
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3445&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2357) .
ამიტომ მე და ნაია ზაფხულის დასაწყისიდანვე ვგეგმავდით ამ გასვლას. მართალია, ივლისის შუა რიცხვები უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნდა ამ გასვლისათვის, მაგრამ 9-10 ივლისისთვის შეიძლება სხვა გეგმები გამოგვიჩნდეს, 2-3 ივლისს კიდევ პროგნოზის მიხედვით წვიმაა გამოცხადებული

მინდა, გაგაფრთხილოთ რომ მარშრუტი ადვილი არ იქნება, ფეხით სასიარულო ბევრი გვექნება, დღეში სულ მცირე 16-20 კმ, თუ იმ ცვლილებასაც შევიტანთ მარშრუტში რაზეც ქვემოთ დავწერ, შეიძლება კიდევ უფრო მეტი (25 კმ-მდე). ამიტომ ჯერ კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი შესაძლებლობა და ისე ჩაეწერეთ სიაში.
მარშრუტი დაიწყება აწყურის მცველთა თავშესაფარიდან. უფრო სწორედ, თავშესაფრის გადასახვევიდან, რადგან გზა გაფუჭებულია და მინიბუსით ასვლა გაგვიჭირდება. მაგრამ ძალიან შორს არაა იქიდან გადასახვევი - 800 მეტრია. აწყურის მცველთა ტავშესაფრიდან ამარათის ტურისტულ თავშესაფრამდე - 16 კმ-ია , იქიდან საღალატო სერამდე დაახლოებით 4 კმ. შარშანწინ და შარშანწინის წინ ჩვენ სწორედ ეს მარშრუტი განვახორციელეთ, საღალატო სერიდან წრე გავაკეთეთ და მწყემსების სოფელ ოჭორას გავლით დავბრუნდით აწყურში (ჯამში დაახლოებით 40 კმ გავიარეთ 2 დღეში). ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უმაღლესი წერტილის- სამეცხვარეოს ნახვა ვერცერთხელ ვერ მოვახერხეთ. წელს თუ კარგად ვივლით და ამინდიც ხელს შეგვიწყობს, იქნებ მარშრუტის დაგრძელებაზე ვიფიქროთ და შაბათს ღამით ამარათის კი არა, სამეცხვარეოს თავშესაფარში გავათენოთ ღამე. თუმცა ადგილზევე შევატყობთ მოვახერხებთ თუ არა ამ მარშრუტის განხორციელებას (ამ შემთხვევაში ფეხით სავალი გზა კიდევ უფრო დაგრძელდება, დაახლოებით 50 კმ-მდე 2 დღეში, 25 კმ- 1 დღეში).
ახლა რაც შეეხება ხარჯებს. ტრანსპორტის ხარჯებს ჯერ კიდევ ვარკვევ, ზვიადმა უნდა გაარკვიოს ეცლება თუ არა შაბათ-კვირისთვის. ამიტომ ამ გრაფას ღიად დავტოვებ.
სხვა მძღოლმა 300 ლარი მითხრა (20 ადგილიანი მინიბუსი ყავს), მაგრამ ეს თანხა ცოტა არ იყოს მეძვირა.
ზვიადმა დღეს დამიდასტურა რომ სცალია ამ შაბათ-კვირას და წაგვიყვანს აწყურში, მაგრამ ცოცხალი თავით არ მითხრა, რა თანხა უნდა მივცეთ

რაც შეეხება, სხვა ხარჯებს.
მოგეხსენებათ მარშრუტს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვახორციელებთ, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ პარკის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული წესებით და გადავიხადოთ ის გადასახადი, რაც ტურისტს მოეთხოვება.
