"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.
მართლა ძალიან ლამაზი გასვლა გამოგსვლიათ კარაველებო, თუმცა ამ მშვენიერ მხარეში სხვანაირს არც ველოდი. რეპორტაჟიც შესანიშნავად იწერება და მოუთმენლად ველი მის გაგრძელებას.
ერთი რამ მინდა აღვნიშნო...
უამრავი გასვლა გაკეთებულა თუშეთში და აქაც უამრავი რეპორტაჟია გახსნილი , მაგრამ მე რაც წამიკითხავს არცერთში არ შესულან ჩემს სამშობლოში-წოვათაში, ამისთვის კი ორმგად მადლობა თქვენ რომ კიდევ ერთხელ გამახსენეთ ის მშვენიერი და დაუვიწყარი ადგილები, რომელთა ხივლაც ეკალს მაყრის.
დარწმნებული ვარ გაგრძელებაც ასეთივე საინტერესო და ხალისიანი ექნება თემას.

წამო თუშეთში
- tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.
რაც შეეხება ლეო პაპას, სამი წელი მისი თბილი სტუმართმოყვარეობით ვტკბებოდი და მომავალშიც არაერთხელ ვესტუმრები. ეგ ადამიანი ძალიან ზედმიწევნით ამართლებს ხალხურ გამონათქვამს- ,,სტუმარი ღვთისაა". უღრმესი მადლობა მას ამ ყველაფრისთვის.
წამო თუშეთში
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.
მთაშენკ, სწორი ფორმაა საჩიღოლო, ხოლო საჭიღოლო მართლა რუსულის გავლენით დამკვიდრდა. თუ გინდა, მემრ, როცა თუშეთ ერთად მოვხელავთ, იდიოძისნაირ საქმეში ჩახედულებთანაც დაგალაპარაკებ ე მაგ თემაზედ. თუშეთსი მასეთი ორვარიანტი სახელი მხოლოდ ბოჭორმას აქვს, რომელსაც ბოჭორნადაც იხსენიებენ.
ქორბეღელა სწორად აღწერე, მართლაც ეგრე სრულდება. ოღონდ ხევსურებისა და ათენგენობისა არ იყოს, ცოტა თუშებიც უფრთხიან მაგას, რადგან სწამთ, რომ ქორბეღელას ჩაშლა ანუ თუ ვინმე ჩამოვარდება, უბედურებას მოასწავებს. კერძოდ, ვინც ჩამოვარდება, უბედურება შეემთხვევაო. იქნებ ეს ცრურწმენაა, მაგრამ მტაში ბევრი მაგალითუი დაუსახელებიათ, როცა ჩამშლელი იმ წელსვე დაღუპულა, ან იმ სოფელში ვინმე ახალგაზრდა მომკვდარა. ერთხელ იმაზე კამათსაც შევესწარი, გაემართათ თუ არა დღეობის ბოლოს ქორბეღელა - წლეულს ცოტანი ვიყავით ხალხნი და არ ჩაგვეშალოს, ვინმე არ დაიღუპოსო. საბოლოოდ მაინც ამ აზრმა გაიმარჯვა.
ნარკომანი ცხვრის ეპიზოდზე კი რა ვთქვა - ჯიგრები არიან ჩემი თუშები!!!
მიტომაც მიყვარს ეგ ხალხი და ეგ მხარე. 
პ.ს. მგონი, ეთელტა იოსებ ლონგიშვილის სოფელია, შატილის ასულოს ლექსის ავტორისა და მართლაც ბრწყინვალე პოეტისა. კიდევ - ასპინძის ომის გმირ კოხიოს სოფელია. თუ არ ვცდები, ადან ბობღიაშვილიც (ადამ ალვანელი) მაქაურია, ”სამანელი” და ძალიან კარგი პოეტი, რომელიც თუშთა შეთქმულებაში მონაწილეობისთვის სადრაც აბანოს ხევის გადაღმა რომელიღაც ხეობაში დახვრიტეს. ადრე საცალფეხო გზა მაგ ხეობაზე გადადიოდა, რაც ტქვენ გადაიარეთ - იმ ტბების გავლით. ჰოდა, ის შეთქმულები მთაში დააპატიმრეს და ბარში გადაჰყავდათ, მაგრამ ალვანამდე არ ჩაუყვანიათ, გზაში დახვრიტეს.
tushi aleko - კარავი მართლაც პირველად იყო წოვათაში, თუ ბერნარის შარშანდელ გასვლას არ ჩავთვლით. ეტყობა, არ გაქვს ის გასვლა ნანახი.

