ერთადერთი ომი, რომელიც ამჟამად შეიძლება მოხდეს, არის რუსეთის თავდასხმა ჩვენზე. შესაბამისად, თხოვნები ქართველების მიმართ, რომ არ იყოს ომი არაპროდუქტიულია, რადგანაც ქართველებზე ეს არაა დამოკიდებული.

აფხაზეთს რაც შეეხება - რა თქმა უნდა, როცა მოვა დრო იქ აღდგება კანონი და წესრიგი. შენ რომ წაგართვას შენი ბინა/სახლი ვიღაც ტიპმა კალაშნიკოვით ხელში, კი გექნება მოლოდინი, რომ სახელმწიფო, პოლიციის ან ვინმეს სახით, დაიცავს შენს უფლებებს და კალაშიანი ტიპისგან ისევ შენს ხელში ჩააბარებს შენს ქონებას. თუ ეს არ მოხდა, ალბათ ძალიან უკმაყოფილო იქნები სახელმწიფოთი და იმ გარემოებით, რომ დარჩი შენი ბინის/სახლის გარეშე.
ჰოდა, უნდა შეგატყობინო, რომ აფხაზეთიდან გამოდევნილ ადამიანს ზუსტად ისეთივე უფლება აქვს თავის ბინაზე/სახლზე, როგორც პერწკლს. შესაბამისად, როგორმე მოგიწევს იმის მოთმენა, რომ სახელმწიფო ჩადებს ძალისხმევას მაგ ადამიანის უფლებების დაცვაში. ეხლა ვერა. მერე, როდესაც ეს ფიზიკურად შესაძლებელი გახდება.