრიდან, გავუაროთ, წყალი ხეზე მიგვაბჯენს თუ ძლიერი დინება იქნებაო... მდინარე იყო აყეფებული!! არ ვიცი სხვა დროს ტანიე რამხელაა მარა, ეხლა ისე მოდიოდა რომ მუხლთან რომ წყალი მირტყავდა, იქაც ქვიშა მოქონდა... ზურგჩანთები ზედ გვაქვს, წინ ზურა მიდის, მერე მე მივდივარ... შუაში დინება რომ გაძლიერდა, მდინარემ ხეზე მიმაწება, ასე ხე–ხე მივიწევდი წინ ნელა... უკვე სადაც ძალიან მაგარი დინება იყო დამატებითი ხე იყო, შავი, არ ვიცი კაცმა ჩადო ის იქ თუ წყალმა მოიტანა, ცოტა გამოშვერილად იდო... იმისთვის ფეხი უნდა შემომეტარებინა, ეტყობა ამისთვის ცოტა მეტად ავწიე ფეხი მაღლა... მდინარე ისე ჩქარა მიდიოდა რომ ვეღარ დავდგი... კიდევ ვცადე და მაინც ვერ დავდგი... ზურას ხელი უკიდია... ცოტა ხანში მეორე ფეხიც მაღლა მქონდა და ზურას ორი ხელით ვეჭირე... არ შეშინდეო რომ მიყვიროდა მახსოვს,,, პრინციპში არც მეშინოდა... გაკვირვებული ვიყავი... ისეც არ იყო, გეთქვა, გაივლის ეს ჩქარი დინება და მერე დავდგავ ფეხს, ეს მდინარე ასეთი სიჩრარით ივლიდა კიდევ ერთი დღე, სამი დღე, ხუთი თვე და საერთოდ, მრავალი საუკუნე... ამ ფილოსოფიური ფიქრებიდან იმან გამომარკვია რომ ჩემი მუხლები მოხრილი იყო, და ჩემი ფეხები ხის ქვეშ შეტანილი... სურათი რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ ვიტყვი რომ სახით დინების საწინააღმდეგოდ ვიდექი... რეალობის გრძნობას არასოდეს ვუჩიოდი , ეხლაც ასე ვიმსჯელე, თუ 10 სმ მიწას აცილებული ფეხი ვერ დავდგი მიწაზე, ამ ხის ქვეშ შეტანილ ფეხებს, დინების საწინააღმდეგოდ რა გამომატანინებს მეთქი...

მივხვდი რომ დინებას უნდა წავყოლოდი... უხმოდ, დამშვიდობების და ცრემლიანი შეხედვის გარეშე, დავიწიე ხის ქვეშ გასაძრომად... ეს იყო ყველაზე საინტერესო მომენტი ჩემს მრავალწლიან ცხოვრებაში... წყალი და ყოველგარი მისი გამოვლინება მიყვარს, არ მეშინია, მაგრამ ეს იყო რაღაცა უცნობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც თითქოს მე თვითონ გადავდგი, მარა მაინც იძულებული ვიყავი გადამედგა... ზურგჩანთით ხის ქვეშ ვერ გავეტიე... დავიწიე მაქსიმალურად რომ გავმძვრალიყავი... უკვე თბილისში მკითხეს, და მანდ რომ ვერ გატეულიყავი და გაჭედილიყავი რას აპირებდიო... ეს იქნებოდა ყველაზე დიდი კოშმარი, ალბათ ზურგჩანთას გავიძრობდი, ან ქვემოთ გავთხრიდი... არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, კარგია, რომ გავეტიე... ტანიემ წამიღო...

სამი დღის წინ გავლილ უჩენიებს უკვალოდ არ ჩაუვლია... მდინარის გაყოლა და წყალში აღმოჩენა არავითარი პანიკა არ იყო... ეს მოვიფიქრე რომ სახით ქვევით კი გავძვერი ხის ქვეშ მარა, მოდი ზურგზე გადავბრუნდები, ზურგჩანთა დამიცავს მეთქი... ხან გვერდით ექცეოდა ზურგჩანთა ხან უკან მარა მაინც რაც "ევალებოდა" ასრულებდა, თავსაც ნაკლებად ვარახუნებდი და ხერხემალსაც... მას შემდეგ სულ ვფიქრობ რას ვხედავდი როცა წყალს მივქონდი... წინ არ ვიყურებოდი, არც ცა მახსოვს, უბრალოდ მგონი ისე მქონდა გამახილებული ყურადღება რას ვეჯახებოდი ზურგით, რომ მხედველობაზე აღარაფერი მრჩებოდა... არაფერი არ მიბრძოლია, არაფერზე გამოდება, წამოდგომა არ მიცდია, ვეგდე წყალში და მივყვებოდი დინებას, ვაყურადებდი რა მოხდებოდა...

