Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
უკვე ნაშუადღევი იყო, სუფრიდან რომ ავიშალეთ. ჩვენი სატვირთო დილითვე ამოვიდა სოფელში და მძღოლიც ჩვენთან ერთად იყო. ავიბარგეთ, ჩავლაგდით, მასპინძლებს დავემშვიდობეთ და თბილისისკენ დავიძარით.
ომალოში გერმანელი სკაუტები შეგვხვდნენ და ჩვენთან ერთად წამოვიდნენ. რაღაც კათოლიკური ორდენივით იყო, პადრესთან ერთად მოგზაურობდნენ. 17-19 წლის ბიჭები იყვნენ. მე-8 დღეა გზაში ვართო. ჩამოსვლისთანავე ყაზბეგში გავემგზავრეთ, ჯერ მეტეოზე და მერე კი მყინვარზე ავედითო. იქიდან თურმე ჯუთაში ასულან, ჯუთადან აბუდელაურებზე, მერე კი თუშეთში და ასე მოხვდნენ ომალოში. ძირითადად სულ ავტოსტოპით დადიოდნენ. მოხიბლული იყვნენ თუშების სტუმართმოყვარეობით. ყველის ყიდვა გვინდოდა, მასპინძელმა კი სახლში შეგვიპატიჟა, უფასოდ გვასადილა და გამოგვიშვაო

ცერზე გავჩერდით, მასპინძლის მიერ გამოტანებული კოტრები, ცხვრის ხაშლამა, პური და ყველი მივირთვით და ალუდი და არაყი დავაყოლეთ. ჩვენმა გერმანელმა თანამგზავრებმა დალევაზე უარი თქვეს, არასრულწლოვანები ვართო
ცერის მერე სატვირთოს ძარაზე მუსიკალური ჭიდილი გაიმართა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართველი კარველები და გერმანელი სკაუტები. გერმანელებს გიტარა ჰქონდათ წამოღებული, რომელიც მორიგეობით გადადიოდა ხელიდან ხელში. ერთ სიმღერას რომ შეასრულებდნენ, მეორეს ქართულად ლაშა ასრულებდა (ჩვენ ვეხმარებოდით). ჭიდილი რომ გაცხარდა, ლაშამ ფანდური გადმოიღო ისე, ჩამოვედით ალვანში, რომ ვერც კი ვიგრძენით
ტაშ-ფანდური სატვირთოს ძარაზე

ალვანში ჩამოსულებს, ჩვენი მიკროავტობუსი დაგვხვდა. დავემშვიდობეთ გერმანელ სკაუტებს. დავაკვალიანეთ როგორ ჩასულიყვნენ ლაგოდეხში, ჩავბარგდით და თბილისისკენ წამოვედით.
11 საათზე უკვე ქალაქში ვიყავით მაგრამ, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მიხაროდა ქალაქში დაბრუნება. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თუშეთში რაღაც დამრჩა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლებში წავედით.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ნინი-85-ს და კოლოკელიძეს ამ გასვლის ორგანიზებისთვის. ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო დაგეგმილი და ორგანიზებული.
თუშეთს რაც შეეხება, იმედი მაქვს, რომ წელს კიდევ ვნახავ იქაურობას. გზები კარგად იყო გაწმენდილი და ჩემნაირი მანქანები წამდაუწუმ გვხდებოდა. ასე, რომ შემოდგომაზე, აუცილებლად ვეწვევი იქაურობას
პს. თუ ვინმეს დიკლოში სასტუმრო დაგჭირდათ, აუცილებლად გირჩევთ ეწვიოთ გულნაზი დეიდას. არაჩვეულებრივ კოტრებს და ხინკლებს აკეთებს და ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია. სასტუმრო 20 ლარი ღირდა, მაგრამ ჩვენ 15 ლარი გამოგვართვა. საღამოს მის ტელეფონსაც დავდებ...

