რაგბის მატჩები
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
რაგბის მატჩები
საკმაოდ საინტერესო და ოპტიმისტური პრესკონფერენცია.
რაგბი ქართული პროექტია!
„რაგბი ქართული პროექტია და მის განვითარებაში მთელი ქვეყანა უნდა იყოს ჩართული“; „რაგბი ერთერთია იმ მიღწევებიდან, რომელსაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვს“ - ასეთი სიტყვებით მიმართეს ჟურნალისტებს მსოფლიო თასის დასრულებიდან სამი კვირის თავზე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ და „ბორჯღალოსნების“ ყოფილმა თავკაცმა, რიჩარდ დიქსონმა ქართული რაგბის განვითარების შემდგომ ოთხწლიან ციკლზე საუბრისას.
რიჩარდ დიქსონმა ნაკრებთან მუშაობა დაასრულა და საქართველოს რაგბის კავშირში მოღვაწეობას განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელად და კონსულტანტად განაგრძობს: „მიმაჩნია, რომ ამ სფეროში გაცილებით საჭირო ვარ“ - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა, რომელსაც ქართველი სპეციალისტები გაუწევენ ასისტენტობას, დეკემბრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
გიორგი ნიჟარაძემ მწვრთნელის შესარჩევი ძირითადი კრიტეტიუმები ჩამოთვალა: ასაკი 40 იდან 60 წლამდე, აღამავალი კარიერა, ბოლო ათი წლის მანძილზე სამუშაო გამოცდილებაში მინიმუმ ერთწლიანი წყვეტა და დახმარების გაწევა ქართველ მწვრთნელთა მომზადების საქმეში.
„ჩვენი ნაკრებისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დიდი სახელის მქონე მაღალანაზღაურებად სპეციალისტს. ასეთი მწვრთნელები, უმეტეს შემთხვევაში უკვე ჩამოყალიბებულ, საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპორტსმენებთან მუშაობენ. ჩვენი ნაკრების მოთამაშეთა დონე განსხვავებულია და მოიცავს, როგორც შინაურ პირველობაში, ასევე ევროპის უმღლეს ლიგებში მოასპარეზე მორაგბეებს. აქედან გამომდინარე, მწვრთნელს სხვა ამოცანები ექნება გადასაჭრელი. ჩვენ გვჭირდება კარგი სპეციალისტი, მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც სწორედ „ბორჯღალოსნების“ წარმატებით გაითქვამს სახელს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რიჩი დიქსონს-ამ შესანიშნავ პედაგოგსა და ფსიქოლოგს, ასევე მთელს სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც მსოფლიოს წინ ნაკრებთან იმუშავა. ჩვენი პროგრესი მსოფლიოს სარაგბო ოჯახმა დაინახა და აღიარა-ეს უდავოდ დიდი წარმატებაა. თუ რაგბის კავშირის მომავალი ყრილობა გადაწყვეტს, რომ მუშაობა ამჟამინდელმა გუნდმა უნდა განაგრძოს, მაშინ რიჩი დიქსონიც ამ გუნდის წევრად დარჩება, მას ექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი რაგბის კავშირის მუშაობაში. “
2015 წლის მსოფლიოსთვის გაცხადებული მიზანი უკვე სულ სხვა არის: ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილზე გასვლა. ყველაზე სასურველი კი - მეოთხედფინალში თამაში, რაც, ორივე შემთხვევაში „ბორჯღალოსნებს“ 2019 წლის მსოფლიოს საგზურს საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მისცემს: „ჩვენს მორაგბეებსა და გულშემატკივრებს უკვე ვეღარ დააკმაყოფილებს ერთი მოგება და ღირსეული წაგებების სერია.“ - ამბობს გიორგი ნიჟარაძე.
ოთხწლიურის პირველი ნახევარი, ნიჟარაძის სიტყვით, ექსპერიმენტებს უნდა დაეთმოს, რაც პირველ რიგში სანაკრებო მოთამაშეთა რიცხვის გაზრდას გულისხმობს. უნდა ითქვას, წლევანდელი მსოფლიოს შემადგენლობა 40 კაციდან შეირჩა, რაც მეტისმეტად მცირე რიცხვია დიდ სარაგბო ქვეყნებთან შედარებით. „ჩვენი მიზანია სანაკრებო მოთამაშეთა შერჩევა მინიმუმ 100 მორაგბიდან მაინც მოხდეს. ამას გარდა, ახალგაზრდებს საერთაშორისო გამოცდილება უნდა მივცეთ, რის გარეშეც, ელიტის ნაკრებებს ჩვენთან შედარებით ყოველთვის ექნებათ უპირატესობა მოთამაშეთა გამოცდილების ხარჯზე. საამისოდ კი აუცილებელია ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირება, რაც არაერთხელ აღინიშნა მსოფლიო გათამაშებაზე ახალ ზელანდიაში“
გია ნიჟარაძის სიტყვით, ქართული რაგბის შემდგომი განვითარების უმთავრესი წინაპირობა შინაური პირველობაზე სათამაშო დონის ამაღლებაა; წლევანდელმა ჩემპიონატმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში სარაგბო კლუბების განვითარებისთვის: თავდაცვის სმინისტროს მიერ კლუბ „თსუ ლომების“ ბაზაზე ჩამოყალიბებულმა „არმიამ“ სადებიუტო ასპარეზობაში ჩემპიონობა მოიპოვა და ახლა „ლიბერთის თასის“ უდავო პრეტენდენტია. ამას გარდა, „არმიამ“ თავის რიგებში ჩააბა როგორც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები,ასევე ლეგიონერები, რითაც საგრძნობლად ამაღლა შინაური პირველობის სათამაშო დონე. იგივე ითქმის ქუთაისის ძველ კლუბ „აიაზე“, რომელიც „კავკაზუს ონლაინის“ დაფინანსებითა და „ბორჯღალოსან“ ბესიკ ხამაშურიძის თავდადების შედეგად, 15 წლიანი შესვენების შემდეგ, წლეულს პირველად გავიდა ფინალში და შესანიშნავი თამაში აჩვენა.
