კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად
ბელა სვანეთობა 2008 (გაგრძელება)
აქ, ალბათ, დედამ იტირა
მეზირის მთა კარგი იყო, მაგრამ უკეთესი ადგილებიც არსებობს სვანეთში, არა? სადღაც 4 საათისკენ ლამამ მორიგი მთისკენ გაიშვირა ხელი და პედაგოგის მჭევრმეტყველებით წარმოთქვა: აი, იქ უნდა ავიდეთო. მე კი მეგონა, მთიდან დაშვებას ვაპირებდით! თურმე ჯერ უღელტეხილი უნდა გადაგვევლო და მერე დავეშვებოდით.
და დავიწყეთ. 2400 მეტრზე ავედით ბეჩო-ეცერის უღელტეხილზე და დაიწყო ისევ ვიღაცეების უკან დარჩენები, ხვნეშა და კვნესა. მაგრამ რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო ეგზალტირებულები ვხდებოდით და იქამდეც მივედით, რომ ლამას მადლობების გადახდა არ დავუწყეეეთ...
აქ ჯერ კიდევ გაზაფხული იყო და იები ყვაოდნენ. ერთ ადგილას ლურჯი იები გულის ფორმას ხატავდნენ, გავშტერდით. და ლამამ თქვა: აქ ეტყობა დედამ იტირაო...
კინაღამ მეც ავტირდი, გიორგი ლეონიძე გამახსენდა, დედის ნატირალზე ია ამოდისო...
ვეშვებოდით და უშბა გვაცილებდა, პირდაპირ თვალს არ გვაშორებდა. შეხედეთ, როგორ გვიყურებსო? გვითვალთვალებსოოო... და ძალიან ამაყები ვიყავით, რომ უშბა გვიყურებდა...
ჩვენ კიდევ, ჩანჩქერ შ"დიგრას ვუყურებდით და გული გვწყებოდა. კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა! და ჩვენც მეზირის მთა აღარ გვყოფნიდა, შ"დიგრაც გვინდოდა...
მერე უკვე ქვევით და ქვევით ვიარეთ, დაღმართი იყო და თითქმის გავრბოდით, თუმცა ესეც კაი დამღლელი იყო. გზაში ხან ძაღლების შეგვეშინდა, ხან სვანების. ცხენოსანი ბიჭები გვხვდებოდნენ გზადაგზგა. ერთი მოხუცი ბებოც შემოგვხვდა ცხენზე მამაკაცურად გადამჯდარი. აფარასიძე ვააარო, გვარი რომ ვკითხეთ...
მორჩაძემ სურვილი აისრულა და ცხენზე შეჯდა. იმ ბილიკებზე რამდენად აჭენა, ეს ნამცეცამ თქვას, მთელი ლაშქრობა მასთან ერთად ჩამკეტი ეგ იყო.
და ჩამოვედით ეცერში. ეცერის თემიც რამდენიმე სოფლისგან შედგება. აქ ლამამ კიდევ ერთხელ გაიშვირა თავისი მრავლისმეტყველი ხელი და კიდევ ერთხელ წარმოთქვა ჯადოსნური სიტყვები; აი, იქ უნდა მივიდეთო. ეს `იქ~ სოფელი ქურაში იყო, მაღლიდან ეკლესიაც კარგად ჩანდა და მის გვერდით მდგარი წითელსახურავიანი სახლიც.
ლაშქრობის ყველა წევრი ხომ მიყვარდა, არა? და ამეთვისტოზე ხომ მზე და მთვარე ამომდის, არა? მაგრამ მონადირესთან ერთად სიარულზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, დამიჯერეთ, იმიტომ რომ, სულ რაღაცით არის გაააჰგიჟებული და შენც ისეთ ენერგიას გაძლევს, ფერნა-ფრენით დადიხააარ...
ჰოდა, იმ ბილიკებზე მონადირესთან ერთად მოვფრინავდი და გზადაგზა ხევსურულ სიმღერებსაც ვმღეროდით. აბა, რომელი ამირანები ჩვენ ვიყავით, რომ კრიმანჭული გვემღერა! ჰოდა, ამ სიმღერ-სიმღერაში და ფრენა-ფრენაში თხილის ბუჩქები დავინახეეეთ...
არაააა, არ გადაგვიხვევია!
უბრალოდ, თხილი გაგვახსენდა, ნედლი თხილი.
მერე ნედლი ნოგოზიც.
მერე ხმელიც.
მერე ბაჟე და ნიგვზიანი ბადრიჯანიც.
მერე...
და ბოლოს ავღრიალდით: გვშიააააა!!!
ვაჰ, ორი დღე მშრალ სუპებზე ვისხედით, ხალხოოოო!
ჰოდა, ხაჭაპური მინდა-მეთქი, ხმამაღლა მოვთქვამდი. მონადირე კიდევ, კუბდარი, კუბდარიო _ გაიძახოდა. მერე სერგიკუნა და ამეთვისტო წამოგვეწივნენ და საწყალი თინეიჯერები, ჩვენზე მეტად კვნესოდნენ, მაგათი საყელოც კი ჭამს და აბა, რა დაემართებოდათ, ვეღარც კი ლაპარაკობდნენ...
ხორგუანებისკენ მივდიოდით ქურაში. სოფლის გზაზე ვიდექით უკვე...

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია
-
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად
ბელა -სვანეთობა 2008 (გაგრძელება)
ლელა გურჩიანი
ნუსა იხსენებდა მერე, სოფლის ჭიშკრებში ისე გავდიოდით, თითქოს სამოთხის ბაღები იხსნებოდა ჩვენს წინო. უბრალო, ხისა და მავთულის ბადის ჭიშკრები იყო, გლეხების ნაკვეთებს კეტავდა ალბათ. და ვაღებდით და გავდიოდით, ვაღებდით და გავდიოდით. და სახლები იყო სიპი ქვით ნაშენი, ძველებური, სვანური, დიდი და მაგარი სახლები.
ჩვენ ლამას პაპიდის ოჯახში მივდიოდით, ოუშენის 13 მეგობარი და მისტერ ოუშენი რასაკვირველია, ისევ არაფრად გვადარდებდა.
ლამამ ლელა ახსენა, ვითიბიმ იკითხა, ამ სოფელში გურჩიანები სად ცხოვრობენო. ლამამ უთხრა, ქვევითო, აი, ჩვენი რძალიც გურჩიანიაო. ლელა გურჩიანიო? გაუკვირდა ვითიბის. ჰოო-ვო, ლამამ, მასწავლებელია სკოლაშიო. ვაჰ-ო, გადაირია ვითიბი, ახალგაზრდა ქალიაო? ძმა დაეღუპა კოდორშიო? და კიდევ ერთხელ გავიკვირვეთ, რომ თურმე რა პატარაა საქართველო! ვითიბი თურმე თავის სტუდენტობის დროინდელ მეგობართან მიდიოდა სტუმრად და ახლაღა გაიგო. რამდენი წელია არ მინახავსოოო, ამბობდა და წინ გარბოდა.
რასაკვირველია, შეკივლება და შეცხადება არ აგვცდა. მერე ლელა გურჩიანი ჭიშკარტან იდგა და წიწილებივით გვითვლიდა...
ეზოში მოლი ბიბინებდა. ჩანთები დავყარეთ და ჩვენც ზედ დავეყარეთ.
მერე, სუფრასთან, სადღეგრძელოში ამეთვისტო ამბობდა: რომ შემოვედიო, ერთადერთი, რაც თავში მიტრიალებდა, საჭმელი იყოო და ვფიქრობდიო, ეს ხალხი ნეტავ ვერ ხვდება, რომ ძალიან მშიაო? და თუ ხვდებიან, რატო ხაჭაპურს არ მიცხობენო?
და ლელამ ხაჭაპური დაგვიცხო? და კუბდრები? და ფხალი და სოუზი და სალათი და ჭიშტვრები გაგვიმზადა? ერთმანეთს აღარავინ უყურებდა, თავაუღებლად ვჭამდით და დროდადრო ნეტარებისგან ვხვნეშოდით. უფრო სწორად, ბიჭები ხვნეშოდნენ, გოგები ვკვნესოდით, როგორც ხდება ხოლმე, რა...
და მერე, როცა მასპინძელმა გვითხრა, ცხელი წყალი ყველას არ გეყოფათ, მაგრამ გოგოებს შეუძლიათ შხაპი მიიღონო, გაიხსენეთ, რომ ეს სვანეთში ჩვენი ლაშქრობის მე-5 დღე იყო და ამ ხუთი დღის ნახეტიალები ოფლი და ჭუჭყი ტანზე გვქონდა შემშრალ-შემხმარი... ბიჭები ცივი წყლით განიბანნენ.
ჰო, იმ ღამეს სუფთა თეთრეულში გვეძინა რბილ საწოლებზე...
ღამე დაწყებული ქეიფი მეორე დილას გაგრძელდა. სახლის პატრონი, ვახტანგ ხორგუანი გვიან ღამით მოვიდა. მე უკვე ვიწექი, ბიჭების ლაპარაკი ნანასავით ჩამესმოდა აივნიდან. წვიმდა.
დაშ გელან~
ეცერი დადეშქელიანების სოფელია. აქ დგას ყველაზე მაღალი კოშკი მთელ სვანეთში და სხვა კოშკებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ბოლოში კი არ ვიწროვდება, სწორად მიემართება, რაღაცნაირად, გაჯგიმულია და პირველი ორი სართული მკვრივი აქვს, ანუ მიწითაა სავსე, რაც შუა საუკუნეებში ციხე-კოშკების სიმაგრისთვის გამოიყენებოდა _ გულამოვსებულ კოშკს კედლისსანგრევი მანქანით ვერ დაანგრევდი.
სამაგიეროდ, ეცერში უამრავი დანგრეული კოშკია. ჩვენი მასპინძელი გვიყვებოდა, დადეშქელიანებს არ მოსწონდათ, რომ სხვა გვარებსაც ჰქონდათ კოშკები და ბევრს დაანგრევინესო.
დადეშქელიანები სვანეთის თავადებად გვან ჩნდებიან, რომელ საუკუნეში, არ ვიცი, მაგრამ თამარის დროს რომ სვანეთის მთავრი ვარდანისძე იყო, ამას მატიანე გვეუბნება. ლატალის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია დემეტრე პირველის მეფედ კურთხევის სცენა, სადაც მას წელზე ხმალს არტყამს სვანეთის მთავარი ვარდანისძე.
რაც შეეხება დადეშქელიანებს, ხალხი დღემდე ყვება: სვანეთში ყაბარდოდან მონადირე გადმოსულა. ეცერში რომ შემოსულა, სოფლის მღვდელთან მისულა. უკითხავთ, საიდან ხარო. იმას უპასუხია: `დაშ გელან~, ანუ დათვს გამოვყევიო. ასე შეარქვეს დაშეგელანი ანუ დადეშქელიანი, ზოგიერთ სოფელში დაჩქელანადაც რომ იხსენიებენ.
მღვდელს ოჯახში მიუღია და თავისი ქალიშვილიც მიუთხოვებია. ეტყობა კარგი ვაჟკაცი იყო ის დათვზე მონადირე, თორემ, ან მღვდელი რატომ გადაირეოდა მასზე, ანდა მისი ქალიშვილი! და მღვდელს სოფლისთვის უთხოვია, ყველამ თითო ხარი მოუყვანეთ საჩუქრადო. ზოგნი ამბობენ, თითო კვერცხიო. მოკლედ, ხარი იყო თუ კვერცხი, ამ ერთ კაცს, საქორწილო საჩუქარი იმდენი მოუგროვდა, რომ იმ მხარეში ყველაზე მდიდარი გამხდარა უცებ. სიმდიდრე კიდევ, ძალიაა, დღესაც და მაშინაც.
სვანეთის ბოლო მთავარი, არზაყან დადეშქელიანი, რომელმაც ხანჯლით აკუწა მეფოსნაცვალი (ზუსტად აღარ მახსოვს თანამდებობა) გაგარინი, სხვათა შორის, იმ მანანა ორბელიანის სიძე, შეუდარებელი ვაჟკაცი ყოფილა, ახოვანი და წარმოსადეგი. ერთხელ თურმე, მეზობლებს დავა ჰქონდათ, ერთი გალავანს აშენებდა და მეორე ედავებოდა, გასასვლელი იმხელა დატოვე, რომ ხარ-ურემმა გაიაროსო. და ჩამდგარა არზაყან დადეშქელიანი შუაში, შემოურტყამს დოინჯი და უთქვამს, რამხელაზეც ჩემი იდაყვებია გაშლილილი, იმხელა მანძილი მონიშნეთო. იმ ადგილზე დღესაც გზა გადის და დღესაც უკვირთ სვანებს, მაინც როგორი ახოვანი კაცი უნდა ყოფილიყო, რომ დოინჯშემოყრილი მისი იდაყვები ამხელა მანძილს საზღვრავდაო.
სოფელი ეცერი ორი მდინარის დაკხარისა და კედრულას შორისაა გაშენებული. ამ მდინარეებში კალმახიაო ბევრი, გვიხსნიდა მასპინძელი.
დადეშქელიანების გარდა, გადაშენებული გვარია დემეტრიანებიც. მათი კოშკი დღემდე დგას, რომლის ეზოშიც საგვარეულო აკლდამა იყო. სვანები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, რომ გატაცებული ლევან კალაძის ნეშტის ძებნისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ აკლდამაზე მიიტანა ეჭვი, მე-19 საუკუნეში გარდაცვლილი ადამინების ძვლები ამოთხარეს და თბილისში ექსპერტიზაზე წამოიღეს. რად უნდოდა იმას ექსპერტიზა, ისედაც ხომ ემჩნევა ძვალს სიძველეო, გულდაწყვეტით გვიყვებოდნენ სვანები, აკლდამა როგორ შეურაცხყვეს, გარდაცვლილთა ძვლები როგორ შეაწუხესო. მერე ძვლების ნაწილი ჩამოყარეს სოფელშიო. 12 ადამიანი იყო იქ დამარხული, 12 ადამიანის ძვლები წამოღეს თბილისში ექსპერტიზაზე.

