პუტინა, როგორც ჩახატოურელი, თუ ნებას დამღტავ, ჩემს რჩევებს გაგიზიარებ.
პარასკევ სარამოს წასვლას ის უპირატესობა აქვს, რომ სადმე ჩოხატაურში დაბანაკდებით და დილით ადრე ახვალტ ბახმაროში, მაგრამ რა მაგით? მზის ამოსვლას მაინც ვერ აუსწრებთ, თან ერტი ღამე ხარჯებსაც გაგიზრდით. მოკლედ, პარასკევს გასვლა ისეთს არაფერს შეგძენთ, ჩიტი ბდღვნად რომ ღირდეს. შაბატს გასულებიც იგივეს მოასწრებთ და ბარემ ის ღამეც სახლებში გაათენეთ და მეორე დილით წყნარად წადით.
აქედან 7-ზეც რომ გახვიდეთ, შუადღისას მაინც იქნებით ბახმაროში - 6-7 საათი გათვალეთ გზა. ბახმაროში რომ ახვალთ, მზის ცასავალ გორაზე ასასვლელი ცენტრშივეა, ეკლესიასთან. არაა მაღალი გორა და იოლად ახვალთ. თან სატრაქტორე გზა მიდის. ცოტა ადრეც ადით და კარგი ხედებია, დატკბებით.
ღამის სათევად გაცერებას მე გირჩევთ არა შიგ ბახმაროში, არამედ ახლომდებარე იაილა შედრეკილში - სწორედ მანდ ვიყავით ჩვენც დაბანაკებულები. მაგ შემთხვევაში თქვენ ახვალტ არა ე.წ კლასიკურ მზის ამოსავალ გორაზე ანუ სადაც ბახმაროდან წასულები ადიან, არამედ მის წინ მდებარე მტაზე, რომელიც კიდევ ერტ იაილას - კეჩხიანს გადაჰყურებს ტავზე. მოკლედ, შედრეკილში იკითხეთ გურამ ჭაღალიძის სასტუმრო და იქ დაბანაკდით (ეგ დასახლების ტავზეა, სოფლის განაპირას), ის მთა კი პირდაპირ მაგის ტავზეა. არამც და არამც არ დაუჯეროთ ადგილობრივებს, რომ თითქოს სორი გაა მთამდე; რომ თიტქოს ვერ ივლიტ და იქ ვერ ახვალთ; რომ თითქოს იქამდე -5 საატის გზაა... ჩვენ საათნახევარში ავედით, ოღონდ ღამე ფანრები წაიღეთ და ცოტა ფრთხილად - ქარაფებია და არ გადავარდეთ. დაიმახსოვრეთ, რომ უნდა იაროთ "სულ ზევით-ზევით, მაღლა და მაღლა".
და თუ მაინც შედრეკილში არ გახვალთ დასაბანაკებლად, მაშინ ბახმაროს ცენტრშივე ნუ გაშკლით კარვებს - წადით მაინც მაგ შედრეკილისკენ, აჭარის ქუჩაძე (კარგად დაიმახსოვრეთ - ან აჭარის ქუჩა იკითხეთ, ან - აჭარლების დასახლება) და იქ დაბანაკდით. ეგეც შედრეკილისკენაა, ბახმაროს გასასვლელში და მანდ დაბანაკებით დილისთვის გზას შეიმოკლებთ - სად ცენტრიდან მანდ ჩასვლა და სად - იქვე რომ იქნებით დაბინავებულები!
შედრეკილის დასახლება აჭარის ქუჩის ბოლოდან 1 კმ-ში იწყება, მაგრამ ის გურამის სასტუმრო ოდნავ შორსაა, სოფლის ტავზე, თუმცა 2 კმ-ზე მეტი არ იქნება. თუ მაინცდამაინც მანდ გადაწყვეტთ ღამის თევას, გირჩევთ, შუადღეზევე, ჩასავალ გორაზე წასვლამდე გაარბინოთ მანდ დაზვეროთ, სად უნდა წახვიდეთ, თორემ იქიდან დაღამებულში ჩამოხვალთ და ბნელში ძებნა გაგიჭირდებათ.
სხვა რჩევებს რაც შეეხება, ზიზინ-ტკიცინა ასფალტიანი გზა მიდის ბოლომდე, მაგრამ აღმართებია და მაშინ ანზორის მიკროს წყალს უდუღებდა - ამაზეც გააფრთხილეთ ზვიადი, მწყობრში ჰყავდეს მანქანა. დაბაში ყველანაირი პროდუქტი იყიდება პურის ჩათვლით და იქაც შეგიძლიათ ყიდვა, თუმცა უფრო ძვირი იქნება. გირჩევთ, აჭარელთა ნახელავი კაიმაღი, იახში, მაწონი და ამგვარები გასინჯოთ, მაგრამ ჰიგიენას კარგად დააკვირდით. სხვა თუ რამე გაინტერესებთ, მზად ვარ გიპასუხოთ, თუმცა მანძილის სიგრძეზე ჩემი გასვლის თემაში ვწერდი.