„სარაგბო კლუბის შენახვა არ ჯდება ძვირი“ - ამბობს გია ნიჟარაძე - „კლუბებში ფულის ჩადებით, ქართული ბიზნესი დიდ საქმეს გააკეთებს: გაჩნდება აუცილებელი კონკურენცია მორაგბეებს შორის, რაც თავის მხრივ საქართველოს ჩემპიონატის დონეს განუზომლად აამაღლებს. მოვუწოდებ ყველა ქართველ ბიზნესმენს ამ საშური საქმის გასაკეთებლად. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება 5-6 ძლიერი კლუბი! დღესდღეობით, ქართული კლუბები სახელმწიფოს მიერ გამოყიფილი საპრიზო ფონდით არსებობენ. ამას აუცილებლად უნდა შეუერთდეს კერძო სექტორი. რაგბი ქართული პროექტია და მის განვითარებაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“
2011 -ის მსოფლიომ რაგბის მესვეურებსა და გულშემატკივრებს მეორე ეშელონის, იგივე „ტიერ 2“-ის ნაკრებების უდავო პროგრესი დაანახა. ამასთან დაკავშირებით გადაწყდა ახალი ფორმატის ტურნირის შემოღება, რომელის შესახებ „ტიერ 2“-ის სარაგბო კავშირების თავკაცები, ნაახალწლევს ამერიკის შეერთებულ შტატებში ისაუბრებენ. ახალი ტურნირი სავარაუდოდ 2013 წელს აიღებს სტარტს და მასში, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ფიჯის, ტონგას, იაპონიის, საქართველოს რუმინეთის, რუსეთის, პორტუგალიისა და ნამიბიის ნაკრებები ჩაერთვებიან.
„ბორჯღალოსნები“ განაგრძობენ ერთა თასზე ასპარეზობას, რომელიც ტრადიციისამებრ, თებერვალ -მარტში გაიმართება. (ამ ტურნირის გარეშე, რომელიც ბოლო ორი წელი საკვაფიკაციოა, მსოფლიო თასზე ვერ მოვხდებით) ამას, გარდა, შედგება საპასუხო მატჩები აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან.
და კიდევ - ძალზე საინტერესოა გიორგი ნიჟარაძის მიერ ინიცირებული პროექტი საქართველოს რაგბის განვითარების რეგიონალურ ცენტრად გადაქცევის თაობაზე, რომლიც აზერბაიჯანელი, სომეხი, უკრაინელი, თურქი, ირანელი და ყაზახი სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს. მთელი საგანმანათლებლო აქტივობა შევარდენის ბაზაზე, სარაგბო აკადემიაში წარიმართება. განხორციელების შემთხვევაში, ამ პროექტსაც რიჩი დიქსონი უხელმძღვანელებს.
„საქართველო ძალიან შემიყვარდა“ - ამბობს დიქსონი - დამდეგ მსოფლიოზე ჩემი უმთავრესი სურვილი ჩვენი ბიჭების წარმატება იქნება. ელიტაში შესასვლელად მუდმივად უნდა ვაკაკუნოთ მის კარებზე. რაგბი საქართველოს ერთერთი მიღწევა, რომელითაც საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა შეუძლია. აქ დიდი პოტენციალია, რასაც სწორი და თანმიმდევრული განვითარება სჭირდება. ასპარეზზე ახალგაზრდები უნდა გამოვიყვანოთ და, რაც მთავარია, განვითარების უწყვეტობა უნდა უზრუნველვყოთ. შემდგომ მსოფლიოზე მე სამოცდაცხრა წლის ვიქნები. ვიმედოვნებ, უფრო ღრმა ასაკში მყოფი, ქართული რაგბის საერთაშორისო წარმატებებს შოტლანდიიდან მივადევნებ თვალს და ვიტყვი - ამაში მეც შევიტანე ჩემი პატარა წვლილი“
წყარო: http://site.rugby.ge/portal/alias__Geor ... fault.aspx

ვინ არიან "ბორჯღალოსნების" ახალი მწვრთნელები
მილტონ ჰეიგი
მოთამაშის კარიერა
1982-1988 წლები - საუთლენდის პროვინციის ნაკრები
1980 წელი - ახალი ზელანდიის 17-წლამდელთა ნაკრები
1982 წელი - ახალი ზელანდიის 19-წლამდელთა ნაკრები
1985-1987 წელი - "იოჰანსებურგ პირატსი" (სამხრეთ აფრიკა)
1985 წელი - "ლონდონ სქოთიში"
1985-1986 წლები - "ორელი"
1987-1988 წლები - "რიჩმონდი" (ლონდონი)
1990-1996 წლები - "ბეი ოფ პლეტნი", 48 მატჩი, ოთხჯერ კაპიტანი.
სამწვრთნელო კარიერა
2000-2002 წლები - "ბეი ოფ პლენტი" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
2003-2007 წლები - "ვანგანუის" მთავარი მწვრთნელი.
2000 წელი - ახალი ზელანდიის 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი.
2006-2007 წლებში - ახალი ზელანდიის ბავშვთა და მოზარდთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
2008 წელი - "მაორების" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, "წყნარი ოკეანის ერთა თასის" მფლობელი.
2009-2011 წლები - "მანუკაუ სტილერსის" მთავარი მწვრთნელი და რაგბის განვითარების ხელმძღვანელი. მას აქ ასისტენტობას უწევდა მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ტანა უმაგა.
კრის გიბსი
სამწვრთნელო კარიერა
2002 წელი - წმინდა პეტრეს სკოლა, კემბრიჯი.
2003 წელი - ავამუტუ კოლეჯი, U-14
2004 წელი - ავამუტუ კოლეჯი, U-15
2007 წელი - პირონგია, შერკინების მწვრთნელი
2007 წელი - იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, შერკინების მწვრთნელი. გუნდს ახლდა საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებასა და "წყნარი ოკეანის ერთა თასზე"
2008 წელი - "ვაიკატოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
2009-2011 წლები - "ვაიკატოს" მთავარი მწვრთნელი. ზედიზედ ორჯერ ითამაშა ITM-ის თასის (ახალი ზელანდიის ჩემპიონატი) ფინალში.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს მომავალი წლიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება. საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით "ბორჯღალოსნებს" ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი უთავკაცებს, მას ასისტენტობას მისი თანამემამულე კრის გიბსი გაუწევს, რომელიც ჩვენი ეროვნული გუნდის შერკინებას გაწვრთნის. ახალზელანდილებთან ერთად იმუშავებს ორი ქართველიც, ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე.
საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობაში ამ ცვლილებებთან დაკავშირებით რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და კონსულტანტმა რიჩი დიქსონმა, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს:
გიორგი ნიჟარაძე: "საქართველოს ნაკრების მომავალ მწვრთნელთან ბოლო დეტალები დღეს დილით შევათანხმეთ და უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "ბორჯღალოსნებს" ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი გაწვრთნის, მას ასისტენტობას შერკინების მწვრთნელი კრის გიბსი გაუწევს.
სანამ ამ ორ ადამიანზე კონკრეტულად გიამბობდეთ, მინდა, ცოტა შორიდან დავიწყო. მაშინ, როცა ავსტრალიელი ტიმ ლეინი, რომელიც ძალიან კარგი სპეციალისტი იყო, გარკვეული მიზეზების გამო თანამდებობიდან გავათავისუფლეთ, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ოთხწლიანი ციკლის შუაწელი იყო და ყველა, ასე თუ ისე მაღალი დონის მწვრთნელი გუნდებში უკვე მუშაობდნენ.