ერთ ადგილას რაღაც ხესთან მიმაგდო და გამაჩერა... რომ გავჩერდი ძალიან გამეხარდა , თავზე წყალი გადამესხა, მერე რა რომ გადამესხა, ტალღა რომ გადაგივლის თავზე მერე ამოყვითავ... რაღაც გადავლა არ მთავრდებოდა , გამახსენდა ეს ხომ ისევ ის არის, 1 დღე, 3 დღე, 5 თვე და საერთოდ... ასე იქნება, მესხმება და მესხმება მეთქი... აუზში ყვინთვისას ჰაერი რომ მითავდებოდა, თუ უკვე კაფელს ვხედავდი ხოლმე, სადღაც კიდევ ჰაერს ვშოულობდი, ჩავისუნთქავდი და კაფელამდე მივდიოდი ხოლმე... არ ვიცი ამას რა ქვია დაივერისტიკაში, ან თუ რამე ქვია საერთოდ, მე კი ამ ადგილას მიგდებულმა პირის გაუხსნელად "სული მოვითქვი", ფეხებით იმ რაღაცას მივაწექი და არ ვიცი სული ტკბილია თუ იქ მდინარე ძალას კარგავდა, სადაც ვიყავი ჩაგდებული იქედან ამოვვარდი... მდინარემ რომ ისევ წამიღო გამეხარდა არ ვიცი ამ ამოგდებით დინებას მიმართულებას დავშორდი, არ ვიცი მძიმე ვიყავი ზურგჩანთიანად და იმან მიშველა, ამის შემდეგ მგონი ბევრი აღარ ვუთრევივარ, რაღაც ქვაზე მიმაგდო და ხელთანაც რაღაც ხე მომხვდა... იმ ხეს მოვეჭიდე, ქვაზეც უკვე მიმჯდარი ვიყავი და გავჩერდი... თავი მიტრიალებდა... წამოვჯექი თუ არა მაშინვე ხელში ზურამ მტაცა ხელი!! საიდან გაჩნდა ზურა იქ??? მე იმ აყეფებულ მდინარეში დავტოვე!!

ნუ გეშინია!! ისევ ის მითხრა, ხელს ისე მიჭერდა, მგონი სისხლი აღარ მიმოძრავებდა , პირველი რაც ვიკითხე იყო, რომელ ნაპირზე ვართ? , ისევ იმაზე რომელზეც ვიყავითო, ზურასაც გაეცინა, სინანული მახსოვს, მეთქი გავეტანე მაინც იქეთ, საწვალებელი აღარ გვექნებოდა ... გამახსენდა რეალიტი ტივიზე ნანახი სცენები, რომ გონიატ ყველაფერი დასრულდა, ახალი რაღაც უბედურება იწყება... შემეშინდა, სიმძმით ან დინებით ის ქვა არ წაეღო დინებას და ყველაფერი ისევ თავიდან არ დაწყებულიყო , ჯერ ისევ მდინარეში ვიჯექი, ოღონდ ნაპირისკენ , გადავედით დიდ და მყარ ქვაზე... ჩემი სათვალე სად არის მეთქი, ისე ვკითხე ზურას, გეგონება მე სად ვიყავი ძაან ვიცოდი , ორივე მივხვდით შეკითხვის უაზრობას და გაგვეცინა... ზურამ მითხრა, წამოდი გაგიყვანო... რაღაც აღარ მინდოდა, ზემოთ კიდევ 2–3 გადასასვლელი უნდა ყოფილიყო, კაცმა არ იცის ისინი როგორი იქნებოდა, მოდი აღარ გვინდა მეთქი... ეს ლაპარაკი მიდის სანამ სველ ტანსაცმელს გავიხდი იქამდე, ამოსვლიდან 2–3 წუთში... მერე და მერე უფრო შემეშინდა... ცოტა დავისვენეთ, გამოვიცვალე და გადავწყვიტეთ ქვემოთ დაშვება... მდინარეს რომ მივყვებოდი და ვიყურებოდი, ეხლა ამაში უნდა ვეგდო... ლაპარაკის არც იდეა მქონდა არც სურვილი... თანდათან უფრო ვშინდებოდა... მარცხენა მხარეს რაღაც მტკიოდა, ცოტა ფეხის გადადგმასაც მიშლიდა, შეშინებული ამ მარცხენა ფეხს უნდობლად ვუყურებდი ასაქცევებიც აღარ მომწონდა... რომ ჩამოვედით ასას შესართავთან ტანიე ხომ ისევ უნდა გაგვეტოპა... დილას რომ მხნედ გავტოპე, ეხლა ზურაზე ხელჩაკიდებული მივდიოდი და როგორც კი წყალს ცოტა ძალა მიეცა უკვე შემეშინდა... საბედნიეროდ, ასეთი ორი ნაბიჯი იყო და გადავედით...

