ავენისი - 2-3 ივლისი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by CheLo » 27 ივნ 2011, 22:06

WenTTo wrote:ავენისი - ანანურის ციხე - პატარა ავენისის ეკლესია (2-3 ივლისი)

ავენისი - სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ანანურის თემის ტერიტორიული ორგანო), მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან – 840 მეტრი, დუშეთიდან – 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი.

ქ. თბილისიდან 70კმ-ის მოშორებით დუშეთის რაიონში მდებარეობს ციხე-სიმაგრე ანანური - XVI-XVII საუკუნის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. იგი გაშენებულია მდინარე არაგვის პირას, ჟინვალის წყალსაცავთან ახლოს და მოიცავს სამოქალაქო, სამხედრო და საეკლესიო ნაგებობებს. ანანური საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ციხე იყო და ძალზედ საინტერესოა მისი როგორც ისტორიული, ასევე საეკლესიო წარსული.

გეგმა:
შევიკრიბებით დილით 9 საათზე სქიმიასთან დიდუბეში შემდეგ სარეისო ავტობუსით 10 საათზე გაუყვებით ანანურამდე გზას, რომელიც ჯდება სულ რაღაც 4 ლარი , (ან დავიქირავებთ მინიბუს რომელიც წაგვიყვანს და მოგვიყვანს 150 ლარად მთავარია მინიმუმ 15 კაცი შეგროვდეს) ჯერ ვნახავთ ანანურის ციხეს, შემდეგ ავენისის წმინდა გიორგის ეკლესიას და ბოლოს მდინარესთან ახლოს დავბანაკდებით.. დავანთებთ ცეცხლს და გავერთობით.. გამიგია თევზი დილით მოდისო ხოდა თუ მართალია მეორე დღე მთლიანად სათევზაოდ გვექნება.. ხოლო მეორე დღეს წამოსვლამდე ჯინვალის წყალსაცავშიც შეგვეძლება ბანაობა : )))

შეკრების დრო და ადგილი:
09.00 სთ
02.07.11
სქიმია

ფასი:
მივდივართ სარეისოთი ან მინიბუსით
8–10 ლარი

ტევადობა მინიბუსში:
შეზღუდული არაა

გასავლელი გეზი:
თბილისი – ანანური – ავენისი – თბილისი

სანახავი ადგილები:
ანანურის ციხე
ავენისის წმინდა გიორგის ეკლესია
ავენისის ტბა
ჟინვალის წყალსაცავი

გასავლელი მანძილი:
ტრანსპორტით: 70+70 კმ
ფეხით: 10–15 კმ.

ამინდი:
28-30 გრადუსი.

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი,
საგზალი
კარავი
საძილე ტომარა
ზურგჩანთა
მაშუქი
დანა
ცელოფანი
ანკესი

Image

სასარგებლო ბმულები:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=879&hi ... 1%E1%83%98
http://karavi.ge/viewtopic.php?t=3528&h ... 1%E1%83%98
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4240&h ... 1%E1%83%98
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by CheLo » 28 ივნ 2011, 13:50

ჰააა აბაა რა გადაწყვიტეთ : ))) ვეწერებით სიაში : )))

1. მე
2. მამუ
3. :?:
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by ARCHILI » 28 ივნ 2011, 18:08

მეგობრებო, ავენისში სოფელ ანანურის ხიდიდან ვერ გადახვალთ, დაზიანებულია, ანანურს რომ გაივლით, სოფელი ხიდისძირი (თუ რაღაც ამგვარი) დაგხვდებათ და იქიდან გადადით, ხიდი გზიდანვე ჩანს, ხიდს რომ გადახვალთ, მარჯვნივ ასახვევია და მერე გზას გაყევით.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by CheLo » 28 ივნ 2011, 20:15

მადლობ არჩილ ამ ინფორმაციისთვის : )) სირთულეები უკეთესია, აუცილებლად მაგ გზით წავალთ :) :) :)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by ARCHILI » 28 ივნ 2011, 20:43

WenTTo


არაფერი რთული და საპრობლემო არაა, 20-25 წუთით და რამდენიმე კილომეტრით გაიხანგრძლივებთ გზას და ეგაა სულ...
Image

User avatar
geosul
ბილიკზე მოარული
Posts: 81
Joined: 21 სექ 2005, 20:12
Location: საქართველო, თბილისი
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by geosul » 28 ივნ 2011, 23:15

გამარჯობა WenTTo - და ყველას მივესალმები -
დიდი ხანია არსად ვყოფილვარ კი წამოვიდოდი მარა პრობლემა მაქ კარავი არ მაქ და არც საძილე ტომარა - არადა როგორ მინდა :((((
გაუმარჯოს კაი ხალხს