სწორედ ამ დროს ვთხოვეთ რიჩი დიქსონს დაგვხმარებოდა, რომელმაც თანხმობა მოგვცა და მწვრთნელთა შესანიშნავი გუნდი შეკრა.
მსოფლიოს თასზე ჩვენი ნაკრების გამოსვლას აღარ შევეხები. ამაზე არაერთხელ საკმაოდ ვრცლად მილაპარაკია. ჩვენ მაშინვე შევთანხმდით, რომ რიჩი დიქსონი ნაკრებს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშების ჩათვლით უხელმძღვანელებდა. მინდა, გაწეული საქამიანობისთვის მას მადლობა კიდევ ერთხელ ვუთხრა.
ახალი მწვრთნელის ძიება ახალზელანდიაში ჩვენი ყოფნისას დავიწყეთ. მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიდიოდა. კანდიდატებს ახალ ზელანდიაში, სამხრეთა ფრიკაში, საფრანგთსა და დიდ ბრიტანეთში ვეძებდით. ჩვენ გვჭირდებოდა კარგი სპეციალისტი, რომელიც საქართველოში მოიტანდა ცოდნას და დაგროვილ გამოცდილებას ქართული რაგბის განვითარებას მოახმარს. სამომავლოდ სრულიად ახლებური სისტემით ამუშავდება ჩვენი სარაგბო აკადემია, სადაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელმაც უნდა იმუშაოს, როგორც ახალგაზრდულ ნაკრებებთან, ისე კლუბების მწვრთნელებთან.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყნის მდიდარი რაგბის კავშირი. ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ამ ხნის განმავლობაში, რაც ახალ მწვრთნელს ვეძებდით სამოცამდე კანდიდატის განაცხადი მივიღეთ. ამათგან საბოლოოდ დარჩა სამი _ ფრანგული, ბრიტანული და ახალზელანდიური მიმართულება.
ძალიან კარგად მესმის იმ ქომაგების, რომლებსაც ეროვნული ნაკრების თავკაცად ისეთი სპეციალისტების ხილვა სურთ, სამხრეთ აფრიკელი ნიკ მალეტი და ახალზელანდიელი გრემ ჰენრი რომ არიან. მალეტთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მას ჯერ კიდევ 2007 წელს საფრანგეთში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ შევთავაზეთ ჩვენთან მუშაობა, მაგრამ გვითხრა ფინანსურად ვერ შემწვდებითო. ასეც არის, ის იმდენად მაღალი დონის სპეციალისტია, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ უმთავრს კანდიდატად მიიჩნევა.
რაც შეეხება ჰენრის, მან "ოლ ბლექსს" მსოფლიოს თასი მოაგებინა და სანაკრებო კარიერის გაგრძელება არ სურს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ამ ადამიანებს მაინც ველაპარაკებოდით, მათ თავისი პოზიცია გამოხატეს და ამით შემოვიფარგლეთ.
ფრანგი სპეცილისტებიდან 7-8 სერიოზული კანდიდატურა განიხილებოდა. დახმარებისთვის საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს და IRB-ს თავკაც ბერნარ ლაპასესაც მივმართეთ. საბოლოოდ ფურჟერონზე შევჩერდით, რომელიც "მასიში" ქართველ მორაგბეებთან უმუშავია. ცხადია, ჩვენ ბიჭებს მის და სხვა კანდიდატების შესახებაც დავეკითხეთ.
განიხილებოდა ასევე, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელების ნტამაკი-დუტიერის კანდიდადტურაც. ჩვენი მორაგბეები საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებს ესაუბრნენ მათ შესახებ და უნდა ითქვას, რომ დადებითი ვერაფერი გავიგეთ. ამასთან, ისე გამოვიდა, რომ ფრანგებმა, ბოლო მომენტში ყველამ თვითონ თქვეს უარი. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს ფრანგი სპეცილისტი, ვისაც უცხოეთში უმუშავია და რაიმე სერიოზული წარმატებისთვის მიუღწევია.
ბრიტანეთიდან კანდიდატი კლაივ ვუდვორდი იყო, უდავოდ ძლიერი სპეციალისტი. ის გენიალური მენეჯერია და დარწმუნებულნი ვართ, ნებისმიერი მიზნის მიღწევაში დიდად დაგვეხმარებოდა. მასთან ურთიერთობა ბოლო წუთამდე გვქონდა, ის აქტიურად გამოხატავდა თავის დაინტერესებას საქართველოს ნაკრებში ემუშავა. როცა ყველაფერზე შევთანხმდით და საქმე ანაზღაურებაზე მიდგა, მან თავის მენეჯერთან დაგვაკავშირა. თანხა, რაც ვუდვორდის მენეჯერმა დაგვისხელა რაგბის კავშირის წლიური ბიუჯეტის ნახევარია. ცხადია, რომ შეთანხემბა არ შედგა.
დაგვრჩა ახალზელანდიელთა კანდიდატურა. ამ ქვეყანაში ყოფნისას რამდენჯერმე შევხვდი ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს, ვეძებდით გზას, თუ როგორ დაგვეწყო თანამშრომლობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყანაში რაგბი რელიგიის დონემდეა აყვანილი. ახალი ზელანდია, ფაქტობრივად, რაგბის ერთი დიდი ქარხანაა.
მათ ვთხოვეთ რომელიმე ახალზელანდიელი მწვრთნელისთვის რეკომენდაცია გაეწიათ. საქმეში ჩავრთეთ IRB-ც. იმ პირებს, ვისაც შესაფერისი კანდიდატურა უნდა მოეძებნა მარკ იგანთან ერთად შევხვდით. მათ აღგვითქვეს, რომ საქმეს სერიოზულად მოეკიდებდნენ და ორ კვირაში პასუხს გვაცნობებდნენ.
პირველივე შემოთავაზება სწორედ მილტონ ჰეიგი იყო. ჩვენ, ცხადია, მასზე არჩევანი უფრო გვიან შევაჩერეთ. ახალზელანდიელებს ვთხოვეთ კიდევ რამდენიმე კანდიდატი დაესახელებინა. მათ დარწმუნებით გვითხრეს, რომ პასუხს აგებენ ამ ადამიანის კვალიფიკაციაზე, თუმცა სხვა კანდიდატები მაინც შემოგვთავაზეს.
ყოველივე ამის პარალელურად, ჩვენი საქმიანობისგან ავტონომიურად იგივე კანდიდატურა შემოგვთავაზა დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმაც. ის რომ მაღალი დონის სპეცილისტია, დასტურად ისიც გამოდგება, რომ ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. კოტერმა იცოდა მწვრთნელს რომ ვეძებდით და დათოს საშუალებით დაგვიკავშირდა. გვითხრა, რომ ჰეიგს ძალიან კარგად იცნობს, მასთან უმუშავია კიდეც და საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტიაო.