ბელა - სვნეთობა 2008 (გაგრძელება)
ქურაში, ფხოტრერი
ხომ იცით, რომ სვანეთში ყველა ეკლესია დაკეტილია. დღისითაც და ღამითაც. ვერ გაიგებ, იქ შესვლის უფლებას ერთმანეთს არ აძლევენ, თუ ჩვენნაირ დამთვალიერებელს უფრთხიან. ალბათ უფრო კომუნისტების დროიდან ფრთხილობენ, როცა სვანეთში დიდ-პატარა თამარისდროინდელ განძს დაეძებდა...
ფაქტია, სოფელში რომ შეხვალ, სადაც მე-10-11-12 საუკუნის ფრესკებიანი ტაძრებია და დაახლოებით ამავე საუკუნის სახარებათა ხელნაწერები, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ გასაღები მოიპოვო და ეკლესიაში შეხვიდე. ამისათვის ან ვინმე სვანი უნდა გახლდეს, ანდა სოფლის რომელმე მკვიდრს მოეწონო ძალიან და რატომღაც.
ქურაშის წმინდა გიორგის ეკლესიის გასაღები ხორგუანებს აქვთ, სწორედ იმათ, ვის ოჯახშიც დავპურდით და დავისვენეთ.
ეკლესია, რა, სვანეთში ყველა ეკლესია ბაზილიკაა, ერთნავიანი, ანდა სამნავიანი. მაგრამ შეხვალ შიგნით და შტერდები. ჰოდა, ქურაშის ჯგრაგშიც გავშტერდით:
საკურთხეველში, ხის პატარა ყუთში, მე-12 საუკუნის ხელნაწერი სახარება დევს.
საერთოდ, ჩვენი წინაპრები სახარებებს იმიტომ წერდნენ, რომ წირვის დროს წაეკითხათ. დღეს განა ვინმეს უკვირს ეკლესიაში ამბიონზე გადაშლილი სახარება? ასე იყო მაშინაც, არსებობდნენ გადამწერლები, მინიატურების მხატვრები, ყდის მოჭედვის ოსტატები... ჰოდა, სვანეთი თქვენ რა გგონიათ, რაც ბარში ხდებოდა, იგივე მეორდებოდა იქაც, ოღონდ, რატომღაც სვანეთის ეკლესიებში დრო გაჩერდა და ისევ მე-11-12 საუკუნეებია. რატომ მოხდა ასე, ამას აბა, მე როგორ გიპასუხებთ, მხოლოდ იმას გეტყვით., რომ ქურაშის ეკლესიაში ის სახარება ინახება, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს აქვს მოხსენიებული და რომელიც დღემდე შეუსწავლელია.
და მთელი 9 საუკუნე კარგად რომ ინახება, ამაში ხომ ეჭვი არ გეპარებათ!
იქ არის და ხელსაც ვერავინ ახლებს! ერთი ეგაა, რამდენიმე უსულგულო ადამიანს, თუ ვაი მეცნიერს, მისთვის რამდენიმე ადგილას გვერდები ამოუჭრია, (შესასწავლად ვითომ?) და ეს დანით ისე კოხტად გაუკეთებია, ეჭვი არ შეგეპარებათ, ამ ფურცლის მიხედვით გამოკვლევასაც ასევე ლაზათიანად დაწერდა და იქნებ დისერტაციაც დაეცვა?!
ბიჭები გალობდნენ, მე-12 საუკუნის ხელნაწერი კი იდო და სიმშვიდეს აფრქვევდა.
ფხოტრერიც ეცერის თემის სოფელია. ლამა ამბობს, ფხტრერი თქვი, `ო~-ს ნუ უმატებო. მაგრამ მესტიის მუზეუმში, ბატკა ნავერიანის ხეში ნაკვეთ კარს აშკარად `ფხოტრერის ეკლესიის ასლიო~, ასე აწერია.
ეს ტაძარი მე-9 საუკუნისაა, მთავარანგელოზთა სახელობის და ხეში ნაკვეთი კარი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება და რომელზეც მთავარანგელოზები არიან ამოკვეთილნი, ხელუხლებლად დაგხვდებათ დღესაც.
ჰოდა, ჯერ ამ კარის დანახვა შეგაშფოთებთ, ხელს შეახებთ, მერე ტუჩსაც, და მერე თავსაც მიადებთ. მერე ეკლესიაში შეხვალთ. თუკი სვანი, ან სვენეთზე შეყარებული ვინმე გახლავთ თან, ამ ეკლესიასაც გაგიხსნიან. ფრესკები აქ უკეთესადაა შენახული, ვიდრე ქურაში. ხეზე დაწერილი მათავარანგელოზთა უზარმაზარი ხატიც დაგხვდებათ და ჰოი, ღმერთო, მაღალო! სახარებაც.
უბრალო ამბავია, ჩვენი წინაპრები სახარებებს იმიტომ წერდნენ, რომ წირვის დროს წაეკითხათ. დღეს განა ვინმეს უკვირს ეკლესიაში ამბიონზე გადაშლილი სახარება? ასე იყო მაშინაც, არსებობდნენ გადამწერლები, მინიატურების მხატვრები, ყდის მოჭედვის ოსტატები...
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც რა ხდება? იკითხავთ, რადგან რაღაცნაირ უხერხულობას გრძნობთ ამდენი ხელნაწერი სახარებების ხილვით, არა?
მაპატიეთ და რაშია საქმე? რამე უცნაურობას ხედავთ იმაში, რომ სახარება ეკლესიაში დევს?
აჰ, საუკუნეები?
და თუ მეტი არაფერი, მაშინ ილოცეთ, ანდა იგალობეთ, თუ ამის ნიჭი გაქვთ, საუკუნეებზე ფიქრი კი სვანებს დაუტოვეთ. ხომ ხედავთ, რომ იქ დრო სულ სხვანაირად გადის.
სვანეთში მერამდენედ ვიყავი, აღარც მახსოვს და ყოველი იქ ჩასვლა ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია, მაგრამ ის ბედნიერება, რაც ამ ზაფხულს განვიცადე, ყველა სხვა ემოციას ჩრდილავს. და ეს იმიტომ, რომ ყოველ ტაძარში, ლაშქრობისას, გზაში თუ სახლში, ჩვენთან ერთად `თამარიონი~ იყო და მათი გალობა და სიმღერა მუდამ თან გვახლდა.
სხვანაირად სვანეთი ვეღარ წარმომიდგენია.

შვიშტოკები და ფუქსავატები
ნეტავ `უაზები~ რომ არ ყოფილლიყო, ჩვენისთანები სვანეთში გადადგილებას როგორ შეძლებდნენ?
ეცერიდან მესტიამდე რამდენი კილომეტრია, არ ვიცი, და საერტოდ, რატომ გაინტერესებთ ეს მანძილები და საათები?
მიდით, გაუდექით გზას და დაილევა ბოლოს, აბა რას იზამს?
თუმცა იმ დღეს, მონადირე და სერგიკუნა რომ `უაზის~ საზურავზე ისხდნენ, საკუთარ ცხვირ-პირზე აშკარად მანძილსაც გრძნობდნენ და დროსაც. კი ისხდნენ და... რამდენჯერმე გავაჩერეთ და, ვსხედვართო, რა...
იმ დღეს აბალდიუს 37 და 5 ხაზი ჰქონდა ტემპერატურა, მაგრამ ფხოტრერის მთავარანგელოზის ეკლესიის მოლოცვის მერე მგონი აღარც გვიკითხავს როგორ ხარო. იყო რა, ხომ იყო და...
მესტია რომ გამოჩნდა, მორჩაძემ თქვა, აუ, მომენატრა მესტია, ასე მგონია სახლში ვბრუნდებიო.
სახლში კი _ აივანზე დაწოლა თავიდან ვითიბიმ მოითხოვა, ოთახში ჰაერი არ არისო. ოთახი სამი იყო, აქედან ჩვენ ორი გვეკუთვნოდა, ორშიც იმ სახლის მდგმურები ცხოვრობდნენ_ ნონა და მისი ქალიშვილები. მათ სახელებს მე ნუ მკითხავთ, ბიჭებს ეცოდინებათ, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ცოცხი ძლივს ვიპოვე, აქანდაზი კი ფაქტობრივად არ არსებობდა. ეზოში წყალს გასასვლელი არ ჰქონდა და იქვე, კიბესთან გუბდებოდა. თამუსიამ ჰკითხათ, ნიჩაბი ან თოხი ხომ არაფერი გაქვთ, წყალს გასასვლელს გავუკეთებო. ეს ერთი დღის წინ ჩასულმა თამუსიამ ჰკითხათ! გოგებმა ისე შეჰხედეს, თითქოს ნიჩბის გამოჭედვა მოსთხოვეს. მოათვალიერა თამუსიამ ეზო, მაგრამ რომ არაფერი ნახა, ჩაიქნია ხელი. და გუბდებოდა წყალიიი და ვხტებოდით ამ გუბეზეეეე და ის გოგოებიც ახალგაზრდები იყვნენ და უნდა გითხრათ, რომ ცუდი ნახტომი არც იმათ გამოსდიოდათ!
თავიდანვე ისე გავნაწილდით, რომ გოგოები ერთ დიდ ოთახში მოგვათავსეს, სადაც ოთხი საწოლი იდგა. საძილეები საწოლებზე გავშალეთ და ხელ- ფეხიც გავჭიმეთ. იმის გამო, რომ ვითიბიმ ოთახზე უარი თქვა, ნამცეცა კი მეორე დრეს ჩამოვიდა, ვაკანსირებული საწოლი ლამამ აითვისა. თურმე ადამიანს კომფორტი ჰყვარებია და კი ვერ მივუხვდით!
მეორე ოთხში თინეიჯერები და მონადირე განთავსდნენ. თინეიჯერებს, ჩვენგან განსხვავებით საწიოლზე მხოლოდ ზამბარები ერგოთ, ამიტომ ზედ პარალონებსაც იშლიდნენ. მონადირე კი იატაკზე იწვა ჭუპრის პოზაში. დანარჩენები აივანზე იწვნენ, შპროტის თევზებივით მშვიდად და უშფოთველად.
ეცერიდან დაბრუნებულმა აბალდიუმ ავადმყოფობის საბაბით საწოლი მოითხოვა და ამაზე ნუსას მხრიდან ისეთ მზაობას წააწყდა, კინაღამ გადაიფიქრა: ოთახში რომ ჰაერი არ იქნება, სუნთქვა უფრო არ გამოჭირდესო.
ნამცეცა ისედაც აივანზე იძინებდა. რატომღაც მონადირესაც აივნისაკენ გაუჭია გულმა, მონადირეს თინეიჯერები მიჰყვნენ, მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა (რატომ ვეწინააღმდეგებოდი, ეს უკვე აღარ ვიცი) და მაყრულად წოლა იცით რას ნიშნავს? აი, ამას, როცა ერთ სიბრტყეზე იმდენი ხალხი წევს, რომ თავი ბოსტანში გგონია, კიტრებს შორის. მაყარი ხომ გახსოვთ, კარკუჩიდან ჩამოყვანილ პატარძალს რომ გამოჰყვნენ ცხენებით... ოუშენის 13 მეგობარს ცხენები არ ჰყავდათ, მაგრამ იმ ღამეს აშკარად კარკუჩელი პატარძლის მაყრებივით იწვენენ და იქ, ერთმანეთის გვერდიგვერდ წოლა ძალიან უხაროდათ...
ადამიანთა კლასიფიკაციის რამდენიმე მცდელობა არსებობს. რა ვქნა, გვარებს ცუდად ვიმახსოვრებ და მეცნიერთა დასახელებას ნუ მომთხოვთ, მაგრამ სამაგიეროდ კარგად მახსოვს, რომ ადამიანები იყოფიან სანგვინიკებად, ქოლერიკებად, მელანქოლიკებად და ასთენიკებად. ზოგი მეცნიერი ქოლერიკს ტოვებს და მხოლოდ სამ ჯგუფს გამოყოფს. აი, ჯნოსი ადამიანებს მხოლოდ ორ კატეგორიად ყოფდა, ყოველ შემთხვევაში, სვანეთში წასვლამდე ასეე იყო: შვიშტოკებად და არაშვიშტოკებად. ყველაზე დიდი შვიშტოკი თამუსია იყო. შევიშტოკი იყავი მაშინ, როცა რაიმე (ჯნოსის აზრით) სისულელეს იტყოდი, ანდა (ჯნოსის აზრითვე) სულელურად მოიქცეოდი, საკუთარი აზრის სხვებისთვის გაზიარებასა და გატანას დაიჩემებდი და ა.შ.
შვიშტოკების კატეგორიაში ხშირად ბიჭებიც ჰყვებოდნენ, რადგან `ნი ტო~ სიტუაცია ხომ ყველას თავს არის...
მაგრამ მესტიაში ჩასვლისთანავე ნუსამ ჯნოსის ყურისათვის სრულიად ახალი, ქათქათა და სახამებლისგან მოშარიშურე სიტყვა წარმოთქვა: `ფუქსავატი~.
და ჯნოსის ცნობიერებაში ადამიანები უკვე სამ კატეგორიად დაიყვნენ: შვიშტოკებად, ფუქსავატებად და მაგარ როჟებად. ფუქსავატად გახდომა ეწერა ყველას, ვისაც კი ოდნავ მაინც გადაუცდებოდა ფეხი `მაგარი როჟის~ შკალაზე. ძირითადად ეს გოგოებს გვემართებოდა ხოლმე, ხო იცით, ქალს მაინც სუსტი ფეხი აქვს და სად გვიცდება და ხან სად...
ჰოდა, თვითონ მიხვდით, იმ ღამეს, ეცერიდან დაბრუნებული, კარკუჩელი პატარძლის მაყრებივით აივანზე ჩარიგებული გოგო-ბიჭები შვიშტოკები იყვენ, თუ ფუქსავატები?

ბელა - სვნაეთობა 2008 (გაგრძელება)
გიდი ქცეული ქადაგად
და ტურისტების ამალა,
იგდა თეთნულდი ქათქათა,
თოვლის პერანგის ამარა.
