(დაახლ. 1550—1597)
1594 წელს ბარენცი 2 გემისაგან შემდგარი ესკადრით გავიდა ამსტერდამიდან. გადაწყვეტილი ჰქონდა ჩინეთისაკენ ჩრდილოეთის გზა გაეკვალა (სამხრეთის გზა აფრიკის გავლით ძალსედ გრძელი და სახიფათო იყო). 1594 წლის 14 ივლისს ბარენცი ახალ მიწათან ახლოს მივიდა და კუნძულის დასავლეთ სანაპიროს დაუყვა. ყინულმა იძულებული გახადა კუნძულამდე მიუღწევლად უკან მიბრუნებულიყო.
მომდევნო წელს ბარენცი ჰოლანდიური ფლოტის ექსპედიციასთან ერთად მიემგზავრება როგორც ერთ-ერთი გემის კაპიტანი. ექსპედიციის მიზანია კუნძულ ვაიგაჩისა (ციმბირის ჩრდილოეთ სანაპირო) და ახალი მიწის შორის არსებული სრუტის გავლით კარის ზღვაში მოხვედრა. ცდა უშედეგო გამოდგა.
ჩინეთში მოკლე ჩრდილო-აღმოსავლეთის გზის გაკვლევის იდეა არ ასვენებს ჰოლანდიელებს. 1596 წელს ჰოლანდიელმა ვაჭრებმა ახალი ექსპედიციის ორგანიზება მოახდინეს ბარენცისა და იოჰან რაიპის მეთაურობით. ამჯერად გეზი ნორვეგიის სანაპიროებიდან ჩრდილოეთით აიღეს. 19 (სხვა მონაცემებით 10 ივნისს) დათვის კუნძული აღმოაჩინეს. კუნძულმა სახელწოდება თეთრი დათვის გამო მიიღო რომელიც გემზე ამოსვლას ცდილობდა. ჰოლანდიელებისათვის თეთრი დათვი მანმდე უცნობი იყო. 29 ივნისს იქნა აღმოჩენილი შპიცბერგენი (სახელი მიიღო მთის წვეტიანი მწვერვალების გამო). აქედან გემმა გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო და ახალ მიწას მიუახლოვდა. 31 აგვისტოს ზღვაოსნებმა შეძლეს შემოეარათ კუნძულისავის (მოგვიანებით მას ჟელანიას კონცხი ეწოდა). აქ ისინი კვლავ ყინულს გადააწყდნენ და იძულებულები გახდნენ შეჩერებულიყვნენ. მოგზაურები ხანგრძლივი დროით შეჩერდნენ ამ ადგილას, ყინულს გემები მყარად ყავდა დატყვევებული ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში, ამიტომ გადაწყდა გზა კონტინენტისაკენ ორი ნავით გაეგრძელებინათ. ბარენცმა და ორმა მისმა თანამგზავრმა ვერ გაუძლეს რა მოგზაურობის სიძნელეებს გარდაიცვალენენ. დანარჩებემა მიაღწიეს კოლის ნახევარკუნძულის, სადაც შეხვდნენ იოჰან რაიპს.
ნორვეგიელმა მოგზაურმა ე. კარლსენმა, 1871 წელს ახალი მიწის შესწავლისას მიაგნო ბარენცის გამოზამთრების ადგილს. ნივთები კარგადიყო შემონახული. მათ შორის გემის ჟურნალი, წიგნები და ხელსაწყოები. ახლა ეს ყველაფერი იმყოფება ჰააგაში, ზღვის დეპარტამენტის მუზეუმში.
თუმცა ბარენცმა ვერ მოახერხა მთავარი მიზნის - ჩინეთისაკენ მოკლე ჩრდილო -აღმოსავლეთის გზის გაკვალვა, მაგრამ მისი მეშვეობით ჩრდილოეთის ზღვის მხირდან ნავიგაციის შესაძლებლობა დადასტურდა, ასევე მან აღმოაჩინა დათვისა და შპიცბერგენის კუნძულები, ასევე შეისწაავლა ახალი მიწის სანაპირო. ამ გამოჩენილი მოგზაურის სახელი ეწოდა ზღვას - სკანდინავიას, ახალ მიწასა და შპიცბერგენს, ასევე მოგვიანებით აღმოჩენილ ფრანც იოსეფის მიწას შორის. ბარენცის სახელი მიიღო ასევე კუნძულმა შპიცბერგენის აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს.

წყარო: http://traveller-world.pp.ua/villem-barents