წინ ორი ასაქცევი გველოდებოდა, საათმა ტანიეს წყალი დალია და ეტყობა მოინელა, რადგან დღესაც ისევ მუშაობს... დაღამების საშიშროება არა, მარა დაღამებაზე ფიქრიც საჭირო იყო... ძალიან ბევრი დროც არ გვქონდა... ასაქცევებზე ზურამ თავისი ზურგჩანთა ხომ ატარა, ჩემი ხომ ატარა და მეც ფაქტიურად მატარა... ერთ ადგილას ისეთი ცუდი გადასასვლელი იყო, როგორ გადავიდა საერთოდ არ ვიცი... ეს ასაქცევი ჩვენი შემუშავებული იყო მე მგონი, მანდ აქეთობას არ გვივლია... უკვე ყველაფრის მეშინოდა... წყლისაც მეშინოდა, ასვლისაც, ჩამოსვლისაც... მარტო სწორეზე სიარული შემეძლო... ისიც ჩუმად... ერთი ასაქცევი რომ გავიარეთ, მეორეც მალე მიყვა, იქედან ასე არ მახსოვდა, ერთგან მდინარის პირას ზურა დაჯდა, მე უსათვალოდ წინ გავყურებდი მდინარეს, იქ კიდევ ხო სულ კლდეებია... ზურას ვეკითხები აბა იმ კლდესთან ასაქცევია თუ ბილიკი გაივლის მდინარესთან მეთქი... იქ რაღა გვინდა, აი ხიდი სად არისო... თურმე ხიდის ძირას ვისხედით

ხიდი იმას ნიშნავდა რომ ყველაფერი დამთავრდა, ეხლა 4–5 კმ სახლამდე, მარა ისეთი გზა რომელიც 3ჯერ უკვე გავლილი მქონდა, არავითარი ასაქცევი, არავითარი საფრთხე... გადარჩენილი ვიყავი...

აშკარად მითხრეს, ეხლა შენთვის არ გვცალია, სხვა დროს პაჟალÑŒსტა, მარა ეხლა დაახვიე აქედანო


მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 21:04

გასვლის მბული: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 8&start=15

ნიკა და იგორ სმიჩკოვი- შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)

მოკლედ 3 აგვისტოს წითელმთაზე 1 დღიანი ლაშქრობა მოვაწყეთ.
ახლა შემოგთავაზებთ ფოტო რეპორტაჟს. მიუხედავაბ იმისა რომ სულ რაღაც 1100 მეტრით ავედით ზევით, მაგრა დავიღალეთ რადგან ბევრგან გაუკვალავი იყო ბალახი და მერე ბოლოსკენ ერთი 45 გრადუსიანი აღმართი დაგვხვდა. ყველაზე სასაცილო კი ის აღმოჩნდა რომ მგონი მამისონიდან მანდ სამანქანე გზა ადის!!!

ახლა კი ფოტოები


მარცხნივ თბილისა (მგონი ასე ქვია), ბუბას მთა (იგივე ბუბაიხოხი ოსურად), და ჭანჭახი
Image

ბუბა და ჭანჭახი, შუაში რო მყინვარია მანდ წავედით ბოლოს
Image

ეს რაღაც ტრიანგულაციიანი მთაა რომელსაც ხშირად ურევენ წითელმთაში
Image


წინ ჩვენი კოტეჯები და სასტუმრო ცანს, უკან გლოლა
Image

აი აქედან ამოვედით/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ღრუბლები
Image