ყველამ აშკარად, საჯაროდ,
ხარბი თვალებით დაისრა,
შერცხვა თეთნულდს და საჩქაროდ
ღრუბლების კაბა ჩაიცვა...
თეთნულდს სვანეთის პატარძალს ეძახიან. მარადიულ თოვლშია და სულ თეთრად ქათქათებს...
მეზირის მთიდან ქურაში რომ ჩავედით, ჯნოსი რატომღაც მწვერვალების სქესით დაინტერესდა და მოულოდნელად იკითხა, უშბა კაცია თუ ქალიო?
უშბა კაცია, თეთნულდი ქალი- მეთქი.
აღფრთოვანდა, საღოლ, როგორ ზუსტად გაარტყიო.
მე კი არა, მთელი სვანეთი ასე ამბობს - მეთქი. აბა, როგორ შემეფერებინა შექება...
ეს მწვერვალები ხომ პირდაპირ წყაროა პოეზიის, მითებისა და ლეგენდებისა და ლელა გურჩიანმა იმ საღამოს საკუთარი ლეგენდა მოგვიყვა:
უშბა ვაჟი იყო და ულამაზესი ქლი უყვარდა , სახელად თეთნულდიო. მაგრამ უშბა კიდევ ერთ ქალს უყვარდა, რომელმაც ვაჟის გული ვერაფრით მოიგო, მაგრამ იმდენი კი მოახერხა, რომ ისინი ერთმანეთს დააშორაო, მისი წყალობით თეთნულდის მშობლებმა უარი უთხრეს შეყვარებულ ვაჟს და ქალიშვილი ცოლად არ გაატანესო. დარდისაგან უშბა გაქვავდა და მთად იქცაო. ეს რომ შეყვარებულმა თეთნულდმა დაინახა, ერთიანად გათეთრდა და ისიც მთად გადაიქცაო.
იდგნენ და უყურებდნენ ერთმანეთს შორიდან. მაგრამ უშბაზე შეყვარებულმა ქალმა ესეც ვერ აიტანა, ღრუბელად იქცა და უშბას თავზე შემოეხვია, რომ მისთვის თეთნულდის ცქერა არ დაენებებინაო.
ამიტომ არის, რომ უშბის წვერი ხშირად არ ჩანს და ღრუბლით არის დაფარულიო...
ჩვენ გაგვიმართლა, მეზირის მთაზე იმ დროს ვიყავით, როცა უშბაზე შეყვარებული ღრუბელი სასერნოდ იყო წასული და შეგვეძლო, ამ უიღბლო მუჯნურისთვის რამდენიც გვინდოდა იმდენი გვეცქირა...
ამის მერე ჯნოსი დაინტერესდა, შხარა? შხარა ვინღაა, ქალი თუ კაციო?
ლელა გურჩიანმა შხარაზე ზღაპარი არ იცოდა და მეც ვერაფერი გავიხსენე.
თუ ვინმე დაგვეხმარებით და ჯნოსის ამ ცნობისმოყვარეობას დაუკმაყოფილეეეებთ, რა ვიცი....

ბელა - სვნეთOბა 2008 (Gაგრძელება)
ნაკიფარის ეკლესია
სვანეთში იმიტომ მიდიხარ, რომ გაიგო, რატომ მღერიან სვანები `ლილეს~,
და გაიგებ თუ არა, ეს უკვე ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
უშგულისკენ მიმავალ გზას წვიმა ხშირად აფუჭებს-მეთქი, ხომ გითხარით, მაგრამ როგორც წესი, დიდხანს არ რჩება ასე და მეორე-მესამე დღეს ასწორებენ.
იმ საღამოს, ეცერიდან რომ დავბრუნდით და აივანზე კარკუჩელი მაყრებივით გვეძინა, უკვე ვიცოდით, რომ უშგულის გზა გაკეთებული იყო და დილით ადრიანად გავიდოდით.
აი, ხომ სვანეთში ვიყავით არა? და ხომ ზღაპრულ სამყაროში დავაბიჯებდით, არა? და ხომ დავდიოდით და დავდიოდით და დავდიოდით და კიდევ და კიდევ უფრო მეტი ადგილების ნახვა გვინდოდა, არა? მაგრამ ეს დილაუთენია ადგომები გვკლავდა!
და ამ მურტალი შეგრძნებისგან თავის დასაღწევად ერთი მეთოდი ჭრის: უნდა თვალები დახუჭო მაგრად, მაგრად და ერთი გულიანად შეიგინო!
და როცა უკვე ყველა ეშმაკს მიაკურთხებ, მერე ისე ლაღად წამოხტები, ვითომც 5 კი არა, 45 საათი გძინებია...
ახლა რით წავიდოდით უშგულში, თუ არა უაზით!
და მძღოლს სახელი ჰქონდააა! არც მეტი, არც ნაკლები _ ჯოჯოს ძმა!
აი, იმ ჯოჯოსი, ნამცეცუნა რომ მშვიდობით ჩამოიყვანა მესტიაში და ჯოჯოხეთის გზას არ გაუყენა. ფუი, ეშმაკს და, რაკი ჯოჯო ვერაფერს გვაკლებს, მისი ძმა რას გვიზამსო, გავიფიქრეთ სათითაოდ გულში და ოუშენის 13 მეგობარი `უაზში~ ავბარგდით.
ჰო, ჩვენთან ერთად ჩვენი მეზობლებიც ამობარგდნენ _ ქალბატონი ნონა და მისი `ნაჩოსიანი~ ქალიშვილი (გოგოს თმა ედგა? საბჭოთა მებუფეტეები სირცხვილით დაიწვებოდნენ!). იფარში მივდივართ ქორწილშიო. ჰოო, ზუსტად ის ქალიშვილი, სახლში ცოცხის ადგილსამყოფელის მოძებნა რომ უჭირდა...
იფარი უშგულის გზაზეა. რა გითხრათ, აბა, ამ სოფელზე. ბავშვობიდან რაღაც ჯადოსნურ სიტყვად ჩამესმის: იფარი, იფარი, იფარი...
ამ სახელს იმეორებდნენ ბებია, ბებიის დები, დედაჩემი.
მერე, როცა ცოტა წამოვიზარდე და სვანეთში ამოვედით, ყველაზე ნაკლებად ეს სოფელი მომეწონა, ვთქვი კიდეც, იფარში არ დავრჩები--მეთქი, თითქოს ვინმე მტოვებდა, რა...
მაგრამ იმავე იფარში რომ ახვალთ, ნაკიფარი იკითხეთ და ეკლესია სად არის-თქო, ქალი იქნება თუ კაცი, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ჰკითხეთ და იქით გაიქეცით, საითაც მიგასწავლით, იმიტომ რომ ღმერთმა ისურვა, თქვენ ამ სოფელში მოხვედრილიყავით და ნაკიფარის ეკლესიის კედლის მხატვრობა გენახათ.
სვანეთი ხომ სასწაულების მხარეა და აქ ყველაფერს უნდა მოელოდე, ხელნაწერი ოთხთავები უნდა ნახო, `ლილე~ უნდა მოისმინო, უნდა იარო დარეტიანებულმა და კოშკები თვალო და კიდევ, ეკლესიებში უნდა შეხვიდე და ფრესკებს შეხედო.
ნაკიფარის ეკლესიაში უნდა შეხვიდე და ფრესკებს შეხედო!
აუცილებლად უნდა შეხვიდე!
იმოტომ რომ სვანეთში ხარ და სასწაულები გრძელდება.
ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის ხატი ხომ გინახავს?
ასეთი ფრესკაც ხომ გინახავს?
სხვა წმინდა მხედრებიც ხომ გინახავს? წმიდა დემეტრე, მაგალითად.
ნაკიფარში რომ შეხვალ, გაშტერდები.
იმიტომ რომ შენს წინ ყალყზე შემდგარ, აჭიხვინებულ ცხენებზე წმინდა გიორგი და წმინდა დემეტრე სხედან.
და ცხენები ლამისაა კედლიდან გადმოხტნენ და საბრძოლველად გაქროლდნენ...
და რომ უყურებ, არ გჯერა, რომ ეს შუასაუკუნეების ფრესკაა.
ეკლესია მე-12 საუკუნისაა და მოხატულია მეფისმხატვარ თევდორეს მიერ.
ამგვარი სითამამეს ბარის ეკლესიებში ვერსად შეხვდებით, მხატვრული ღირებულებით კი ეს ფრესკა ყინწვისის ანგელოსზს უდგას გვერდში.
და ორივე `ქართული რენესანსის~ პირმშოა...
მაპატიოს ოუშენის 13-მა მეგობარმა, მათ ეს ფრესკა არ უნახავთ, იმიტომ რომ ეკლესია დაკეტილი იყო, გასაღები მამაოს ჰქონდა, მამაო კი ქვედა სოფელში იყო და ამოსვლას საღამოსთვის აპირებდა ლოცვაზე, ჩევნ კი მძღოლად ჯოჯოს ძმა გვყავადა და უშგულისკენ მივდიოდით. ეკლესიას გარედან შევხედეთ, მის წინ სურაYები გადავიღეთ და დავიძარით.
ოუშენის 13 მეგობარს ეს ფრესკა არ უნახავთ, მაგრამ ცხოვრება ხომ წინ არის და სვანეთი კი ის კუთხეა, სადაც ერთ ჩასვლაზე ყველაფრის ნახვას ვერაფრით მოასწრებ.
და არც გინდა, გაისადაც ხომ უნდა ჩავიდეთ...

ბელა - სვანეთობა 2008(გაგრძელება)
კალა
მურმან ლებანიძეს ლექსების დიდი ციკლი აქვს სვანეთზე. დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო, რას გრძნობდა სვანეთში პირველად ასული ლებანიძე, თუმცა კი, პირველ თავზარდაცემას თუ მეორე, მესამე და მეოთხეც არ მიაყოლე, სადღაც სიზმარში ჩარჩები და ვეღარ გამოხვალ.
ასე რომ, სვანეთში ვიყავიო, ამაზე აბსურდული გამოთქმა არ არსებობს. `ვიყავი~ კი არა, `დავდივარო~, უნდა თქვა და მაშინ შეიძლება დაგიჯეროს მსმენელმა, რასაც უყვები.
მართალია, ოუშენის 13-მა მეგობარმა ნაკიფარის ეკლესია ვერ ნახა, მაგრამ იფარში შესულებმა სულ სხვა, ბუნების სასწაული ვიხილეთ: სოფლის ქუჩაზე, პირდაპირ მიწაზე წვიმისგან გუბეებად ჩამდგარ წყალზე თეთრი პეპლების გუნდი იჯდა. ასეულობით პეპელა ჩვენს ყიჟინაზე წამოიშალა და ირგვლივ თოვლის ფანტელებივით აფარფატდნენ. პირველი, რაც თავში მოგვივიდა ყველას, გადავიღოთო, ვიყვირეთ. აბალდუიმ მოასწრო და ვიდეო კადრებიც გადაიღო და ახლაც, როცა ამას ვწერ, პეპლებით გარშემორტყმული ლამა და ვითიბი მიდგანან თვალწინ. კადრში ვიღაცის ხმა ისმის, `საიდან ამდენი?~ და ლამას პასუხი: მაგარია, მაგარიიი! და მერე აბალდუის ხმა - რატო დააბიჯეეე...
და ასე ვიდექით პეპლების თოვაში...
უშგულის გზაზე რომ მიდიხარ, სჯობს წინ იყურო, იმღერო, მეგობარს ჩაეხუტო, იცინო ან ანეგდოტი მოყვე. თუ სუსტი გული გაქვს, სჯობს გვერდზე რაც შეიძლება იშვიათად მიიხედო და მით უფრო გადაიხედო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, მანქანას ბორბლები პირდაპირ ჰერში აქვს და წამის მეათასედებით გადადის უფსკრულზე.
აქ ენგური მოდის.
ეს ის ენგურია, ოქრო რომ ჩამოაქვს და ოქროს საწმისის მითს რომ ამძაფრებს.
უშგულის გზაზეა სოფელი კალა. `ვოი, კალა-უშგული შეკრებილა~, _ ამ სოფლის დანახვაზე უნებურად გაგახსენდება მურმან ლებანიძის ლექსი გურამ გურამ თიკანაძეზე.
კალა სპარსულ-არაბულად ციხეს ნიშნავს, ამ სიტყვის სვანური ეტიმოლოგია არ ვიცი, ციხეზეც ვერაფერს გერტყვით, სვანებს აშკარად კოშკებიც ჰქოფნით, მაგრამ, ამ სოფელს ლეგენდად და მითად წმინდა კვირიკეს ეკლესია აქვს და ამითაა ცნობილი მთელ საქარტველოში.
კვირიკობა 28 ივლისს იმართება და გრანდიოზული დღესასწაულია, მთელი სვანეთი იკრიბება და თბილისიდანაც უამრავი ხალხი ჩადიოდა ხოლმე ამ დღისათვის.
ლაგურკა – ასე ეძახიან კვირიკეს ეკლესიას. და დღემდე მიკვირს, წმინდა კვირიკეს, ამ პატარა ბავშვის სახელზე ასეთი მნიშვნელოვანი სალოცავი რატომ ააშენეს სვანებმა? (ღმერტო შემინდე, ლოგიკურ მსჯელობას უფლის სასწაულები არ ექვემდებარება, მაგრამ მაინც... )
რაჭაშია კიდევ სოფელი კვირიკეწმინდა. საქართველოს ბარში ამ წმინდანის სახელზე იშვიათია ეკლესია, სვანეთში კი ამგვარი გრანდიოზულობით აღინიშნება.
შესაძლოა, ამ მთაზე ქრისტიანობამდე რაღაც ძლიერი სალოცავი იყო, რომელიც წმინდა კვირიკეს ეკლესიით ჩანაცვლდა და სვანების ცნობიერებაში ორი რელიგია შეერწყა ერთმანეთს.
შესაძლოა, არ ვიცი.
ჰოდა, თუ სვანეთში წასვლას გადაწყვეტთ, შეეცადეთ 28 ივლისს დაამთხვიოთ, რომ კვირიკობაზე კალაში ახვიდეთ. ღამეც გაათიოთ, `შინა ვორგილიც~ იცეკვოთ, და მოუსმინოთ, როგორ მღერიან სვანები `ლილეს~

დიდება, უშგულის მარიამს...
