ტბები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 14 ივლ 2011, 12:17

ხანჩალის ტბა

Image

საქართველოში ზომით მეოთხე ტბა, რომლის წყლის ზედაპირის ფართობი 1310 ჰექტარს შეადგენდა, გაქრობის პირასაა.

წყარო http://samtskhe-javakheti.blogspot.com/ ... _6730.html

ხანჩალი — ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზ.დ. 1928 მ. სარკის ფართობი 13,3 კვ.კმ, აუზის ფართობი 182 კმ². უდიდესი სიღრმე 0,8 მ, წყლის მოცულობა 6,4 მლნ. მ³.

საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის მაქსიმალური დონე გაზაფხულის ბოლოსაა, მინიმალური - თებერვლის ბოლოს. გამდინარეა, ქვაბული წარმოქმნილია სინკლინური ჩადაბლების ლავური მაკადით გადაგუბვის შედეგად. ტბა თითქმის მთლიანად წყლის მცენარეებითაა დაფარული. წყალი მტკნარია, მოყავისფრო. მარილიანობა - 110 მგ/ლ.

ყინულითაა დაფარული ნოემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე. თევზი ცოტაა. ტბის ირგვლივ გაშენებულია ქალაქ ნინოწმინდის რამდენიმე უბანი და სოფლები: დიდი ხანჩალი და პატარა ხანჩალი.

წყარო http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AE% ... 1%E1%83%90

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ტბები

Post by CheLo » 14 ივლ 2011, 12:18

Ketevan Guliashvili wrote: ვენტო
შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი.

უიიი :roll: :roll: :roll: :roll:

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 14 ივლ 2011, 12:33

Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 17 ივლ 2011, 12:07

ტაჰოს ტბა

ტახოს ტბა (ინგ. Lake Tahoe) მტკნარი ტბა სიერა-ნევადას რეგიონში. განთავსებულია კალიფორნიისა და ნევადის შტატების (აშშ) საზღვარზე. ტბის სასაზღვრო ზოლის ორი მესამედი კალიფორნიას ეკუთვნის. სიღრმით ეს ტბა მეორეა ამერიკაში (პირველია ტბა კრატერი, ორიგონის შტატში) და მეთექვსმეტე მსოფლიოში. ტბის მაქსიმალური სიღრმეა 501 მეტრი. ტბის სიგრძეა 35 კმ. ხოლო სიგანე 19კმ. სანაპირო ზოლის სიგრძე - 116კმ. სარკის ფართობი - 495 კვ. კმ.

ტბა წარმოშობილია 2დან 3 მილიონი წლის წინ ტექტონიკური (ღრმულის???) წარმოქმნის შედეგად. დედამიწის ქერქის ნაწილის "აღზევებამ" წარმოშვა მთა კარსონი აღმოსავლეთით და სიერა-ნევადა დასავლეთით. მთებს შორის ჩაღრმავება კი მომავალში ტაჰოს ტბად იქცა.

თოვლის დნობის შედეგად წყალი ღრმულის უკიდურეს სამხრეთში დაგროვდა, თუმცა ტაჰოს ტბამ თანამედროვე სახე გამყინვარების პერიოდში -დაახლოვებით მილიონი წლის წინ მიიღო. ტბაში რამოდენიმე მდინარე ჩაედინება გამოედინება მხოლოდ ერთი – მდინარე ტრაკი (Truckee River), რომელიც ჩრდილო-დასავლეთით მიედინება ქ. რენოში (ნევადა) და ჩაედინება პირამიდის ტბაში.

ტბის ირგვლივ ტერიტორია ვაშოს ტომით (ინგ. Washoe tribe) იყო დასახლებული. ტომის სამოსახლო ადგილი მოიცავდა მდ. უოლკერის, კარსონისა და ტრაკის ზედა ველს. ინდიელები ამ ადგილს უძახდნენ "და ხოუ ა გა" (ინგ.. Da ow a ga), რაც სიტყვასითყვით ნიშნავს "ტბის მიწა (მხარე)" პირველმა თეთრკანიანმა მოგზაურებმა "და ხოუ" უწოდეს, რაც საბოლოოდ გარდაისახა დღევანდელ დასახელებაში " ტაჰო" . რამდენადაც ცნობილია, პირველი თეთრკანიანი ადამიანები ვინც ამ მიწაზე ფეხი დადგა იყვნენ - ლეიტენანტი ჯონ ფრიმონტი და კიტ კარსონი.