ერთი სიტყვით, ყოველმხრივი დაკვირვების, რეკომენდაციების შეგროვებისა და მასთან კონტაქტის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ნაკრები მილტონ ჰეიგისთვის ჩაგვებარებინა. ის მორაგბეობისას ცხრა ნომერი იყო და როგოც უკანა ხაზის, ისე შერკინების თამაშშიც კარგად ერკვევა. მილტონი დღემდე ITM-ის თასის გათამაშებაში მოასპარეზე "მანუკაუ სტილერსის" მთავარი მწვრთნელი იყო.
მანვე შემოგვთავაზა ასიტენტის ITM-ის თასის გათამაშების ფინალსიტის, "ვაიკატოს" მთავარი მწვრთნელის კრის გიბსის კანდიდატურა, რომელიც ჩვენს ნაკრებში შერკინებას გაწვრთნის. ამასთან ერთად, უკანა ხაზის გასაწვრთნელად ჰეიგი ჩამოიყვანს ტანა უმაგას, მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის.
უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი რანგის მწვრთნელის დანიშვნა არის ლატარეა. ან გაამართლებს, ან არა. ამიტომ კონტრაქტი, რომელსაც 20 იანვარს, მათი საქართველოში ჩამოსვლისას გაფორმდება, 2+2 ან 2+1+1 სოსტემით იქნება გაფორმებული. თვეში ნაკრების მწვრთნელს 9 ათას ევროს გადავუხდით. თანაც, კონტრაქტში ჩადებულია, რომ ერთი წლის თავზე უნდა შევიკრიბოთ და განვიხილოთ, დამაკმაყოფილებელია თუ არა მათი მუშაობა, გადავწყვიტავთ, ეს ის ადამიანები არიან თუ არა, ვინც ნამდვილად გვჭირდება. თუ იმედი არ გაგვიმართლდა, ცხადია, კონტრაქტს გავწყვიტავთ და ამ შემთხვევისთვის სათადარიგო ვარიანტად ირალანდიელი მაიკლ ბრედლი გვყავს, რომელიც საქართველოს ნაკრებში უკვე მუშაობდა.
მას კარგად ვიცნობთ, ძალაინ კარგი მწვრთნელია და ამჟამად შოტლანდიურ "ედინბურგს" წვრთნის. კლუბთან კონტრაქტი, სწორედ ამ დროსითვის უმთავრდება. ასე რომ, ყველანაირად დაზღვეულები ვართ.
თუმცა იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. ჰეიგი საკმაოდ სერიოზულადაა განწყობილი, იმდენად, რომ საქართველოში ყოფნას წელიწადში შვიდი თვის ნაცვლად, ცხრა თვის განმავლობაში აპირებს. შემოდგომამდე კი ოჯახსაც საქართველოში ჩამოიყვანს. თბილისში საცხოვრებლად გადმობარგებას აპირებს ცოლ-შვილთან ერთად კრის გიბსიც.
ერთი სიტყვით, ისინი პერსპექტივას აქ, ჩვენთან ხედავენ და როცა საქართველოში ჩამოვლენ, ორი კვირის ვადას მივცემთ, რათა საკუთარი ხედვა, ოთხწლიანი პროგრამა წარმოგვიდგინონ."
რიჩი დიქსონი, საქართველოს რაგბის კავშირის კონსულტანტი: "არაერთხელ მითქვამს, რომ რაგბის ეროვნული ნაკრები ფანჯარაა საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე. გვინდა, რომ ქართული რაგბი იყოს სწრაფად პროგრესირებადი.
ის რომ საქართველოს ნაკრებთან მუშაობით ასეთი დიდი კალიბრის მწვრთნელები დაინტერესდნენ, თვალნათელი დასტურია, თუ რა მაღალ დონზე ავიდა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ნაჩვენები თამაშის შედეგად ჩვენი ეროვნული ნაკრები.
იმათთვის, ვინც პირველად იყო წლეულს ახალზელანდიაში ნახა, თუ რას წარმაოდგენს რაგბი ამ ქვეყანაში. აქაურები ბავშვობიდან სიკვდილამდე რაგბით ცხოვრობენ. აქედან გამომდინარე გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ახალზელანდიელი მწვრთნელები ქართულ რაგბის სარგებლობას მოუტანენ.
ცხადია, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ნაკრებში მუშაობა სპეციფიური საქმიანობაა. ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს როგორ მოერგებიან ისინი აქაურობას. ჩვენ, ქართველებმა ხელი უნდა შევიწყოთ, რომ მათ აქ მუშაობა გაუადვილდეთ. იმედი მაქვს, რომ მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი წარმატებას მოუტანენ ქართულ რაგბის."

დარწმუნებული ვარ ახალზელანდიელი მწვრთნელი და მისი დამხმარე (მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი) უკეთესს შედეგს აჩვენებენ ვიდრე რიჩი დიქსონი, არა იმიტომ რომ რიჩი დიქსონი ცუდი ბიჭია არამედ იმიტომ რომ ჩვენი რაგბი ძალიან სწრაფად ვითარდება და არცაა გასაკვირი ზელანდიელების ეპოქას დაემთხვეს ნაკრების წარმათება!
იმედი მაქვს 6 ერის პირველობა დაიშლება და ჩვენი ნაკრები მიემატება... რიცხვი "7" ხომ ყველას უყვარს და ეგება "საჩვენოდ" შეუყვარდეთ უფრო!
თანაც ეს ჩვენი ნაკრების განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება რომ წარმოვიდგენ "ინგლისს, საფრანგეთს, უელსს, ირლანდიას, შოტლანდიას და იტალიას " საქართველოში პირწკლაპუნა მემართება....
მიდით ბიჭებო მიდით!

ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!
რაგბის მატჩები
აი ექვსი ერის დაშლა ცოტა შორეულ პერპექტივად მესახება, ხოლო ტესტ მატჩებს თუ გავახერხებთ ეგ მშვენიერი იქნება
გაისად შემოდგომაზე აშშ და კანადა გველის, გასვლითი ტესტ მატჩები გვექნება. და 2013 წელს თუ შეიქმნა მეორე ეშელონის გუნდების ჩემპიონატი ეგ კიდევ საუკეთესო ვარიანტია. ვინაიდან ახალმა მწვრთნელებმა 4 წლიანი გეგმა უნდა წარმოადგინონ ეგ ჩემი აზრით ძალიან კარგია, სამომავლო შედეგზე არიან ორიენტირებულნი და არა რეიტინგში ადგილზე, რაც საკმაოდ დადებითი იქნება. მოკლედ წინ ძალიან ბევრი საქმენი საგმირონია გველის
და იმედი მაქვს მომავლა მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეული წაგება ღირსეული წარმატებით შეიცვლება 

რაგბის მატჩები
ეხ მეორე ეშელონის გუნდებიც ძალიან კარგია მაგრამ სად ექვსი ერის პირველობა და სად მეორე ეშელონელებიი
წარმატება ჩვენ ბიჭებს და ზელანდიელ მწვრთნელებს!

