ტბები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ტბები

Post by domciko » 10 აგვ 2011, 11:04

ბავშვებო ეს ტბები სად მდებარეობს???? :roll:

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ტბები

Post by Makena » 10 აგვ 2011, 13:16

ტბები დიდ აბულთან
ImageMta Mkvarebia
Image
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 10 აგვ 2011, 17:51

domciko

ტობავარჩხილის ტბა ეგრისის ქედზეა, სამეგრელოში.
ტობავარჩხილის სიღრმე 35 მ-ია. ოხოჯეს სიღრმე 15 მ-ია.

რაც შეეხება მაკენას მიერ დადებულ მეორე მესამე ფოტოს... "ტბა მდებარეობს სამსარის და აბულის მთების შემაერთებელი დაბლობის შუა ნაწილში, ამ ტბის სახელი ვერ დავაზუსტე რადგან ვერავინ ვნახე ვინც აქ ნამყოფია ან საერთოდ გაუგია ამ ტბის შესახებ". წყარო ვიკიპედია;)
Last edited by Ketevan Guliashvili on 17 ოქტ 2011, 11:43, edited 1 time in total.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 10 აგვ 2011, 17:57

დიდი ღელე



Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 10 აგვ 2011, 17:58

კალიაში

Image

ფოტოს ავტორია OTO-FOTO

Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 10 აგვ 2011, 18:55

ტობას ტბა (ინდონეზიური Danau Toba) - კალდერის ტიპის ტბა კუნძულ სუმატრას (ინდონეზია) ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთით.

მაქს. სიგრძე 100 km
მაქს. სიგანე 30 km
სარკის ფართობი 1,130 km2
მაქსიმალური სიღრმე 505 m
წყლის მოცულობა 240 km3

კალდერული ტბა ტობა ბატაკის (ინდონეზ. Tanah Batak) ვულკანურ დაბლობზე, ბარისანის (ინდონეზ. Bukit Barisan) ჩრდილოეთ ქედზე მდებარეობს. განთავსებული ზღვის დონიდან 900 მ-ის სიმაღლეზე. ტბა ყველაზე დიდია ვულკანური წარმოშობის ტბებს შორის. ასევე ყველაზე დიდია სუმატრაზე არსებულ ტბებს შორის.

ტბის შუა ნაწილშია კუნძული სამოსირი (ინგლ. Samosir), რომელიც პოსტვულკანური აქტივობის შედეგად წარმოიშვა. კუნძულის ფართობია 640 კვ. კმ. ხოლო სიმაღლე 1630 მ. (725 მ. ტბის დონიდან).

მეორე კუნძულია _ პარადაპური (ინდონეზ. Paradapur) ზომით ბევრად ნაკლებია - 7 კმ. არის კიდევ 2 კუნძული - ტაო ( ინდონეზ. Pulau Tao) და მალაუ (ინდონეზ. Pulau Malau) მათი ფართობი თითოსი 1-2 კმ. -ია. ტბიდან გამოედინება მდინარე ასახანი (ინდონეზ. Sungai Asahan) რომელიც 150კმ.-ის შემდეგ სრუტეში ჩაედინება. ტბის ჩრდილოეთით არის 120 მეტრიანი ჩანჩქერი სიპისო-პისო.

ტბა მეთერთმეტეა მსოფლიოს ყველაზე ღრმა ტბებს შორის.

Image

Image

წყარო: http://wikitravel.org/en/Lake_Toba

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0% ... 1%80%D0%B0
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D0% ... 0%D0%BE%29

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D0% ... 0%D0%BE%29

http://travelingguideinfo.com/toba-lake ... ing-angel/

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ტბები

Post by domciko » 10 აგვ 2011, 20:59

ულამაზესია მართლაც რომ... :)

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 13 აგვ 2011, 13:25

სავარაუდოთ ბარეთის (ბაშქოის) ტბა

ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, ხრამჰესის წყალსაცავის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ. ტბის ფართობი 1,24 კმ2, აუზის ფართობი 9,3 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, საშუალო სიღრმე 0,82 მ.

მდებარეობს სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არა აქვს. მაქსიმალური დონე გაზაფხულზე, მინიმალური - ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დასწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი.

