მართლაც მხოლოდ ჩოხატაურში ჩახვალთ. ისიც - ძალიან გვიან, 23 საათისთვის. დასაბანაკებელის მეტს რას ნახავთ - თქვენც მეგაპოლისი არ გხვდებოდეთ იქ.უბრალოდ, ვფიქრობ რომ პარასკევს დიდიდი ჩოხატაურამდე მივიდეთ და იქ სად უნდა დავბანაკდეთ ნეტავ

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
მართლაც მხოლოდ ჩოხატაურში ჩახვალთ. ისიც - ძალიან გვიან, 23 საათისთვის. დასაბანაკებელის მეტს რას ნახავთ - თქვენც მეგაპოლისი არ გხვდებოდეთ იქ.უბრალოდ, ვფიქრობ რომ პარასკევს დიდიდი ჩოხატაურამდე მივიდეთ და იქ სად უნდა დავბანაკდეთ ნეტავ
guruli
მეგაპოლისი ღმერთმა დაგვიფაროს
ჰაერი, გარემო და განწყობა ხო დაგვხვდება
აუჰხთ ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმსაც ჩავსვამ მაშინ გეგმაშიguruli wrote:KINALOKOguruli
მეგაპოლისი ღმერთმა დაგვიფაროს
ჰაერი, გარემო და განწყობა ხო დაგვხვდება![]()
ჩოხატაურში, პოლიციასთანაა ბახმაროს გადასახვევი. მანდვე - აკაციებში (ასეც ეზახიან მაქაურობას) სუფის პირას მინდვრებია. ნუ საქონლის საძოვარი კია, მაგრამ კარვების გასაშლელ ადგილსაც იპოვით, იმედია. თან მდინარის პირას ღამე სიგრილეც იქნება, თუმცა დასავლეთში ისეც აგრილდა. ეგ კი არა, ბოლო დღეებში ყოველ საღამოს წვიმს კიდეცო.
შეგიძლიათ გუთურშიც დაბანაკდეთ - სუფსის გაღმაა ეგ სოფელი, იქვე, ან - ხიდისტავში. ეგ 5 კილომეტრშია, კარგი გზა მიდის მაქაც და თან თქვენს გზაზეა.
თუ მაინცდამაინც პარასკევს წახვალთ, მაშინ შაბათ დილას რაღაცებიც შეგიძლია ნახოთ ახლო-მახლო. მაგალითად, ზემო ერკეთის ეკლესია - ასფალტიანი გზა მიდის მანდაც და კარგი ხედებიც იშლება. ერკეთი გუთურის ზემოთაა, ახლოსაა ჩოხატაურიდან. შეგიძლიათ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის სოფელშიც აარბინოთ - ზენობანში და მისი სახლ-მუზეუმიც დაათვალიეროთ, ხედები კი მაქაც კარგია. ძალიან ლამაზია სუფსის ხეობაც, სურების ზონის სოფლები - დიდვანი, შუასურები და ზემოსურები, მაგრამ ეგ ცოტა სხვა მხარესაა, ცოტა შორსაცაა - ზემოსურებამდე 265 კილომეტრია, მაგრამ გზებიც ცუდია. დიდვანში ასვლა კიდევ შეიძლება - ნოე რამიშვილის სოფელში, 12 კმ-ა ჩოხატაურიდან, მაგრამ გზას კარგი არ ეთქმის. მანდ თუ წახვალთ, უკან დაბრუნებულებმა შეგიძლიათ გურის ტბაზეც იბანაოთ სუფსაზე სოფელ ბუკისციხეში, მერე კი ერკეთიტ გადახვალთ გუთურში, იქიდან ხიდისთავში (ფაქტობრივად, წრეს შემოუვლით ჩოხატაურს და დაბაში ჩამოსვლა არ დაგჭირდებათ) და დაადგებით ბახმაროს გზას.