კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 18 დეკ 2011, 23:07

გამარჯობა საქარველო - თუშეთის რეპორტაჟი (ოქტ 06, 2007)

აივნებსა და შენობებს დართლოშიც ადათიანად აკეთებენ
Image

სასტუმროს 2-ბანიანი სამზარეულო-სასადილო
Image

დართლოელები ბარში წასასვლელად ემზადებიან. მაისში დაბრუნდებიან
Image

Image

Image

Image

როცა ეს კეთილი ხალხი მანქანის ძარაზე მოკალათდა, გული დამწყდა, რომ ისინი პაპეულ კერას ტოვებდნენ.

თითქოს, მე ვრჩებოდი მარტო. ჩემს წინ ცარიელდებოდა სოფელი... დავბრუნდებითო, დაიბარეს...
Image

კვავლო დართლოდან
Image

ეს კი თავად დართლო
Image

Image

და დართლოს ცხენები
Image

ფიჭვის ხე დართლოს ეკლესიის კედელზე თურმე მრავალი წლის წინათ ამოსულა. მას შემდეგ ამაზე მეტად აღარ იზრდება

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 18 დეკ 2011, 23:13

გამარჯობა საქარველო - თუშეთის რეპორტაჟი (ოქტ 06, 2007)

ამ კადრით დართლო-კვავლოს ვტოვებ. მალე ომალოში უნდა დავბრუნდე, შემდეგ კი ალვანში, თელავში და კახეთის კიდევ 2 რაიონში - ლაგოდეხსა და სიღნაღში
Image

ქვემო ომალო მე2 დღეს. რა თქმა უნდა, არაფერი შეცლილა. ისევ ისეთი ლამაზია
Image

Image

ვერ გავიხსენე ამ სოფლის სახელი. თუშეთის ერთ-ერთი 1ლი სოფელია!ახლოსაა შეთეს კოშკთან
Image

გზა, რომელსაც ბარისკენ მივყავართ...
Image

ყველანი ბარისკენ
Image

Image

Image

ცერის უღელტეხილზე, იქ, სადაც თუშეთი პირობითად თუ გეოგრაფიულად მთავრდება, თვალსა და ხელს შუა თოვლი წამოვიდა. საოცარი სანახაობა იყო
Image

Image

5 წუთში გამოდარებულ გზაზე ვიდექი, 2 სთში კი ბარში ჩამოვედი. ეს პაწაწინა ჩანჩქერიც იქ გადავიღე და ჩემი თუშური რეპორტაჟიც აქ დავამთავრე...
Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 18 დეკ 2011, 23:18

გამარჯობა საქარველო - თუშეთის რეპორტაჟი (ოქტ 06, 2007)

თუშეთის სამანქანო გზა 1 თვეში გაიხსნება.
აბანოს უღელტეხილზე თოვლია.

Image

სოფლად უკვე სიმწვანე ბიბინებს.
შენაქოში ნამდვილი გაზაფხული დამხვდა

Image

დართლოშიც გაზაფხულია, თუმცა, ცარიელი გაზაფხული...
Image

ქრისტო პაპა კი, ისევე, როგორც ზამთარში, ელის ხალხს, რომ თუშეთი კვლავ აჟრიამულდეს,
იქაურობა კვლავ დატკბეს სიცოცხლის მოყვარული ხალხით

Image

Image

ეს გირევია
Image

ეს კიდევ ნასოფლარი გირევის თავზე.
იმედია, გავიხსენებ, რა ერქვა ამ სოფელს

Image

იქ და კიდევ უფრო შორს სხვაც ბევრია, მათ შორის - კოშკები

აი, გირევი, ცოტა შორიდან კია...
Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Kakha » 22 დეკ 2011, 11:01

კოტეტბელის ერთი თუშური ჩანახატი გვაქვს საკონკურსოდ და მგონია მისი მეორე ჩანახატიც იმსახურებს კონკუსრის გასვლას

აი ესა http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=16 ... 3b1fc513c3

თუშეთს გაუმარჯოს! 100 კმ ცხენებით!...

ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა!

ადრე ერთმა კარგმა კაცმა მითხრა, ყველა ადამიანს აქვს ისეთი ადგილი, რომელიც მას დროდადრო თავისკენ ეძახისო... სანამ თუშეთში წავიდოდი, ცოტახნით ადრე დამიძახა მთამ.

ეს იმ თუშს გაუმარჯოს, ცერის უღელტეხილზე 50-იოდე გამოკვებილი და ფრთებდაუჭრელი ინდაური რომ გადმოჰყავდა ბარისკენ... საიდანღაც შურთხმა გადაუქროლა და თიქოს რაღაც დასძახაო, ყველა ინდაურმა ფრთა გაშალა და ფართხაფურთხით გაჰყვნენ ხეობის სიღრმეში...
ინდაურობა არ მეთქმის, მარა მეც 5 დღით გავშალე ფრთა და თუშეთში წავედი ჩემს მეგობართან, რეზო ბაშინურიძესთან.
შემოდგომაზე თუშეთის მთიდან ჩამობარგება იწყება: ბარისკენ მოჰყავთ ცხვარი, ძროხა, ცხენები, მოაქვთ ყველი, მატყლი და ა.შ. ჩვენ შემთხვევაში, მთიდან 8 ცხენი იყო ჩამოსაყვანი და ერთ დღეში უნდა მოგვესწრო, რომ ცერის უღელტეხილზე არ გავყინულიყავით. გამგზავრების წინ დაგვირეკეს, ომალოში ოდნავ წამოთოვასავითო, წვიმაც მოჰყვა და ქარიცო... ერთი ჯემპრით ზედმეტი წავიღეთ...