1844 წლის 14 თებერვალს ფრიმონტი მდ. ბონავენტურას დასაზვერად ავიდა რედ-ლეიქის (Red Lake Peak) მწვერვალზე და შენიშნა ტბა ტაჰო. ფორტში დაბრუნებულმა ამ ტბას ბონპლანი დაარქვა. ცნობილი ფრანგი მკვლევარისა და ბოტანიკოსის ემე ჟაკ ალექსანდრე ბონპლანის საპატივსაცემოდ. ჯონ კალხუნ ჯონსონი (ინგ. John Calhoun Johnson), ასევე პირველ თეთრკანინად ითვლება რომელმაც სიერა-ნევადასს შესწავლისას დაინახა მიქსის ყურე (Meeks Bay) და დაარქვა მას ლეიქ-ბიგლერი კალიფორნიის მაშინელი გუბერნატორის ჯონ ბიგლერის საპატივსაცემოდ. პირველად 1862 წელს აშშ-ს შინაგან საქმეთ სამინისტრომ ტბას მიანიჭა ტაჰოს სახელი. თუმცა დავა 10 წელიწადს გაგრძელდა. ოფიციალურად ტბას სახელი "ტაჰო" მხოლოდ 1945 წელს მიენიჭა.

Image

ფოტოს ავტორი. ბ. ტოლენტინო
Last edited by Ketevan Guliashvili on 17 ივლ 2011, 18:21, edited 2 times in total.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 17 ივლ 2011, 15:55

ტბა კრეიტერი (კრატერი?)

ტბა კრეიტერი (ინგ. Crater Lake) - კალდერის ტიპის ტბაა ორიგონის შტატში (აშშ). ის კრატერის ნაციონალური პარკის ძირითად ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. გამორჩეულია თავისი ინდიგოსფერი კამკამა წყლით. კალდერი (655მ. სიღრმის) - რომელიც ნაწილობრივ წყლითაა ამოვსებული - 7700 წლის წინათ ვულკანი მაუნთ-მაზამას ამოფრქვევისა და მისი ჩამოქცევის შედეგად წარმოიქმნა. ვულკანის აქტივობა ამის შემდეგაც გაგრძელდა. ტბაში ამოიზარდა კუნძული სწორი ფორმის კრატერით. ამ კუნძულის სახელია ჯადოქრის კუნძული (Wizard Island), მისი სიმაღლე 200 მეტრია. ზღვის დონის ზევით მდებარე ტბებს შორის ტბა კრეიტერი ყველაზე ღრმაა.

ტბის ფართობია: 8 - 9,6კმ.ზე, საშუალო სიღრმე 350მ. მაქსიმალური სიღრმე -594 მ. ამგვარად ის აშშ-ს ყველაზე ღრმა ტბაა. ასევე ჩრდილოეთ ამერიკის სიდიდით მეორე ტბა და მსოფლიო ტბებს შორის სიღრმით მეშვიდე. კალდერის კიდე 2 130—2 440 მ. სიმაღლეზე იმყოფება.

ტბა მდნარი თოვლისა და ნალექის ხარჯზე არსებობს. წყალი გამჭვირვალეა, ხილვადობა 35-40 მ.-ზე.

პირველ ევროპელი ამერიკელი ვინც ტბის ნაპირზე დაადგა ფეხი ჯონ უესლი ხილმანია (John Wesley Hillman).ეს მოხდა 1853 წლის 12 ივნისს.

