Mta Mkvarebia
გეგმების არევას კი არ გთავაზობთ, რჩევისთვის ვწერ, რომ აწონ-დაწონოთ. მე იმთავითვე ვურჩიე მთაშენკას, ფშაველში ღამის თევას, ცერზე გაათენეთ ღამე-მეთქი. მართალია, არის საშიშროება, რომ უღელტეხილზე ეციება, ან იქნებ იწვიმოს კიდეც (იქ ეგ ხშირადაა), მაგრამ ორივე პრობლემა მოგვარებადია მომზადების პირობებში. სამაგიეროდ, მზის ჩასვლა-ამოსვლისას ულამგრეს ხედებს ნახავთ. ნისლიც რომ იყოს, მაშინ ხომ საერთოდ... რაც შეეხება წყალს - ეგ ცერზე მართლაც არაა, მაგრამ შეგიძლიათ სადმე დაბლა დაბანაკდეთ - თორღვას აბანოსთან, ან - ცოდვიან ხევში, ან სულაც იმ გადასახვევთან, სადაც ჩემს მიერ დადებულ ფოტოზე იმ დაკლაკნილი ბილიკისკენაა გადასახვევი მთავარი გზიდან. მეგზური კი ამბობს, რომ ცერზე ბილიკები არისო, მაგრამ მე მაინც მეეჭვება, მაგ ცერის გორიდან იმ ჩემს მიერ დადებულ გორაზე გადასასვლელი თუ არის! მწყემსები კი დგანან მაგ მტებში მუდმივად, მაგრამ ეგ მაინც არაა ინტენსიური საფეხოსნო გზა. მასეთი სწორედ ის დაკლაკნილი ბილიკია, მე რომ დავდე ფოტო წინა გვერდზე.
და ლეო, რაც შეეხება შენს კითხვას, ცერიდან გომეწრის იმ სოფლებში ჩასვლა რამდენად მოსწრებადია 1 დღეში, მე არ ვარ მაქეთ ნამყოფი, მაგრამ რაც ვიცი, სავსებით მოსწრებადია. 1 დღე არც უნდა მაგას იმის მიუხედავად, რომ მთაშენკასი არ იყოს, თუშების და არათუშების სავალი ტემპი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.


თუ ის ტბებიც მაქედან სავალ გზაზეა ანუ პირდაპირ მიადგებიან, მაშინ დროს ბევრად მოიგებენ.
maikomaiko
იპოვი, მაგრამ მართლა დიდი ძებნა გჭირდება. მაგალითად, ქვემო ალვნელი თემო ბაშინურიძე არ სვამს. არც იმ ონისეს მამა სვამდა. ჩემი პირველი ასვლისას ვინც გვყავდა, ისიც ფხიზელი დადიოდა - ყაჭო, ოღონდ ახლა ის ესპანეთშია.ჰეჰ.მაგ გზაზე თუშ და მინიმუმერთჭიქადაულეველ მძღოლს შანსია, ვერ იპოვით, სანთლითაც რომ ეძებოთ
თუმცა მანდ მთლად ფხიზლები მართლაც იშვიათად დადიან. ოღონდ არის ნაწილი, რომელსაც სასმელი უყვარს და იმიტომ ეტანება, მაგრამ უმეტესობა სულ სხვა მიზნით სვამს - გულს იმაგრებენ ამით. ეს ბევრი მძღოლისგან გამიგონია, მაგრამ მასეთები დათრობამდე არ სვამენ, მხოლოდ 2-3 ჭიქა.