გზის კეთილი ანგელოზების დიდება ყოფილიყოს! გვეწეოდნენ და გვწყალობდნენ!

ალვანიდან ომალოსკენ სოსო იჭირაულის "ნივით" წავედით 3 "ექსპედიტორი": ჩემი მეგობარი რეზო, რეზოს მეგობარი ზაქრო და მე. სოსო იჭირაულს "ნივა" ისე დაყავს, იგივეს გამეორება, დარწმუნებული ვარ, ოფროუდერების ჯერ კიდევ ბევრი წლის აუხდენელ ოცნებად დარჩება... ისეთს არ აკეთებს, რაც მანქანას არ შეუძლია, მარა რაც მანქანას შეუძლია, ყველაფერს აკეთებს, თან დინჯად და მშვიდად.
ზედ ცერზე აღმართული ჯვარი დაგვხვდა, სადაც პატარა საყდარივით უნდა აშენდეს. ცერი გადავიარეთ, აცივდა, აცივდა და წასახემსებლად გავჩერდით, ერთი ჭიქა არყის დალევა აუცილებელი იყო... არაყი აღმოგვაჩნდა, ჭიქა-არა... ომალოდან ალვანისკენ მიმავალმა "ნივამ" გაჩერა, ფანჯარაში გამოიხედა-ჭიქა მე მაქვსო...

ეს იმ თუშს გაუმარჯოს, ბილიკზე დავარდნილი ჩიტი რომ დაინახა, ხელში აიყვანა და დანანებით ჩაილაპარაკა- შენც რა თუშივით გზაში მომკვდარხარო...
ყველა გზაზე დაღუპული მოიხსენოს ღმერთმა და ყველა დაგვიფაროს!

ავედით ომალოში და იმ ღამეს იქ დავრჩით ზემოთ ნახსენებ დიდებულ კაცთან-სოსო იჭირაულთან.
დილით კარგი ამინდი გამოგვივიდა, თუმცა, ამინდი აქ არაფერ შუაშია: ჩვენთან ბუნება ისეა მოწყობილი, როცა ქარია, ადამიანს ვერ ერევა, არსად არ მიაქროლებს; როცა წვიმაა, ადამიანის კანის შიგნით ვერ აღწევს, ზემოდან ასველებს და მორჩა; როცა თოვლია, დაცემული ფიფქი მტკივნეული არაა...
ომალოდან გომეწარში გადავედით, სოფელ კოკლათაში, აქედან იწყებოდა "კრუიზი", თუმცა ჯერ გაველურებულ-გამუსტანგებულ-გაყარაღნებული ცხენები იყო დასაჭერი... მთავარი დედალი ცხენის, ფაშატის დაჭერაა, დანარჩენები იმას დაყვებიან უკან. ყველა ცხენი თოკებში გავახვიეთ და დაიწყო ნალების დაკვრა.

სიცოცხლეს გაუმარჯოს! შურთხმა რომ ინდაურებს აგრძნობინა, იმ სიცოცხლეს გაუმარჯოს! კარგი ცხენი რომ სულელ მხედარს ზურგზე არ იჩერებს, მაგასაც... ხრამთან რომ მანქანას გააჩერებ და შემხვედრ მანქანას კარგ გზას დაუთმობ, მაგასაც...

კოკლათაში 3 ცხენზე ცხენზე შევსხედით მე, რეზო და ზაქრო, 5 ცხენიც წინ გამოვირეკეთ და გამოვაჭენეთ ომალოსკენ 30 კილომეტრზე... რეზოს და ზაქროს თეთრი ქათქათა ცხენები ყავდათ, ჩემი ცხენის კეხის ძირზე კი, ნაბადი ეფინა ზედ ერთ მხარეს ამოქარგულით: "თორღვაიძე" და მეორე მხარეს-"ლურჯა."
დაახლოებით 3 საათში ომალოში ვიყავით. ტელეფონი ჩავრთე და რაღაც მესიჯები მოვიდა... ჯერ ვერ მივხვდი რომელი სამყაროდან იყო... იმ სამყაროდან იყო, რომელიც არ მიზიდავდა... იმ სამყაროში მეორე ადამიანს რამე რომ გააგებინო, სხვადასხვა ფორმის გრაფიკული ფორმები უნდა დაუწერო ან სხვადასხვა ბგერითი კომბინაციები უნდა უთხრა, მთაში კიდე მრავალსიტყვაობის გარეშეც კარგად ესმით ერთმანეთის, მთაში არ არსებობს ნახევრად ნათქვამი და ნახევრად გაგებული, ფიქრიც ისევე ისმის, როგორც სიტყვა, სიტყვა ისევე მოქნილი აქვთ, როგორც ალაზნის წყალი...
ღამით ომალოში დავრჩით. გვიან ღამემდე ვსაუბრობდით. სხვისი არ ვიცი და ამ 2 წელში მე რაც თუშეთი ვნახე, ერთს დაზუსტებით ვიტყვი: ეს ხალხი, ზომიერად სვამს და ბევრს შრომობს. წინაპრებზე რასაც ჰყვებიან, შემდეგ საქმითაც იმეორებენ...
მეორე დღის დილის 9 საათზე ომალოდან ალვანისკენ დავიძარით, ამინდი ისევ კარგი იყო. მთელმა ორგანიზმმა დაიწყო ვარჯიში, დიდი ვარჯიში...
ბილიკ-ბილიკ
დაღმართ-დაღმართ
რიყე-რიყე
აღმართ-აღმართ
"კილკა"-"კილკა"
არაყ-არაყ
თექა-თექა
ნაბად-ნაბად
ლაგამ-ლაგამ
ფაფარ-ფაფარ
ყინულ-ყინულ
ტალახ-ტალახ
ღრუბელ-ღრუბელ
ბალახ-ბალახ
ტუსვა-ტუსვა
ჩაქჩაქ-ჩაქჩაქ
ჭენებ-ჭენებ
ქარ-ქარ-ქარ-ქარ
ქროლვა-ქროლვა
მალმალ-მალმალ
წყარო-წყარო
ტალახ-ტალახ
მიწა-მიწა
ნაშალ-ნაშალ
წამებ-წამებ
საათ-საათ
ყველგან-ყველგან
ალაგ-ალაგ
ღიმილ-ღიმილ
ალალ-ალალ
მუხლებ-მუხლებ
მაჯა-მაჯა
სიღრმე-სიღრმე
ხრამ-ხრამ-ხრამ-ხრამ
სიმღერ-სიმღერ
ამბავ-ამბავ
ნაცნობ-ნაცნობ
დანაბარ-დანაბარ
თუშეთ-თუშეთ
მთა-მთა-მთა-მთა...