იგორა
Image

კიდო მთები, ისევ თბილისურა, ბუბა, ჭანჭახი
Image

ეს მოპირდაპირე მხარესაა/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

სხივები
Image

სურათები "უძირო ტბიდან". ამჯერად კომენტარებით.
პირველი გადასახედი. ქვევით მწვანე მდელო როა მანდაა კოტეჯები

Image

სოფელი გლოლა
Image

მთა კარაუგომი (რუკის მიხედვით)/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

მარცხენა მთა მგონი შხარაა/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ჩხოჭა.
Image

უკან სულ მარცხენა მწვერვალია ჭანჭახი
Image

ხიდი "ნესტორ პალასის" ნანგრევებთან/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

აი ასეთი არსებები გვკბენდნენ/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

მარჯვენა ზედა ჩაღრმავება "მიკას ოცნება" - პერევალი სამხრეთ ოსეთისკენ/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

იგივე ოღონდ ჰორიზონტალურად
Image

უკანა პლანზე კატიწვერა. მიკა ოსეთზე ოცნებობს.
Image

ავედით პერევალზე
Image

აი იქითაა სამხრეთ ოსეთი/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

მიკა მთა ძუარ-ზენჯი-ბარზონდის ფონზე/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ავედით კიდევ ერთ პერევალზე საიდანაც ვეღარ ჩავდივართ ტბაზე. თუმცა ვხედავთ ტბას.
Image

ტბა და თოვლი
Image

მზე ჩადის/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

დილა. მიკა პერევალზე აძვრა ისევ
Image

მე და მიკა პერევალის ზევით/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ბანაკი კატიწვერას ფონზე/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

წავედით მარჯვენა პერევალისკენ
Image

ხედი კატიწვერას ძირიდან სამხრეთ ოსეთის პერევალზე/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ტბა გამოჩნდა
Image

თოვლი და ტბა
Image

ნიკა ტბასთან/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ტბა, შხარა, თეთნულდი და უშბა.
Image

კიდე ტბა/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ისევ ტბა და მწვერვალები/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ტბა კატიწვერას ფონზე
Image

იგორა ტბაში შტატივით
Image

მიკა ბანაობს
Image

წავედით უკან/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ვეშვებით ჩხოჭაში. მიკა კატიყვერას ფონზე/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

მიკა "ნესტორ პალასის" ხიდზე/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ხედი კავკასიონისკენ
Image

ბოლო გადახედვა. მთა კარაუგომი/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image
Last edited by Ketevan Guliashvili on 13 თებ 2012, 20:19, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 21:15

ნიკა და იგორ სმიჩკოვი- შოვი და სხვა ბევრი რამ (აგვისტო 2006)


ხო, სასაცილო ფოტოები მოგვიანებით იქნება. მანამდე კიდე ჩვენი მესამე გასვლის ფოტოები. ნუ მოგეხსენებათ მამისონი დახურული ყოფილა და ვერც მეტეომდე ახლვალთო (არა და მერე ხალხი GAZ-66-ით ასულა მანდ მეტეომდე, ეტყობა ფულის ამბავია). ამიტომაც წითელმთის გავლით მანქანით თითქმის ბუბას მთის ძირამდე 2500 მეტრ სიმაღლემდე ავედით და ღამე იქ დავბანაკდით. დილით კიდე მყინვარი მოვინახულეთ. ეს მოკლედ. ვრცლად უკვე მიწერია წინა გვერდზე. ახლა კიდე ფოტოები.


ბუბას მთა (მგონი, რეალურად ვერავინ აგვიხსნა რომელია ეგ, მარა ბუბისწყალი აქედან იწყება)

Image

კიდო
Image

მზის ჩასვლა
Image

ყვავილები დილით
Image

კიდე
Image

ბუბა დილით
Image

ახლოდან
Image

წავედით მთისკენ. ჯერ კაი ამინდია
Image

მდ. ბუბისწყალი. აქ ძაან პატარაა.
Image

დაუმდნარი თოვლი
Image

იგორა
Image

აქედან კატიწვერა ულვე დოლომისის წვერს ეფარება. სამაგიეროდ მარცხნივ ძუარ-ზენჯი-ბარზონდი ჩანს.
Image

მყინვარი კიდევ ისევ შორსაა
Image

და ისევ შორსაა
Image

უკან ღრუბლები გამოჩნდა
Image

უცებ მოიღრუბლა და მყინვარის ფერი გამოჩნდა
Image

აი აქ ჩანს როგორ მიდიან ზევით მიკა და იგორი.
Image

ჩანჩქერები და ნისლი
Image

მიკა ფოტოგრაფობს/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

მყინვარი და წყალი/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ჩანჩქერები ახლოდან/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

