ანუ როგორ იქნება:
8 ივნისს პარასკევს საღამოთი 6 საათზე გავდივართ მაუნტინ ჩემისტრიდან (სამთო ქიმიიდან). ღამით დაბნელებულზე ვართ ჯუთაში და ბილიკებით ავდივართ საბანაკე ადგილამდე (ფაქტიურად იქვეა).
მეორე დილით 6 საათზე ვდგებით და საუზმის გარეშე მივდივართ ჭაუხებისაკენ. ჯუთის ჩანჩქერის მიდამოებში ვსაუზმობთ. მერე მიდის შედარებით "სწორი" გზა და მერე უნდა ავქაჩოთ ჯუთის უღელტეხილამდე სიმაღლე.
ასვლის წესი ასეთია. ჯგუფი მოძრაობს ერთდროულად. ბუნებრივია ზოგი სწრაფად მიდის, ზოგი ნელა. ვინც ადის ჩემს მიერ მითითებულ სიმაღლემდე, ელოდება დანარჩენების ამოსვლას. ვისაც ენერგია აქვს, შეუძლია ჩამობრუნდეს და სხვებსაც დაეხმაროს ტვირთის ატანაში.
შარშანდელი გასვლიდან მახსოვს, რომ 3 სიმაღლის აღება-დალოდება დაგვჭირდა სანამ ჯუთის უღელტეხილისკენ გავიდოდით. იმედია წელსაც იგივე სიმაღლეები დაგხვდება, არსად არ წავიდოდნენ.

ჯუთის უღელტეხილზე არ მისული დავნაყრდებით და გავეშურებით უღელტეხილისაკენ.
ახალი გზის გაკვლევებსა და "იქით სჯობია წასვლა, ჭაუხებზე პირდაპირ ხომ არ გადავიდეთ" ტექსტებს არ ვართ, მაინც არ წავალ მასე და ვისაც უნდა, იმას კისერიც უტეხია. ტბები საითაც არის, ძალიან კარგად ვიცი.
ჯუთის უღელტეხილზე სავარაუდოდ თოვლიც შეიძლება დაგვხვდეს. იქ დავისვენებთ და დაიწყება დაშვება. დაშვება რა გზით განხორციელდეს, ამგაზე ადგილზე გადავწყვეტთ. შეიძლება აქაც ვიმსჯელოთ.
დასაშვებად ორი გზა არსებობს: ერთ პირდაპირ ეშვები თეთრ ტბაზე და 600 მეტრ სიმაღლეს საჯდომზე ხოხვით ჩადიხარ 2 საათის განმავლობაში, ანდა სერპანტინებით შედარებით გრძელი გზით. მეორე გზაზე არ ვარ ჯერ ნამყოფი, თუმცა ტოპო რუკებზე ის გზა ნაჩვენებია და ჭკვიანი ხალხი იმ ბილიკით დადის.
აბუდელაურებთან დაახლოებით საღამოს ვიქნებით 6-8 საათზე
იმ დღეს დავისვენებთ, არაყს დავლევთ ტუჩზე მიდებით. თუ მეტსაც წამოიღებთ, უფრო მეტსაც

ღამე ყველა ვათევთ კარვებში. აბუდელაურების მხარეს ფაქტიურად ყოველდღე წვიმს და გარეთ დაძინება თვით მეც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად (ნუ, არა მგონია რომ იმდენი სასმელი იყოს წამოღებული, რომ იქ გადავიფიქრო

მეორე დილით, ანუ კვირას პანსიონოტობანაა. ვისაც უნდა მიდის თეთრი და ლურჯი ტბების დასათვალიერებლად. მწვანეს დასათვალიერებლად არავინ მიდის, რადგანაც მის გვერდით ვართ დაბანაკებულები ფაქტიურად

ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ტბებში იბანაოს კიდევაც. ოღონდ იქიდან თქვენს გამოსათრევად მე არ დამიძახოთ - ნამეტარი ყინულივით ცივია წყალი და მეზარება ვიღაცეების პოხონდრიების გამო იქ ხტუნავი.
საფრთხეები: ერიდეთ ბერტყვებს. ღამით იციან კარავზე ფახაჭუნი. დღისით თუ ჯგუფასდ იქნებით, სახიფათონი არ არიან, ერიდებიან ჯფუფზე თავდასხმას.
შუადღეზე ჩავდივართ როშკამდე, სადაც გველოდება ტრანსპოტრი. თუ იქამდე ვერ მოდის, მაშინ კორშამედ 15 კმ დამატებით. გზა მიდის და დაღმართია, ასე რომ 2 საათში იქ ვართ.
დანარჩენი უკვე რაც გინდათ ის ვქნათ. გინდა ბაზალეთი, გინდა მცხეთის სალობიე და მერე უკვე სან ტანცუეტ სამ პაიოტ პონტია.
ფეხზე: ჩექმა, ბათინკი ან ბოტასი. ქვიანია სავალი და ... შარშან სანდლებით ვიყავი წასული და დაღმართში დამაწყდა ფეხები. ბალახებიც არის, ამდენად გრძელტოტებიანი შარვალი სჯობია შორტს. თუმცა მე თავად ეგ ნაკლებად მაღელვებს ხოლმე. თან თოვლიც იქნება ზემოთ.
ჯუთას მხარეს მდინარეში გატოპვაც შეიძლება დაგვჭირდეს. შეიძლება გადაახტეს კაცი კიდევაც, მარა შეიძლება ტყაპანიც მოადინოს. ასე რომ მერე არ დამიწყოთ ეს მდინარე აქ რატომ მოდისო, თემაში არ ეწერაო

სხვა რა, სახლში მივალ და რუკას დავამატებ. 20 კმ-მდე გავლა მოგვიწევს ერთ დღეში. საკმაო დატვირთვაა იმ რელიეფზე. ბევრი კალორიები დაიხარჯება.
ყველას მოაქვს საწვიმარი. კარავი წყალგაუმტარები ან ცელოფნებით. აუცილებლად იწვიმებს.
ტვირთი რაც შეიძლება ნაკლები. ზედმეტად წამოღებული თითოეული კილოგრამი აღმართზე უნდა ათრიოთ და დას წინასწარ შეაფასედ ეს ნივთი თუ ღირს სათრევად. ტანსაცმელი ცელოფანებში. ალპური ზონაა და იქ ცეცხლს არავინ არ დაგახვედრებთ. გათბობა ჭაჭით მოგიწევთ. ღამით შეგვცივა და თბილი რამე აუცილებელია.
იმდენი ვწერე, ლამის ჩამოევდი თბილისში უკვე




