რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 17 ოქტ 2011, 09:35

21 ოქტომბერი მე-3 ადგილისთვის ბრძოლა:

უელსი - ავსტრალია

დასაწყისი 11:30 სთ


23 ოქტომბერი, ფინალური შეხვედრა:

საფრანგეთი - ახალი ზელანდია

დასაწყისი 12:00 სთ

თბილისის დროით
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 17 ოქტ 2011, 09:43

კიდევ ორი “ბარბაროსი” - კაჭარავა და შველიძე

დავით ქუბრიაშვილის შემდეგ, ცნობილი ბრიტანული კლუბის - “ბარბაროსების” კვართი საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ორმა მორაგბემ მოირგო. ფრანგული “ნიცას” უკანახაზელმა დავით კაჭარავამ და “მონპელიეს” მორკინალმა გოდერძი შველიძემ სამხრეთ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეს და 15:22 დამარცხდნენ.
შეხვედრა ჰიოკიში, “მენსფილდ პარკზე”, ცნობილი სპორტული კომენტატორის ბილ მაკლარენის ფონდის მხარდასაჭერად გაიმართა და მას 2100 მაყურებელი დაესწრო. ორივე ქართველი მორაგბე ძირითად შემადგენლობაში იყო, კაჭარავამ სრულად ითამაშა, შველიძე კი, 59-ე წუთზე შეცვალეს. “ბარბაროსებს”, რომელიც 1890 წელს დაარსდა, ამჯერად უელსის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლინ ჰოუელსი გაუძღვა და მან “ბორჯღალოსნების” გარდა მსოფლიო თასის მონაწილე სხვა მორაგბეებიც მიიწვია: რუმინელები კრისტიან პეტრე, ანდრეი რადოი, ვალენტინ პოპერლანი და აშშ-ის ნაკრების კაპიტანი ტიმ უსაზი, ასევე, შოტლანდიის, უელსის და ირლანდიის ეროვნული, A, 7-კაცა და 21-წლამდელთა ნაკრების წევრები.
შეხვედრა “ბარბაროსების” უპირატესობით დაიწყო და მათ ანგარიში ჯარიმით გახსნეს, მერე კი, ლელოც გაიტანეს. ამას მასპინძლებმა შორეული ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ 29-ე წუთზე მეორე ლელოც მიიღეს და სტუმრები 15:3 დაწინაურდნენ. შესვენებამდე “სამხრეთელებმა” ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს და ტაიმი 15:8 დასრულდა, მეორე ნახევარში კი, სქოთებმა იმძლავრეს და 22:15 იმარჯვეს.

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=26330&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 19 ოქტ 2011, 20:49

უცხოური პრესა მამუკა გორგოძეზე: "მამა დაბრუნდა"

ამ სათაურით იხსნება ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთის, "მიდი ოლიმპიკის" პირველი გვერდი. მამა კი საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" ლიდერი, მესამეხაზელი მამუკა გორგოძეა.
"გულივერამ", რომელიც ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებიდან გუნდში ორი კვირის წინ დაბრუნდა, "მონპელიეს" შემადგენლობაში ახალ სეზონში პირველად ითამაშა. მონპელიელებმა სტუმრად "ბაიონი" დაამარცხეს - 26:17.
აღსანიშნავია, რომ "მონპელიეს", რომელიც შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტია, გორგოძის არყოფნაში ექვსი თამაშიდან ერთი მოგება, ამდენივე ფრე და ოთხი წაგება ჰქონდა. "მამა დაბრუნდა" და გუნდი ისევ ძველებურად ათამაშდა.
აი რას წერს მასზე "მიდი ოლიმპიკი":
"ცხადია, "ბაიონთან" თამაში გორგოძის ცხოვრების საუკეთესო შეხვედრა არ იყო, მაგრამ "მონპელიეს" შემადგენლობაში მარტო მისმა ყოფნამ გუნდის თამაშზე უდიდესი გავლენა იქონია.
თავისი უდრეკი მებრძოლი სულით, უდიდესი ფიზიკური ძალითა და მუდმივად გამარჯვებისკენ სწრაფვით, მან შეძლო გუნდის თამაშის დალაგება. "მონპელიე" უფრო შედეგიანი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. ეს დიდი ლიდერის ნიშანია.
გორგოძესთან ერთად მონპელიელთა ლიდერად ჩამოყალობდა მისი თანამემამულეც, შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი, რომელმაც მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა.
ერთი სიტყვით, '"კავკასიელმა გულივერმა" "ბაიონს" დაჰკრა და ამოაყირავა"