წარმატება ჩვენ ბიჭებს და ზელანდიელ მწვრთნელებს!
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!
რაგბის მატჩები
„გულივერა“ და „ანტილოპა“ - წლის საუკეთესოები!
29 დეკემბერს, რაგბის კავშირის ტრადიციული შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა: მედლები გადაეცათ 2011 წლის საქართველოს პირველობის პრიზიორებს: მესამეადგილოსან „ლოკომოტივს“, მეორეადგილოსან ქუთაისის „აიასა“ და ჩემპიონ „არმიას“. ამას გარდა, გამოვლინდნენ გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში: „წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე“, „წლის მწვრთნელი“, „საქართველოს პირველობების საუკეთესო მორაგბე“ და ეროვნული ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები.
დიდუბის გამოფენის მე - 6 პავილიონში შეკრებილ სტუმრებს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაზე მიესალმა: „ნამდვილად წარმატებული წელი გვქონდა - „ბორჯღალოსნებმა“ ყველა დასახული ამოცანა შეასრულეს და ღირსეული თამაშით ქართულ რაგბის სახელი განამტკიცეს. გვასახელეს ახალგაზრდულმა ნაკრებებმაც - მათ ყველა შეიჯიბრი მოიგეს. „მინდა ავღნიშნო, რომ წლეულს გაცილებით უკეთესი იყო ეროვული პირველობა. ისეთი ფინალი, როგორიც „არმიასა“ და „აიას“ შორის გაიმართა, მე პირადად, საქართველოს ჩემპიონატზე არ მინახავს. ასევე შთამბეჭდავი გამოდგა „ლიბერთის“ თასის ფინალი, რომელშიც უმაღლესი ლიგის ბოლო ადგილზე გასულმა „ყოჩებმა“ თავდაუზოგავად ითამაშეს ჩემპიონ „არმიასთან“ და შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს. მსურს ხაზი გავუსვა ჭაბუკთა ლიგებში გუნდების რაოდენობის ზრდის ფაქტსაც, რაც რაგბის პოპულარობის უტყუარი მაჩვენებელია ჩვენში.“
ეროვნული პირველობის სიმბოლური ნაკრები, რომელიც უმაღლესი ლიგის კლუბებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, „არმიის“ რვა, „აიას“ ოთხი, „ლელოს“ ორი და „ლოკომოტივის“ ორი მოთამაშისგან შედგება : 15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. გიორგი შკინინი, ( ამავე დროს შვიდკაცას ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე) 13. სანდრო თოდუა, 12. ირაკლი ჩხიკვაძე, 11. ალექსანდრე ტუჩაშვილი,( შვიდკაცა რაგბის შიდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი) 10. ლაშა ხმალაძე, 9. ბიძინა სამხარაძე, 8. გივი ბერიშვილი და ბესარიონ უდესიანი, 7. გიორგი კალმახელიძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 5. დავით ჩიტიძე, 4. ხვიჩა ბუჯიაშვილი, 3. გიორგი ვეფხვაძე და ტარიელ ჩხიკვაძე, 2. ბექა მეკოკიშვილი, 1. ზურაბ ჟვანია.
წლის საუკეთესო მწვრთნელად ბესიკ ხამაშურიძე დასახელდა, რომელმაც თავისი გუნდი, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ფინალში გაიყვანა. ამას გარდა, „ანტილოპამ“გაიმარჯვა ნომინაციაში „ეროვნული პირველობების საუკეთესო მორაგბე“. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, იგივე ხამაშურიძე წლის მელელოვეც გახდა - წლევანდელ სეზონზე მას 13 ლალო აქვს გატანილი.საუკეთესო ბომბარდირის წოდება კი „არმაზის“ 10 ნომერმა, დავით კიკნაძემ მოიპოვა - მან თავის გუნდს 195 ქულა მოიტანა.
წლეულს პირველად მიენიჭათ „თავდადებულის სიგელები“ საქართველოს პირველობის ამტან მორაგბეებს კლუბებიდან „არმაზი“ „აკადემია“ და „ლელო“. მათ სეზონის უკლებლივ ყველა მატჩი შეუცვლელად ითამაშეს.
ტრადიციისამებრს, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ ვეტერან იუბილარებს: 70 წლისანი მოიყარნენ ირაკლი კიზირია, მურად თოფურიZე, გენადი ღადუა, გოჩა აბაშიზე. 60 წლისანი გახდნენ დავით კილასონია, მერაბ აბდუშელიშვილი, გივი ავლასტიმოვი, ირაკლი დოლიძე, თამაზ სალთხუციშვილი, გიზო ურუშაძე და ალექსანდრე ცისკარიშვილი. 2011 წელს ცხოვრების ნახევარი საუკუნე გალიეს ვახტანგ კაპანაძემ, ზაალ გიგინეიშვილმა, მიხეილ გარუჩავამ, გიორგი ბერიაშვილმა და თენგიზ. თავაძემ. პატივისცემის ნიშნად, ფეხზე წამომდგარმა ახალგაზრდა მორაგბეებმა ქართული რაგბის ღვაწლმოსილებს მქუხარე ოვაცია გაუმართეს.
სიგელები გადაეცათ პატარა „ბორჯღალოსნებს“ - 17 წლამდელ მორაგბეებს, რომელთაც ბუქარესტის ტურნირის მოგებით, გაისად 6 ერის გუნდებთან დაპირისპირების უფლება მოიპოვეს; და 19 წლამდელებს - ისინი ევროპის ჩემპიონები გახდნენ და 2012 წელს, 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფზე იასპარეზებენ.
ღონისძიების დასასრულს, გამოცხადდა გამარჯვებული ნომინაციაში წლის საუკეთესო მორაგბე, სადაც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მამუკა გორგოძემ გაიმარჯვა. თავად სპორტსმენი „მონპელიესთან“ ერთად აპსარეზობს და საქართველოში არ იმყოფება „ბაზიზბანკის“ დირექტორმა, დავით კაკაბაძემ, დისკოვერი ბარათი 5 ათასი ლარით ნაკრების მენეჯერს, ვასილ აბაშიძეს გადასცა. ამას გარდა, ვეტერენმა მორაგბემ და ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, გორგოძეს აჩუქა საიუველირო კომპანია „ფოკანის“ წმინდა გიორგის ჯვარი.
