ZVIOSULI
კაი, ზვიო, არა უშავს, კიტრიც გიყვარდეს
ბანაკამდე სულ 200-დე მეტრი გვქონდა დარჩენილი.
ვერხოვანი
ბანაკიც გამოჩნდა
სანამ მოვწესრიგდით და ვახშამზე ფიქრს დავიწყებდით, თუ რა საჭმელი მოგვემზადებინა, ბანაკში მეგზური პაატას ახლობელი ვერხოვნელი თუშები გვესტუმრნენ 20-ლიტრიანი ღვინის ჭურჭლით და ბეკეკოთი. დღეს ჩვენი სტუმრები ხართ, ცხვრის ყაურმა უნდა გაგიკეთოთო. მათი გულუხვობით გაოცებული დავრჩით, რადგან რაც ქარტული ცხვარი უცხოურ ბაზარზე გავიდა, უწინდებურად ადვილი საშოვარი არაა მთაში საკლავი. ყოველ სოფელში ხინკალს ვნატრობდით და შეკვეთას ვაპირებდით, მაგრამ ყველა უარით გვისტუმრებდა. აქ კი მთლიანი ცხვარი გვაჩუქეს. ბეკეკო რომ მოიყვანეს კარავში ვიყავი, თორემ ცოცხლად რომ მენახა, მის ხორცს რა გამასინჯებდა?

. ამიტომ არ ვიცი მართლა ბეკეკო იყო თუ ზრდასრული, პირადობისმოწმობიანი ცხვარი. მის ასაკს იმიტომ მივაქციეთ ყურადღება, რომ ასკარად მავნე ჩვევებისკენ ჰქონდა მიდრეკილება, აბა სხვა რა ახსნა უნდა მოგვეძებნა იმისთვის, რაც მისი ხორცის გასინჯვის მერე დაემარტა ხალხს?

თუმცა ამაზე მოგვიანებით. ნარკომანი ცხვარი უკვე ქვაბში იხარშებოდა კოცონს რომ შემოვუსხდით.
აქ ჯერ არ იცის როგორ იმოქმედებს მასზე ამ ცხვრის ხორცი
ყაურმა რომ მოიხარშა, ჯამების რიგი დადგა გელასთან. სუფრასთან კი კარველების ნაწილი თუშ მასპინძლებთან ერთად ილხენენ. იყო სიმღერა-ცეკვა, ღვინის სმა.
საკმაოდ გვიანი იყო ბოლო სტუმარი (თუმცა რაღა სტუმარი, უფრო მასპინძელი) რომ შემოახტა ცხენს, დაგვემშვიდობა და გაქუსლა. მეორე დილას 5 საათზე ვიყავით ასადგომები, რადგან წინ ნაყაიჩოს უღელტეხილი გველოდებოდა, მეგზურებმა კი გვითხრეს მარტო გზას ვერ გააგნებთ და ბარგის ცხენებზე დატვირთვას უნდა დაელოდოთო. ამიტომ გვინდოდა გამოძინება მოგვესწრო, მაგრამ ვინ გაცალა? არ ვიცი ნარკომანი ცხვრის ბრალი იყო თუ ვერხოვნელი თუშების ღვინის, მაგრამ დევების სისხლზე გაზრდილ გიო-ბარსას ძილი გაუტყდა, არც თვითონ უნდოდა დაძინება, არც ჩვენ გვაძინებდა, ლამის ყველა კარავი ჩამოიარა, ზოგსაც ზემოდან გადაუარა

მხიარულებაში ყველა აიყოლია და ხან რომელი კარვიდან ისმოდა მხიარული კომენტარები და სიცილ-კისკისი, ხან რომლიდან. თან ერთმანეთს ვაფრთხილებდით, ხალხნო გვიანია, დაიძინეთო. კარგა ხანს აშინებდა პაატა ხალხს, დაიძინეთ თორემ მოვიდა ბუა კიარადა აცაო, მაგრამ სიცილ-კისკისი მაინც გრძელდებოდა, ბოლოს რომ აღარ მიწყნარდნენ, ისევ მე ავიღე აცას ფუნქციები ჩემს თავზე

, კარვიდან თავი გავყავი და გავძახე, ახლა გაჩუმდით, თორემ აცას იმ ცნობილ ფრაზას ვიტყვი, რითაც პაატა გაშინებთთქო. ეგონათ არ ვიტყოდი, მაგრამ მოტყუვდნენ

. გელას გაოცებული სახე არ დამავიწყდება, ხანჯლის ძებნა რომ დაიწყო ლამის, თან იმეორებდა რაო, რა თქვაო?

ძლივს დავაწყნარეთ, ჩვენი საერთო მეგობრის სიტყვები გავიმეორეთ უბრალოდთქო. ეტყობა ჩემზეც იმ ნარკომანმა ცხვარმა იმოქმედა

. კიდევ ბევრი იყო იმ ცხვრის მსხვერპლი, დილით მჟავე კიტრს და ხაშს რომ ნატრობდა

.