წყარო: https://www.facebook.com/notes/georgian ... 5016564796
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 21 ოქტ 2011, 12:48

შემოგთავაზებთ კომენტატორულ მარგალიტებს რუმინეთი-შოტლანდიის თამასიდან:

"ადვილი ხომ არაა 130 კილოგრამიანი კაცის გაქრობა? ნახე რა სახალადეცე კისერი აქვს";

"მსაჯმა რატო მისცა ჯარიმა გაურკვეველი? ალბათ ჩაესტვინა ან შოტლანდიელმა მიაძახაე ბიჭო ჩასტვინეო. კაი საბჭოთა კავშირი ხომ არაა";

"რატო უნდა გაიყინო სტადიონზე როცა ბარშიც შეიძლება უყურო თამაშს და თან ვისკი სვა";

"ტაიმებს შორის კარგად უხსნიან რაბის წესებს ვიდეო რგოლებით და ამიტომ შუა თამაშში აღარ ვხსნით წესებს ტვინი რომ არ ვუხნათ იმგენს";

"იმდენად მაგრად დაუხვდნენ რუმინელები, რომ კინაღამ ბარკალიც წააგლიჯა".

ინგლისი-რუმინეთი თამაში, კომენტატორი: მსაჯმა რამდენჯერმე ჩაფსტვია მაგრამ მორაგბეებს არ ესმით, ალბათ ხმა აქვს დაწეული ან ვიბროზე აქვს ჩართული და ხმას უნდა აუწიოს.

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია: გამოჩნდა მონიკელებული თავი (აფრიკელ მორაგბეზე იყო ნათქვამი);
ზაალი: აფრიკელთა წინა მწვრთნელმა თქვა მღლეტელი ვინ არის?
ნიაზი: ვინ არის და არსენა მარაბდელი.

ჰარპენი გაიჭრა, მაგრამ დაიჭირეს, ციხეში არა ოღონდ (უელსი-ავსტრალია)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 21 ოქტ 2011, 12:53

21 ოქტომბერი მე-3 ადგილისთვის ბრძოლა:

უელსი18 - 21 ავსტრალია

უხვფაზიანი შეტევის შემდეგ უელსელებმა დამატებულ დროში ულამაზესი ლელო დადეს.

მესამე ადგილოსანი ავსტრალია
Image

User avatar
graph yet
ბოდიალა
Posts: 120
Joined: 16 მაი 2011, 23:55
Location: მთაში
რაგბის მატჩები

Post by graph yet » 21 ოქტ 2011, 13:04

avtokh wrote:21 ოქტომბერი მე-3 ადგილისთვის ბრძოლა:

უელსი18 - 21 ავსტრალია

უხვფაზიანი შეტევის შემდეგ უელსელებმა დამატებულ დროში ულამაზესი ლელო დადეს.

მესამე ადგილოსანი ავსტრალია

გულიანად დაასრულა უელსმა, დიდი სიამოვნება მომანიჭა მათმა გიჟურმა ლელომ ბოლო წუთებზე!

ველოდები გრანდიოზულ ფინალს :wink:

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 21 ოქტ 2011, 16:30

ყველა ტამასჰიდან ვიგებ სიამოვნებას :)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 23 ოქტ 2011, 20:29

და გასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი და 24 წლის შემდეგ მეორედ გახდა ახალი ზელანდია მსოფლიო ჩემპიონი და თავისი სარეიტინგო პირველადგილოსნობა მსოფლიო ჩემპიონობითაც გაამყარა.