ცერთან ახლოს ორი უცხოელი შეგვხვდა... ჯერ რეზომ ჩაუარა, რაღაც უთხრა ინგლისურად, მერე ზაქრომ ჩაუარა ჭენებით, მერე მე ჩავუქროლე ცხენით და მხიარულად მივაძახე "Bonne voyage"... გაჭენებულზე უკან რომ მოვიხედე, დავინახე ორი ადამიანი იდგა პირდაღებული, მეტის საყურებლად დრო აღარ მქონდა...
ცერის უღელტეხილი გადავიარეთ და ძირს დავეშვით ბარისკენ. მგზავრობის მე-8 საათზე უკვე ბარში ვიყავით, სოფელ ლეჩურთან. ჩემ ცხენს წინა ფეხზე ნალი აძვრა და კენჭებზე ფეხი ტკიოდა... მე კიდე, ცხენის თითოეულ მოძრაობაზე მტკიოდა ტერფები, წვივები, მუხლები, ბარძაყები, წელი, ბეჭები, კისერი, მხრები, მკლავები, მაჯები, თითები და ფაფრის ჭერისგან - ფრჩხილები... დროულად წამოგვეწია კვლავ სოსო იჭირაული თავისი "ნივით" და თითქმის ალვანამდე ჩასულმა, ამჯერად, მის მანქანაში გადავინაცვლე, ხოლო ჩემი ცხენი რეზომ და ზაქრომ სხვა ცხენებთან ერთად გამოაყოლეს...
ალვანში რეზოს სახლის წინ სკამზე ვიჯექი და ბიჭებს ველოდებოდი როდის მოვიდოდნენ ცხენებით. იქაურებმა ცხვარი ჩაატარეს უამრავი სული, მერე თივა ჩაატარეს, ნახირი ჩამოატარეს, ურიკით ყველი ჩაატარეს, მერე ყურძენი ჩამოატარეს, ისევ ცხვარი ჩაატარეს, ისევ თივა, ისევ ძროხა, ისევ ცხვარი...
ზემოთაც უკვე ვახსენე თუშების შრომაზე...

ეს იმ შირაქელს გაუმარჯოს, თუშის ცხვარი რომ ბოსტანში გადაუვიდა, გამოვიდა და აბა, რაღა გაბრაზებისა იყო, გაეცინა დ თუშ მეცხვარეს უთხრა:
-გომეწარი ხო თქვენია?
-კი, ჩვენია-უპასუხა თუშმა მყემსმა.
-ომალოც და სხვა დანარჩენი მთა-თუშეთიც ხო თქვენია?
-კი, ჩვენია.
-ალვანიც ხო თუშებისაა?-ჩაეძია თურმე ბოსტნის მეპატრონე.
-კი, ალვანიც ჩვენია.
-ეს შირაქიც ხო თქვენია?
-კი, ჩვენია.
-ხოდა, აეს ჩემი ათი მეასედი ბოსტანიც კიდე ზედ მიჩუქებიაო...

თუშეთს გაუმარჯოს! მისი სალოცავების მადლო გვეწეოდეს და გვწყალობდეს!

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by QAQUCA » 22 დეკ 2011, 21:50

მშურს იმათი ვისაც თუშეთის ხსენებაზე გული ეთუშება :wink:
მე ფეხით მოვივლი მთელ თუშეთს ხანდახან ცხენებით :lol:
ძალიან კარგი ლაშქრობებია, ყოჩაღ :wink:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 24 დეკ 2011, 21:20

Kakha

კახა, დიდი მადლობა:)

ახლა კი ჩემი საკუთარი ნამუშევარი მინდა წარვადგინო. როგორც ითქვა, მას ჟIურის სხვა წევრები შეაფასებენ.


უძირო რაჭა 10-15.09.2011

პროლოგი

ადამიანი როგორც წესი, მაშინაა გახარებული და გნებავთ ბედნიერი, როდესაც რამე ღირებულს შეიძენს – სახლი იქნება ეს თუ წიგნი. ჩემი აზრით, აღმატებულია ისეთი შენაძენი რომელსაც “ქურდი დრო” ვერ მოიპარავს. ხოლო რას ვერ მოიპარავს? .... ამაზე მერე....
ადამიანში სიხარული მით მეტია რაც მეტი შრომა გასწია მის მოსაპოვებლად. სწორედ განსაკუთრებული სირთულის დაძლევა ჰგვრის ადამიანს სიამაყის გრძნობას.
შემძენს, როგორც წესი, ვულოცავთ ხოლმე.
ზოგიერთი ლაშქრობა ასევე მილოცვას იმსახურებს – 3000 მეტრი სიმაღლის გადალახვის; ციცაბოზე აბობღების; ზემოდან ჩამოგორებული ქვის არ შეშინების; გრძელი გზით გათანგვის, სისველითა და სიცივით დაღლის ატანის... საკუთარ ეგოსთან, ყურადღებისმოყვარეობასთან, შიშთან შერკინების გამო.


