კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 10 სექ 2011, 17:50
shoda1121 wrote:577 05 07 27 ; ჩემი ნომერი; გეგმა იგივეა: უბრალოდ ჩვენი მძღოლი გვპირდება რომ ვარძიაში(იქვეა), ზემო ვარძისა(მონასტერი) და ხერთვისშიც აგვიყვანს;)
კაი იუმორის გრძნობა ჰქონია მაგ მძღოლს
ხერთვისი ვარძიის გზაზეა
ვარძია და ზედა ვარძია ხომ უნდა გაიარო რომ თავკვეთულასთან მიხვიდე და...
ბორჯომსაც გაგატარებს?

ხაშურსაც?
იმედია ჯვარსაც ჩაგატარებთ ეგ მძღოლი, უეჭველი... თუ წალკიდან არ წახევდით
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 10 სექ 2011, 18:14
577 05 07 27 ; ჩემი ნომერი; გეგმა იგივეა: უბრალოდ ჩვენი მძღოლი გვპირდება რომ ვარძიაში(იქვეა), ზემო ვარძისა(მონასტერი) და ხერთვისშიც აგვიყვანს
ხერთვისი ვარძიის გზაზეა
ვარძია და ზედა ვარძია ხომ უნდა გაიარო რომ თავკვეთულასთან მიხვიდე და..
მეც ეგ ვიფიქრე - მაგრამ აღარ დავწერე..
ხერთვისზე როგორ აგიყვანთ?
ხელში?
ხერთვისს ცხვირით შეეჯახები როცა მიდიხარ ვარძიისაკენ

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 10 სექ 2011, 18:22
ბარემ ბონუსად, ვარძიის ქვაბებიც ეთქვა, ეგეც გზაზეა

-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 10 სექ 2011, 19:20
ესე უკეთ დავამარკეტეთ გამოუცდელი ხალხისთვის და უცხოელებისთვისაც:) ვარძია რომ ჩავსვით:) თუმცა 28 კაცს არ ველოდით:)
კარავზე კი ხალხი არ მოგროვდა და მაგიტომაც დავპოსტე ჩემი 'არა-კარვული' (და მასებზე გათვლილი:)) შემოთავაზება- სხვა დროს ნამდვილ გასვლებში სიამოვნებით შემოგიერთდებით:)
რაც შეეხება მარშუტკას, ჩემ ნაცნობ მძღოლს პატარა მარშუტკა ყავს და თუ 15-18 კაცი მოვგროვდებოდით მაშინ ფასდაკლებით წაგვიყვანდა 20-20 ლარად; 20-კაციან მარშუტკაზე სხვას უნდა უთხრას=400 ლარი საბაზრო ფასია:)
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 სექ 2011, 21:16
დასანანი იქნება, თუ კარავული გასვლა არ შედგება.
shoda1121
ნება მიბაბოძეთ, გთხოვოთ, რომ მეტი პატივისცემით მოეპყროთ ქართულ ენას და მარშრუტკა-ივენეთები გვერდზე გადადოთ.[/b]
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 10 სექ 2011, 21:47
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:დასანანი იქნება, თუ კარავული გასვლა არ შედგება.
2 კარველი ჩემთან ერთად მოდის;
კარგით, აუცილებლად გავითვალისწინებ!!!
-
pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
Post
by pataputina » 11 სექ 2011, 13:34
წავიდა ვინმე აქ?
არადა როგორ მინდოდა :შ
-
skopi
- ბოდიალა
- Posts: 219
- Joined: 05 ივლ 2010, 15:52
- Location: მგონი თბილისი
Post
by skopi » 11 სექ 2011, 20:13
pataputina wrote:წავიდა ვინმე აქ?
არადა როგორ მინდოდა :შ
მგონი დოლიძელი წავიდა
-
dolidzeli
- მაწანწალა
- Posts: 820
- Joined: 20 ივლ 2009, 02:42
Post
by dolidzeli » 12 სექ 2011, 01:20
მე და მარიტა ვიყავით, დიდად ნასიამოვნები დავბრუნდით.
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 12 სექ 2011, 16:08
dolidzeli wrote:მე და მარიტა ვიყავით, დიდად ნასიამოვნები დავბრუნდით.
ყოჩაღ თქვენ, რომ ყველაფრის მიუხედავად მოახერხეთ და მაინც წახვედით.
პს. იმ ღამეს გეძინა საერთოდ?