უშგულს რომ უყურებ, რატომღაც ფიქრობ, რომ მდინარე კი არ ჩამოუდის, ეს კოშკები მიუყვებიან მდინარეს.
უშგულში ოთხი სოფელია: ჯერ მუყმერში შედიხარ, მერე ჩვიბიანი გამოჩნდება, მერე ჩაჟაში, მერე ჟიბიანი. გაღმა დასახლებას ლაგჯვრიშს ეძახიან.
ლამამ აიჩემა, `უაზი~ ლამარიამდე აგვიყვანსო. ჯოჯოს ძმა არანაკლები ჯოჯო იყო, მაგრამ მისმა `უაზმა~ ლამარიამდე მაინც ვერ გაქაჩა. რომელიღაც მკვეთრ აღმართზე შეეკიდა და სანამ დაგორდებოდა, თავს ვუშველეთ. ენგურის ფლატეებს გადავურჩით და ლამას გადამკიდე, უაზის ქვეშ არ ვყვებოდიიით.
თანაც ფეხით გვინდოდა იქურობის მირბენ-მორბენა. ზევით კიდევ, ლამარია გველოდა.
უშგულში ტურისტი კი არ უკვირთ, მაგრამ ჩევნ ისე გზააბნეულები შევესიეთ უშგულის შუკებს, რომ მრავლისმნახველი უშგულელებიც კი გავაკვირვეთ.
გვეტყობოდა, რომ პირდაპირ ლამარიასკენ მივდიოდით, თანაც ერთის ამბით, ჰოდა, სვანეთის დაკეტილი ეკლესიების ამბავი ხომ გახსოვთ, ლამარიაც, რასაკვირველია, დაკეტილია, მაგრამ ჩვენ იმისთანა ყიჟინით მივდიოდით, რომ ლამარიამდე მისულებს, გასაღებიანი სვანი უკვე ადგილზე გველოდა და ვიდრე ეკლესიის გალავანსა და თვითონ ეკლესიას გაგვიღებდა, ჯერ დიდიხანს გვაკვირდებოდა.
ჩვენც, ჯერ ლამარიას კოშკზე ავედით. ვაჟკაცსა გული რკინისაო, მაგრამ იქ რკინის გული და შევარდნის მუხლები სულ არ იყო საჭირო, 4 თუ 5 სართული ავიარეთ, ხის კიბე იყო მიყუდებული, ცოტა კი საშიშად ირხეოდა, და ცოტაზეც ცოცვის მარტივი ელემენტების გამოყენება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენი ეგზალტაციის კოეფიციენტი უფრო მაღალი იყო, ვიდრე შიშის და პირველ ნაკადად ვითიბი, ჯნოსი, მე და თამუსია ავედით.
მეორე ნაკადად მორჩაძე და ნამცეცუნა ამოგვყვნენ. მერე ამეთვისტო, მონადირე, სერგიკუნა და ჯნოსიმ იყვირა, ჩაინგრევა ეს კოშკი, ჯერ ჩვენ გვაცალეთ ჩამოსვლაოოოო.
კოშკის ბოლო სართულზე ისეთები ვისხედით, თითქოს საგვარეულო ბრძოლა მოგვეგოს და ერთის ამბით ვიღებდით სურათებს. ხანდახან ვწითლდები ხოლმე, ამ ამბებეს რომ ვიხსენებ.
ჰოდა, იმდენი ვიჟივილ-ვიხივილეთ, რომ კოშკის ქონგურზე მცხოვრები შევარდნის თუ მიმინოს ბარტყები გავაღვიძეთ. მონადირემ თქვა, შევარდენიაო, და დავუჯერეთ, თორემ შეიძლება მიმინოც იყო, ანდა სულაც ქორი?
პატარა, ახლად შებუმბლული ბარტყები იყვნენ. იქვე მკვდარი თაგვებიც ეყარა. რომ ავედით, არც შეგვიმჩნევია, ჯერ საკუთარი თავი გვახარებდა და...
იმ საწყლებს ისეთი ხმაური ჩაესმათ ყურში, რომ დაფეთებულებმა დაიწყეს წივწივი, მაგრამ აბა რაღა დროს.
და სურათებს რომ ვიღებდით, ამ დროს რაღაც ფრინველი მოასკდა კოშკის სათოფურს და ჩვენს დანახვაზე ისევ უკან გაფრინდა. ამ დროს ბავშვობაში წაკითხული გვრიტის ზრაპარი გამახსენდა, ბოროტმა კაცმა ბუდიდან შვილები რომ ამოუსხა და სახლში წაიყვანა.
ის კაცი, ლამარიას გასაღები რომ ებარა, სიტყვისუთქმელად იჯდა იქვე ხის ფანჩატურში სკამზე და გვაკვირდებოდა.
იმან რა იცოდა, რომ სიმბოლურად ოუშენის მეგობრები ვიყავით და ხმას არ იღებდა.
როცა კოშკიდან ყველა ჩამოვედით, ჩვენც ფანჩატურის სკამებზე ჩამოვსხედით და აღარ მახსოვს, სიმღერა ვინ დაიწყო, ანდა პირველი რა იმღერეს.
ფაქტია, რომ მერე `შინა ვორგილი~ დაიწყეს.
აი, სიმღერა ხომ არ გვაკლდა მთელი ათი დღე არა? მაგრამ ცეკვაში აშკარად გვიჭირდა. ერთი მონადირე ჩამოუვლიდა ხოლმე წრეში გაააჰგიჟებული და ქალთაგანი რომ ვერავინ გაეცეკვებოდა, კიდევ უფრო გიჰჟდებოდა.
მოკლედ, უქალობის ნიადაგზე სვანეთში `თამარიონს~ `ლომკა~ ჰქონდა.
ჰოდა, უშგულში წასვლამდე, წინა საღამოს, მუშკუდიანების სახლის სამზარეულოში მონადირემ სახელდახელო ცეკვის კურსები გახსნა და დაჩქარებული მეთოდით ოუშენის მდედრ მეგობრებს `შინა ვორგილის~ ცეკვის სამი მთავარი ილეთი შეასწავლა.
ამის მომსწრენი იყვნენ თვით `თამარიონი~ და ოუშენის მეგობარი თინეიჯერები.
ჰოდა, მუშკუდიანების სამზარეულოში შესწავლილ ცეკვას ფართო აუდიტირიაში გატანა ხომ უნდოდა და გაისმა რა ლამარიას ეზოში სიმღერის ხმა, იქვე, შარშანდელი არტგენის ფსტივალისთვის მოწყობილ სცენაზე მონადირე და მისი ქალთა გუნდი საცეკვაოდ აიჭრა.
თამუსიას ერჩივნა, ხელები ბიჭივით წინ მოემუშტა და წარმოსახული ქამრის ბალთაზე წარმოსახული ხანჯალი ჩაებღუჯა. მგონი ვითიბიც ასე იდგა.
მე და ნუსას მილიტარისტული განწყობა რაღაც არ მოგვეწონა და ორივე ხელი მარჯვენა თეძოზე ჩამოვიდეთ.
და წავიდა: შინა ვორგილ ვორგილი ვოისა ვო შინა ვო გეგეეეე,
შინა ვორგილ ვორგილი ვოისა ვო შინა ვო გეგეეე...
რაშოვ რერო, რა მაიდაააა, რაშივ ვორუდილა რამაიდაააა...
სიმღერა ხომ მთელ უშგულს ესმოდა, აი, ცეკვის სანახავად, თუ ვინმე ახლომახლო ბალღი იყო, ყველა საცქერად შეიკრიბა.
ცეკვა ხო ისეთი რაღაცაა, როცა უყურებ, რა ლაღად დასრიალებენ, ფეხები თავისით გითამაშებს და ხელებსაც აღარ იცი რა უყო! მონადირე მაინც, ხელს რომ გაშლიდა და ნიავქარივით ჩამოუვლიდა ხოლმე...
`შინა ვორგილის~ ცეკვასაც რა უნდა, რაღა როკ-ენ როლი და რაღა ეს, მაგრამ იმ სახელდახელო სცენაზე საცეკვად რომ გავმწკრივდით, ჯერ იყო და ფეხი აგვერია, მერე იყო და გული ამოგვიჯდა და ეს თავქეიფა გოგოები უცებ გოდერძი ჩოხელის ფილმის დედაბრებს დავემსგავსეთ `ბაკურხეველი ხევსურიდან~, აი, თოფმომარჯევბული ხევსური რომ ცეკვას აიძულებთ...
მონადირემ რომ დაინახა ჯგუფი ეშლებოდა და შრომა წყალში ეყრებოდა, მესამე ილეთი, მესამეო, შემოგვიძახა და ისევ წრეში ჩაგვაყენა. ჰოდა, კიდევ უფრო დაგვამსგავსა ბაკურხეველ ქალებს...
გულს თუ უხაროდა, თქვენ, რა... ჰოდა, გული კი დაგვეღალა და სუნქვაც გაგვიხშირდა, მაგრამ ის `შინა ვორგილი~ ბოლომდე ვიცეკვეთ და `თამარიონის~ წევრებმაც, რაღაი აცეკვებულები დაგვინახეს, ისეთი ტაში დასცხეს, მგონი, ყველაზე ყრუ ყვავიც კი გამოაფხიზლეს.
მერე, ჩემო ბატონო, იყო სცენაზე ამოვარდნა და ხელების ჩაჭიდება და `პაკლონზე~ გამოსვლა და კიდევ და `ერთად-ერთად~ და `მოდი, შეც, შენც~ და `აბა, ამირანი ავიტაცოთ, ამირანი~ და ამის შემხედვარე ის გასაღებიანი კაცი როგორ არ გაგვიხსნიდა ლამარიას კარს, აბა მითხარით?

ბელა სვანეთOბა 2008 (გაგრძელება)
`ფუთა დაჩქელანი მელანდება`...
ბიჭები რომ ლამარიაშიც იგალობებდნენ, ხომ გჯერათ? და ვითიბი რომ აჰყვებოდათ, ისიც? და რომ იმ გასაღებიან კაცს ბოლოს და ბოლოს მოვეწონებოდით და ხმას ამოიღებდა, ესეც ხომ გჯერათ?
სვანეთში ჩასვლის დღიდან მურმან ლებანიძის ერთი ლექსი ამოვიჩემე და მთელი დღეები გიჟივით ვიმეორებდი: `საუფროსო საკარცხულში მახვშივით ვზივარ, გვარით ლებანიძე, სახელად მურმანი ვარ~_ მეტქი ...… აგერ, ეს ლექსი ჯერ მონადირემ დადო და მერე ნამცეცუნამაც გაიმეორა, ყველას შეგიძლიათ ნახოთ.
ჰოდა, დავდიოდი და ვიძახდი, ფუთა დაჩქელანი მელანდება-მეთქი.
ლამარიას ეზოში, ქვის უზარმაზარი საკარცხული რომ დგას, იმაზე იჯდა თურმე ფუთა დაჩქელანი (დადეშქელიანი) და უშგულელებს ეუბნებოდა, დამთავრდა თქვენი თავისუფლება, ბეგარა უნდა მიხადოთო.
უშგულში რომ კაცი ავა და უშგულს და უშგულელებს რომ ნახავს და კიდევ ამ სიტყვებს იტყვის, რისი ღირსია?
ჰოდა უშგულელებმაც ღვინო მიართვეს ფუთას, სუფრა გაუშალეს ლამარიას გალავანთან და დაფიქრდნენ: ერთი კაცი თუ მოკლავდა თავგასულ თავადს, მისი გვარი დადეშქელიანების რისხვას საშვილიშვილოდ ვერ ასცდებოდა, ჰოდა, სოფელმაც თოფის ჩახმახს თოკი გამოაბა, ფუთას დაუმაზინა და ყველამ ერთად გამოსწია.
ლამარიას გალავანში დღესაც არის ის სათოფური, საიდანაც თუთა დაჩქელანს ესროლეს.
და უშგულის დასასჯელად ასულმა დადეშქელიანებმა როცა იკითხეს, ვინ მოკლა ფუთაო, ერთი პასუხი მიიღეს _ სოფლის თოფმაო.
ამაზე უშგულელებს შეეძლოთ ხატზეც დაეფიცათ, როგორც ხდებოდა ხოლმე სვანეთში და დღესაც ხდება.
აბალდუი და ამეთვისტო თუთას საკარცხულზე ამაყად დასხდნენ, სვანი პატრიარქებივით ხელები მუხლებზე დაიწყეს და სურათი გადაგვიღეთო, გამოაცხადეს. და ვინNარ გადაუღებდათ?
ამ 50 წლის წინ კი უშგულში ასული მურმან ლებანიძე დადიოდა და ჩემსავით იძახდა:
ფუთა დაჩქელანი მელანდება,
წარსულის სიზმრები სულ გავცელე,
ფუთაზე რომანი მენატრება,
რამხელა ამბავია, თუ დავწერე-ო...
კიდევ
უშგულელ ზამირ რატიანზეც მოგიყვეთ? 8 შვილი რომ ჰყავს, 6 გოგო და 4 ბიჭი? შარშან მათთან რომ ვცხოვრობდი და წელს ისევ რომ შევუარე?
და რომ გაიგო, მე და ჩემი მეგობრები ვმღეროდით ლამარიაზე, პატარა სუფრით გამოგვეგება?
ნიჟარაძეების იმ სახლზეც მოგიყვეთ, სადაც გურამ თიკანაძე რჩებოდა ხოლმე და სადაც შხარიდან ჩამოწყვეტილი დაასვენეს?
სვანის ბიჭებზეც, მონადირეს რომ ბურთს აღარ აძლევდნენ? და მონადირემ რომ არაფრით არ დაუტოვა? და მერე ახლა დანა რომ მოსთხოვეს და არც ის რომ არ მისცა? (აფსუს, სად იყვნენ ამ დროს ჟორჟიკა და ბადრია???)
და პატარა გოგოზეც, ნუსას რომ ეპრანჭებოდა და სურათს არ აღებინებდა?