Image

Image

ფოტოს ავტორი: ილია ჩერნიკოვი.
Last edited by Ketevan Guliashvili on 19 ივლ 2011, 16:57, edited 1 time in total.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 19 ივლ 2011, 13:12

ტბა კაპილანო

ტბა კაპილანო (ინგ. Capilano Lake) - მტკნარი ტბა კანადაში, ბრიტანული კოლუმბიის ჩრდილოეთ და დასავლეთ ვანკუვერის რეგიონში. ტბა წარმოადგენს სასმელი წყლის რეზერვუარს, რომელიც ხელოვნურადაა დაგუბებული. ჩაედინება და გამოედინება მდინარე კაპილანო. ტბა მოქცეულია მდინარე კაპილანოს ნაციონალური პარკის (Capilano River Regional Park) ტერიტორიაზე.
მაქს. სიგრძე 4.8 კმ.
მაქს. სიგანე 750 მ.
სარკის ზედაპირი 160 მ.

ფოტოს ავტორი: ილია ჩერნიკოვი (И.Н. Черников).

Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 19 ივლ 2011, 13:46

ხრამის (წალკის) წყალსაცავი

წალკის წყალსაცავი- ხელოვნური ტბა წალკის მუნიციპალიტეტში. საზრდოობს მდ. ხრამის წყლით. შექმნლია 1946 წ. ენერგეტიკული მიზნებისათვის (ამარაგებს ხრამჰესს). სიღრმეა 25 მ. ხოლო საშუალოდ 9.3 მ. სარკის ფართობი - 33.7 კმ². წყლის მოცულობა 312 მილიონი მ3-ია მიახლოებით. ზამთარში ტბა იყინება.

წალკის წყალსაცავში ხელსაყრელი პირობებია შემდეგი ჯიშის თევზების რეწვისათვის: ევროპული რიაპუშკა; პელიადი; კობრი; ხრამული; ჭრელი სქელშუბლა; თეთრი სქელშუბლა; მტკვრის წვერა; მურწა; მტკვრის ნაფოტა; ფარფლწითელა;ჭანარი; ლაგოდური სიგი; ტბის და ნაკადულის კალმახი; კავკასიური ქაშაპი და ოქროსფერი ანუ ჩვეულებრივი კარჩხანა. თევზჭერა დაშვებულია 15 აგვისტოდან- 15 აპრილამდე. (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება N 34 2010 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი).

Image

Image

Image

Image
Last edited by Ketevan Guliashvili on 19 ივლ 2011, 18:22, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტბები

Post by lama » 19 ივლ 2011, 13:57

ჯადოსნური ტობავარჩხილი

სულ რაღაც ერთი კვირის წინ :)

ჯონი კაპანაძის ფოტო

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ტბები

Post by Hereti » 19 ივლ 2011, 15:54

Ketevan Guliashvili
ყოჩაღ ქეთევან ეგრე გააგრძელე

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 19 ივლ 2011, 16:48

ტობა ვარჩხილი (ვერცხლის ტბა)

ტობა ვარჩხილი - კარული ტბა საქართველოში. ეგრისის ქედის სამხ. კალთაზე, ზღვის დონიდან 2650 მ. სიმაღლეზე.
სარკის ფართობია - 0,21 კვ. კმ.
წყალშემკრები აუზის ფართობი — 1,12 კვ.კმ.
უდიდესი სიღრმე — 35 მ.
საშუალო სიღრმე — 15,8 მ.
წყლის მოცულობა — 3,3 მლნ. მ.³.
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარე. წყლის დონე დაბალია — ზამთარში, მაღალია — ივლისში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის.

გმადლობ ლამა, ულამაზესია!

მახო, მადლობა თანადგომისათვის.
Last edited by Ketevan Guliashvili on 26 ივლ 2011, 10:40, edited 1 time in total.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 19 ივლ 2011, 17:23

სევანის ტბა

სევანის ტბა, სევანი გოქჩა (სომხ. Սևանա Õ¬Õ«Õ³) - მტკნარი ტბა სომხეთში, გაგარკუნიკის რაიონში. ძველად სომხები მას გელამის ტბას, გეგამის (გელამის) ზღვას (სომხ. Ô³Õ¥Õ²Õ¡Õ´Õ¡ Õ®Õ¸Õ¾), გეხარკუნიკს (სომხ. Ô³Õ¥Õ²Õ¡Ö€Ö„Õ¸Ö‚Õ¶Õ«Ö„), გელარკუნის, სევანგას ეძახდნენ.