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 სექ 2011, 00:25
dolidzeli wrote:მე და მარიტა ვიყავით, დიდად ნასიამოვნები დავბრუნდით.
ეგებ არ დაიზაროთ და შთაბეჭდილებები მოგვიყვეთ.
მტკვარი როგორ გადაიარეთ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 13 სექ 2011, 06:38
მეც ვიყავი ჩემს მეგობართან ერთად. შაბათს დავიძარით, დილით და ძეგლების ნახვა-ნახვით მივდიოდით. სადღაც ნაშუადღევს წუნდის ეკლესიას ვუღებდი სურათს. იქვე სამანქანო გზის გვერდზე პარარა გორაკიდან. მანქანაში, რომ დავბრუნდი რაღაც მანქანა მოგვადგა და აგვიკლო საყვირის მოცემით. ცოტა არ იყოს გავბრაზდით - ნუთუ ამოდენა გზაზე მაინცადამანც ჩვენ სადაც ვიდექით იქ უნდა გაჩერებაო. მერე მძღოლი გადმოვიდა და იცით ვინ აღმოჩნდა - მონადირე! თურმე მუ იტყვით და ირაკლი და ეკა მოგზაურობდნენ, დამინახეს რომ სურათს ვიღებდი და ამიტომაც მოგვადგნენ. ვარძიის დასათვალიერებლად მიდიოდნენ. რომ გაიგეს ჩვენი გეგმები, რომ იქვე ვარძიასთან ვაპირებდით კარვის დაცემას და მეორე დღეს მტკვირს გავლას და თავკვეთილაზე ასვლას, არც დაფიქრებულან ისე შემოგვიერთდნენ. მშვენიერი საღამო გავატარეთ კოცონთან, მგონია, ცოტა თავიც კი შევაწყინეთ მე და ჩემა მოგობარმა იმდენი ამბავი მოვუყევით. მოკლედ კარგი იყო.
მეორე დილას თავკვეთილაზე ავედით. უამრავი ხალხი იყო. მტკავრი მუხლს ფარავდა, უფრო მაღალი არ ყოფილა. ტაძართან უგრძესი რიგი იყო, რომელიც პრაქტიკულად არ იძრვროდა, რადგან ტაძარში რამდენი კაცი გამოვიდოდა იმდენს უშვებდნენ. რადგან მხოლოდ თითო-ოროლა გამოდიოდა ბევრიც ვერ შედიოდა. სამწუხაროდ ამის გამო ტაძარში ვერ მოვხვდით.
იმისთვის რომ მომლოცველების რაოდენობას როგორმე გამკლავებოდნენ იოანე ნათლისმცემლის ხატი გარეთ იყო გამოსვენებული და იქვე დიდი კარავი, ბალდახინივით იყო გაშლილი სადაც საკურთხეველი იყო გამართული და ზიარებისთვის ემზადებოდნენ.
აგერაა ფოტოები
https://picasaweb.google.com/1078017370 ... 1September
მტკვრის დაწევის სასაწაულისა რა გითხრათ. როგორც იქარუებისაგან და ასევე ვარძიელი ბერისგან გავიგე იმ ადგილას ზოგადად ფონია და წელიწადის ამ დროს როცა ნაკლები ნალექია თავსუფლად გადადიხარ და არა მარტო 11 სექტემბერს, მაგრამ ჩემთვის სასწაული და თანაც ძალზე სასიამოვნო იყო ირაკლისა და ეკასთან შეხვედრა.....
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 13 სექ 2011, 09:31
Kakha
რა მაგარია
მიყვარს ასეთი მოულოდნელი სურპრიზები, მახსოვს იმავე ვარძიაში აცა რომ დაგვადგა მოულოდნელად თავზე ნატოსთან ერთად . როგორ გაგვიხარდააა

-
marmenio
- მაწანწალა
- Posts: 545
- Joined: 13 აგვ 2009, 17:08
Post
by marmenio » 13 სექ 2011, 09:55
2 კვირის მოგზაურობის მერე ვარძიაში რომ მივდიოდით, ვინატრე, კარაველები ვართ და ერთი საღამო როგორ არ უნდა გავატაროთ კარავშითქო და სულ ცოტა ხანში დავინახეთ კახა, ძალიან გაგვიხარდა. რა თქმა უნდა ნატვრა ავისრულეთ და ულამაზესი საღამო გავატარეთ ერთად კოცონის პირას მშვენიერ საზოგადოებაში. ისეთი საინტერესო ამბები მოგვიყვნენ კახამ და დავითმა მეორე დღესაც ვიხსენებდით

დაუვიწყარი დღე იქნება ჩემთვის ყოველთვის.
გული დამწყდა რომ სხვა კარაველები ვერ ვნახეთ მეორე დღეს, რადგან გვეჩქარებოდა. ზეკარის უღელტეხილით ვიყავით გადასასვლელები იმერეთში.