ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by CheLo » 12 ივლ 2011, 00:57

აქ როგორ ჩახტიი : )))))))))))) 8 წამი ვერ გავაჩირე წყალში ფეხი :shock: :shock:

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by t.d » 12 ივლ 2011, 01:06

WenTTo
არა მარტო ეგ ჩახტა.:))
კარკუჩას თემაშI არის ვიდეო ჩვენი ბანაობის.:)))

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by t.d » 12 ივლ 2011, 01:08

თუშOს ვიდეო იმედია არ გაბრაზდება აქაც რომ ვდებ.:)))
ჩემი და მეზვრიშვილის ჭყუმპალაობა.:)))
http://www.youtube.com/watch?v=PI3GkcpSXtE


User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by CheLo » 12 ივლ 2011, 01:29

არანორმალურები ხართ :lol: :lol: :lol: მწვანე ტბაში ვერ ჩავყავი ფეხი და თქვენ ლურჯ ტბაში იბანავეთ : ))) თემო ხელებს როგორ ატყაპუნებდი :) :) ეგრე ცურავ თუ თბებოდი?? :P :P :P აუ ძალიან მაგრები ხართ მართლა!!! აფსუს რა ვიცოდი წვიმა თუ გადაიღებდა თორემ ამ სანახაობას არ გამოვტოვებდი

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 12 ივლ 2011, 01:36

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სრულიად შემთხვევით იდეების განყოფილებაში ვიკითხე ჯუთა-აბუდელაურის გასვლის შესახებ. აღმოჩნდა რომ ხალხი უკვე გეგმავდა თემოს დაბადების დღისათვის გასვლის მოწყობას და ჩემმა ინტერესმა კატალიზატორის როლი შეასრულა.

სამომავლოებში თემის გახსნამ ბუნებრივია ინტერესი გამოიწვია და ბევრი ადამიანი ჩაეწერა მაშინათვე. 2 მინიავტო უცებ შეივსო. კარაევლებს შარშანწინდელი გასვლის გამო ამ მარშუტისადმი სიფრთხილე დასჩემდათ. როგორც მონაწილეებმა ნახეს, არაა ადვილი მარშუტი და არასწორი ორგანიზების შემთხვევაში ძალიან ადვილია პრობლემების წარმოშობა. ამიტომაც გამოცდილი მოლაშქრეები უცებ გამოაკლდნენ წამომსვლელთა სიას და გუდამაყრის გასვლა შეიქმნა.

როგორც პირველ გამკითხველს, ორგანიზატორობა მე მერგო წილად. მაგ გზაზე მე ვიყავი ნამყოფი მარტო მგონია წამომსვლელებიდან და ბუნებრივად მე უნდა წამეყვანა ხალხი. ზოგადად არანაირად არ მეპიტნავება ასეთი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, წარუმატებლობის შემთხვევაში ადამიანებს სხვისი დადანაშაულება უფრო უყვართ, ვიდრე თავის ქმედებაში შეცდომების ძიება. საქართველოში მასე ჩვევიათ.

თემო ბუნებრივია ვერ გამოაკლდებოდა მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილ გასვლას.

შარშანწინდელი გასვლის წარუმატებლობის მიზეზი მონაწილეთა დიდი რაოდენობის გარდა მათი არა ერთიანობა იყო. კარგად მოსიარულეები გაიქცნენ წინ და უკან მომავლებმა გზაც კი არ იცოდნენ წინ რომ წასულიყვნენ.

რა განსხვავებაა ბრძენს, ჭკვიანსა და სულელს შორის

ბრძენი სწავლობს სხვის შეცდომებზე
ჭკვიანი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე
სულელი კი ვერ სწავლობს და კვლავაც უშვებს შეცდომებს.