საბედნიეროდ არ ჩაშლილა ქორბეღელა 
კარგი სანახაობა იყო, თან მღეროდნენ. პაატამ, თუშურად ვარდანაიძემ
იცის რასაც მღერიან მაგ დროს.
ძალიან მაგარი იყო დღეობა, ეხლაც ყურებში მიდგას "გვწყალობდეეეეეს..."

კარგი სანახაობა იყო, თან მღეროდნენ. პაატამ, თუშურად ვარდანაიძემ

ძალიან მაგარი იყო დღეობა, ეხლაც ყურებში მიდგას "გვწყალობდეეეეეს..."
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.
Iako.
ეეეჰ, რამდენი კაი მოგონება მაქვს მაგ შეძახილტან დაკავშირებით.
მე ჟველურთაში დავესწარი დღეობას და ძალიან ტკბილად მახსოვს, ჯერ გაღმით ხისოელებმა რომ დააგუგუნეს "გვწყალობდეს", მერე მეორე მხარეს შტროლთელებმა აუბეს მხარი... შორიდან რაღაც ტკბილ მელოდიასავით მოდიოდა ხმა.
ღმერთმა ნურც ჩაშალოს და სიმშვიდე ჰქონოდეს თუშეთსაც, ყველა მხარესაც.საბედნიეროდ არ ჩაშლილა ქორბეღელა
ეხლაც ყურებში მიდგას "გვწყალობდეეეეეს..."

ეეეჰ, რამდენი კაი მოგონება მაქვს მაგ შეძახილტან დაკავშირებით.

მე ჟველურთაში დავესწარი დღეობას და ძალიან ტკბილად მახსოვს, ჯერ გაღმით ხისოელებმა რომ დააგუგუნეს "გვწყალობდეს", მერე მეორე მხარეს შტროლთელებმა აუბეს მხარი... შორიდან რაღაც ტკბილ მელოდიასავით მოდიოდა ხმა.
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.
კი, მართალია. დართლოში, სასტუმროში გავიცანით მისი 13 წლის შვილიშვილი, ისიც იოსები და იმან გვითხრა ჩვენguruli wrote: პ.ს. მგონი, ეთელტა იოსებ ლონგიშვილის სოფელია, შატილის ასულოს ლექსის ავტორისა და მართლაც ბრწყინვალე პოეტისა.

Keep Smiling...
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.
tushi aleko
გაიხარე
დიდი მადლობა, მიხარია თუ ინტერესით ადევნებთ თვალს რეპორტაჟს 
სწორად დაგიწერა გურულმა, წოვათაზე რეპორტაჟი ბერნარსაც ჰქონდა და ბევრი რამ გავითვალისწინე მისი ჩანაწერებიდან რჩევად
.
ვეცდები პერიოდულად გავარძელო ხოლმე თხრობაც და სურათების დადებაც, როგორც კი თავისუფალ დროს ვიპოვი
მე-5 დღეზე შევჩერდი, ვერხოვანში რომ ავედით.
ცოტა ხნის ლოდინის მერე ცხენებიც დაგვეწიენ და შევუდექით ნაყაიჩოს უღელტეხილისკენ მიმავალ ბილიკებს. გზა სულ მარლა და მარლა იწევდა, გასაკვირიც არ იყო ვერხოვანის სიმაღლიდან 1950 მეტრიდან 2903 (მეტრზომის მიხედვით კი 2928 მეტრამდე) უნდა ავსულიყავით. თავიდან გზა ტყესი მიდიოდა, ჩრდილში სიარული შედარებით გაგვიადვილდა, 2-3 ადგილას პატარა მდინარეც გადავკვეთეთ.