უშგულის ქუჩებზეც მოგიყვეთ, ერთი ალიაქოთით რომ დავიარეთ?
და ერთმანეთს რომ ისე ხშირად ვკარგავდით, უკვე აღარ ვიცოდით ვინ სად იყო და რა ნახა?
ერთ-ერთ ქუჩაზე კი, ლამას სომბრეროზე რომ ვაკეთებდით სწორებას, ლაპარაკ-ლაპარაკში ვიგრძენით, რომ ჩვენს წინ ნიადაგი ნამეტნავად დარბილდა და ცოტაც და ჩავეფლობოდით, თან ისე კი არა, ბოტასები გაგვსვროდა, კოჭებამდე და ცოტა მეტზეც! და ეს საფლობი, არც მეტი და არც ნაკლები ძროხის ფუნა იყო!
და არ ვიცი, რატომ ვამჯობინეთ უკან დახევას წინ წასვლა, ეს სულ ლამას სომბრეროს ბრალია, დაზომბირებულები მივდევდით და ჩემს უკან რომ ნუსა აკვნესდა, მახსოვს, აბალდიუც მახსოვს, ამეთვისტოც, კიდევ ვინ იყო, აღარ ვიცი, ფაქტია, რომ ნეხვში ვიდექით და ვეღარც წინ მივდიოდით და ვეღარც უკან და კიდევ კარგი, ჯოხები გვეჭირა ხელში და კიდევ კარგი, რომ სვანური სახლები შელესილი არ არის და სიპი ქვითაა ნაშენი, და კიდევ კარგი, რომ ადამიანს კლდეზე ცოცვის ინსტიქტი თანდაყოლილი აქვს. ჰოდა, მეკლდეურთა სკოლის ინსტრუქტორს რომ დავენახეთ, ჩვენით იამაყებდა!
ჯოხები გამეტებულად ჩავარჭეთ ძროხის ფუნაში და კედელზე გვერდულად ავედით, ამას პროფესიონალთა ენაზე ტრავერსი ჰქვია, ჰოდა, აი, ასე გამოვიარეთ, ანუ გავატრავერსეთ, რა...
ცივ ოფლდასხმულები მშრალ მიწაზე რომ გადმოვხტით, შუკაში ძროხები შემოვიდნენ, გვერდი აგვიქციეს და უმშრალეს, უმყარეს და უსუფთავეს ბილიკს მშვიდად დაადგნენ!
არა, ეს სულ ლამას სომბრეროს ბრალია, ნელ-ნელა თვალს რომ ეფარებოდა და ჩვენც უშგულის ქუჩებში ოცდამეთექვსმეტეჯერ დაკარგვა აღარ გვინდოდა და გაფაციცებულები ვცდილობდით, როგორმე ეს სომბრერო არ დაგვეკარგა!
ვიდექით მერე ლენჩებივით და ვუყურებდით უშგულელ ძროხებს, ნება-ნება რომ მიიზლაზნებოდნენ სუფთა ბილიკზე!
ვინ დაადგა პირველად ამ გზასო!!! ეჭვიანად გადავხედეთ ერთმანეთს, მაგრამ აბა ვინ გატყდებოდა! მე და ნუსამ ამ ორი დღის წინ კიდევ ვცადეთ გაგვეხსენებინა, პირველად ვინ შეტოპა იმ ფუნაში და ჩვენც გაგვიყოლა, მაგრამ იმ მამლუქის სახელი ვერაფრით გავიხსენეთ...
ჯოჯოს ძმაზეც მოგიყვეთ, მუყმერში რომ გველოდა თავისი `უაზით~ და ფული იმაზე მეტი რომ მოგვთხოვა, ვიდრე შეპირებული ვიყავით? და ლამამაც სიტყუვისუთქმელად რომ ჩაუთვალა?
და იმაზეც, უშგულიდან წამოსვლისას ყველას დაღრეჯილი და უკმაყოფილო სახე რომ გვქონდა? იმიტომ რომ ერთი დღე ძალიან ცოტა იყო და წამოსვლა არავის გვინდოდა?
იმაზეც, გზაში რომ დაგვიღამდა და ელექტრონით გაჩახჩახებული სოფლები რომ გვხვდებოდა და აბალდუიმ თქვა, აი, რა მიყვარს სვანეთში და რა არ მიყვარს ხევსურეთშიო?
…

ბელა - სვანეთობა 2008 (გაგრძელება)
ამბავი უშგულის კოშკებისა
(სტატია სრული სახით გამოქვეყნებულია გაზეთ `რეალურ კაპიტალში~ 2007 წლის სექტემბერში)
უშგულში დღეისათვის 32 კოშკია შემორჩენილი, ყველაზე მჭიდროდ კოშკები ჩაჟაშის უბანშია. რამდენიმე წლის წინ ეს უბანი `იუნესკოს~ მიერ მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში იქნა შეყვანილი.
მე-20 საუკუნის დასაწყისში იშგულში 98 კოშკი იყო, მათი ფუნდამენტები დღემდეა შემორჩენილი. ბევრი მათგანი კომუნისტურ `სამშენებლო პოლიტიკას ემსხვერპლა~. როგორც სვანები ამბობენ, კოშკები ისეა ნაგები, რომ ძალიან იშვიათია, თავისით დაინგრეს, მაგრამ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კომუნისტებს საშენი მასალა სჭირდებოდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობის ასაგებად. ამას ემსხვერპლა თამარის ციხის კოშკები, იმ ციხისა, რომელიც უშგულელთა ერთ-ერთ თავმოსაწონებელ ადგილს წარმოადგენს. თამარის ციხის კომპლექსი ჩაჟაშის უბანში მდებარეობს. ეს იყო სამეფო კომლექსი, ჩაკეტილი, გალავნიანი ციხე, თავისი საცეცლური კოშკით, დარბაზით, დილეგით და მაცხოვრის სახელობის ეკლესიით.
შარშან უშგულში ჩარკვიანების ოჯახში მოვხვდი. ლაერტ ჩარკვიანის თქმით, მამამისს ახსოვს, როგორ ააფეთქეს ამინალით თამარის ციხის კოშკები, რომლებიც კი არ ჩამოშლილან, ხეებივით წამოიქცნენ თურმე. წაქცეულ კოშკებს კი მერე ლომებით შლიდნენ, რომ ქვები გამოერჩიათო. ამ ქვით სოფელში საბჭოს შენობა, კანტორა, საქონლის ფერმა და მაღაზია აუშენებიათ. თამარის ციხის ქვით ნაგები ეს შენობებიც დღემდეა სოფელში.
კომუნისტური მმართველობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ სვანურ კოშკებს ახალი მტერი – უპატრონობა ანადგურებს. მათი უმრავლესობა ხელახლა გადასახურია, წყალი ფუნდამენტში ჩადის, კოშკები იბზარება და იშლება. როგორც ლაერტი ჩარკვიანმა აგვიხსნა, კოშკის გადახურვა ძალიან შრომატევადი საქმეა, იგი ფიქალის ქვით იხურება, უშგულში კი ბევრ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს. საქართველოს მთავრობამ უშგულის კოშკების გადასახურად 80-იან წლებში თითიეულ ოჯახს 100-100 მანეთი გამოუყო, და ბევრი კოშკი მაშინ გადაიხურა. მას შემდეგ აღარაფერი გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო ორგანიზაცია `საქართველოს იკომოსს~, რომლის დაფინანსებითაც ჩაჟაშის უბანში 11 კოშკი გადახურეს.
ლაეტი გვიყვებოდა, როგორ დაინგრა მის თვალწინ ამ 3-4 წლის წინ ჟიბიანში ჭელიძეების კოშკი. სახურავის არ ქონის გამო კოშკი გაბზარული იყო, ჩამოინგრა შიდა სართულების გამყოფი, კედლები მთლიანად დაიბზარა და შემობრუნდა.
კოშკები ისეა ნაგები, რომ ზვავი მათ ვერაფერს აკლებდათ. 1987 წელს მურყვანში ზვავმა 10 სახლის დაანგრია, ჭელიძეების ოჯახში 7 წევრი დაიღუპა. თოვლმა 12 მეტრს მიაღწია იმ წელს. პირველი დარტყმა ორმა კოშკმა მიიღო, ზვავის კვალი ქონგურებამდე იყო მისული. კოშკებს ისე აშენებდნენ, რომ საიდანაც ზვავი იყო მოსალოდნელი, კუთხით იდგა და მას რომ ეხეთქებოდა, იყოფოდა, იშლებოდა და სახლებს ნაკლებად აზიანებდა. ჩუბიანში, ასათიანებისა და ჩარკვიანების უბანში 11 კოშკი მდგარა ჩაყოლებით და მათ ზვავის შეკავების დანიშნულებაც გააჩნდათ.
უშგულელები ამბობენ, რომ ყოველ კოშკს თავისი დანიშნულება აქვს და ხოლო ერთ-ერთ მათგანს საეკლესიო დანიშნულებაც ჰქონდა. ეს ჩარკვიანების ისტორიული კოშკია, სადაც შუა საუკუნეებში, ერთ-ერთი საეკლისიო კრება ჩატარდა. კოშკი კლდეზე დგას და მის პირველ სართულზე დღემდეა შემორჩენილი კლდეში ამოკვეთილი პატრიაქის ფეხის საბანი. უშგულში ამობრძანებული ქართველი საეკლესიო მოღვაწეები სწორედ აქ ისვენებდნენ თურმე.
კოშკი გვარის სიძლიერის სომბოლო იყო. ახალ კოშკს ყოველი ოჯახი გვარის მემკვიდრის დაბადების აღსანიშნავად უყრიდა საძირკველს და შემდეგ მას რამდენიმე წელს აშენდებდა. კოშკები, ძირითადად, 3-4 საერთულიანია, ზოგჯერ 5-იანიც. უშგულში ორი შვიდსართულიანი კოშკიც არის. მათ თავდაცვითი და საცხოვრებელი დანიშნულება ჰქონდათ.
დღეისათვის უშგულში 8 გვარია: ჩარქსელიანი, ნიჟარაძე, რატიანი, ღვარლიანი, ჭელიძე, კაკრიაშვილი, ხაჭვანი და ჩარკვიანი.
უშგულში ასულ სტუმარს ორი მუზეუმის დათვალიერება ელის, ეთნოგრაფიულის და ნიჟარაძეების კოშკში მოთავსებული განძთსაცავის. ეს სამსართულიანი კოშკი უშგულის 7 ტაძრის განძს ინახავს. კოშკი სამუზეუმოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ საცხოვრებელი იყო და არა თავშესაფარი, სოფლის ცენტრში მდებარეობს და სამეთვალყუროდ ადვილია.
სოფლის უხუცესებმა 1926 წელს, სვანეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ყველა ეკლესია დაცალეს და მთელი განძი ლატფარის ტყეში გადამალეს. როდესაც სიტუაცია დალაგდა, ხელისუფლებამ სთხოვა მათ, ჯვარ-ხატები შემოეტანათ და დაცვა დაეყენებინათ. დიდხანს მაცხოვრისMმაცხოვრის ეკლესიაში ინახებოდა ყველაფერი, რაც დღეს უშგულის მუზეუმშია.
სამწუხაროდ, სხვადასხვა დროს უამრავი ხელნაწერი განადგურდა. როგორც თურმე უშგულელი ივანე ჩარქსელიანი ყვებოდა, 40-იან წლებში ჩარკვიანების კოშკიდან ერთი მარხილი ხელნაწერები გამოუტანიათ და დაუწვავთ. კოშკებში ეტრატებით ცეცხლს ვანთებდით და ვთბებოდითო.
ეს ულამაზესი სოფელი ტურიზმის განვითრების საუკეთესო საშუალებას იძლევა. იგი ეგზოტიკაა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრისათვის. სვანეთში ჩასულ ტურისტს სწორედ მისი შუასაუკუნეობრივი სიდიადე ხიბლავს, თუმცა კი, იმისათვის რომ უშგულმა ტურისტები მიიზიდოს, შესაბამისი კომფორტიც უნდა შეუქმნას მათ. უშგულელები ამბობენ, რომ მათ სოფელში თანამდროვე სტლის სასტუმროების აშენება, რაც საერთო ხედს დაამახინჯებს, დაუშვებელია. საოჯახო სასუმროების პრაქტიკა აქ 90-იანი წლებიდან არსებობს. დღეისათვის ტურიზმის დეპარტამენტის აღრიცხვაზე 7 ოჯახია, რომელთაც დადგენილი სტანდარტებით ოფიციალურად შეუძლიათ სტუმრების მიღება და პოტენციურად კიდევ 30 ოჯახია ამისათვის მზად.
უშგულელები საოჯახო სასტუმროების მომავალს ხედავენ საგვარეულოAკოშკებისა და მაჩუბების იმგვარად მოწყობაში, რომ არც ეგზოტიკა დაიკარგოს და იქ ცხოვრება თანამედროვე სტუმრისთვისაც კომფორტული იყოს.
წლის მანძილზე მესტიის რაიონი სამი ათას ტურისტს იღებს. ეს ძალიან მცირე ციფრია იმასთან შედარებით, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო, მაგრამ ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკა თუ გატარდება, ძველ მაჩვენებლებს დაგავაჭარბებთ კიდეც. რადგან დღეს უფრო მეტი სერვისის შეთავაზებაა შესაძლებელი. გარდა ეგზოტიკური საცხოვრებლისა, უშგულში ჩასულ ტურუსტებს სასტუმროს მეპატრონეები სხვადსხვა მარშრუტებს სთავაზობობენ. მაგალითად, გასეირნება შხარის კალთებისკენ, რაც შესაძლებელია ფეხითაც და ცხენებითაც, ასევე გასეირნება ლენკვერის მთისკენ, სადაც თამარის კოშკებია, უღვის უღელტეხილისკენ, რომელიც სვანეთის წყალგამყოფი ქედია. იქ წასვლა ფეხითაც შეიძლება, ცხენითაც და მანქანითაც. ამ ურელტეხილიდან ჩანს მთელი კავკასიონი, შხარა, თეთნულდი, აილამა, უშბა, ლაილა, ყაბრდოს ქედები.