23 ოქტომბერი, 2011 წელი - ფინალური შეხვედრა:

საფრანგეთი 7 - 8 ახალი ზელანდია

მატჩი სწორედ ისეთი იყო როგორც ფინალს შეეფერებოდა, საკმაოდ დაძაბული, თუმცა არა უხეში. საფრანგეთმა მოგბისათვის ყველაფერი გააკეთა, თავი არ დაუზოგავს და საკმაოდ კარგი ბურთაობაც აჩვენა, მაგრამ კლასის, გამოცდილების თუ იღბალის ხარჯზე ზელანდიამ იმძლავრა მხოლოდ ერთი ქულით და დაეუფლა ასე დანატრებულ და მოწყურებულ ვებ ელისის ჩემპიონთა თასს.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
რაგბის მატჩები

Post by CheLo » 24 ოქტ 2011, 02:24

:evil: :evil: :evil: :evil: როგორც ვივარაუდე ისე მოხდა!! ზელანდია ჩემპიონია მაგრამ მე მამლებისკენ ვიყავი!!! :evil: :evil: :evil: :evil:

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
რაგბის მატჩები

Post by CheLo » 24 ოქტ 2011, 02:26

avtokh

ისეთი მაგარი კომენტატორები გვყავს.. სულ რომ ცუდი თამაში იყოს მაინც მიიღებ სიამოვნებას :D :D :D ტიპები მაგრად ღადაობენ :lol: :lol:

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 24 ოქტ 2011, 10:22

CheLo wrote:avtokh

ისეთი მაგარი კომენტატორები გვყავს.. სულ რომ ცუდი თამაში იყოს მაინც მიიღებ სიამოვნებას :D :D :D ტიპები მაგრად ღადაობენ :lol: :lol:
მაგატი რამდენიმე მარგალიტი ამ გვერდზევე, ცოტა ზევით მიწერია :) განსაკუთრებით უხვად შოტლანდია-რუმინეთის თამაშის დროს იყო კაი კომენტარები :)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 24 ოქტ 2011, 11:29

ახლა შემოგთავაზებთ მსოფლიო თასის გათამაშების საუკეთესო ხუთეულებს.

საუკეთსო ხუთი მოთამაშე:

1. იზრაელ დაგი (Israel Dagg) - ახალი ზელანდია;
2. ჯერომ კაინო (Jerome Kaino) - ახალი ზელანდია;
3. ჯამი რობერტსი (Jamie Roberts) - უელსი;
4. შონ ო'ბრაიანი (Sean O’Brien) - ირლანდია;
5. ჯაკეს ბურგერ (Jacques Burger) - ნამიბია.

წყარო: http://www.rugbyworldcup.com/home/news/ ... s+rwc+2011


საუკეთესო ხუთი ლელო:

1. მაა ნონუს (Ma’a Nonu) ლელო ახალი ზელანდია-ავსტრალიის ნახევარფინალური შეხვედრა;
2. ვინსენტ ცლერკის (Vincent Clerc) ლელო საფრანგეთი-ინგლისის მეოთხედფინალური შეხვედრა;
3. ლუკას გონსალეს ამოროსინოს (Lucas González Amorosino) ლელო არგენტინა-შოტლანდიის ქვეჯგუფის შეხვედრა;
4. გეტინ ჯენკინსის (Gethin Jenkins) ლელო უელსი-ნამიბიას ქვეჯგუფის შეხვედრა;
5. მაიკ პეტრის (Mike Petri) ლელო აშშ-რუსეთის ქვეჯგუფის შეხვედრა.

წყარო: http://www.rugbyworldcup.com/home/news/ ... s+rwc+2011
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 25 ოქტ 2011, 21:16