ჩვენ გასული გასვლების გამოცდილების მიხედვით უნდა დაგვეგეგმა ლაშქრობა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by t.d » 12 ივლ 2011, 01:44

WenTTo
ვთბებოდი>:))
თორე არჩილმა იცის როგორც ვცურავ მე.:))

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 12 ივლ 2011, 02:12

ლაშქრობის დაგეგმვისას გამოცდილი კარაველები მირჩევდნენ მციერ ჯგუფებად დამეყო ხალხი. ჩემის აზრით ყველას ერთად სიარული უფრო მიზანშეწონილი იყო ასეთ მარშუტზე. საბოლოო ჯამში ამ მიდგომამ უფრო გაამართლა, ვიდრე მცირე ჯგუფებად დაყოფამ. აღმართებზე, სადაც ყველა ერთად მოდიოდა, უფრო ორგანიზებული იყო მოძრაობა, ვიდრე დაღმართისას, სადაც ერთიანობის მომენტი საერთოდ დაირღვა და ვინც როგორ ახერხებდა, ისე დადიოდა.

ლაშქრობის დასაწყისშივე რამოდენიმე წინ "გაიქცა". ეს უკვე არ იყო კარგი ამბავი. ყველას განვუცხადე ჩვენი მოძრაობის სტილი - მივდივართ გარკვეულ წერტილამდე და ველოდებით დანარჩენებს. თუ ძალა მოგვდევს, ვეხმარებით დანარჩენებს.

ჯუთადან ჭაუხებისკენ მიმავალი გზა საშუალებას იძლევა ვიზუალურად ადვილად აკონტროლო დანარჩენების მოძრაობა. ჯუთის ჩანჩქერამდე ყველამ ერთად ვიარეთ. შემდეგ კი აღმართები იწყებოდა.

შარშანწინდელი გასვლის სუსტი წერტილი უკანა მხარე იყო, ამიტომაც წინ სიარული GPS-იან კახას ვანდე. შარშან მე თვითონაც მაგ მარშუტის სრულიად არამცოდნემ მაგ მოწყობილობით გადავიყვანე ჯგუფი. ასე რომ კახას იმედი უნდა მქონოდა.

აღმართი აღმართია და სისწრაფე განსხვავდება ყველასი. პრობლემებიც ამ მონაკვეთზე იჩინა თავი. ქარიც ხელს გვიშლიდა. მოძრაობის განსხვავებული სისწრაფე ჯგუფის წევრებს აშორებდა ერთმანეთს. უღელტეხილზე მეტნაკლებად ყველა შეიკრიბა და დაიწყო დაშვება.

ალბათ აჯობებდა დაშვებისას მცირე ჯგუფებად დავყოფილიყავით. დაღმართზე შეუძლებელია ამდენი ადამიანის ერთ მწკრივად სიარული. ფაქტიურად წყვილების დონემდე დავიდა. ვიზუალურად ადვილი საკონტროლებელია დაღმართი. ბუნებრივად მიმაჩნდა, რომ ლიდერების ჯგუფი თეთრ ტბასთან მოაგროვებდა ყველას. ჩემდა გასაკვირად მათ ჭაჭის გადახუხვა მოახერხეს და მაგდენის მოფიქრება კი ვერა. შედეგი კი ის იყო, რომ აბუდელაურების მწვანე ტბამდე მანძილი არასწორი გზით და არაორგანიზებულად გაიარა ყველამ თეთრი ტბიდან.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 12 ივლ 2011, 02:25

ტბებამდე არაორგანიზებულად დაშვებამ და შემდგომ სრულიად ქაოსურმა სიარულმა თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო - ბევრი ძალიან დაგვიანებით ჩამოვიდა და დანარჩენებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ვინ იყო ჩამოსული და ვინ ზემოთ დარჩენილი.

ერთიც უნდა ავღნიშნო აუცილებალდ.
ჩამკეტების მიმართ ბოლო ხანებში გარკვეული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

რატომღაც ჰგონიათ რომ ჩამკეტები ჩოკანა ვირები არიან და თუ ვინმეს რამე გაუჭირდა, ჩამკეტმა უნდა უთრიოს.