Image

ესეც სავარუდოთ ბეშთაშენის ტბა

Image

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ტბები

Post by Monadire » 13 აგვ 2011, 14:11

Nika wrote:
Giorgi Bagrationi wrote:ყელიწადის ტბა, განსხვავებით ყელის ტბისა "ჩვენ" საზღვრებშია. თუმცა გარკვეული რისკის ფაქტორი ალბათ არსებობს.
რუკის მიხედვით შესაძლებელია თრუსო-ყელიწადი არჩვების ტბა-(შერხოტაზე ასვლა)-მლეთა მარშუტის ისე გავლა რო ადმინისტრაციული საზღვარი არ გადაკვეთო.
"საზღვარი" რომ ზუსტად იყოს აღნიშნული, მაგ რუქის მოძიება სად შეიძლება?
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ტბები

Post by Giorgi Bagrationi » 14 აგვ 2011, 01:06

საქართველოს რუკის (და არა "რუქის") :wink: ციფრული ვერსია მეც მაქ და თუ გჭირდება დამიკავშირდი და ჩაგიწერ.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ტბები

Post by Gvalva » 14 აგვ 2011, 01:14

Monadire

მე როგორც ვიცი "საზღვრად" ითვლება საბჭოთა პერიოდის "სამხრეთ ოსეთის" საზღვარი, ასე რომ ძველი რუკები რომ ნახო ეგ იქნება.

ხო, გილოცავ დამდეგს! ;) :)

Giorgi Bagrationi

როგორ ხარ, 80-იანი ვნახე და არ აღმომაჩნდა :(

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ტბები

Post by Nika » 15 აგვ 2011, 14:56

Monadire wrote:
Nika wrote:
Giorgi Bagrationi wrote:ყელიწადის ტბა, განსხვავებით ყელის ტბისა "ჩვენ" საზღვრებშია. თუმცა გარკვეული რისკის ფაქტორი ალბათ არსებობს.
რუკის მიხედვით შესაძლებელია თრუსო-ყელიწადი არჩვების ტბა-(შერხოტაზე ასვლა)-მლეთა მარშუტის ისე გავლა რო ადმინისტრაციული საზღვარი არ გადაკვეთო.
"საზღვარი" რომ ზუსტად იყოს აღნიშნული, მაგ რუქის მოძიება სად შეიძლება?
mygeorgia.ge
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 23 აგვ 2011, 12:27

შაორის წყალსაცავი


შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე - 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ2. წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ3.

საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ). ქვაბული აგებულია ქვედაცარცული კარბონატული ქანებით, სადაც კარგადაა განვითარებული კარსტული პროცესები. ქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები - ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია. შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა.

Image

Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 25 აგვ 2011, 20:30

ჭილის ტბა


ხელოვნურად დაგუბებული ტბა, სადაც მოშენებულია თევზი.

ფოტოების ავტორი: თამაზ დუნდუა.
Image

Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 26 აგვ 2011, 17:07

ტბა თენგიზი, დენგიზი (ყაზ. Теңіз)

კოორდინატები: 50°26′23″ ჩ. განედი. 68°54′00″ ა. გრზედი. / 50.439722° ჩ. გ. 68.9° ა. გ.
ადგილმდებარეობა: ყაზახეთის წვრილგორაკები
სიმღლე ზღვის დონიდან:
304 მ.

სიგრძე
74,4 км

სიგანე
32,2 км

ფართობი
1590 км²

ყველაზე დიდი სიმღრმე
8 м

ხილვადობა
0,5 — 4,0 м

ჩამდინარე მდინარეები:
ნურა და ყუნალუთფესი.

ტბა თენგიზი მწარე-მლაშე ტბაა ყაზახური წვრილგორაკების (სარი-არკა) თითქმის ცენტრში, ყაზახეთში. თენგიზის ტბა საკმაოდ დიდია, ბოდენის ტბას სამჯერ აღემატება. ტბაზე მრავალი კუნძულია. იმის გამო რომ არსად გაედინება ტბა მლაშეა. ტბა მდებარეობს ტექტონიკურ ღრმულში.

ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით წყალმარჩხი ყურეა.

საზრდოობს თოვლის წყლით. ფსკერი სწორია, თიხოვანი, ზოგან დაფარულია შავი ლამით, რომელსაც სამკურნალოდ იყენებენ. ტბის წყალი შეიცავს მირაბილიტს. მარილიანობა 3,12,7 ‰, ყურეში - 18,2 ‰.
იყინება დეკემბერში, ყინულძვრა აპრილშია.

ტბაში არაა თევზი. იხვებისა და ბატებისათვის ეს ტბა ნაკლებ მიმზიდველია. თუმცა აქ ბინადრობს თოლია და ფრინველის ისეთი იშვიათი ჯიში როგორიცაა ვარდისფერი ფლამინგო.

Image

ფოტოს ავტორი: Machiel Valkenburg

Image

წყარო: http://www.territorioscuola.com/wikiped ... %80%D0%BE)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]