2011 მართლაც „გულივერას“, იგივე “გორგოძილას“ წელია. არცერთი ქართველი მორაგბე აქამდე არ მოხვედრილა მედიის ესოდენ დიდი ყურადღების ცენტრში; არცერთ მორაგბეს არ მოუღია ამდენი საპატიო წოდება, როგორც გორგოძეს. სპორტის სამინისტროს გამოკითხვით, იგი დასახლედა წლის სპორტსმენად; ხოლო მსოფლიო თასის ორ მატჩში ინგლისისა და რუმინეთის წინააღმდეგ - მატჩის საუკეთესო სპორტსმენად, „პლანეტ რაგბის“ ჟურნალისტებმა, მიუხედავად იმისა, რომ „ბორჯღალოსნები“ მეოთხედფინალამდე ვერ მივიდნენ, გორგოძე მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ამას გარდა, გორგოძე გახდა ქართული სპორტის რაინდის ტიტულის მფლობელი.
წლეანდელ სეზონზე, გორგოძე „მონპელიეს“ წარმატების სიმბოლო iqca. ის პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც ტოპ 14 ის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ყოველდღიური ფრანგული გამოცემა „მიდი ოლიმპიკის“ გამოკითხვით, ის საუკეთესოდ იქნა მიჩნეული 7 ნომრის პოზიციაზე. იმავე გამოცემის ლეგიონერების სიმბოლურ ნაკრებშიც, 7 ნომრის პოზიციაზე გორგოძე მიიჩნიეს საუკეთესოდ; ფრანგული ყოველდღიური სპორტული გაზეთის, L Equipe – ს სარაგბო დამატება Mag- მა კი, მამუკა გორგოძე ტოპ - 14 ის 2010 – 11 წელის სეზონის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ დაასახელა.
წყარო:https://www.facebook.com/notes/georgian ... 8965514796

ამბიციური საქართველოს მზადება 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
პარასკევი, 30 დეკემბერი 2011 წელი
2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებმა და ანალიზმა აჩვენა, რომ მე-2 ეშელონის ერებმა ორ ჩემპიონატს შორის პერიოდში უდიდესი პროგრესი აჩვენა და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კიდევ ერთ ნახტომს აპირებს. მაგრამ ეს ნახტომი გახდით მათ საუკეთესო გუნდების კონკურენტად? საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს სწამს რომ კონკურენტუნარიანები იქნებიან.
ნიჟარაძემ დაინახა, რომ მისმა გუნდმა ახალ ზელანდიაში შეჯიბრის წინ დასახული მიზანი, რუმინეთის დამარცხება, არგენტინასთან და შოტლანდიასთან ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა, შეასრულა. 2011 წლის მიზნის მიღწევა, ერთი თამაშის მოგება იყო, მაგრამ ნიჟარაძე და მისი ამბიციური ორგანიზაცია შემდგომისთვის მეოთხედფინალს უმიზნებს და ეს მათ რეალურ მისწრაფებად მიაჩნიათ.
„ვიმედოვნებ, რომ მომავალი ოთხწლიანი პერიოდის ბოლოს ძალიან ბევრს გავაოცებთ“ განმარტა ნიჟარაძემ. „ჩვენი მიზანი ნათელია. ჩვენ გვინდა ვიყოთ უმაღლეს სარაგბო ქვეყნებს შორის. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, რადგან მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და კერძო სექტორის მხარდაჭრა. ჩვენ ახლა ორიენტირებულნი ვართ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“.
ამ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს სტადიონები, რომლების სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე შენდება (რამდენიმე სტადიონი მზად გაზაფხულისთვის იქნება) და რომლებიც მიმართული იქნება ადგილობრივი ჩემპიონატის ხარისხის ასამაღლებლად. ამავდროულად საქართველოს ეროვნული გუნდის უდიდესი ნაწლი საფრანგეთის კლუბებში თამაშობს. საქართველოს რაგბის კავშირი ამაყობს, რომ 2011 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 9 მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს. თუმცა, ნიჟარაძემ იცის უცხოეთში მოთამაშე მორაგბეებზე დაყრდნობა უფრო სასარგებლოა ნაკრებისთვის ვიდრე პრობლემა.
„ჩვენი საუკეთესო მოთამაშეებისთვის საფრანგეთში თამაში შესანიშნავი შესაძლებლობაა თამაშის უმაღლესი დონის შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა პრობლემას წარმოადგენს ხოლმე მოთამაშეების გათავისუფლება, მაგრამ ჩვენ ალტერნატივებს ვეძებთ და ვიმედოვნებ მათთვის ერთ-ერთი გამოსავალი გაერთიანებული სამეფო იქნება. რამდენიმე ჩვენმა ბიჭმა ითამაშა Gloucester 2nd XV-თვის და მომდევნო წელს კიდევ 5 ბიჭი გაიგზავნება ინგლისში.“
ხარისხი და არა რაოდენობა
საქართველოსთვის ადგილობრივი ჩემპიონატის გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მხოლოდ მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდაზე არაა დამოკიდებული. 2007 წლიდან, ოთხ წელიწადში, რეგისტრირებულ მორაგბეთა რიცხოვნობა გაორმაგდა 2600 მოთამაშედან 5289-მდე და ნიჟარაძე დარწმუნებულია რომ მათ გააჩნიათ პოტენციალი ეს რიცხვი 30 000-მდე გაზარდონ „ექვს ან შვიდ წელიწადში.“ მაგრამ ნიჟარაძეს სჯერა რომ იქნება კიდევ უფრო მეტი პროგრესი ვიდრე ესაა.
„ცხადია მოთამაშეთა რაოდენობა თავისთავად ვერ მოაგვარებს ყველა პრობლემას. შეგიძლია გაზარდო მოთამაშეები ან კლუბები, მაგრამ მთავარი ხარისხის გაუმჯობესებაა. ხარისხის გარეშე რიცხოვნობა არაფერია.“
სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს რაგბის კავშირი თავის ძალისხმევას მიმართავს უცხოელი მწვრთნელებისკენ, როგორიც რიჩი დიქსონია (ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რომელიც ახლა განვითარების კონსულტანტია) და მრავალი სხვისკენ ბრიტანეთიდან და ახალი ზელანდიიდან.
„განათლებაში დასახმარებლად და ადგილობრივი ჩემპიონატის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ჩვენ სპეციალისტები მოვიწვიეთ უცხოეთიდან. ისენი არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების განვითარებაში დაგვეხმარებიან, არამედ ჩვენი აკადემიების გამართვაში, რაც ამჟამად ძალზე მნიშვნელოვანია.“
ნიჟარაძისა და მისი გუნდის როლი სათანადოდ უნდა შეფასდეს. უხეშად რომ ვთქვათ საქართველოს რაგბის კავშირში 40 ადამიანი მუშაობს, თუმცა შეიძლება მათი კვალიფიკაცია ისეთი მაღალი არ იყოს როგორც ინგლისსა და ავსტრალიაში, მაგრამ ნიჟარაძის როლი, მისი უმაღლესი სარაგბო ქვეყნების კოლეგებისგან განსხვავებით, უფრო მეტად მომთხოვნი იყოს.