გორგოძეს სიმბოლურამდე პლეი ოფი დააკლდა

ის, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელი მამუკა გორგოძე მსოფლიო თასის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა, მხოლოდ და მხოლოდ იმის “დამსახურებაა”, რომ “ბორჯღალოსნებმა” ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს. “უებ ელისის თასის” VII გათამაშების დასრულების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემებმა სიმბოლური ნაკრებები ჩამოწერეს და ყველა ერთზე თანხმდება, რომ “განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გორგოძე”, მაგრამ ნაკრებში მის პოზიციაზე პირველ-მეორე ნომრად იმ გუნდის მორაგბეები ხვდებიან, რომელთა ნაკრებებმაც მინიმუმ მეოთხედფინალი ითამაშეს.
სიმბოლური ნაკრები დაასახელა პოპულარულმა სარაგბო ინტერნეტგვერდმა PlanetRugby-მაც, რომელმაც თითოეულ პოზიციაზე ერთი ძირითადი და ერთიც შემცვლელი მორაგბე დაასახელა:
“დიდი დებატების შემდეგ, ის 15 მორაგბე შევარჩიეთ, რომლებიც ჩვენი აზრით, 2011 წლის მსოფლიო თასზე ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ. საუკეთესო გუნდის შერჩევა იოლი საქმე არასდროსაა. ეს პროცესი ერთი კვირის წინათ დავიწყეთ და ამან დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია. არჩევანი არა მხოლოდ მორაგბეთა ინდივიდუალური მონაცემების გამო გავაკეთეთ, არამედ, გავითვალისწინეთ მათ მიერ გუნდისთვის გაწეული სამსახური. მაგალითისთვის ბისმარკ დუ პლესი გამოდგება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ჰუკერია, მაგრამ ამ კონკრეტულ ტურნირზე ნაკრებს მეტი წარმატება ზელანდიელმა კევენ მეალამუმ მოუტანა.
მაშ ასე, PlanetRugby-ს ვერსიით, 2011 წლის მსოფლიო თასის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
15. იზრაელ დეგი (ახალი ზელანდია): მისი არჩევა რთული არ იყო და აქ ყველასი - სპეციალისტების, გულშემატკივრების, მიმომხილველების აზრი ერთმანეთს ემთხვევა. გრემ ჰენრიმ თამამი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ვეტერან მილს მულიაინაზე უარი თქვა და ამ პოზიციაზე დეგი ათამაშა, რომელმაც ტონგასთან ტურნირის პირველი ლელო გაიტანა, ნახევარფინალში კი, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაა ნონუს ავსტრალიისთვის ლელო დაედო.
შემდეგი საუკეთესო: ქერთლი ბილი (ავსტრალია)
14. კორი ჯეინი (ახალი ზელანდია): ამ პოზიციამ დიდი ვნებათაღელვა და კამათი გამოიწვია. ძალიან ბევრმა მარჯვენა ფლანგის მოთამაშემ გამოიჩინა თავი, მაგრამ ჯეინი მაინც შეუდარებელი იყო. ფრანგმა ვენსან კლერკმა 6 ლელო კი გაიტანა და ბევრი სწორედ მას ემხრობა, მაგრამ ზელანდიელს ერთი შეცდომაც არ დაუშვია და უპირატესობას მაინც მას ვანიჭებთ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ავსტრალიელი ჯეიმს ოკონორი, რომლის დროც აუცილებლად დადგება.
შემდეგი საუკეთესო: ვენსან კლერკი (საფრანგეთი)
13. მაა ნონუ (ახალი ზელანდია): აქაც ცოტა რთულად იყო საქმე, მაგრამ ნონუს ისე ვერ დავტოვებდით. მან “სუპერ რაგბიში” სეზონი არცთუ წარმატებულად დაიწყო, თუმცა, კვირიდან კვირამდე უკეთ თამაშობდა და სპორტულ პიკს მსოფლიო თასზე მიაღწია. IRB-ს წლის საუკეთესო მორაგბეთა ნომინანტებს შორის ნონუ ტყუილად არ დაუსახელებია.
შემდეგი საუკეთესო: მანუ ტუილაგი (ინგლისი)
12. ჯეიმი რობერტსი (უელსი): ტურნირის ერთ-ერთი ნამდვილი ვარსკვლავი. მან ის ფორმა დაიბრუნა, რომელშიც ორი წლის წინათ, “ლომების” ტურნეს დროს იყო და რამაც იმ ტურნეს გმირად აქცია. რობერტსი თითქმის ყოველთვის ახერხებდა ხაზის გაჭრას, როცა კი ბურთს ეხებოდა.
შემდეგი საუკეთესო: ფრანსუა სტეინი (სამხრეთ აფრიკა)