1930 tსმდე ასევე გოკჩას (აზერბ. Göyçə) სახელწოდებით იყო ცნობილი რაც თურქულად "ლურჯ წყალს" (გიოკ-ჩაი) ნიშნავს. ტბის დასახელება " გეკჩე-დენიზ" XVI საუკუნის ოგუზთა ჰეროიკული ეპოსის "კიტაბი დედე კორკუტ"-ის დრეზდენში დაცულ ხელნაწერში გვხვდება.

ტბა უდიდესია კავკასიაში. მისი ფართობია - 1200 კმ². საშუალო სიღმე - 28,5 მ, მაქსიმალური სიღრმე - 83 მ. მდებარეობს ამიერკავკასიის ვულკანურ მთიანეთში, დაახლოებით 1900 მ სიმაღლეზე. ტბას ჩრდილო-დასავლეთით ეკვრის ბამბაკის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით შაჰდაღის ქედი, დასავლეთითა და სამხრეთით გეღამისა და ვარდენისის ქედები. სევანის ტბას უკავია მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულის ცენტრალური ნაწილი.

ტბა კონცხით იყოფა მცირე სევანად (ჩრდილო-დასავლეთი) და დიდ სევანად (სამხრეთ-აღმოსავლეთი). მცირე სევანში მდებარე კლდოვან კუნძულზე, რომელიც ტბის დონის დაწევის შემდეგ ნახევარკუნძულადაა გადაქცეული, მდებარეობს IV საუკუნის არქიტექტურული ძეგლი - სევანის მონასტერი.

სევანის ტბაში ჩაედინება 28 პატარა მდინარე. გამოედინება მდინარე რაზდანი (არაკსის შენაკადი). წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ივლის-აგვისტოში 17-19 °C, იანვარ-თებერვალში - 1,5-1,8 °C. ძლიერ ყინვიან ზამთარში ტბა მთლიანად იყინება. მდიდარია თევზით.

ტბის წყალი და მდინარე რაზდანი გამოყენებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადისათვის. გაყვანილია არფა-სევანის გვირები, რითაც მდინარე არფის წყალი შედის სევანში. ტბა მდებარეობს სევანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

ტბაში ბინადრობს შემდეგი თევზი: Salmo ischchan, Coregonus lavaretus, Carassius carassius.

ფოტოს ავტორი: ბ. ტოლენტინო (Brian Tolentino)

Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ტბები

Post by CheLo » 19 ივლ 2011, 19:45

Image

ლისის ტბა — ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. ზედაპირის ფართობია 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი — შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა — 28°C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ტბები

Post by CheLo » 19 ივლ 2011, 19:48

Image

კუს ტბა, ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად.
ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. გარდა ამისა კუს ტბა იკვებება წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა.
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2011, 15:32

აბუდელაურის ტბები

აბუდელაურის სამი ულამაზესი ტბა მდებარეობს ხევსურეთში. საზრდოობს მდნარი წყლით. ტბები სხვადასხვა ფერისაა: მწვანე, თეთრი, ლურჯი; აქედან ყველაზე საინტერესოა ლურჯი ტბა, რომლის ირგვლივ ხარობს დეკა. 3 მხრიდან გარშემორტყმულია მთებით.

ლეგენდის მიხედვით იახსარმა ამ ტბებზე განგმირა დევი.


წყარო: http://geo-wonderland.com/rus/about/mxa ... ureti.html
http://www.cenn.org/Magazine_1/legends_rus.html
ინფომრაცია დასამატებელია.





აბუდელაურის ლურჯი ტბა

ფოტოს ავტორია: არჩილ ნაგლიაშვილი

Image

Image
Last edited by Ketevan Guliashvili on 23 ივლ 2011, 15:50, edited 1 time in total.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ტბები

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2011, 15:39

აბუდელაურის თეთრი ტბა

ფოტოს ავტორი: არჩილ ნაგლიაშვილი.

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]