მაგრამ მალე ბილიკი ტყიდან გავიდა და სუბალპურ, შემდეგ კი ალპურ მდელოებზე გადავიდა, თაკარა მზეში ორმაგად ძნელი იყო იმ აღმართების ავლა.

დაახლოებით 1 საათში სოფელი დადიკურთაც გამოჩნდა. უფრო სწორად ნასოფლარი, სახლების უმეტესი მიტოვებული იყო. მაგრამ მანდაც გამოგვიჩნდა მასპინძელი, რომელიც ალუდით და უგემრიელესი გუდის ყველით გაგვიმასპინძლდა. სახლის ჩრდილში შეფარებულებმა ცივი ალუდი დავაგემოვნეთ, სული მოვითქვით და გზა გავაგრძელეთ.

უღელტეხილს ვიყავით მიახლოებული, კიდევ რომ შევისვენეთ და წავიხემსეთ ძალების მოსაკრებად. მერე ისევ გავაგრძელეთ აღმართების ავლა. დაახლოებით ნახევარ საათში ბუნტურის აღფრთოვანებული შეძახილები შემომესმა, არ მაინტერესებს, ფარსმა , მე აქ ვბანაკდები დღესო

ხედი ჭეშოზე

ხედი ფარსმაზე

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცოდი და ბუნტურმაც, რომ იქ კარვებს ვერაფრით გავშლიდით

მოლაშქრეთა ნაწილი ბანაკში მზის ჩასვლამდე დაახლოებით 5 საათზე მივედით, ვჩქარობდით, რომ სანამ მზე ჩავიდოდა ნამიანი კარვები გაგვეშალა და გაგვეშრო და შემდეგ ვახშმის მომზადებაზე გვეზრუნა. ბანაკი ბარსმისა და ბასოს შორის მდინარესტან დავეციტ. პატარა მდინარე , რომელიც ამ ორი სოფლის შუაში ჩამოდიოდა, სუფთა იყო და სამელადაც ვიყენებდით. დანარჩენი მოლაშქრეები ნაწილ-ნაწილ ბრუნდებოდნენ კარავში, როგორც მერე გიო-ბარსა, მათი ჩამკეტი გვიყვებოდა, მათმა ნაწილმა თურმე გამოძინებაც კი მოასწრო დეკის ბუჩქების ძირში

იმ ღამესაც კოცონი დავანთეთ და მის გარშემო შემომსხდარი ვისმენდით სიმღერებს და საინტერესო ამბებს.
მეორე დრეც გატენდა. იმ დრეს ლაროვანის ტბის მონახულება გვქონდა გეგმაში. თუმცა ხალხის ნაწილმა ჭონთიოსკენ გასეირნება გადაწყვიტა. პაატა ცვენ გამოგვყვა 2 ცხენიტ , დანარცენები კი გელას გაყვნენ ჭონთიოს მიმართულებით. ეს ფოტოები მანამდეა გადარებული , მარიშკა დედამისის მიერ დამზადებულ უგემრიელეს ჟოლოს მურაბას გვაგემოვნებინებს

ტავზე მესაზღვრეების ვერტმფრენმა გადაგვიფრინა, როგორც მერე გირევში გავიგეთ, მესაზღვრეთა მეორე ცვლა მოუყვანიათ

"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.
ლიკა გადასარევი ხარ
ვკითხულობ და ისევ დიდი სიამოვნებით ვმოგზაურობ თუშეთში :*

"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.
რომ იცოდეთ როგორ მომენატრეეეეთ 