keto
ეკატო
მოვა, აბა სად წავა
anano
მართლაც. იქნებ არც ახლაა გვიან თუ რამე ხელისშემშლელი მიზეზი არ გაქვს? ძირითად სიაში რამდენიმე კითხვისნიშნიანია, არა მგონია ყველა წამოვიდეს. რა კარგი იქნებოდა რომ მოახერხოო <3
tavadi
3 ლარის ეკონომია არ გვიღირს იმად რომ სარეისოებით წავიდეთ ნაწილ-ნაწილ და 1 დღე დავკარგოთ. თან სარეისომ არა მგონია დათქმულ დროს მოგვაკითხოს უკანა გზაზე, სავარაუდოდ გვიან საღამოს, და თბილისში ჩამოგვიყვანოს.
arcivi9
ანააანო
ფანტასტიკის ჟანრის ოცნებები ხანდახან კარგია
თუშეთი ძვირი სიამოვნებაა, ეს ყველამ იცის. მაგრამ ჩვენი ტური კაპიკ-კაპიკ რეალურ ხარჯებზეა აგებული და არცერთი თეთრი არ მიდის არავის ჯიბეში.
შედარებისთვის გეტყვით, ნებისმიერი კომერციული გასვლა გაცილებით ძვირი დაჯდებოდა, მაგალითად "ტობა თრეველის" ტობავარჩხილის მსგავს, იმავე ხანგრძლივობის საფეხოსნო-საცხენოსნო ტურს 370 ლარად აწყობს ლამა, თუმცა არა მგონია მათ ჯიპების დაქირავება სჭირდებოდეთ, რაც ჩვენ პირადად კაცზე სულ მცირე 100 ლარით გვიძვირებს თანხას. ეს ასეც უნდა იყოს, თუ ტურიზმის განვითარება გვინდა კომერციული გასვლებიც უნდა იგეგმებოდეს. ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს, რაც უნდა, იმას აირჩევს.
ეს ხუმრობით ნათქვამი რიტორიკული შეკითხვა შეიძლებოდა უპასუხოდ დამეტოვებინა, მაგრამ იცოდეთ თქვენც და სხვამაც მსგავსი გასვლების რეალური ღირებულება

.