User avatar
geosul
ბილიკზე მოარული
Posts: 81
Joined: 21 სექ 2005, 20:12
Location: საქართველო, თბილისი
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by geosul » 28 ივნ 2011, 23:18

მამენტ კარავის დაქირავება მგონი შეიძლება - და აქ რომელიმეს აუცილებლად გეცოდინებად

:)
იქნებ მიმასწავლოთ სად მივიდე რო დავიქირავო ) გაგიწევდით მეგზურობას - ძალიან მინდა წამოსვლა
გაუმარჯოს კაი ხალხს

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by CheLo » 29 ივნ 2011, 00:18

geosul კარავი მე მაქვს 4 კაციანი... რაც შეეხება საძილეს ეგეც მაქვს 2მაგი საზაფხულო და საზამთრო.. საზაფხულოს მოგცემ შიგნით ტანსაცმლით ჩაწვები და არ შეგცივდება... : ))) ასე რომ მაგაზე ნუ იდარდებ 8)
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by CheLo » 29 ივნ 2011, 00:19

და კარავის დაქირავება მე არ გამიგია : ))))))))) რათ გინდა დაქირავება თუ სადმე ერთად წავალთ მე სულ მაქვს ადგილი, თუ მე არ ვიქნები მითხარი და გათხოვებ და თუ სასწაული მოხდა და მეც მჭირდებოდა კარავი სხვა კარაველები შეგიპარებენ : )))))))
Image

User avatar
geosul
ბილიკზე მოარული
Posts: 81
Joined: 21 სექ 2005, 20:12
Location: საქართველო, თბილისი
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by geosul » 29 ივნ 2011, 15:31

აუ დიდი მადლობა :) ესეიგი აუცილებლად წამოვალ

გმადლობ :))) კიდე რეები დამჭირდება კარავის და შეფარვის გარდა იქნებ მომწეროთ :))))
გაუმარჯოს კაი ხალხს

User avatar
geosul
ბილიკზე მოარული
Posts: 81
Joined: 21 სექ 2005, 20:12
Location: საქართველო, თბილისი
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by geosul » 29 ივნ 2011, 15:31

და სიაში მიმამატეთ :)
გაუმარჯოს კაი ხალხს

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by CheLo » 29 ივნ 2011, 15:42

1. მე
2. მამუ
3. ჯეოსულ
4. მიქაელი
5. :?:

რა და თუ თევზაობა გიყვარს ანკესი, თუ არადა მაშინ "პლავკა" წამოიღე ვიბანაოთ მაინც.. : ) ეს ლაშქრობა იმდენად არ იქნება რამდენადაც დასვენება.. აუცილებლად წამოიღე საგზალი და ნუ გადაიკითხე პირველი პოსტი და ჩამოწერილი მაქვს რა დაგჭირდება.. ფოტოაპარატსაც თუ წამოიღებ მთლად კარგი ბევრი გადავიღებთ სურათებს.
Image

mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by mamu » 29 ივნ 2011, 16:09

მე მგონია რომ ეს გასვლა კიდე გადაიდება ხალხის ნაკლებოდას განვიცდით ზურა და 4 კაცის წასვლას აზრი არ აქვს რა :cry:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by ARCHILI » 29 ივნ 2011, 16:13

თქვენც კიდევ სარეისოს გაყევით ანანურს, იქიდან ფეხით გადადით, ხიდი მანქანისთვისაა დაზიანებული, თორემ ფეხით გადახვალთ :) და მეორე დღეს წამოდით :)

ასეთ გასვლას გადადება რად უნდა, ზეკომფორტული და მარტივია.

:)
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავენისი - 2-3 ივლისი

Post by CheLo » 29 ივნ 2011, 16:51

მამუ ხალხის ნაკლებობა სულ იქნება... ვინ წამოვა აბა ანანურში როცა პარალელურად თუშეთი, ხევსურეთი, აჭარა და სხვა უფრო დამაინტრიგებელი თემები იხსნება... მე თუ მკითხავ სულ არ მინდა ბევრი ხალხი ჩვენც კარგად გავერთობოდით.. არ გახსოვს 6 კაცი ვიყავით თოვლიან ბირთვისში და ძალიან კარგი დროც გავატარეთ... ახლა თუ გადავდე მერე მე აღარ მეცლება...

P.S. ეს რომ სხვას დაედო მაგალითად მელექსას, მთაშენკას ან ვინმეს ხალხი მოგროვდებოდა მაგრა მე დავდე და ჩემ გასვლებში ხალხი არ დადის რეალობა ასეთია :roll: :roll: :roll: :)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]