უშგულელები ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ ტურისტებს გიდობა გაუწიონ სხვადსხვა ალპინისტურ მარშრუტებზეც.
სვანეთში ტურიზმის განვითარებისათვის აუცილიბელი პირობაა სამანქანო გზების მოწესრიგება. გარემო პირობებიდან გამომდინარე გზები ხშირად ფუჭდება და როგორც უშგულელები ჩივიან, მიუხედავად იმისა, რომ მესტიის საგზაო სამსახურს დაფინანსება არ აკლია, ზოგჯერ თვეობით არ არის უშგულისკენ მიმავალი გზა გაწმენდილი. ეს კი ტურისტებისთვის ეგზოტიკა ნამდვილად აღარ არის.

სანადიროდ წასულიყვნენ ამირან და ძმანი მისნი...
მესტიაში ჩასულისთვის ყველაზე იოლი სოფელ ლენჯერის ნახვაა, რაღა მჟავე წყალზე ჩაგირბენია და... იქვეა, სამ კილომეტრში და სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ, სასწაულები სწორედ იქიდან იწყება.
რა, არა?
აბა, მაშ მითხარით, სხვაგან სად გინახავთ გარედან მოხატული ეკლესია?
შეიძლება ჩენი წინაპრები ეკლესიების გარე ფასადებს ბარშიც ხატავდნენ, მაგრამ სხვაგან სად არის შემორჩენილი?
აი, ლენჯერის თემის სოფელ ლაშთხვერის მთავარანგელოზების ეკლესია კი გარედანაც მოხატულია და...
და თანაც, როგორ გგონიათ, რა არის ზედ დახატული?
ვინც იცით, გაჩუმდით და ნუ წამოიძახებთ, ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც სვანეთში ჯერ არ წასულა და იქნებ გამოიცნოს-მეთქი. მაგრამ ეს ცოტა არ იყოს, რთულია.
კი, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ რადგან მთაა, იქ წმინდა მხედრები იქნებიან გამოხატულნი? არც შეცდებით, მაგრამ ეს მხოლოდ სამხრეთის ფასადზე. აი, ჩრდილოეთისაზე კი, მხედრებია, მაგრამ სულ სხვა მითოსიდან. წარწერები გვამცნობს, რომ ეს ცხენოსნები ამირანი, ბადრი, უსუპი და სეფედავლე არიან.
არ ელოდით, არა?
წარმართული რელიგიის ნაშთები სვანეთში თვალშისაცემად არსად ჩანს. მხოლოდ, აი, ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესიის გარე კედელზე გამოსახული ამირანის ბრძოლის ამბები გაგაკვირვებს. ეს ეკლესია იმითაა გამორჩეული, რომ საქართველოში მხოლოდ აქაა შემორჩენილი გარე კედლის მხატვრობა.
ჯერ ხომ ამ მხატვრობის არსებობაა თავისთავად სასწაული და მერე მისი შენარჩუნება საუკუნეების მანძილზე. მაინც რა საღებავით დახატეს, რომ სვანურ კლიმატში, თოვლსა და ყინვაში 9 საუკუნეს გაუძლო?
ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ამირანის ცნობილი მითიდან რამდენიმე სიუჟეტია გამოსახული: `ოდეს ამირან გველეშაპმა გადაყლაპა~, `ამირანის და ბაყბაყდევის ბრძოლა~ და `ძმანი მისნი~...
ნეტავ ბაყბაყდევის თვალები განახათ, რა საბრალობელია, მისი საცოდაობით დაიწვებოდით! ამირანი კიდევ, შეუბრალებლად შუაზე უპობს თავს...
აქ მეორე თვალებიცაა _ ბადრის.
გაგახსენდათ არა? _ `ბადრი ქალსა ჰგავს ლამაზსსა, საქმარედ გამზადებულსა~... ჰოდა, 9 საუკუნის მერეც ბადრის სულ ცისფრად უკამკამებს ის ფუნჯით ნახატი თვალები...
თუ მხრებს აიჩეჩავთ და იტყვით, საიდან სადაო? სად ქრისტიანობა და სად კიდევ ამირანის ზღაპრებიო?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ისევ ზღაპარი დაგეხმარებათ: ამირანი ხომ ქალღმერთ დალის შვილია, რომელიც მონადირე სულკალმახმა მუვალ კლდეებში მომაკვდავი იპოვა, მისივე თხოვნით მუცელი გაუჭრა და ახალშობილი ამოიყვანა, რომელიც სახლში წაიყვანა და ხარის ფაშვში გაზარდა...
მოკლედ, ამირანი იმ ქალღმერთის შვილია, სვანეთში რომ სახლობდა, მონადირეებს რომ მფარველობდა და სვანურ მითებში რომ უმღეროდნენ.
ჰოდა, მარტივად რომ ვთქვათ, ამირანი ძველი სვანებისთვის ღმერთის შვილი იყო, ანუ იგივე ღმერთი და სად გამოსახავდნენ მას თუ არა ტაძრის კედელზე?
აი, წარმათობისა და ქრისტიანობის შერწყმის ნიმუში.
აქ ერთმანეთს ხელს არაფერი უშლის...
ღმერთის ადგილი ტაძარშია...
მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და თუ ვინმეს სხვა მოსაზრება ექნება, მოუსმინეთ და გამიზიარეთ.
მანამდე კი, რადგან ეკლესიას გარს უკვე შემოვუარეთ, ბარემ შიგნითაც შევიდეთ, მით უფრო, რომ იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა საიდანღაც გასაღები მოგვირბენინეს და კარსაც გვიღებენ.
შევიდეთ და ღრმად ჩავისუთქოთ.
იმიტომ რომ ამოსუნთქვას იმისთანა ბგერები ამოჰყვება, გულსაც ამოიტანს მაღლა!
ჰოი, რომ არ ვაჭარბებ!
ოუშენის მეგობრებს ჩასუნთქვა დაავიწყდათ და მერე კინაღამ მართლა გული ამოუვარდათ საგულედან!
აქ, ამ პატარა ბაზილიკაში, ხელუხლებლადაა შემონახული ყოველი ფრესკა, ფერი, შტრიხი, წარწერა...
აქ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც მხატვარმა მე-11 საუკუნეში დახატა. თითქოს, მან მუშაობა ეს-ესაა დაამთავრა და ახლა პირველად თქვენთვის გახსნეს ტაძარიო...
აქ ისევ მე-11 საუკუნეა.
ხომ გითხარით, სვანეთში დრო სულ სხვანაირად გადის_მეთქი.
და როცა `თამარიონმა~ გალობა დაიწყო, ისღა დამჩენოდა თვალები დამეხუჭა, იმ იმედით, რომ გავახელდი, იქნებ ეკლესიაში ის მხატვარი დამენახა, ჯერ კიდევ საღებავიანი ხელებით, ძველებური სვანური ჩოხით...
დარეტიანებულები გამოვედით გარეთ.
მზე იყო მწველი და მცხუნვარე და ჩვენ გზა ლატალისკენ უნდა გაგვეგრძელებინა, ახალი სასწაულების მოლოდინში...

ვარდანისძე
ლენჯერიდან ლატალამდე 7 კილომეტრია.
კი გაგაფრთხილეთ, მანძილი არ ზომოთ და ნურც საათს დახედავთ-მეთქი, მაგრამ როცა ხელში ყველას მობილური ტელეფონი უჭირავს, ამის თავიდან აცილება ცოტა მოუხერხებელია.
იმ დღეს სახლიდან ძლივს გამოვეტიეთ. ხან რამ შეგვაყოვნა და ხან რამ და ამასობაში ისე ჩამოცხა, აი, მთებში რომ იცის ხოლმე.
ჩვენ კიდევ, შემწედ და დამხმარედ არც ჯოჯო გვყავდა და არც ჯოჯოს ძმა თავისი `უაზით~, ჯანდაბას, სადაც წაგვიყვანდა, წავეყვანეთ!
და ლენჯერისკენ თუ გაგვიმართლა და სასწრაფო დახმარების მანქანამ გაგვიჩერა, ახლა ლატალისკენ იმ შუაგულ მზეში მივაბიჯებდით და წარამარა მობილურებზეც ვიხედებოდით.
ვითიბის მზის საწინააღმდეგო კრემი ჰქონდა წამოღებული, ვისვამდით და ვამბობდით, `ზაგარს~ მაინც მივიღებთო, მაგრამ თანდათან ჩანდა, რომ ვეღარ ვქაჩავდით, რა...
ლენჯერიდან ლატალამდე მშვენიერი ტრასაა. დაადექი და იარეეე. რა ტყე და მგლები, რისი უნდა შეგეშინდეს! რაის ბილიკები და ჩრდილები! აგერ შენ და აგერ შენი მზე! ზუსტად ისე, გლეხი კაცი რომ დაფიცებს: მე და ჩემმა მზემაო...
მოკლედ, ჯგუფი გაიფანტა. აღარც ოუშენი იყო იქ, აღარც ამირანი და ბადრი-უსუპი-სეფედავლე-ჯნოსი-ლამა-მროჩაძე-მონადირე-სერგიკუნა-ამეთვისტოს ამბავს ხომ საერთოდ, ვერ გაიგებდი...
ჰოდა, ის იყო ვითიბის გზიდან უნდა გადაეხვია, რომ ქალთა ფაქიზ სმენას ავტომანქანის ხმა მისწვდა და მინიბუსი ვის უკვირს სვანეთში, მაგრამ ის თეთრი მინიბუსი, თანაც ცარიელი, თანაც სავარძლების გარეშე, ნატავ საიდან მოდიოდა, ან საით მიდიოდა?
და ვინმეს აინტერესებდა?
სამეგიეროდ, აქაოდა მძღოლი მეგრელიაო, თანაც ვსხედვართო, მერე რა რომ გაურკვეველ საგნებზეო, `თამარიონმა~ ყელი ჩაიწმინდა და კვლავ ამღერდა. ჰოდა, რადგან მეგრული სიმღერების რეპერტუარი მალე ამოეწურათ, ვითიბის გადახედეს და იმანაც დაიწყო:
`წიინ წიინ წინანული, ყიზილბაშთა მართებული, კიკოლიკო ზალიკოოო, აბა ჩემო სიფიოოო, ჩემთან ახლოს მოდიო, მე მაინც არ მოგშორდები, დელა, გულში რომ მკრა თოფიო, გულში რომ მკრა თოფიო...
და იონა წინასწარმეტყველი სახელობის ეკლესიაც გამოჩნდა.
სამნავიანი დიდი ბაზილიკა.
იონა წინასწარმეტყველის სახელზე აგებული ტაძრებითაც არ ვართ განებივრებული არა?
მე ისევ ამირანის გველეშაპის მუცლიდან გამოსვლის ამბავს დავუკავშირე იონას გამოსვლა გველეშაპიდან...
ეს მხოლოდ დავუკავშირე.
არაფერი მითქვამს.
არ ვიცი.
ეს ეკლესია არ გვინახავს.
არ გაგვიხსნეს და მორჩა.
გასაღები არ იყო და მორჩა.
ასე გვითხრეს.
ჩვენც აღარ შევკამათებივართ.
აზრი არა აქვს.
სვანეთში კამათს აზრი არა აქვს.
რაც უნდათ, ისედაც გაძლევენ, უკამათოდ, უშურველად.
და მაცხვარიშისაკენ გავაგრძელეთ გზა.
სვანეთის სოფლებში ყველაზე მეტი ეკლესია ლატალშია, გვითხრეს, 63-აო
და ყველაზე მეტი სოფლებიც ლატალის თემშია.
სოფელ მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია გზისპირასაა, შემაღლებულ ადგილზე.
ჰოდა, წინ პატარა მდელო აქვს.
ის პაპანაქება სიცხეც იქვე იყო.
ჩვენ კიდევ, მერე რააო და იმ გორაკზე პირდაპირ ავფრინდით.
მერე ეკლესიას გარს შემოვუფრინეთ და ისევ უკან ჩამოვფრინდით, იმიტომ რომ კარი დაკეტილი იყო, ლამას კიდევ, სიცხისგან ჰქონდა გონება გადაკეტილი, ჰოდა, გასაღების საძებრად კი არ წავიდა, იქვე მდელოზე წამოგორდა. ჩვენც, ცხვრებივით, აქაოდა ბალახიაო, მივბაძეთ...
არა, ბღავილი არ დაგვიწყია, `თამარიონს~ ვუსმენდით.
ოღონდ, იქ წოლას რამდენ ხანს ვაპირებდით, მაგაზე მგონი არც არავინ ფიქრობდა. მოგვშივდა და ვჭამეთ, მოგვწყურდა და წყაროც იქვე იყო. მეორე გორაკზე რომ პატრა ბაზილიკა იდგა, ისიც მოვინახულეთ, მეტი რაღა გვექნა? გასაღებს ველოდით, იქნებ ციდან ჩამოვარდნილიყო.
იუ, მართლა, იცით სად ვისხედით? იმ სახლის წინ, სოსო ჯაჭვლიანის ფილმის `სვანის~ ეპიზოდები რომაა გადაღებული. ჯნოსიმ სახლი იცნო, მე კი ორი წლის წინ გადაღებაზეც კი მოვხვდი აქ და სოსო ჯაჭვლიანს ინტერვიუც ჩამოვართვი დიდის ამბით... რა ვიცოდი, რას იღებდა!
ჰოდა, უკვე ძალიან რომ დავიღალეთ წოლით და გასაღები ციდან მაინც არ ჩამოვარდა, მაცხვარიშის ეკლესიას პატარა მინიბუსი მოადგა, მაიცდამანც მარკას ნუ მკითხავთ, მშვენიერი მინიბუსი იყო, ასევე მშვენიერი მგზავრებით. გადმოვიდნენ, ის გორაკი ჩვენსავით აიფრინეს, ეკლესიას გარს შემოუფრინეს, მაგრამ შესასვლელი რომ ვერ უპოვეს, ისევ უკან ჩამოფრინდნენ და იმ მინიბუსით გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდნეეეენ...