11. შეინ უილიამსი (უელსი): მარჯვენა ფლანგისგან განსხვავებით, მარცხენა ფლანგზე დიდი არჩევანი არ ყოფილა. სწორედ უილიამსის დამსახურებაა ის, რომ უელსმა პლეი ოფში გააღწია. მან სამოასთან მატჩში ლელო გაიტანა და გუნდს გადამწყვეტი 5 ქულა შესძინა. სათადარიგო ვარიანტად ავსტრალიელი დიგბი იოანე განიხილება, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები სრულად ტრავმის გამო ვერ წარმოაჩინა.
შემდეგი საუკეთესო: დიგბი იოანე (ავსტრალია)
10. რის პრისტლენდი (უელსი): მსოფლიოს თასის აღმოჩენა ყველამ ერთხმად აღიარა. ის უელსის შეტევებს უნარიანად წარმართავდა. რომ არა დენ კარტერის ტრავმა, შესაძლოა, ამ პოზიციაზე სხვა ვარიანტი არც განხილულიყო, მაგრამ...
შემდეგი საუკეთესო: მორნი სტეინი (სამხრეთ აფრიკა)
9. პირი ვეეპუ (ახალი ზელანდია): როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უმთავრეს ყურადღებას ამა თუ იმ მორაგბის გუნდისათვის მარგი ქმედების კოეფიციენტს ვაქცვდით და ამ კუთხით ვეეპუ შეუდარებელია, მიუხედავად იმისა, რომ ფინალური შეხვედრა ჩაუვარდა. მან კარტერის არყოფნაში ნაწილობრივ მისი ფუნქციებიც შეითავსა, ფეხით ძალიან კარგად ითამაშა და დანაკლისი შეუმჩნეველი გახადა.
შემდეგი საუკეთესო: მაიკ ფილიპსი (უელსი)
8. იმანოლ არენორდოკი (საფრანგეთი): გარჩევა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართველი მამუკა გორგოძე, რომელიც ფენომენალური იყო.
შემდეგი საუკეთესო: სერხიო პარისე (იტალია)
7. სემ უორბერტონი (უელსი): როგორ უნდა დატოვო ყურადღების მიღმა რიჩი მაკქოუ, დევიდ პოკოკი, ან ტიერი დიუზოტუარი? არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ უორბერტონს ის წამი, რომელმაც მისი გუნდი ფინალს მიღმა დატოვა, რადგან ბოროტი განზრახვა თავში არ ჰქონია და მთელი ტურნირიც მაღალ დონეზე ჩაატარა.
შემდეგი საუკეთესო: რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია)
6. ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია): კაინო წლის საუკეთესო მორაგბეთა ნომინანტებს შორის იყო და ეს კაცი ღირსია სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრისა იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მან გასწია.
შემდეგი საუკეთესო: ჟულიენ ბონერი (საფრანგეთი)
5. დანი რუსო (სამხრეთ აფრიკა): ბაქის ბოთას ტრავმის ფონზე, ბევრი შიშობდა, რომ სამხრით აფრიკის შერკინების მეორე ხაზი ჩავარდებოდა, მაგრამ რუსომ ეს ნაკლი გამოასწორა.
შემდეგი საუკეთესო: ლუკ ჩარტერისი (უელსი)
4. ბრედ ტორნი (ახალი ზელანდია): იქ, სადაც სიძნელეები იყო, საქმეში ბრედ ტორნი ერთვებოდა. ის დაუნდობლად ასუფთავებდა რაქებს, 36 წლის ვეტერანი შეუდარებელი იყო დერეფანში თამაშისას. მას სამუდამოდ ემახსოვრება ფინალური შეხვედრა.
შემდეგი საუკეთესო: ჯეიმს ჰორვილი (ავსტრალია)
3. ნიკოლა მა (საფრანგეთი): აზრები აქაც გაიყო. ნაწილი ადამ ჯონსს და ოუენ ფრენკსს ემხრობოდა, მაგრამ ჩვენ მაზე შევჩერდით, რომელიც ძლიერ აკლდა საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ზელანდიის წინააღმდეგ, მაგრამ მან თავი ფინალურ შეხვედრაში გამოიჩინა.
შემდეგი საუკეთესო: ოუენ ფრენკსი (ახალი ზელანდია)
2. კევენ მეალამუ ( ახალი ზელანდია): მიუხედავად იმისა, რომ მან ფინალში კარგად ვერ ითამაშა და იმ კონკრეტულ შეხვედრაში ჰუკერის პოზიციაზე ვილიამ სერვა უკეთესი იყო, მეალამუმ იმაზე მეტი სამუშაო გაწია, ვიდრე ჰუკერს ევალება. მას მუდამ ჰქონდა იერიშის გაგრძელების სათადარიგო ვარიანტი და ხშირ შემთხვევაში ინიციატივას საკუთარ თავზე იღებდა. ის მიუდამ დარჩება “ოლ ბლექსის” ერთ-ერთ უდიდეს მორაგბედ.
შემდეგი საუკეთესო: ბისმარკ დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
1. გუთრო სტეენკამპი (სამხრეთ აფრიკა): სტეენკამპმა დაგვანახა, რატომ გახდა 2010 წელს სამხრეთ აფრიკის საუკეთესო მორაგბე. მას უკან ერთი ნაბიჯითაც კი არასდროს დაუხევია. თითქმის მის გვერდითაა ირლანდიელი კინ ჰილი, მაგრამ ჩვენ არჩევანი მაინც აფრიკელზე შევაჩერეთ.
შემდეგი საუკეთესო: კინ ჰილი (ირლანდია)