ჩამკეტს სულ სხვა ფუნქცია აქვს. მათი დანიშნულებაა აკონტროლოს რომ ვინმე არ დარჩეს უკან. თუ ვინმეს გაუჭირდა და მისი ტვირთი სათრევი გახდა, ეს მთელი ჯგუფის მოვალეობაა და არა მხოლოდ ჩამკეტების. ამდენად სწრაფად მორბენლებო, იცოდეთ რომ როცა წინ მირბიხართ, უკან შეიძლება არიან თანამოლაშქრეები, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და თქვენი წინ გაქცევა თქვენი წილი ვალდებულების უკან დარჩენილებზე გადაბარებას ნიშნავს. მიქაელი და მის გვერდით მყოფი ჩამკეტები გაწყდნენ ტვირთის ზიდვით მაშინ, როდესაც ჭაჭას ურახუნებდით. მორალურად რამდენად ლამაზია ასეთი საქციელი, თავად შეაფასეთ.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 12 ივლ 2011, 02:52

ღვთს ნება იყო და ადგილის დედისა და სალოცავების მფარველობა, რომ მიუხედავად ჩვენი არაორგანიზებული დაშვებისა, ყველაფერი კარგად დასრულდა. უღელტეხილის აღებაა გაცილებით რთული და დაშვება შედარებით ადვილი. აბუდელაურების ტბებზე გადასული უკვე ვეღარ დაიკარგება, ძალიან თუ არ მოინდომა ადამიანმა. ამიტომაც ნაკლებად მივაქციე ყურადღება ჯგუფის მოძრაობას და უფრო ინდივიდუალურ დახმარებებზე გადავედი. აღმოჩნდა, რომ თქმა წინასწარ იყო საჭირო, რომ თეთრ ტბასთან შეგროვილიყვნენ. გამოცდილი კარაველები ასეთ რამეს ავტომატურ რეჟიმში ხვდებიან და ალბათ ამან შემიყვანა შეცდომაში.

ალბათ ძალიან კრიტიკული ვიყავი ამ ნაწერში. კრიტიკული უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის მიმართ. ორგანიზატორზე ბევრი რამეა დამოკიდებული. თუმცა ისიცაა, რომ ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ იზამს, თუ დანარჩენებიც არ მოინდომებენ გამარჯვებას.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 12 ივლ 2011, 03:10

მინდა ვთქვა, რომ ყველამ კარგად იარა. ძირითადი მომენტი სირთულის დაძლევის სურვილი და იქაური სილამაზის ნახვის სურვილი გახლდათ. ამიტომაც უღელტეხილზე ყველა ავიდა - ზოგი სწრაფად, ზოგიც ნელა.

ეხლა წავალ დავიძინებ, თორემ ძალიანაც დაღამდა.

სურათებს დავყრი და...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 12 ივლ 2011, 03:11

დასაწყისი

Image

Image

მცირე შესვენება

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 12 ივლ 2011, 03:13

მოძრაობა

Image

გამოჩნდა ჭაუხები

Image

ეს კი სამშობლოს გამყიდველი - სულ რაღაც 25 მილიონად ყიდდა ლურჯ ტბას.

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 12 ივლ 2011, 03:14

Image

Image

ქეთუნა

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
nkiviladze
ბოდიალა
Posts: 158
Joined: 21 მაი 2011, 18:12
ჯუთა-ჭაუხები- აბუდელაურების ტბები-კორშა 8-10 ივლისი 2011

Post by nkiviladze » 12 ივლ 2011, 07:17

ხალხნო. ძალიან დიდი მადლობა ყველას ორანიზატორიან-ჩამკეტებიან-თანამოლაშქრეებიანად! აფერუმ თქვენ! :) ყოჩაღ! უკვე მენატრება ასეთი სირთულის გასვლა! :)

კარავი დარჩენია ვიღაცას, მე მაქვს და პატრონი შემეხმიანოს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]