კონტაქტში შესვლაზე არც გვიფიქრია, ისე ვიყავით, აი, სომნამბულს რომ ეძახიან... ერთი ის დავაფიქსირეთ, შორტიანმა უცხოელმა როგორ საგულდაგულოდ მიიბნია შარვლის ტოტები და მანქანიდან ისე გადმოვიდა. ჯნოსიმ თქვა ეგეც, შეხედეთ, რას აკეთებს, ეკლესიაში შორტით არ უნდა რომ შევიდესო. ჩვენც შევხედეთ. მეტის თავი ვის ჰქონდა რო...
ის მინიბუსი გაფრინდა და ის იყო, ოუშენის მეგობრები ოფიციალურად მოემზადნენ დასაძინებლად, რომ ორი ჯიპი მოგვადგა. ახლა რომ ვიხსენებ, შეიძლება სამიც იყო და მგონი ნივაც ერია. იქიდანც უცხოელები გადმოვიდნენ, მაგრამ მძღოლები აშკარად ქართველებს ჰგავდნენ და გიდის ფუნქციის შემსრულებელი გოგოც ქართველი რომ უნდა ყოფილიყო, ეს უკვე ნახევრადდახუჭული თვალების მიღმა ვიგრძენით.
მძღოლები ზარმაცად გადმოვიდნენ, ქართულად, ესე იგი, გიდი კი ენერგიულად დატრილდა, ჯერ სადღაც გადარეკა, და რომ დაადგინა, ერთი ჯგუფი 15 წუთის წინ წასულიყო აქედან, დიდად შეიცხადა, მაგათ მარშრუტში ეკლესიის ნახვა და სადილი ეწერათო. ტელეფონის იქიდან, როგორც ჩანდა, ორივე ქვეპუნქტს აპროტესტებდნენ და გოგო ისე განერვიულდა, თითქოს თვითონ დარჩა უსადილო და სანთელდაუნთები. ის მინიბუსი კი ვერ მოაბრუნა, მაგრამ დანარჩენები ხომ აქ ჰყავდნენ? სანთელსაც დაანთებინებდა და იმისთანას ასადილებდა კიდეც, რომ? სულ კუბდარ-ხაჭაპურებით! ჰოდა, ისევ სადღაც გადარეკა და ორიოდე წუთში გასაღები მართლა ციდან არ ჩამოაგდო?
ბიჭო, ჩვენ რა შვიშტოკები ვართოოოო, გაოგნდა ჯნოსი ამ შუშპარა გოგოს შემყურე, გასაღები აქვე არ ყოფილაო?
ჰოდა, ვიდრე გასაღებიანი სვანი იმ უცხოელებს მე-11 საუკუნის ხატებისა და ფრეკების ისტორიებს უყვებოდა, `თამარიონი~ ომახიანად გალობდა `ქრისტე აღსდგაო~.
ჰო, მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია ის ეკლესიაა, დემეტრე პირველის მეფედკურთხევის სცენა რომ არის გამოსახული, სადაც მას სამეფო ხმალს არტყამს სვანეთის მთავარი ვარდანისძე...
და არ მითხრათ, ლატალიდან სახლში როგორ დავბრუნდით, იმიტომ რომ მზე თვალით აღარ ჩანდა, ის გრძელი ტრასა კიდევ უფრო დაგრძელებული იყო, მანძილისა და დროის შეგრძნება საერთოდ გამქრალი და ფეხების მოძრაობას სიარული კი აღარ ერქვა, რეფლექსურად ვადგამდით, არც სასწრაფო დახმარების მანქანა შეგვხვედრია და არც მეგრელმძღოლიანი, უსკამებო მინიბუსი. უკვე მესტიაში შევდიოდით, რაღაც მანქანა რომ წამოგვეწია. ვერც გავარჩიე რა იყო, ან პირველმა ვინ შენიშნა, ან ვინ გააჩერებინა, ან მძღოლმა რატომ გაგვიჩერა, თითქმის უკვე მესტიაში ვიყავით და...

ანდეზიტი - თორი – დაბაძველი – ოთხი მოგზაურის თვალით აღწერილი ამბავი
truli
"...დაუკრეჭია კბილები ყინვას,
ქარი ყველაფერს და ყველას ერჩის."
ნება მომეცით დავარღვიო ტრადიციული თხრობის სტილი და...
ვინაიდან თვითონ ლაშქრობაც არანაირ ტრადიციებში არ ჯდებოდა...
მოკლედ ჯერ იყო კლდეკარის გეგმა..
უცებ გახდა ბირთვისების...
მერე კი იყო ჩემი სიზმარი... ვითონ N67-მა ხორნაბუჯში წაგვიყვანა ბირთვისების ნაცვლად...
და იყო N67-ის ფსიქოდელიური ავატარა, რომლითაც თითქმის ერთი თვეა გვაზომბირებდა კარველებს...
შევიკრიბეთ ტელევიზასთან..
გაგვაცილეს ჩავსხედით, წავედით და გავჩერდით დიდუბის ბაზარში...
აქ დაიწყო ეჭვები, რატომ დიდუბე და არა ნავთლუხი???
მერე გზა გაგრძელდა დიღმის გზატკეცილით და ავღმოვჩნდით ავტობანზე.. აქ მე უკვე ყველას მოვუყევი სიზმარი.. და მეთქი მიხდება... ნიკამ კი შენო ქალო რა გესმისო, არ გცოდნია სადააო ბირთვისებიო...
ცოდვა გამხელილი ჯობია.. არ მიყვარს ბირთვისები დიდად და.. ბედს და ნიკას მივენდე... და არ მოვტყუვდი... რაც მოხდა შემდეგ უკვე სხვანაერად უნდა მოვყვე.
გზა თოვლმა დაფარა... მიუხედავად მომღიმარი თბილი მზისა, ყინვა არ ტოვებდა შეპყრობილ მიწას და ტყეები თეთრ ნაბადში გაეხვნენ. დეკემბრის სუსხიანი შუა დღე იყო და დათოვლილ გზაზე ცხრა მგზავრი მიაბიჯებდა. სერ ლელ გვალვა - გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე, რომელიც აქ კონკრეტული მიზნისთვის ჩამოვიდა. საქმე ისაა, რომ ადგილობრივებისგან თეთრებს უკვე მისვლიათ ხმები, მთებში გადაკარგული ტბების შესახებ და სერ ლელისთვის, რა თქმა უნდა საინტერესო იყო მათი აღმოჩენა, საკუთარი თვალით ნახვა და რუკაზე დატანება. ჯორჯ პავნი - სერ ლელის ძველი მეგობარი და ერთგული თანაშემწე, ექსპედიციებში გვალვას განუყრელი თანამგზავრიც რა თქმა უნდა მასთან იყო. თეი, იგელი და ლაშა - სტუდენტები გეოგრაფები, რომლებიც დიდ პატივად მიიჩნევდნენ სახელგანთმულ სერ ლელთან ერთად ექსპედიციაში წასვლას. ტრულა - უბრალოდ თავგადასავლების მაძიებელი, მან არაფერი იცოდა ამ ტბების შესახებ, მაგრამ, ყური რომ მოკრა თავისი მეტისი მეგობრისგან, ნიკისგან, რომ იგი ასეთი ექსპედიციის გზამკვლევი იქნება, სთხოვა რომ ისიც წაეყვანათ და ნიკი რაღა თქმა უნდა დათანხმდა. ალექსანდრე - ცნობილი ზოოლოგი, ცხენების ჯიშების გამომყვანი, და მისი თანაშემწე და მეგობარი ანუკი. ტბები მათთვის იქ ბინადარი მდიდარი ფაუნით იყო მიმზიდველი.. მათ წინ კი მიუძღვოდათ უკვე ხსენებული ნიკ მდუმარე რკინა - მეტისი გამცილებელი, მდუმარე რკინა მისი ინდიელური სახელი იყო და ასე შეარქვეს მას რკინის ამტანობისთვის, მტკიცე ნებისთვის და იმის გამოც რომ მას არ უყვარდა ბევრი საუბარი და არასდროს ტრაბახობდა თავისი თავგადასავლებით. მისი ჩვეული საქმიანობა იყო სხვადასხვა ექსპედიციებისთვის გზის კვლევა ამ მიუსაფარ ცივ ტყეებში, რომლებიც მისთვის სახლი იყო. მიუხედავად იმისა რომ ნიკი ჩუმი რკინა ტყეებში ინდიელებმა გაზარდეს, იგი ნახევრად თეთრი იყო, და თეთრების კულტურას და ზნეჩვეულებებს ისე კარგად იცნობდა, რომ მასში მეტისის დანახვა გაუჭირდებოდათ კიდეც გამოუცდელთ. თეთრებისთვის იგი უბრალოდ ნიკი იყო.
მაშ ასე.. შუადღე გადავიდა როდესაც ცხრა მგზავრი მთებში გზას აუყვნენ. გზა გრძელი და დამქანცველი იყო. მიუხედავად გაკვალულობისა, თოვლი ბევრ ადგილას ყინულად იქცა და სასტიკად სრიალებდა. აღმართები ციცაბო იყო. ნიკი ამხნევებდა დაღლილ მგზავრებს და უბიძგებდა შეუჩერებლივ მუდამ წინ ეარათ. როდესაც კი სტუდენტებს და ტრულას ფეხის გადადგმა აღარ შეეძლოთ, გამოჩნდა დანიშნულების პირველი პუნქტი - სოფელი. ჯერ საღამო არ იყო, მაგრამ ზამთარში ადრე ბნელდებოდა და მგზავრთა ნაწილის მდგომარეობა გზის გაგრძელებას ვეღარ აიტანდა. სოფელში მათ ერთერთ ქოხში შესთავაზეს და გახარებული მგზავრებიც იქ დაბინავდნენ.
ქოხი ვიწრო მაგრამ მყუდრო იყო. სოფლელებმა მგზავრებს შეშაც მისცეს, ასე რომ ღუმელი აგიზგიზდა და გათოშილმა მგზავრებმა საგზალი გადმოალაგეს და ვახშამს შეუდგნენ. შემდეგ დაიწყო საუბრები, ნიკი სერ ლელს უხსნიდა რომ მათ არც ისე ბევრი დარჩათ ლეგენდარულ ტბებამდე და ხვალვე შეძლებდნე მიეღწიათ მათთვის და კიდევ ერთი დღე დასჭირდებოდათ იქედან უახლოეს სოფლამდე სიარული.
კარგია რომ ნათელი ღამეა და არ ბარდნის, თორემ ხვალ ბევრად გართულდებოდა სვლა. - შეაჯამა გეგმები ნიკმა. შემდეგ კი, როგორც გამოცდილ მოგზაურს შეჰშვენის, ამოიღო ადგილობრივი არყის ბოთლი და გაუმასპინძლდა მგზავრებს. სმაზე მხოლოდ ალექსანდრე, მისი თანაშემწე ანა და ტრულა დათანხმდნენ. დანარჩენები საუბარს შეყვნენ. დაილია ბევრი სადღეგრძელო, დამთავრდა არაყიც.. ტრულას გულში თბილოდა მიუხედავად იმისა რომ გარეთ ყველაფერი სუსხმა შებოჭა...
ღამე დღესავით ნათელი იყო, სავსე მთვარე ვერცხლისფერ ნათებას ჰფენდა თეთს ველებს და ტყეებს.
ლამაზი იყო ეს სოფელი არა მხოლოდ დღის შუქზე, არამედ ღამეც... თავისი ხის სახლებით, დიდი ზვინებით, ფრინველთა სიმრავლით... ტრულამ სცადა შემოეთავაზებინა სხვებისთვის, ეგებ სოფლის მოსახლეობა 9 ადამიანით გავზარდოთო, მაგრამ უარი მიიღო.
დასაძინებლად მჭირდოთ მოთავსდნენ, 2 საწოლზე 4 ადამიანი წვებოდა. მიუხედავად ამისა თითქმის ყველამ ტკბილად გამოიძინა და მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო, როდესაც მგზავრებმა თვალები გაახილეს.
გათენდა დილა. ადგომის დროა... დაიწყო ფაცაფუცი, პირის დასავანად წყლების გალღვობა, ყავის ხარშვა, საუზმე, ბარგის ჩალაგება. უკვე კარგად გათენებული იყო როდესაც ცხრავე მგზავრი ზურგჩანთებით მზად იყვნენ გაეგრძელებინათ გზა. ქოხი უკან დარჩა და ისინი სოფლის გზას გაუყვნენ. მალე მათ იქაური შეშისმჭრელები შეხცვდნენ, რომლებსაც დიდი მადლობა გადაუხადეს ქოხის დათმობისთვის.
- საით გაგიწევიათ ახლა?
- ტბებისკენ გვინდა ასვლა - უპასუხა ნიკმა. კაცებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ მგზავრებსაც სკეპტიკურად ახედეს.
- გზა დათოვლილია, არაა გაკვალული. ამ სიცივეში იქ ჩვენი მონადირეებიც ვერ ადიან. ჯობია ისევ იმ გზით წახვიდეთ როგორც მოხვედით, გაიტანჯებით.
ნიკმა მხრები აიჩეჩა და წავიდა წინ. სხვებიც მორჩილად გაყვნენ მეტის მეგზურს.
გზა სულ აღმართ აღმართ ადიოდა ტყეში. თოვლი კოჭებს ზევით ფარავდა მგზავრების ფეხებს. მაგრამ ყველა ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მეტისს.
ტრულა წინა დღისგან განსხვავებით ბევრად ყოჩაღად გრძნობდა თავს, თითქოს ისიც ამ ტყეების შვილი იყო და არც სიცივე აღელვებდა არც თოვლი, ისე მხნედ მიაბიჯებდა. სტუდენტებიც თავს კარგად გრძნობდნენ. სერ ლელ გვალვა კი ადრევე დაიღალა და მისთვის დასალოდებლად დრო და დრო ჩერდებოდნენ.
თეთრად შემოსილი წიწვოვანი ტყიდან უეცრად გავიდნენ პატარა უღელტეხილზე. ტრულამ მიიხედ მოიხედა, დაინახა ყველა მხრიდან თეთრი მაღალი მთები, ქვემოთ კი ისევ თეთრი ტყე და ჩუმად იკითხა ნუთუ სამოთხეში მოვხვდით?