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=26769&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 29 ოქტ 2011, 17:39

29 ოქტომბერი, 2011 წელი - ქ. ბუქარესტი, რუმინეთი, FIRA-ს ეგიდით დაიწყო 17 წლიანთა ევროპის ჩემპიონატი რაგბიში. ორი უკეთესი ხვდება 2012 წლის
18’წლამდელთა ევროპის პირველობის ელიტაში

29 ოქტომბერი - დღე პირველი
ბელგია 19 - 23 პორტუგალია
რუმინეთი 6 - 27 საქართველო

1 ნოემბერი - დღე მეორე
საქართველო 27 - 9 ბელგია
რუმინეთი 3 - 27 პორტუგალია

4 ნოემბერი - დღე მესამე
ბელგია 7 - 3 რუმინეთი
საქართველო 24 - 3 პორტუგალია

საქართველოს ეს ასაკობრივი ნაკრები (თვრამეტწლამდელთა) მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფში, საქართველო, ინგლისის, უელსისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.
A ჯგუფში, ირლანდიის, საფრანგეთის, შოტლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებები იბურთავებენ. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, პირველადგილოსნები ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, ჯგუფის მეორეადგილოსნები მე-3 ადგილს გაითამაშებენ, მესამეები ერთმანეთს მე-5 ადგილისთვის გაეჯიბრებიან, ხოლო ნაბოლარები - ბოლოსწინა ადგილისთვის.

ცემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.fira-aer-rugby.com/group-88.htm
http://worldsport.ge/Read.aspx?news=27207&lang=1
Last edited by avtokh on 05 ნოე 2011, 11:05, edited 4 times in total.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 29 ოქტ 2011, 17:46

30 ოქტომბერი, 2011 წელი - ქ. ბუქარესტი, რუმინეთი, FIRA-ს ეგიდით გაიმართება 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი რაგბიში. ტურნირი იწყება მეოთხედფინალებიდან. ორი უკეთესი გადის 2012 წლის 20’წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე.

30 ოქტომბერი - დღე პირველი

საქართველო 50 - 0 შვეიცარია
ბელგია 7 - 10 ნიდერლანდების სამეფო (ჰოლანდია)
რუსეთი 15 - 8 ესპანეთი
რუმინეთი 32 - 17 პორტუგალია


2 ნოემბერი - დღე მეორე, ნახევარფინალური შეხვედრები:

საქართველო 24 - 8 რუმინეთი
ნიდერლანდების სამეფო (ჰოლანდია)8 - 45 რუსეთი

შვეიცარია 7 - 71 პორტუგალია
ბელგია 7 - 7 ესპანეთი


5 ნოემბერი - დღე მესამე, ტურნირიდან გამოთიშვის თამაშები"play off games"

საქართველო 20 - 12 რუსეთი
რუმინეთი 59 - 18 ნიდერლანდების სამეფო (ჰოლანდია)
პორტუგალია 15 - 26 ესპანეთი
შვეიცარია 6 - 40 ბელგია

სამი მოგებით და არცერთი წაგებით საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა გათამაშებაში და მოიპოვა უფლება მომავალ წელს იასპარეზოს მსოფლიო ალაფაზე.


ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.fira-aer-rugby.com/group-59.htm
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]