მზადება

ყველა ლაშქრობა იდეით, სურვილით იწყება. აქაც ასე იყო. თუმცა ყველაფერი ალბათ ბევრად ადრე ამ ლაშქრობის ორგანიზატორის – ალექს ქსოვრელის თუშეთში მოგზაურობით დაიწყო. ამ ლაშქრობამ და მისმა აღწერილობამ ტობავარჩხილზე წასვლა გამაბედინა, ახლა კი რაჭის ჯერი დგებოდა.

მარშრუტი შედგა: შოვი– კატიწვერა– უძირო ტბა – შოდა – შქმერი – მრავალძალი. გასვლამ „კარავის“ სამომავლო გეგმებში დაიდო ბინა. მსურველი მეტი იყო მაგრამ ხუთნი წავედით.

საკვების შესახებ ბევრი ვიფიქრე. ინტერნეტ სტატიები წავიკითხე და მენიუ შევადგინე. მერე გავიხსენე რა მარტივად ვიკვებებოდი ტობაზე, ასე ჩაიდო ჩანთაში: წიწიბურა (600 გრ.) მიუსლი, (თვალის ზომით), თაფლი+ქიშმიში+ნიგოზი, შაქარი (ცოტა), ყავა, ხაჭაპური, პური და ხახვი.

გასვლის ორგანიზატორის მეთვალყურეობით მაიამ და მე ჩანთა შევიძინეთ.

დღე პირველი


ოკრიბაში 6:50 წთ–ზე ვიყავი. გამხდარი, ხმელი სახის შუა ხნის მამაკაცი შესასვლელთან იდგა, შოვში წაყვანა 15 ლარად შემომთავაზა. ადგილზე ნინო დამხვდა. იქვე თავს ქორივით დაგვესხა მეორე სამარშრუტოს მძღოლი და ჩვენი გადაბირება სცადა.... მას ბუბლიკების აბეზარი გამყიდველი მოყვა. მალე მარიმო გამოჩნდა.... მის დანახვაზე სამარშრუტოს მძღოლი და გამყიდველი კიდევ უფრო გააქტიურდნენ...

მოვიდა ალექსი, ბილეთები ვიყიდეთ და „პირველ“ სამარშრუტოში შევიბარგეთ. მერე მაია შემოგვიერთდა. სამარშრუტო 9ზე გადიოდა. ის ორი საათი მხიარულად გავატარეთ. ერთ სივრცეში მოხვედრილი 5 მოლაშქრე სხვა რაზე ილაპარაკებდა თუ არა გარდასულ დღეთა ლაშქრობებზე, რაჭაზე, აღჭურვილობაზე და კიდევ რაზე არ.

წვიმიანი ამინდის დროს ადამიანისათვის დაფიქრიანება და მზერის „შიგნით“ მიპყრობა – თვითჩაღრმავება უფრო დამახასიათებელია, მაგრამ ამ სამარშრუტოს მგზავრებს ეს არ ეხებოდა. მძღოლის გვერდით მჯდომი ორი ქალბატონის /რომელიც რაჭაში გასვენებაში მიემგზავრებოდნენ/, საუბრის ტემპი და ხალისი სამარშრუტში ყოველგვარ ხმაურს ჩრდილავდა. მძღოლი კი კარგად გაართეს, მაგრამ მაიას მათი ყველა სიტყვა ესმოდა და უკვე აწუხებდა.. ალექსი მყუდროდ იჯდა და მუსიკას ყურთსასმენით უსმენდა, უკან მარიამო და ნინი საუბრობდნენ, მე გზას ვუყურებდი. ცისარტყელა დავინახეთ კარგი ამინდის იმედად და ნიშნად.

შოვში 16:00 სთ.ზე ჩავედით. გზაშივე გადაწყდა იმ დღეს აქვე გავჩერებულიყავით. პირველი რაც სამარშრუტოდან ჩამოსულებმა გავაკეთეთ ტურბაზის დარაჯის – ნადირას – ტელ. ნომერი ჩავიწერეთ. უცნაური სახელის მქონე ეს ადამიანი ნორმალური კაცი გამოდგა. ტურბაზის ეზოში გაჩერების უფლება მოგვცა და ჩვენთვის ზედმეტადაც კი ნერვიულობდა (ტელეფონზე მისგან შემოსული ზარების ოდენობით თუ ვიმსჯელებთ).

ალექსი მთელი ლაშქრობის მანძილზე ძალიან ბევრ წვრილმანს ითვალისწინებდა და გვიიოლებდა (განა შეიძლება მისი მადლიერი არ იყო?!) . მაგ: საკმაოდ მძიმე 5 ადგილიანი კარავი წამოიღო ნაცვლად თავისი 2 ადგილიანისა, მეფურად გვეძინა. ბანაკი ონკანთან სიახლოვეს მშვიდ ადგილას გაგვაშლევინა. ზურჩანთები აგვიწონა. გაზქურა წამოიღო.

კარავი გავშალეთ და წამოჟინჟლა კიდეც, მშრალი შეშა თითქმის არ დარჩა, გვერდით მიტოვებულ შენობაში კი ძველი ფიცრები ელაგა. ჩვენს გაციებას მათი გამოყენება ჯობდა. ასეც მოვიქეცით. ეს შენობა – ზღაპრული სასახლე დაბრეცილი ფანჯრებითა და იდუმალი სიჩუმით – ცოტათი მაშინებდა. მაგრამ საქმეში გავუშინაურდი. ცეცხლი დაენთო, წვიმამ გადაიღო და ჩვენც ვისხედით, ვთბებოდით. იანო საუბარმა გაიტაცა, მაგრამ ძილი და მომავალი დღისათვის ენერგიის დაგროვება ჯობდა და დავიძინეთ. ნინი და მარიამო დიდხანს არ ცხრებოდნენ და კაცმა არ იცის რაზე ისე გადამდებად იცინოდნენ რომ მეც ავყევი.