ცივი ქარი უბერავდა და უსერავდა მგზავრებს სახეებს. ზოგმა შარფი აიფარა კანის დასაცავად... მხოლოდ მეტისს არ აღელვებდა მკავრი ბუნების გამოწვევა. იგი ლაღად იფერთხავდა თოვლს ფეხსაცმელიდან.
შემდეგ კი დაიწყო დაღმა სვლა. ნიკის ცნობებით ისინი უკვე ახლოს იყვნენ, სულ ცოტა და... გამოჩნდა ქოხები... ღობეები, მთელი სოფელი, მაგრამ მასში სიცოცხლის არავითარი ნაშთი არ იყო. გარშემო მხოლოდ თეთრი მდუმარება ბატონობდა.
დაიწყო ცარიელი ქოხების შესწავლა. გოგოებმა აარჩიეს ერთერთი, სადაც ძველი დაჟანგული ღუმელი იყო დატოვებული. კაცებმა სასწრაფოდ ამოქოლეს ცარიელა ფანჯრები, რათა სითბო შეენარჩუნებინა ამ სახლს და წავიდნენ ტბების სანახავად.
თოვლით დაფარული გაყინული ტბები.. სითეთრე... ალაგ ალაგ სიჩუმეს ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა.
სამხრეთით მთა ტყეებით იყო დაფარული, დასავლეთით ხეობა იყო, რომლის საპირისპირო მხარესაც აღემართა დათოვლილი მთები...
მგზავრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ასეთი სილამაზით...
დაბინდდა. ყინვა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. არასასიამოვნო სიურპრისი აღმოჩნდა, რომ უახლოესი წყარო საკმაოდ შორს იყო და წყლის მარაგების შევსება გალმღვარი თოვლით უწევდათ.
დაქანცული მგზავრები ღუმელს მიუსხდნენ და ყოჩაღი იგლის მიერ სახელდახელოდ მომზადებული სადილი მიირთვეს.
ღამეც ისეთივე თეთრი იყო როგორც დღე... ცა ღრუბლემბა დაფარა... თოვლი იქნებაო..
სახლში კი ღუმელი იდგა, ცეცხლი მხიარულად გიზგიზებდა..
საღამოს დროის გასაყვანად დაიწყო საუბრები და თამაშები...
სერ ლელი ძალიან გადაიღალა და დასაძინებლად მალევე დაწვა. თეი კი არ აცლიდა თანამგზავრებს მოეწყინათ და სულ ახალ ახალ თამაშებს სთავაზობდა, რომლებიც ამ თეთრი მდუმარების შუაგულში, ერთ ჭერ ქვეს, ერთი ღუმელის გარშემო შემოკრებილ სხვადასხვა ადამიანებს ასე აახლოვებდა..
თამაშების კულმინაცია იყო, როდესაც მგზავრებს უნდა გულახდილად ეთქვათ თუ რას ფიქრობენ ერთმანეთზე. მიუხედავად ჯორჯის პროტესტისა, ამან არანაერი დაძაბულობა არ გამოიწვია, არამედ ალბათ პირიქით, დაახლოვა მოგზაურები.
უკვე ნაშუაღამევს იყო როდესაც ყველანი დაწვნენ დასაძინებლად...
და გათენდა დილა... თეთრი, თოვლიანი, ნისლიანი...
ისევ ფუსფუსი... ჩალაგება... თოვლის ლღვობა.. საჭმელი უკვე ცოტაღა იყო.. და ამ ნარჩენების შეგროვება სასაუზმოთ.
სერ ლელი და ჯორჰჯო დილიდან წყაროზე წავიდნენ წყლის მოსამარაგებლად.
ბარდნიდა.. ხეობა და მთები ნისლს დაეფარა...
ნიკი დაღონდა... ასეთ პირობებში გზის დიდი არჩევანი აღარ იყო და... უნდა გაყოლოდენ იმას რაც ჯერ კიდევ კარგად ჩანდა, მიუხედავად იმისა რომ იგი გრძელი და დამქანცველი იყო.
მზადების შემდეგ მათ დატოვეს ეს სახლი და გაუდგნენ გზას. ახლად მოსულმა თოვლმა მათი წინა დღის ნაკვალევებიც წაშალა, გზაც ძლივს იკვეთებოდა ყოვლისმომცველ სითეთრეში.
ქარი სახეში უბერავდა და ფიფქებვს აყრიდა მგზავრებს... მალე ისინიც ისე დაიფარნენ თოვლით, რომ თითქმის აღარ გამოიყოფოდნენ თეთრი მინდვრებისგან და ტყისგან..
ტრულას ამ სითეთრემ, ყინვამ და ქარმა ძალები შემატა და იგი ისე გაუდგა გზას რომ ცოტა ხნით ნიკსაც კი გადაასწრო. გზა ამჯერად სულ დაღმართებზე მიიკლაკნებოდა.
მგზავრებს სულ გაუკვალავ თოვლში უწევდათ სვლა. გზა ჯერ ადვილი იყო, შემდეგ კი თოვლის ვიწრო ფენის ქვეშ ყინული იყო... ტრულას ყინულის ძველი ტრავმების გამო ძალზე ეშინოდა და იგი ცდილობდა გზის პირას, გაუკვალაც ღრმა თოვლში ეარა.. სხვებიც არ იყვნენ კარგ დღეში, ხან ვინ გაადენდა ლაწანს ხან ვინ...
გზას კი ბოლო არ უჩანდა.
ნიკი ყველას ამხნებებდა, საცაა მივედითო, ნუღარ ჩერდებითო, ყიჩაღად იარეთო... თვითონ კი... დაუღალავად მიიწევდა სულ წინ და წინ... გზიდან ბურუსით დაფარული ტყეებით დაფარული ფერდობები ჩანდა...
იგელს ფეხები სრულიად დაუსველდა, მაგრამ იგი ყოჩაღად მიიწევდა წინ. მის თანდასწრებით სერ ლელ გვალვამ ხომ ახალი ტბები დაიტანა რუქაზე, და ამის განცა ალბათ უადვილებდა გზას. თეი ხშირად იღლებოდა და დასვენებას ითხოვდა. ანა ნელა მოიწევდა... ყინვა ნიუხედავად აღუწერელი სილამაზისა აშკარად არ იყო ამ მზის სხივივით გოგოს სტიქია. ტრულის ყინვა საერთოდ არ ადარდებდა.. მაგრამ ზურგი სტკიოდა, ზურგჩანთა გაუწყდა და სახელდახელოდ გადაკრა და თან მისთვის საძულველი ყინული... სერ გვალვაც დაღლილი ჩანდა... მხოლოდ ნიკი, ჯორჯი და ალექსანდრე მიიწევდნენ წინ და ისევე ენერგიულად გამოიყურებოდნენ, როგორც დილით, ქოხის დატოვებისას...
გზა სერპანტინივით იხვეოდა.. ბოლო არ ჩანდა.. ტრულას მხრები და კისერი გაუსაძლისად სტკიოდა, როდესაც ნიკმა მათ ახარა - გამოჩნდა მათი საბოლოო დანიშნულების სოფელიც, საიდანაც ისინი ადვილად შეძლებდნენ ცივილიზებული სამყაროსთვის დაბრუნებას. თუმცა სავლელი კიდევ იყო... როგორც იქნა თოვლის ქვეშ მკვრივი გრუნტი გამოჩნდა და ტრულამ აუჩქარა ნაბიჯს.
აი გამოჩნდა პირველი თავლა, პირველი სახლიც და მოსახლეებიც. თეთრ თოვლში ჩაფლულ სოფელში ბავშვების ჟრიამული ისმოდა... დასრულდა თეთრი მდუმარებაც...

Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:30, edited 5 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია
-
- ეტიკი
- Posts: 2393
- Joined: 12 თებ 2011, 20:22
- Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად
ანდეზიტი - თორი – დაბაძველი - ოთხი მოგზაურის თვალით დანახული ამბავი
teo_
სამწუხაროდ სიიდან ერთმა – ზვიომ (ქეთუნა4ის შვილმა)ვერ შეძლო წამოსვლა..და 9 ადამიანი წავედით..
ძალიან დაბნეულები ვიყავით.. რა ვინდოდა ან სად ვაპირებდით წასვლას გონზე არ ვიყავით …
მძღოლმა ბაკურიანისკენ აუხვია.. აქ სულ გადავირიეთ..
სახლის სახურავიდან დაკიდებულ ლოლოებს რომ შევხედე უკვე დავიზაფრე.. ამაღამ რა გველოდება მეთქი!..
თოვლით გახარებული ლაშა და ზღარბი ქუჩაში სრიალებდნენ.. რა იცოდნენ ორიოდე დღეში რამდენი მოუწევდათ კიდევ!
ბაკურიანის ბოლოს სადღაც ჩამოვბარგდით, მძღოლი მეუბნება თქვენ ხო არ გადაირიეთო, აზრზეც არ ხართ სად მიდიხართო, საანამ აქამდე მოვიდოდით კიდე 2 კაცი შეგვხვდა გზაში, მათაც გვითხრეს რა სისულელეა ვერ გადახვალთო.. ა ესე გიჟებივით დავადექით გზას, სადაც არცერთი არ ვიყავით ნამყოფი,ცოტა დაბნეულები და ძალიან აჟიტირებულები.
მე საკმაოდ ჩამოვრჩი დანარჩენებს.. ხამივით ვიყავი.. ყველაფრის გადაღება მინდოდა(თითქოს რამე გამეგებოდეს)! ვერ მოვითმინე და ტყეში შევძვერი.. ერთი-ორჯერ თოვლშიც მოვჯექი.. თან მეცინებოდა გუშინ ამას წარმოვიდგენდი, დღეს თავს სად ამოვყოფდითქო
სოფ. თორეე.. ულამაზესი.. სულ რაღაც 20იოდე სახლი იქნებოდა და 4-5 ოჯახი, პირობები საკმაოდ რთული, დენი არ ქონდათ, ძააალიან თბილი ხალხი იყო.. გვთხოვეს არ გაგვეგრძელებინა გზა და ღამის გასათევს მოგვცეს.
ეხლა რახდებოდა ჩვენს სახლშიი..ე.ი. ტრული,ნ67, როდეო და მათი პლუსი აანუკა ცალკე დაჯდნენ და გატყვრნენ იმდენი სვეს მე,ლაშა, ზღარბი,ლელა და პაუნა კიდე ვთამაშობდით.
შუა ღამეს კი ლაშა,ზღარბი და მე საეირნოდ გავედით.. აუ რა ღამე იყოოოოოოოო..........
დილით.. ტბებისაკენ გავწიეთ ჰერი..ჰერი..
მე და ტრულიმ კარავი.გე დავწერეთ თოვლზე და ერთმა ვაჟბატონმა გადაღებაც არ დამაცადა ისე გადაუარა!
მერე ვიარეთ... პატარა ტბა დავინახეთ ოღონდ რა ქვია არ ვიცი.. მერე ადგილზე მივედით. მისვლისთანავე ზღარბი,ლაშა,გიო და მე წავედით საბოდიალოდ. ტბები და წყალიც აღმოვაჩინეთ.
კახისის ტბა მართლა შოკი იყო ჩემთვის რა სილამაზეც კახისის ტბაზე ვნახე!
გაყინულები მივედით სახლში
ლოლუები გვეკიდა ნუ

ანდეზიტი - თორი – დაბაძველი (2008) - ოთხი მოგზაურის თვალით დანახული ამბავი
ზღარბი
სანამ ბაკუღიანში არ ჩამოგვყარა მძღოლმა, იქამდე არ მეჯერებოდა რომ ჩემმა ერთგულმა ძმამ ასე გამომაპარა თავისი განზრახვები
მაგრამ როცა თოვლიან გზას ავუყევით, მივხვდი რომ იქ, მაღლა რაღაც ძალიან კარგი გველოდებოდა
მზე ჩუმად გვათბობდა და მშრალი, ფხვიერი თოვლი ცდილობდა ძალიან არ შევეწუხებინეთ თავისი სისველით
მაღლა რომ ავედით, პატარა სოფელი დავინახეთ მინდორზე მიმობნეული ხის სახლებით.. კოხტა სახურავებზე დადებული თოვლი ზღაპარში გვიხმობდა ყველას.
აქედან წასვლა ნამდვილად არავის გვინდოდა..
და იმ ღამეს, კიდევ ერთი საკვამურიდან ამოვიდა კვამლი...
დილით ისევ თოვლიანი გზები გველოდა,აქ უკვე შუა ტყეში,მწვანე ნაძვებს შორის მივიკვლევდით ტბებისკენ მიმავალ გზებს. მინდორზე გამოსვლისას ისევ სასიამოვნოდ გვეფერებოდა მზე.
ავდიოდით მაღლა და ამ სიმაღლიდან უკვე ხელის გულზე იყო გადაშლილი ხის სოფელი და ოთხი პატარა ტბა.
ტბები გაყინული დაგვხვდა. ყველაზე საოცარი ის იყო რომ ყინულზე ფიფქები ფორმაუცვლელად დაყრილიყო.ისე,როგორც ნახატებშია.. უთვალავი ასეთი ფიფქი ეყარა ყინულზე....
ყინულს სამახსოვროდ დარჩა ზედ ნაცეკვი ჩაჩაჩა-ს კვალი, დიდი ასოებით წარწერა karavi.ge და ამ ყველაფრის ავტორთა ინიციალები teo-,zgarbi
იმ საღამოს, გადათოვლილ სოფელში კვამლი მხოლოდ ერთი ფიცრულიდან ამოდიოდა.. იქ 9 კარაველი, სანთლის შუქზე,საძილეებში გახევეული, ღუმლის გარშემო შემომვსხდარიყავით და ტკბილად ვუბნობდით
ეს 9 კარაველი მეორე დილით სულ სირბილ-სირბილით,პატარა ფიფქეთან ცეკვა ცეკვით, და რაც მთავარია სრიალ-სრიალით გავუყევით იმ გზას, რომელიც ბოლოს მარშუტკასთან მიგვიყვანდა
[/size]