„ეს სამუშაო დიდი პასუხისმგებლობაა,“ თქვა მან. „ძალიან დიდი ტვირთი უნდა ზიდო საკუთარი მხრებით. ძალიან ძნელია იყო მეორე ეშელონის სარაგბო კავშირის პრეზიდენტი ვიდრე პირველი ეშელონისა. თუ გინდა მიაღწიო რაიმე შედეგს უნდა იმუშაო 24 საათი, შვიდი დღე კვირაში და არანაირი დასვენება. მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია. რადგან ჩვენ გვიყვარს რაგბი - ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ვინც კი ერთხელ შეეხება რაგბის... ის სამუდამოა.“
დიდი მსოფლიო თასი
რა არის ის რისთვისაც ამხელა სამუშაო იქნა გაწეული და რა არის ის ერთადერთი რამ რაც ნიჟარაძეს ყველაზე მეტად სურს რომ ახდეს, რა დაეხმარება საქართველოსა და მეორე ეშელონის ქვეყნებს შეამციროს სხვაობა პირველი ეშელონის ქვეყნებთან?
საქართველოს პრეზიდენტი (სავარაუდოდ იგულისხმება რაგბის კავშირის პრეზიდენტიïŠ ) დარწმუნებულია: „ყველაზე მნიშვნელოვანია - და ამაზე ყველა ლაპარაკობს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ - მეორე ეშელონის გუნდებს შესაძლებლობა ქონდეთ უფრო ხშირად ეთამაშონ პირველი ეშელონის გუნდებს. ჩვენმა ქვეყნებმა მსოფლიოს დაანახეს რომ სხვაობა სულ უფრო მცირდება, ასე რომ ჩვენ გვსურს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვეთამაშოთ პირველი ეშელონის გუნდებს და ასევე გვესაჭიროება ახალი ტურნირი ჩვენსა და მეორე ეშელონის სხვა გუნდებს შორის.“
ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ ჰიპოთეტური ტურნირი სავსებით შესაძლებელია. იგი თებერვალში ამერიკაში შეხვდება მეორე ეშელონის ქვეყნების წარმომადგენლებს და იმედოვნებს, რომ ახალი ტურნირი 2013 წლიდან დაიწყება.
მიუხედავად იმისა ახალ ტურნირს საფუძველი აქვს თუ არა, ნიჟარაძე დარწმუნებულია რომ საქართველო და გაძლიერებული მეორე ეშელონის სხვა გუნდები 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აქამდე ჩატარებულებს შორის საუკეთესოს გახდის.
„სრულიად განსხვავებული იქნება მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისში,“ ამტკიცებს იგი. „არა მხოლოდ თამაშის დონე, არამედ სხვა დანარჩენიც. ეს იქნება საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი, მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ.“
წყარო: http://www.rugbyworldcup.com/rugbyworld ... g+rwc+2015

იწყება ერთა თასის გათამაშება. უკრაინასთან გადადებული მატჩის გამო პირველი ჯახი "ბორჯღალოსნებს" ესპანელ "ლომებთან" ექნებათ. თამაში გაიმართება 11 თებერვალს 19:00 სთ-ზე , მადრიდში. ვგულშემატკივრობთ ყველანი შეძლებისდაგვარად თბილისიდან 

რაგბის მატჩები
ერთა თასის გათამაშების განრიგი:
25/02 - საქართველო - პორტუგალია (თბილისი);
10/03 - რუმინეთი - საქართველო (ბუქარესტი);
17/03 - საქართველო - რუსეთი (თბილისი).
4 თებერვლის გადადებული მატჩი სავარაუდოდ აპრილის დასაწყისში გაიმართება.

მცირედი მონაცემები რაგბის წარმოსობასა და დღეს არსებულ წესებზე:
ერთ–ერთი ვერსიით, რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7აპრილს, ინგლისის ქალაქ რაგბიში. მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს მეტოქის კარისაკენ ბურთი ხელით წაიღო. იმისმ იუხედავად, რომ დღეს ეს ვერსია უარყოფილია, რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, ელისის სახელი ჰქვია. სინამდვილეში, მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს - Rugby-football-ს. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: ინგლისი - შოტლანდია.
რამდენიმე წესი:
რაქი
რაქი იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ბურთი მიწაზე აღმოჩნდება და მის გარშემო ფეხზე მდგარი მეტოქეები ერთმანეთს ებრძვიან მის დასაუფლებლად, ცდილობენ არ მიუშვან ბურთთან მეტოქე და ფეხით მიიგორონ იგი თავისკენ.
რაქი, როგორც წესი, შებოჭვების შემდეგ იქმნება, მაგრამ მისი წარმოქმნა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ სხვა სათამაშო ეპიზოდშიც, როცა კი ბურთი მიწას შეეხება.
აკრძალულია რაქში გვერდიდან ჩართვა და ბურთზე ხელით თამაშიც. თუკი ბურთი რაქიდან დადგენილ დროში არ იქნა გამოტანილი, ინიშნება შერკინება იმ გუნდის სასარგებლოდ, რომელიც რაქში უპირატესობას ფლობდა
შერკინება
შერკინება რაგბის მატჩის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამავე დროსსახიფათო კომპონენტია.
შერკინება ინიშნება მაშინ, როდესაც თამაში უნდა გაგრძელდეს წესების დარღვევის შემდეგ. ასევე ინიშნება წინ თამაშის დროს, მაგრამ ასევე შესაძლებელია დაინიშნოს გუნდის კაპიტნის მოთხოვნით ტავისუფალზე ან ჯარიმაზე. თითოეული გუნდიდან შერკინებაში მონაწილეობენ ფორვარდები, რომლებიც სამ ხაზად არიან განლაგებული.
პირველი ხაზის შუაში დგება კვაჭი (ნომერი 2), რომლის მარცხნივ და მარჯვნივ დგებიან ბურჯები (მარცხნივ 1, მარჯვნივ 3).
მათ უკან დგებიან მეორეხაზელები, რომელთა თავები კვაჭისა და ბურჯების სხეულებს შორის არის მოქცეული და ისინი მთელი სხეულით აწვებიან წინ.
მათ უკან კი დგებიან მესამეხაზელები.