ხვალ ადრიანად ვიღვიძებთ. მობილურები გამოვრთეთ.


დღე მეორე

დილის გამაღვიძებელი საუბრების შემდეგ კიდევ ბედნიერი 10 წუთი ვიწექი.

არ წვიმდა.

მინდორზე ენძელები მიმოიფანტა.

დილით ცეცხლი კვლავ დაეთო. კარვები მზეზე გამოშრა (ნინოსაში ცოტა წყალი ჩავიდა). კბილები ონკანთან გამოვიხეხეთ.

დილის მზის რბილი შუქი შორეულ დანისლულ მთას ასხივოსნებდა. ფერთა სიხასხასე კარგ გუნებაზე მაყენებდა.

ლაშქრობაში წასული ჯგუფი ერთ ოჯხად იქცევა. თანამოაზრესა და თანამებრძოლს შორის თანხმობა და სიყვარულია, ასევეა ერთი მიზნისაკენ მოსიარულე მოლაშქრეთა შორის, თუმცა „უთქმელობით“ ეს სიმშვიდეც შეიძლება დაირღვეს. ამაზე მერე....

ტურბაზიდან გამოვედით, „ნადირა„ გავაფრთხილეთ რომ მომდევნო დღეს დავბრუნდებოდით და სამარშრუტოთი საკაომდე ჩავიდოდით.

ფეხით ჩავუყევით ასფალტიან გზას და ხიდზე გადასვლის მერე 300 მეტრში ხელმარცხნივ ბილიკზე დავიწყეთ ასვლა. ტყე–ტყე ვიარეთ, წაქცეულ ნაძვებზე ბევრჯერ გადავბობღდით. ნახევრად ალპურ ზოლში სვენებ–სვენებით ავედით და ხედიც გადაიშალა. მთებს ზევიდან გადავყურებდით, ეს ვიწრო ზოლი მდინარეა, ესეც გზა. ის სახურავები ნეტავ ჭიორა ხომ არაა? ან იქნებ შოვია?

ბილიკს გავუდექით....
რაღაცის ნავალია....
ყვავილები....
მუსიკა მომენატრა და ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი წამეღიღინა. იმასაც კი დიდი ენერგია მიჰქონდა რომ გულში მემღერა გაუხმოვანებლად.
მდინარესთან ჩავუხვიეთ. მის გადასალახად კარგი რეზინის ფეხსაცმელი მქონდა და ხალისით გადავედი. ალექსმა ჩანთები გამოგვართვა და მეორე ნაპირზე გადაიტანა.

მერე აღმართი დაიწყო. ცეცხლის დასანთებად ნაცრისფერ, გამშრალ ფუტურო მცენარეს ვაგროვებდით. ალპურ ზოლში ცეცხლს რა უნლაო მაგრამ ზევით ოდესღაც ქოხი მდგარა, დაძველდა და შეშად ხმარობდნენ, ის გვეიმედებოდა.

ნელა გავუყევით.... უკვე ბნელდებოდა... ქოხი არ ჩანდა... და არც იყო... ან ბოლომდე შეშად დაშალეს, ან თოვლმა ჩაიტანა...

მაღალ, ფართე ფოთლიან მცენარეებს შორის დავბანაკდით... მთის მოცვი ვიპოვნეთ... წყალი მოვიტანეთ... გაზქურაზე ავადუღეთ... საკმაოდ ციოდა და კარავში 19:00 საათზე მოგვიწია შესვლა. ვიფიქრე დავიძინებდი... მომდევნო დღეს 5ზე ვდგებოდით და! მაგრამ არ გამოვიდა. დაღლილობისაგან თუ სიცივისაგან თუ იმის გამო რომ ადრე დავწექით მთელი ღამე მეღვიძებოდა. არადა სადღაც წამიკითხავს რომ ფიზიკური დაღლილობა კარგ და ღრმა ძილს უწყობს ხელს!

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 24 დეკ 2011, 21:22

ქეთევან გულიაშვილი - უძირო რაჭა 10-15.09.2011

მესამე დღე

დილის 5საათზე მობილურის მაღვიძარამ დარეკა. არ მეძინა. ბნელოდა და ციოდა. ადგომა არ მინდოდა. გარეთ გასულების აღფრთოვანებულმა შეძახილებმაც ვერ იმოქმედა. არადა აშკარად რაღაც წარმოუდგენლად ლამაზი ნახეს. კარავის კედლები სველი იყო. ეს კიდევ უფრო ასუსტებდა წამოდგომის სურვილს. კალთა აიხსნა და ზღაპარი გადაიშალა. აბა წარმოიდგინეთ: შემაღლებულზე მდგარი კარავის პირდაპირ, სადღაც ძალიან შორს მთების ძირში ნისლი ჩაწოლილიყო, ამომავალი მზის რბილი შუქი მთას უკნიდან რამპასავით აშუქებდა. თითქოს სცენაზე ვიდექით და სპექტაკლის მთავარი მოქმედი პირები ვიყავით.

ამასობაში კიდევ ოდნავ განათდა იქაურობა. ნამუსიც კარგი საქონელია – გავიფიქრე, ადგომის დრო იყო. სველი და საკმაოდ დამძიმებული კარავი ჩავკეცეთ. ისე ნელა ვიქცეოდით ადგილიდან 8ზე დავიძარით.