კიდე მყინვარი/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

მყინვარის ფონზე/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

წყალი კლდეზე/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ჩვენ მყინვარის ფონზე/იგორ სმიჩკოვის ფოტო/
Image

ასე ჩანდა ბუბას მთა შუადღისკენ უკანა გზიდან.
Image

აი ასე ჩანს წითელმთაზე მიმავალი ბილიკიდან დოლომისი და ჭანჭახის მარცხენა ნაპირის დანარჩენი მთები. დოლომისი სულ მარჯვენაა და კატიწვერას ეფარება
Image

ღამის ფოტოები შოვიდან
Image

Image

ღები
Image

სპეციალურად ადმინისთვის ბურჯულა თავისი მყინვარითურთ. ხარისხი ვერაა კაი :(
Image

კიდევ ერთი ბურჯულას ფოტო
Image

მამისონის ხედი კატიწვერას მხრიდან
Image

ცოტა მოვაახლოვე. სერპანტინიც ჩანს. სხვათაშორის ეს იშვიათი კადრები უნდა იყოს იმიტო რო უძირო ტბაზე მიმავალი ხალხი როგორც წესი მარჯვენა პერევალით გადაყავთ და იქიდან მამისონი არ ჩანს. ჩვენ მარცხენაზე ავედით და მართალია მერე ტბაზე მანდედან ვერ ჩავედით სამაგიეროდ ბევრი სილამაზე ვნახეთ.
Image

აი ეს არის ლეიონტის სურათში სულ მარჯვენა მთა რომ ჩანს ის. მარცხენა (სამხრეთ) პერევალი კატიწვერასა და ამ მთას შორისაა. უფრო სწორედ პერევალი მანდ ორი ცალია. ერთი ეგრევესამხრეთით ეშვება. მანდედანაა წინა ფოტო გადაღებული და იქვე გვქონდა ბანაკი. აი მერე რომ გაუყვე კატიწვერას სამხეთ ფერდს დასავლეთით გადიხარ უკვე ტბასთან ჩასასვლელ პერევალს მარა იქ დაშვება აღჭურვილობის ძაან რთულია შეულძბებლი თუ არა.
Image

ესეც ხედი მეორეს შემდეგი პერევალიდან ბურჯულაზე.

Image

როგორც ფოტო დიდი არაფერი მარა ესეც კატიწვერაა ოღონდ უკნიდან (სამხრეთიდან)
Image

ეს მარჯვენა (ჩრდილო) პერევალია. უკვე გადმოვედით აქეთ და მიკაა კატიწვერას ფონზე.
Image

ისევ კატიწვერა უკვე ტბის მხრიდან
Image

უშბა,თეთნულდი, შხარა მაგრამ ამჯერად ტბის გარეშე
Image

ეს კიდევ მე ბუბას მთის ფონზე (რომ არ იფიქროთ რომ ფოტოები სხვისი გადაღებულია ;) )
Image[/quote]
Last edited by Ketevan Guliashvili on 13 თებ 2012, 20:39, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 29 დეკ 2011, 21:16

ბოლო ფოტოები სხვა აპარატითაა გადაღებული, მომწერეთ თუ სხვა ავტორი ყავს და მისი ვინაობაც.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by QAQUCA » 30 დეკ 2011, 00:24

Ketevan Guliashvili wrote:რაიმე შენიშვნა თუ გექნებათ, შემეხმიანეთ:)
კისტანი და არა ქისტანი.
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6871
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Archil » 30 დეკ 2011, 00:44

აუ, ცხინვალის კპზ-ში რომ იჯდნენ კარაველები, ეგ თემა დაიდოს :)


http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=72 ... sc&start=0
Last edited by Archil on 30 დეკ 2011, 01:05, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by QAQUCA » 30 დეკ 2011, 00:47

ჩვენს ადმინს მწარედ ახსოვს ტანიეს წყალში ბანაობა :lol:
Last edited by QAQUCA on 01 იან 2012, 17:28, edited 1 time in total.
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 30 დეკ 2011, 16:16

QAQUCA

არის შესწორდა!:)

Archil

ვაა, ალბათ ბოლო მოგზაურობა ყელიწადზე...

:)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]