Post
by Jnosy » 09 აგვ 2011, 11:49
7 რიცხვიდან დამეწყო, შარშან მახსოვს, მარტო გავძვერი სადღაც და ჩემთვის ვიყავი, ოცნებაშერეულად ვფიქრობდი უსაზღვროდ ბევრს, ვნანობდი, რომ მეც არ ვიყავი იმ ომში, სადაც უსამართლობა მეფობდა...
სიგიჟემდე მიყვარს სამშობლო, ავადმყოფურად, მარტო ამ თემაზე ვფიქრობ.
მესმის სამხედროების, კარგად მახსოვს, გაფანტულად და არაორგანიზებულად, დემორალიზირებულები, ყურებჩამოყრილები რომ ჩამოდიოდნენ თბილისში და ჩხუბობდნენ – რა დროს კონცერტია, ჩვენ იქ სამშობლოს თავი შევაკალით კინაღამო, თქვენ კიდე აქ, წურწუმიას უსმენთო... ვაიმე, როგორ მესმოდა მათი, თანაც ყველა ერთიდაიგივეს ამბობდა, ეტყობა იქ ზოგადად ესეთი სურათი წარმოედინა ყველას.
მე ვიცი, რომ ის კონცერტი სულ სხვა საქმეს ემსახურებოდა, ჩემი აზრით სააკაშვილმა შეკრიბა ხალხი და ანახა რუსეთს, რომ მხარდამჭერები, მიუხედავად ომის წაგებისა მაინც მრავლად ჰყავს და ტყუილად ნუ ცდილობთ, ჩემს ძალისმიერი ხერხით ჩამოგდებასო მაგრამ... სამხედროებს ჰგონიათ, რომ მათი თავდადება, უკვდავი იქნება, სახელმწიფოს მხედართმთავრებიც მაგას იღწვიან, რომ სამაგალითოდ მოუარონ მათ შვილებს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, არავის ახსოვს არცერთი მათთაგანის თუნდაც სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა რაზე მიდიოდა და ყველა საომარი მოქმედებებისთვის ვარჯიშობდა, ვთვლი, რომ მაინც განსაკუთრებული ვაჟკაცობა სჭირდება ომში ბრძოლას.
ამ წერილის დაწერის მთავარი აზრია, მომავალში, ამ წერილის გადახედვისთანავე გამახსენდეს ეს უსაზღვრო მადლიერება იმ ბიჭების მიმართ, ვინც ამ უსამართლობაში არ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ მისი თავდადებული ბრძოლით და შეუპოვრობით, რამდენ ლაჩარს და მოღალატეს დაიცავდა მის ზურგსუკან, რამდენ ისეთ ადამიანს, რომელსაც თავის სამშობლოზე არც კი ლოცულობს, ვინც, თავისი კეთილდღეობის სანაცვლოდ, სამშობლოს სხვა ქვეყანაზე ან მატერიალურ სარგებელზე ცვლის, ვისაც არც კი აინტერესებს ჩვენ დავიბრუნებთ თუ არა დაკარგულ ტერიტორიებს და ხალხს (ხალხში აფხაზებს და ოსებს ვგულისხმობ რათქმაუნდა), ვისთვისაც სუუულ ერთია შევინარჩუნებთ თუ არა სუვერენიტეტს და არც კი იცის თავისუფლების ფასი, რომლებზეც ჩვენი მშობლები, ბეეევრი ათეული წელი ოცნებობდნენ...
მოკლედ, თქვენ არ იცით როგორი მადლიერი ვარ თქვენი და როოგორ მიყვარხართ თითოეული თქვენთაგანი.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ხართ, და ვინც უკვე აღარ ხართ!!!
იმეტყველე გამართული ქართულით!!!