გზის დასაწყისში, უღონობას ვგრძნობდი. ძალაგამოცლილი სვენებ–სვენებით მივიწევდი. ისედაც, აღმართზე სიარული ჩემი ძლიერი მხარე არაა. ჩამოვრჩი.

ზოგადად, მთაში ერთი დღით ცხოვრება და საქმეში ბოლომდე, უკანმოუხედავად დახარჯვა ადვილია, დიდად ვერაფერს დაგეგმავ. ამაშია ალბათ ადამიანური ბედნიერება.

გაცვია ის რაც გაცვია.
ჭამ იმას რასაც ჭამ.
დადიხარ მაშინ როცა დადიხარ.
აკეთებ იმას რასაც აკეთებ.

მთაში უდიდესია ის ვინც სხვას მსახურებს და უმცირესი ის ვისაც მსახურებენ.

არა იქ ამაზე არ ვფიქრობდი.ამას ახლა ვაანალიზებ. ადამიანური სისუსტეები, შეცდომათა ჩამონათვალი რომლებიც ლაშქრობისას თავს იჩენს მერე ახსენებს ადამიანს თავს და ანატრებინებს ასე არ მეთქვა ან არ მექნაო. მთა ჭკუას ასწავლის და გონს მოყავს ადამიანი. მაგრამ გასვლაში ხდებოდა ის რაც იქ ხდებოდა...

11 საათისაკენ ალექსის ბებიის გამომცხვარი შვრიის ნამცვრით წავიხემსეთ. უშაქრო იყო, გემრიელი და დამანაყრებელი, თან მსუბუქი!

წყაროს მივუყვებოდით, შემდეგ გზა გართულდა.

ალექსმა სწრაფი ნაბიჯით დაიწყო აღმართზე ასვლა და გაუჩინარდა, ცოტა ხანში მობრუნდა. ჩანთა გამომართვა და სიტყვებით – არ იფიქრო რომ მეცოდებიო... მოიკიდა და რამოდენიმე ათეული მეტრით აიტანა, დაბრუნდა და მაიასაც ჩამოხსნა ჩანთა. ისიც აიტანა გარკვეულ სიმაღლემდე. მერე იანომ ჩემი ჩანთა გამოართვა და ბოლომდე დამეხმარა.

ავედით, სადღაც პირველი საათი იქნებოდა. ტბამდე კიდევ გრძელი ქვიანი გზა იყო გასავლელი. ტბა დიდი ზომისა არ იყო. მის დანახვაზე სულ გადამავიწყდა ყველაფერი. შემოვირბინე, ფოტოს გადასაღებად ხან რომელ მაღლობზე ავძვერი, ხან რომელი ქვა თუ შემაღლემა ჩავსვი კადრში. სანამ გადაღებას მოვრჩი, ღრუბელი შეიყარა და წამოჟინჟლა. დანარჩენები სუფრას მიუსხდნენ და დიდი ხანია მეძახდნენ, შევუერთდი და წახემსება ვერ მოვასწარით რომ მკვრივი, სეტყვასავით მასსა წამოგვაყარა თავზე. გასაშრობად გამოშლილი კარავის ფერთხვა დავიწყეთ. მერე ისევ მზე დაგვენახა, გავშალეთ კარავი. ისევ სეტყვა წამოვიდა. გავაგრძელეთ ფერთხვა და მისი იალქანივით ფრიალი. მერე ცოტახანი გვაცალა ამინდმა, კარავი ისეთი სველი აღარ ჩანდა.

შოვში იმ დღესვე უნდა ჩამოვბრუნებულიყავით.

14:30 ზე ტბას დავემშვიდობეთ. მთაზე ასვლისას იანოს ვთხოვე ჩემს გვერდით ევლო. უკან მოვიხედეთ. ტბა მკვეთრი ცისფერი ფერის იყო. დავყოვნდით. ცა კი წვრილ და ხშირ წვეთებს გვაყრიდა, /ვერ იტყვი რომ სასიამოვნო შეგძნებაა/ ხოდა მოვუსვით იქაურობიდან, იმ იმედით რომ დაბლა ასე აღარ იწვიმებდა.

უსაშინლეს დაღმართზე ჩავედით. ჩავედით რა, ნინის ხელი არ გაუშვია, ფაქტობრივად ჩამიტანა. ამის მერე კი უმარტავესი გზა იწყებოდა. ცოტა შევისვენეთ.

წვიმდა. სისველე ძვალ რბილში გაჯდა. სიცივე რაც შეიძლება სწრაფად და ენერგიულად სიარულისაკენ მიბიძგებდა.

ასე ავედით პატარა ბორცვზე, მერე მთაზე, მერე ხელმარჯვნივ დაღმა მიმავალ ბილიკს გავუყევით და მოცვით სავსე მდელოზე მოვხვდით. მწიფე, მადისაღმძვრელი, წვნიანი მოცვი ამ მიდამოებში უხვად იზრდებოდა. ეს ხომ თვალის წამალია! თან კენკროვანი ყველაფერი მიყვარს და ახლა ამას ავუვლიდი გვერდს?!

წვიმა და სიცივე ადგილზე არ მაჩერებდა. აქ ბილიკი აღარ ჩანდა. მეხდაცემული, ამომწვარი დეკების ადგილას გზა ვერ შევიცანით, სამაგიეროდ დეკებზე ვისრიალეთ /რითიც აღუწერელი სიამოვნება მივიღე/. აბა წარმოიდგინეთ წვიმს, დეკა სველი და სრიალაა, დაღმართზე სწრაფად ჩასვლისას როგორც თოვლზე ისე სრიალებ. ზოგჯერ დეკების ბატუტივით ელასტიურ ფესვებზე ეცემი, რბილად, უმტკივნეულოდ, მაშინვე დგები და ისევ სრიალებ. ამან ბავშვობა გამახსენდა, სახლი წინ თოვლიანი აღმართი, ჩამოსრიალება და იმის შიში რომ შესახვევიდან ძირითად სამანქანო გზამდე შეიძლება ჩაქანდე.