ვაიმე ისე კარგად მოჰყევი ნაია ამბები ტაშის დაკვრის სიცილოსს ვეძებ შენ გაიხარე, თორემ ხათოსგან რას გაიგებ აბა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
eloiza wrote:ვაიმე ისე კარგად მოჰყევი ნაია ამბები ტაშის დაკვრის სიცილოსს ვეძებ შენ გაიხარე, თორემ ხათოსგან რას გაიგებ აბა
ხათოზე გამახსენდა: დოღის წინა საღამოს მამუკა რომ შემოგვიერთდა ვახშამზე, დაწვრილებით გამოგვკითხა გზის არევის ამბები. მოვუყევით და ალაზანზე გადებული მორყეული ხიდი რომ ვახსენეთ, გაუკვირდა: 'მანდ როგორ გადახვედითო. ჩვენ არ გვიჭირს მანდ გადასვლა, უპრობლემოდ გადავდივართო'. ამის გაგონებაზე ხათომ ძალიან მიამიტი სახით იკითხა: 'როგორ გადადიხართ, ფეხზე მდგომელა თუ...?" ჩვენი მასპინძელი უცებ ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდით. მერე ფოტოები ვაჩვენეთ და ძალიან იხალისა ხიდზე დამჯდარნი რომ დაგვინახა ))
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
თქვენ ის არ იცით ვიღაც თუშმა კინაღამ რკინის ჯოხი რომ გვირტყა თავში, ხო?
კიარადა გამოვლაგდით მე და ხათო დილით, წავცანცარდით ცშხაპისკენ და გზაზე მოვინდომეთ რამეების გარეცხვა. წყაროს ბოლო ხატისკენ იყო და თავში მიისვლებოდა მარტო და შევუდექი შორტის რეცხვას. უცებ ვხედავ კბილებდაკრეჭილი და სახეგაქვავებული ტიპი მოდის, შიშისგან ჩავიკუნტე, ხათო გაშეშდა ადგილზე... მოვიდა, უსიტყვოდ დააგდო რაღაც რკინის ღარი და წავიდა და ამოვისუნთქეთ შვებით... ისეთი სახე ქონდა, აი ვავავავავავაი :შ
სად იმალებოდა ის რკინის ღარი ვერ მივხვდი, ჩვენ რო მივედით ვერაფერი ვერ ვიოპოვეთ
ხჰოდა ასე
ვინც რამე ვერ გაიგო ჩემი ბრალი არაა :ნიჩურტები:
პ.ს. კიდევ კარგი სუფთა შორტით დავიწყეთ და არა ტალახიანი წინდით :შ

ე.ი ეს მამუკა იმდენჯერ ახსენეთ დავინტერესდი იგივე ჩემი ნაცნობი რეინჯერი მამუკა ხომ არააა:)) არადა რატომღაც მაინცდამაინც მამუკას სურათებს არ მიხსნის ))
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
რეინჯერი მამუკა მგონი კვავლოში ცხოვრობს...eloiza wrote:ე.ი ეს მამუკა იმდენჯერ ახსენეთ დავინტერესდი იგივე ჩემი ნაცნობი რეინჯერი მამუკა ხომ არააა:)) არადა რატომღაც მაინცდამაინც მამუკას სურათებს არ მიხსნის ))
ეს მამუკა დიკლოელი მწყემსია.
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
კიი, ანუ როგორც ეტყობა ეს სხვაა???
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
Naia
პ.ს. რეპორტაჟი კარგია, ვიხალისე ფოტოებით.
მეც კვავლოში შემხვდა ეგ მამუკა. კალმიკა სხვაა, არაა ის ბიჭი. maikomaikoრეინჯერი მამუკა მგონი კვავლოში ცხოვრობს...
სახატეზე ხომ არ შედით?წყაროს ბოლო ხატისკენ იყო და თავში მიისვლებოდა მარტო
პ.ს. რეპორტაჟი კარგია, ვიხალისე ფოტოებით.
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
guruli
არა, ხტისკენ რომელი ბოლოც იყო იმ კიარადა, უფრო შორ ბოლოსთან მივედით

თუშეთი მენატრება და ყველანი მომენატრეთ
აბა წავიდა ფოტოები
აბა წავიდა ფოტოები
A NEW ADVENTURE IS WAITING