Mta Mkvarebia wrote:მათ საყურადღებოდ, ვინც ?-ის ნიშნითაა სიაში ჩაწერილი, გთხოვთ თქვენი წამოსვლა-არწამოსვლის საკითხი 20 ივლისის საღამომდე გაარკვიოთ. წამოსვლის ძალიან ბევრი, 100-% იანი მსურველია და უსამართლობა იქნება, თუ ბოლო მომენტამდე არც ეცოდინებათ მიდიან თუშეთში თუ არა.
ფულის ასაკრებად შევიკრიბოთ ოთხშაბათს 27-ში , საღამოს 19:00 სთ-ზე, ვერის ბაღში, შადრევანთან. მაგ დროისთვის წამომსვლელთა ზუსტი ვინაობა უკვე გარკვეული იქნება.
ავკრეფთ 250 ლარს, მაგრამ თუშეთში ცოტაოდენი სახარჯო ფული მაინც წამოიღეთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.
ეს კი ხარჯების გაშიფვრა ამ პერიოდისთვის
გამუქებილი რაცაა ესაა ხარჯი 1 ადამიანზე.
მინიბუსის ხარჯი- ორი გზა: 440 ლარი: 20-ზე =
22 ლარი
ჯიპების ხარჯი - ორი გზა (3 ჯიპი - 9, 6 და 6 კაციანი, ბარგი სახურავის საბარგულზე)- 500 ლარი 1 ჯიპისთვის, სულ 1500 ლარი:20-ზე =
75 ლარი, ამ თანხაშივე შედის ჩვენი შენაქოში აყვანა.
ცხენები ს ხარჯი: სულ 7 ცხენი (ერთი ცხენიც დავამატეთ, რადგან 20 კაცის ბარგი ცოტა არ იქნება და ერთი ცხენი მაინც უნდა იყოს მსუბუქად, რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმე დაჯდეს ხოლმე)- ვანგარიშობთ 7 დღეზე, 6 დღეს + 1 დღე, რაც ცხენების ცერზე გადმორეკვას სჭირდება . ცხენის ხარჯი ცოტა გაგვიძვირეს, მაგრამ ჯიპების თანხა გაიაფდა და ერთმანეთი დააბალანსა. 40X7 (ცხენი)X7(დღე)=1960 :20-ზე =
98 ლარი
მეგზური ს ხარჯი. როგორც პირველ წერილში დავწერე მეგზურს ვუხდით 1 ცხენის დაქირავების თანხას (7 დღის განმავლობაში) 40X7=280:20=
14 ლარი.
დარჩენილი თანხას -
41 ლარისას საკვებს ვიყიდით.
ახლა რჩევები:
რამდენიმე ადამიანმა მთხოვა დაწვრილებით დამეწერა რა შეიძლება დასჭირვებოდათ, და მათი თხოვნა გავითვალისწინე.
ძალიან ბევრი ბარგი არ წამოიღოთ იმ იმედით რომ ცხენები ატარებენ ბარგს, წამოიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები.