ამ დროს ფიქრთა სვლა დაირღვა... ყველა მეძახის რაც დააგდე აიღეო. ვფიქრობ: აი ნაღდად მაშაყირებენ ახლა და მაგის დრო და ადგილია?! თუ რამე დამივარდებოდა ხო მომაწოდებდნენ?! /ნაგვის პარკი ზურგჩანთის გვერდითა ჯიბეში მედო და ამომვარდნია/! სანამ არ დამანახეს მეგონა მაიმუნობდნენ /ისა და, რატომ იფიქრეს რომ ნაგვის პარკს დავაგდებდი! /.

სულ მალე ტყეში ჩავედით და ბილიკს გავუდექით. სიცივემ წყალგაუმტარი ფეხსაცმლის ქონის აუცილებლობაზე დამაფიქრა. /თუმცა წყალგაუტარი არც სხვა დანარჩენი მაწყენდა /.

მაშველად გაზქურაზე მოდუღებული ჩაი მოგვევლინა. დაშლილ სახლთან სადღაც ნახვარი საათი გავჩერდით.

დაიწყო ტყიანი ბილიკი. დაბინდდა. ფანარი დამიჯდა, დარჩა მაიასა და იანოს ფანარი. მივდიოდით ნაბიჯ–ნაბიჯ. ხშირად ვეცემოდით. მაგრამ მულტფილმებზე და სახალისო რამეებზე ვსაუბრობდით. მერე გავჩუმდით.

ამასობაში სოფლის გზაზე ჩავედით. „ნადირას“ დავურეკეთ, ის თავის მხრივ მანქანის ჩამოგზავნას დაგვპირდა, მე კი გული მკარნახობდა, რომ ეს დახმარება მალე არ მოვიდოდა. ასეც იყო. მანქანაში სანატორიუმის სიახლოვეს ჩავსხედით. აქ ვინატრე ღუმელი, ან ცეცხლი და რაიმე ცხელი.

თორმეტი ხდებოდა. მანქანა კოტეჯთან შეაჩერეს, შეგვიპატიჟეს, დაგვაპურეს. მადლობის მეტი რა გვეთქმოდა. დაძინება მოვინდომეთ და გასაღები მოვითხოვეთ, მაგრამ ყველა კოტეჯი დახურული ჰქრნდათ /გარდა იმისა სადაც თვითონ იყვნენ/, არც შეწუხება გვინდრდა მათი და არც ნასვამ ხალხთან ერთად ძილი იქნებოდა მშვიდი. ნასვამი მასპინძელი ცოტა ახირებულიც გამოდგა, ალექსმა დაგვიცვა.

ხოდა ქვედა სანატორიუმში ჩამოსვლა ვამჯობინეთ. ნასვამი ტიპი უკან მოგვყვებოდა. ძაღლი მოგვდევდა, /რატომღაც დავევასეთ/, ის კაცი კი ბრაზობდა ჰა, შე ... ამათთნ გირჩევნია ყოფნაო?! მოკლედ პირველის ნახევარი იყო ქვედა სანატორიუმს რომ მივადექით. ნასვამი მოგვეშვა. ძაღლიც უკან აჰყვა.

სასტუმროს დარაჯი არ ჩანდა, ნადირას დავურეკეთ მაგრამ ვერც გასაგები პასუხი, ვერც დარაჯის ტელეფონის ნომერი გავიგეთ. მოგვიწია „სიღრმეში“, კოტეჯებისაკენ ჩასვლა. ძაღლს ყეფით სიქა გაძვრა. დიდხანს ვიძახეთ, „გურამი ,გურამი“ და ვერა გავაგონეთ რა.

რაღას ვიზამდით. იქვე, სასტუმროს გადახურულ ბანზე გავშალეთ საგებლები. დაძინება არ გამოვიდოდა. შიგადაშიგ წაგვთვლემდა ხოლმე.

გამთენიისას ალექსმა ხმა მიაწვდინა დარაჯს და კოტეჯში შევსახლდით. გავირეცხეთ, დავიძინეთ. ნივთები გამოვაშრეთ.

ის დღე სანიტარული დღე იყო. სადღაც ერთი რუსი მოლაშქრის ნაწერში ამომიკითხავს როგორი მადა იღვიძებს დასვენების დღეებში და როგორ უმალავდა ის პროდუქტებს მოლაშქრეებს. ჩვენ შემთხვევაში ეს საკმარისზე მეტი პროდუქტის ყიდვასა და ამოძღობაში გამოიხატა.

აღარ მოვყვები იმას როგორ გამომაღვიძა ღამით ნადირას ზარმა, როგორ შემოგვთავაზა 30 ლარად საკაომდე ჩაყვანა. როგორ დავთანხმდით, მძღოლმა სოფელშიც არ აგვიყვანა, მე თუ მკითხავ – უნამუსოდ. აქ მე უნდა წამოვსულიყავი და ასეც ვქენი. დანარჩენი კი გეცოდინებათ.



მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 დეკ 2011, 18:45

გამარჯობა საქართველო - სამცხე /3-4 ნოემბერი 2007/

გთავაზობთ 2007-ის 3-4 ნოემბერს მესხეთში, კერძოდ - მწვანე მონასტერში, ახალციხეში, საფარაში, აბასთუმანში და მთლიანად ყანობილის მთაზე, აგრეთვე, ზარზმაში გადაღებულ ფოტოებს.