ორი გუნდის ფორვარდები დგებიან ერთმანეთის პირისპირ ერთი ხელის გაწვდენაზე. პირველი ხაზი იხრება მოედნის პარალელურად და მსაჯის ბრძანების შემდეგ ეჯახება და აწვება ერთმანეთს. ამ დროს იმ გუნდის მოთამაშე (როგორც წესი, 9 ნომერი), რომლის სასარგებლოდაცაა დანიშნული შერკინება, ბურთს აგდებს შერკინების შუაში. ორივე გუნდი ერთმანეთს აწვება და ორივე კვაჭი (ზოგჯერ ბურჯებიც) ცდილობს, ფეხით გადააგოროს ბურთი თავისი გუნდის მხარეს. ამის შემდეგ გუნდმა, რომელიც უპირატესობას მოიპოვებს, შეიძლება ბურთი ან მაშინვე გამოიტანოს შერკინებიდან და წამოიწყოს შეტევა, ანდა მოწინააღმდეგეს ჯერ რამდენიმე მეტრით დაახევინოს უკან და შემდეგ შეუტიოს.
მოლი
მოლი იქმნება მაშინ, როდესაც ბუთიან მოთამაშეს ეჭიდება მეტოქე გუნდის ერთი ან მეტი მოთამაშე და ამავე დროს ეხმარება ერთი, ან მეტი თანაგუნდელი.
თამაშგარეს ხაზი გადის მოლის განაპირა მონაწილეთა გარე ფეხის გასწვრივ. უროში შესვლა დაშვებულია მხოლოდ უკნიდან.
მოლში დაშვებულია ხელით თამაში. მოლის განგებ ჩაქცევა ისჯება ჯარიმით
2008 წლის 1 აგვისტოდან, ირბ-ს წესებით დაშვებულია მოლის ჩაქცევა, თუკი იგი მოხერხდა მეტოქეზე წელს ზემოთ იერიშის შედეგად.
თუ ბურთი დროულად არ გამოვიდა მოლიდან, ინიშნება შერკინება მისი ამგორებელი გუნდის საწინააღმდეგოდ.
აკრძალვები
http://www.youtube.com/watch?v=RPLP9viJJsw
ქულების დაგროვება
http://www.youtube.com/watch?v=H9JN5ppwbUU
თამაშგარე
http://www.youtube.com/watch?v=0-LoLHmSnWU
საჯარიმო დარტყმები
http://www.youtube.com/watch?v=QarDOMBB ... re=related
აუტი, დერეფანი
http://www.youtube.com/watch?v=h7Q9o9id ... re=related
წინ პასი
http://www.youtube.com/watch?feature=en ... qQ8VE&NR=1

ბასილაია შოტლანდიურ გრანდში ითამაშებს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის ფედერალ 1-ში მოასპარეზე “ვალანს დაჟენის” მესამეხაზელი, შერკინების შემკვრელი (8 ნომერი) დიმიტრი ბასილაია კარიერას შოტლანდიურ გრანდში - “ედინბურგში” გააგრძელებს.
სქოთების მთავარი მწვრთნელი მაიკლ ბრედლი, რომელიც თავის დროზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო, ახლა კი “ედინბურგის” თავკაცია, 26 წლის ქართველით ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე დაინტერესდა. მაშინ “ვალანს დაჟენმა” ბასილაიას გაშვებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ახლა შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერიც უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაცხადდება.
დიმიტრი ბასილაიამ თავისი შესაძლებლობები 2011 წლის მსოფლიოს თასზე სრულად წარმოაჩინა და თვით ინგლისის ნაკრებს ლელო გაუტანა. “ბორჯღალოსანთა” მაისური მან 19 მატჩში მოირგო, ანგარიშზე კი 2 ლელო აქვს.
ქართველი მესამეხაზელი აქამდე მხოლოდ ფედერალ 1-ის გუნდებში გამოდიოდა, ახლა კი, სერიოზულ გუნდში დიდი კარიერის გაკეთების საშუალება ეძლევა. “ედინბურგმა” “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა და 7 აპრილს ფრანგულ “ტულუზას” უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც ჯაბა ბრეგვაძე და აქვსენტი გიორგაძე იცავენ.

ბასილაიას ედინბურგში გადასვლა გამიხარდა მაგრად...
მარტო საფრანგეთის ჩემპიონატში თამაში არ კმარა
მარტო საფრანგეთის ჩემპიონატში თამაში არ კმარა

რაგბის მატჩები
avtokh wrote:ბასილაია შოტლანდიურ გრანდში ითამაშებს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის ფედერალ 1-ში მოასპარეზე “ვალანს დაჟენის” მესამეხაზელი, შერკინების შემკვრელი (8 ნომერი) დიმიტრი ბასილაია კარიერას შოტლანდიურ გრანდში - “ედინბურგში” გააგრძელებს.
სქოთების მთავარი მწვრთნელი მაიკლ ბრედლი, რომელიც თავის დროზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო, ახლა კი “ედინბურგის” თავკაცია, 26 წლის ქართველით ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე დაინტერესდა. მაშინ “ვალანს დაჟენმა” ბასილაიას გაშვებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ახლა შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერიც უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაცხადდება.
დიმიტრი ბასილაიამ თავისი შესაძლებლობები 2011 წლის მსოფლიოს თასზე სრულად წარმოაჩინა და თვით ინგლისის ნაკრებს ლელო გაუტანა. “ბორჯღალოსანთა” მაისური მან 19 მატჩში მოირგო, ანგარიშზე კი 2 ლელო აქვს.
ქართველი მესამეხაზელი აქამდე მხოლოდ ფედერალ 1-ის გუნდებში გამოდიოდა, ახლა კი, სერიოზულ გუნდში დიდი კარიერის გაკეთების საშუალება ეძლევა. “ედინბურგმა” “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა და 7 აპრილს ფრანგულ “ტულუზას” უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც ჯაბა ბრეგვაძე და აქვსენტი გიორგაძე იცავენ.
ნამდვილად კარგი ფაქტია, სხვაგანაც მოვსინჯოთ ძალები ცუდი არაა ნამდვილად!
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!
რაგბის მატჩები
სკოტთა ლიგა საკმაოდ ძლიერი ლიგაა და ბრიტანული რაგბის გამოცდილებაც გამოგვადგება, თან ასე ძლიერ გუნდში. მალე ყოფილიყოს არამარტო შერკინების მოთამაშეები წაეყვანოთ საუკეთესო კლუბებში სათამაშოდ და კონკურენციის და ჩემპიონატის ამაღლება მერე ნახეთ 

რაგბის მატჩები
avtokh wrote:სკოტთა ლიგა საკმაოდ ძლიერი ლიგაა და ბრიტანული რაგბის გამოცდილებაც გამოგვადგება, თან ასე ძლიერ გუნდში. მალე ყოფილიყოს არამარტო შერკინების მოთამაშეები წაეყვანოთ საუკეთესო კლუბებში სათამაშოდ და კონკურენციის და ჩემპიონატის ამაღლება მერე ნახეთ
აბსოლუტურად გეთანხმები!