მართალია საკვებს საერთო ფულით ვყიდულობთ, მაგრამ სასუსნავების და ტკბილეულის წამოღება არ დაგავიწყდეთ (კარგ სამსახურს გაგიწევთ ქიშმიში, ნიგოზი, თხილი და ჩირი), ასევე სასმელზე თავად უნდა იზრუნოთ (ზვიო, შენს გასაგონად ვწერ

)
აუცილებლად წამოიღეთ:
1. პირადობის მოწმობა
2. მზისგან დამცავი ქუდი და ნელსაცხებელი
3. საწვიმარი
4. ფარანი (გაითვალისწინეთ რომ იქ ელექტროენერგია არაა, მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასტუმროებში მაგალითად, ამიტომ ვერც ტელეფონებს, ვერც ფოტოაპარატებს, ვერც ფარანს ვერ დატენით, და თუ სათადარიგო ბატარიები გაქვთ, წამოღება არ დაგავიწყდეთ)
5. მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი, და ასევე მოხერხებული გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. თუ სანდლები გაქვთ, აუცილებლად წამოიღეთ, სავარაუდოდ მდინარეებში გავლა-გამოვლა მოგვიწევს, ასევე კარგი იქნება ისეთი შარვალი რომელიც ადვილად შრება. ასევე კარგია თუ გაქვთ ისეთი შარვალი, რომელიც ელვა შესაკრავების საშუალებით მოკლდება ან გრძელდება. დილით ეციება, მერე კი ეცხელება. მაგრამ თუ ასეთი შარვალი არ გაქვთ, არაუშავს, მე პირადად მუხლამდე ბრიჯები მაცვია ხოლმე მაღალ წინდებთან, როცა დაცხება მაღალ წინდებს დაბალი წინდებით ვანაცვლებ, ასევე თუ დამისველდა ფეხი, მხოლოდ წინდებს ვიცვლი, და დისკომფორტი არ მაქვს. არ გირჩევთ ახალი ფეხსაცმლის ჩაცმას. ფეხს გატკენთ. მანამდე მაგ ფეხსაცმელი სადმე გამოსცადეთ, თუნდაც 1-2 დღე ქალაქში ჩაიცვით.
6. სულ მცირე 1 ხელი თბილი ტანსაცმელი (მე მაგალითად 1 ქუდიანი როლინგი, 1 ჟაკეტი, ერთი თხელი, უსახელო ე.წ. დუტის შემოსაცმელი და საწვიმარი მომაქვს, ერთად როცა ვიცვამ ხოლმე არ მცივა)
7. ძირითადი ზურგჩანთის გარდა 1 პატარა ზურგჩანთა ან მოხერხებული მხარზე გადასაკიდებელი ჩანტა წამოიღეთ, სადაც საწვიმარს, ფარანს, ჟაკეტს, სანდლებს, წყალს, სასუსნავებს, ან ისეთ ნივთებს ჩადებთ, რაც იმ დღის განმავლობაში დაგჭირდებათ, რადგან ცხენებმა შეიძლება ჩვენთან ერთად ვერ იარონ ( ვიწრო ბილიკზე ცხენისთვის და ადამიანისთვის ერთ ტემპში სიარული ძნელია), და ჯობია საჭირო, აუცილებელი ნივთები თან გქონდეთ.
8. ტანსაცმელი და საძილე პოლიეთილენის პარკში გაახვიეთ და ისე ჩადეთ ზურგჩანთაში (მდინარეზე ხიდი რომც იყოს, ცხენები საცალფეხო ხიდზე ვერ გადავლენ და ხანდახან ზურგჩანთებს ძირი უსველდებათ ხოლმე), ასევე კარგია თუ გაქვთ ზურგჩანტის საწვიმარი, თუ არადა, დიდი ლურჯი პარკები რომ არის, 1-2 ის წამოიღეთ, რომ წვიმაში ბარგი არ დაგისველდეთ).
9. სანტავიკი, ციტრამონი, ბამბა, და ასეთი რაღაცეებიც წამოიღეთ. სანტავიკი ყველას ინდივიდუალურად უნდა ჰქონდეს, რადგან ასეთ გასვლებში, ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო საშუალებაა.
10. არ დაგავიწყდეთ სალაშქრო აღჭურვილობის: საგებელი, საძილე, წყალგაუმტარი კარვის წამოღება (ვისაც გაქვთ). ვისაც კარავი არ გაქვთ, იქნებ მეგობრებში იშოვოთ.
დაწერეთ ვის რამდენ კაციანი კარავი აქვს, რომ გათვლა მაგის მიხედვით გავაკეთოთ.
11. საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი: რკინის ან პლასტმასის ჭიქა, თეფში ან ჯამი, პატარა კოვზი, ჩანგალი და თუ გჭირდებათ ხოლმე დანაც.
12. სალაშქრო ან ჩვეულებრივი, ხის ჯოხი. არ დაგეზაროთ ტარება, მერე კარგ სამსახურს გაგიწევთ.
თუ კიდევ რამე გამახსენდა, ჩავამატებ.