გზა...

გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ - მწვანე მონასტრისკენ


Image

Image

ტაძრისკენ მიმავალი გზა შემოდგომას ჰგავს:
თითქოს, გაშინებს, რომ რაღაც დაამთავრე, რაღაც იმაზე თქვი უარი, რომელიც მალე ხავსში ჩაიბინდება და განაბული ელი ახალს, სხვას, განსხვავებულს, ალბათ, უფრო სულიერ გაზაფხულს,
რომელიც არ ყვითლდება, რომელიც ხავსს არ ილამუნებს...


Image

Image

Image

Image

აი, ტაძარი, მწვანე მონასტერი

Image

Image

ქვაზე დაცემული რწმენის სისხლი...

საუკუნეებია, ღვინისფერი წინწკლები ქვებმა მხოლოდ იმიტომ დაიმშვენეს, რომ ჩვენი ტაძრის გზა გაგვახსენონ

Image

Image
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 19:15, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 დეკ 2011, 18:49

გამარჯობა საქართველო - სამცხე /3-4 ნოემბერი 2007/

და ისევ შემოდგომა _ მსუბუქი, ყვითელი, ქვიანი, წარსულიანი...

Image

არ ვიცი, რატომ დაიხავსა ეს ბაზილიკა, ახალციხის რაბათის გალავანი რატომ ასცდა მის კედლებს...

Image

შიგნიდანაც ბევრი რამე არ მოსჩანს...

Image

Image

გამარჯობა-მეთქი...

გაგიმარჯოსო...

უტყვად ვიურთიერთეთ... ასე, ტკბილად იღიმოდა მოხუცი მწყემსი.
გალავანს ისიც იმ პატარა ტაძრივით ჩამორჩენოდა...


Image

მთა, მთები, მთის კიდენი, საფარველნი საფარასი...

Image

საფარა, თითქოს დაფარული, მიუვალი, მაინც საჩინო მორწმუნისათვის

Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 დეკ 2011, 18:54

გამარჯობა საქართველო - სამცხე /3-4 ნოემბერი 2007/

Image

Image

Image

Image

ეს შანდლებიანი ფოტო გასაოცრად შემიყვარდა:
Image

და ისევ საჩინო საფარა

Image

აბასთუმანი

რაღაც ჩარჩოებიანი, თოვლიანი, შემოდგომაჩავლილიანი, ლამაზიანი, სევდაშეპარულიანი, ოცნებიანი და სადღაც, გაზაფხულიანი...

ზამთარს ხომ გაზაფხული მოაქვს...


Image

Image

Image

Image

Image

ეგებ, ეს სიმწვანე მალავს ოცნებების იმედებს?..

Image

Image

Image

ანდა ყვითელ ფერებშია ჩამალული გაზაფხული

Image

სითბოს იმედი...
Image

Image

Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 დეკ 2011, 18:56

გამარჯობა საქართველო - სამცხე /3-4 ნოემბერი 2007/

ხეებში ჩაფლული სიყვარული...

Image

Image

და ხებში ჩაფლული წითელი განცდები...

Image

Image

Image

Image

Image

ოდესმე ჭეშმარიტება თავისუფლების სიბრძნეს გვაზიარებს

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 დეკ 2011, 18:58

გამარჯობა საქართველო - სამცხე /3-4 ნოემბერი 2007/

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ხან და ხან ნისლნი ჩამოდგებიან, მზესა და ცისფერ ზენიტს ერჩიან,
და სადღაც ისე ჩუმად ქრებიან, რომ ჩვენი სულნი თეთრად თბებიან


Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 დეკ 2011, 19:01

გამარჯობა საქართველო - სამცხე /3-4 ნოემბერი 2007/

Image

და ისევ გზა და ისევ გეზი ტაძრის გულისკენ

ის ოდესაღაც რუსთა გონებით აგებულა, ნეველს სახელით წოდებულა...


Image

Image

Image

Image

Image

სადღაც იყურება, სადღაც შორს, ეგებ არც ისე შორს...

Image

ვიცი, იქით ზარზმაა.

ის აქედან არ მოსჩანს, მაგრამ ჩვენი გონება მის გლავნებთან მოწყვეტილი ვარსკვლავივით მსწრაფლად ეშვება
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 დეკ 2011, 19:04

გამარჯობა საქართველო - სამცხე /3-4 ნოემბერი 2007/

და ზარზმა

Image

ბევრის მნახველი მრეკავი ზართა

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

შეუძლებელია, რწმენა არ გაგიმყაროს წმინდანის ძვლებმა,

შეუძლებელია, ის ტკივილი არ განიცადო, მისმა სხეულმა რომ სასტიკად შეიგრძნო,

შეუძლებელია, არ აღელდე, როდესაც ფიქრობ, თუ რა დიდსულოვნად შესწირა რწმენას სული


Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 26 დეკ 2011, 19:07

გამარჯობა საქართველო - სამცხე /3-4 ნოემბერი 2007/

სინესტეს დაიშრეტენ,
სიცივეს დაიძლევენ
და
უწინდელი ფრესკებიც გამოიღვიძებენ...


Image

ისევე, როგორც ზარზმის ამ პატარა ბაზილიკამ გამოიდარა

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ეგებ მალე ისევ ჩავიდე ზარზმაში,
მოვეფერო მის ათასწლოვან კელდებს,
ღვთისმშობლის ხატთან ერთი თაფლიანი სანთელი მაინც დავანთო
და
საქართველოს სადიდებელი ერთხელ კიდევ მაინც შევთხოვო


Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]