მაგრამ ზუსტად იმ დღეს – ომი დაიწყო
http://karavi.ge/viewtopic.php?t=2398&start=0

ჰოდა გუშინ გადაწყდა მაშინ დახურული გეგმა გაგნეხორციელებინა ახლა მაინც..
იმედი ისევ ომი არ დაიწყება.

სავარაუდო გასვლა იქნება 20-21 აგვისტოს.

ესაა ძეგლების ჩამონათვალი -
არაა აუცილებელი ყველა ეს ძეგლი ვნახოთ -
რასაც მოვასწრებთ -
ნიკორწმინდა
ჭელიშის მონასტერი
ხონჭიორი
პატარა ონი
ჭრებალო
ხოტევი
ბუგეული
ბარაკონი
მინდაციხე
სორი
ონი
უწერა
გლოლა
ჭიორა
ღები.- ბრილი
კვარაციხე
ზემოკრიხი
მრავალძალის ეკლესია???
ესეც ამოანწერები იმ თემიდან:
რაჭაში, კერძოდ კი ამბროლაურის რაიონშია რაჭის ერისთავების ციხე - მინდაციხე
სხვათა შორის, ნიკორწმინდის (წმინდა ნიკოლოზის სახელზე აგებული)უმშვენიერესი ტაძარი
ამბროლაურის რაიონშია. თუმცა, ნიკორწმინდის ეპარქიის რეზიდენცია ონშია. ამავე რაიონს
ეკუთვნის ბარაკონის (სოფელ წესთან) ეკლესია, ზემო კრიხის, პატარა ონის, ბუგეულის, ხოტევის, ძეგლები,
ციხეები თუ ეკლესიები, აგრეთვე, კარსტული მღვიმეები.
ჰო, კვარაციხეც, სადაც ამბოხებულმა რაჭველებმა მე19 საუკუნეში რუსებს დიდი ომი გაუმართეს, რის გამოც
რუსებმა შემდეგ მათ სოფლები გადაუწვეს.
ონის რაიონშია მრავალძალის წმინა გიორგის დარბაზული ეკლესია (სოფელ მთისკალთასთან). ქალაქშია
არქიტექტურულად 1-1 საინტერესო ნაგებობა - სინაგოგა, რომელიც, თუ სწორად ვიცი, ვარშავის
სინაგოგის ზუსტი ასლია. უნდა ინახოს ბრილი (რიონის ხეობაშია), ნასოფლარი ციხეკოშკითა და ეკლესიით,
სადაც არქეოლოგებმა უამრავი
ძვირფასი ნივთი აღმოაჩინეს, მათ შორის ანტიკური.
http://karavi.ge/viewtopic.php?t=2325&start=0
ნიკორწმინდას რომ ვნახავთ, მერე მარცხნივ მიდის გზა ჭელიშის უდაბნოსკენ . მონასტერი შარეულას ხეობაში მდებარეობს. თამაზი თუ იქნება მარშრუტკით ჩავალთ ქვემომდე ჩვენ რომ ვიყავით ექსკურსიაც იყო მაგ დროს და იმათი მარშრუტკა ზემოთ ელოდებოდა ბავშვებს. ყოველ შემთხვევაში წყალსაცავამდე მაინც უნდა მივიდეთ ტრანსპორტით.

რაჭის ეკლესია-მონასტრები
ბარაკონის ეკლესია
• ბეთლევის ეკლესია
• ბუბის მონასტერი
• გლოლის ბერის საყდარი
• დვალთის დედათა მონასტერი
• ველტყევის მონასტერი
• თამარ დედოფლის საყდარი
• ლაბეჭინის მონასტერი
• ლეკნარის მონასტერი
• მეჭვრეთის მონასტერი
• მიქარწმინდის მონასტერი
• მოტყიარის ბერის წყარო
• მრავალძალის მონასტერი
• ნიკორწმინდის მონასტერი
• საკაოს სამზიარის უდაბნო
• სორის მონასტერი
• სხიერის მონასტერი
• ფუტიეთის მონასტერი
• ღადიშის მონასტერი
• ღვიარის მონასტერი
• შეუბნის მონასტერი
• შოდის მონასტერი
• ცხომის დედათა მონასტერი
• ჭელიშის უდაბნო
• ჭოლევის მონასტერი