ვისაც სურვილი აქვს, მისი ბარგი ცხენმა ატაროს, ასეთები ცხენს ვიქირავებთ. ცხენის დაქირავება 1 დღით 50 ლარი ღირს (ორი დღით 100 ლარი გამოდის), ერთ ცხენს 4 ზურგჩანთის ტარება შეუძლია ანუ ეს თანხა 4 კაცზე გადანაწილდება და ცხენის თანხა კაცზე - 25 ლარი გამოდის. ვისაც თავშესაფარში ღამის გათევა უნდა 10 ლარი უნდა გადაიხადოს, თუ კარავში ძილი გირჩევნიათ, თქვენი კარვის გაშლის ნებართვაში (არ აქვს მნიშვნელობა რამდენკაციანია) 5 ლარი უნდა გადაიხადოთ (2 კაციან კარავზე კაცზე - 2,5 ლარი, ხუთკაციანზე კი კაცზე 1 ლარი გამოდის), თუ კარვის პარკის ადმინისტრაციაში დაქირავება გინდათ, 1 კარვის ქირაობა 10 ლარი ღირს + 5 ლარი მის გასაშლელად ნებართვა, ანუ 3 კაციანი კარვის შემთხვევაში, კაცზე - 5 ლარი)
სულ ცხენის და ღამისთევის ფასი კაცზე საშუალოდ 30-35 ლარია.
გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ. ჩვენ უარი ვთქვით მეგზურის მომსახურებაზე, თუმცა ცხენს გამოყვება გამყოლი, რომლისთვისაც შეიძლება დაგვჭირდეს სიმბოლური თანხის დაახლ. 20 ლარის გადახდა (რაც გაიყოფა თითოეული მოლაშქრის რაოდენობაზე, რადგან ამ თანხას მეგზურობაში ვუხდით). თუმცა ამ საკითხს ვარკვევთ ადმინისტრაციასთან და ხვალისთვის მეცოდინება პასუხი არის ამის საჭიროება თუ არა.
პ.ს. როგორც გავარკვიე, გამყოლისთვის დამატებით თანხის გადახდა საჭირო არაა.
2 დღის სამყოფი საკვები ყველამ თან უნდა წამოიღოთ. ეცადეთ ნოყიერი და კალორიული საკვები წამოიღოთ. ასევე უნდა გვქონდეს მინიმუმ 1,5 ან 2 ლიტრა წყალი, რადგან წყალი მარშრუტის დასაწყისის მერე მხოლოდ ამარატის თავშესაფართან გვხვდება.
დაბალწნევიანებს შოკოლადის წამოღებას ვურჩევ. ასევ გამოგადგებათ ქიშმიში, თხილი, ნიგოზი, ჩირი. კარგი აზრია კიტრის წამოღება, წყურვილის გრძნობას კარგად კლავს.
გთხოვთ, წამოიღოთ მხოლოდ არაერთჯერადი ჭურჭელი
კიდევ ერთი რჩევა მათ, ვინც ბარგის ცხენზე აკიდებას აპირებს, კარგი იქნება, თუ სულ პატარა, ციცქნა ჩანთა ან ზურგჩანთაც გექნებათ დამატებით, რომელსაც თქვენ მოიკიდებთ სადაც ჩადებთ წყალს, საწვიმარს და იგივე კიტრს, რაც ზემოთ ვახსენეთ. შეიძლება ,იყოველ წუთას ცხენი თქვენს გვერდით არ აღმოჩნდეს და ისეთი ნივთების ამოღება ცხენზე მოკიდებული ზურგჩანთებიდან ვერ შეძლოთ.
შევიკრიბოთ შაბათს, 25 ივნისს, დილით ადრე 6:30 -ზე სამთო ქიმიასთან, დაგვიანების გარეშე, უფრო გვიან შეკრების შემთხვევაში ალტერნატიული მარშრუტის (სამეცხვარეოს დამატებით) განხორციელება დროში ვერაფრით მოესწრება)
რჩევები: სურსათის, წყლის, საძილის, საგებელის, (თუ თავშესაფარში ძილი არ გინდათ, კარვის) გარდა, ასევე აუცილებლად წამოიღეთ მზისგან დამცავი ქუდი და მზისგან დამცავი ნელსაცხებელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (რომელიც პარკში ჩადეთ და ისე მოათავსეთ ზურგჩანთაში, რომ წვიმის შემთხვევაში არ დასველდეს.), მართალია, კლდეებზე ცოცვა არ მოგვიწევს , მაგრამ ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი, რომ ბევრი სიარულისას ფეხი არ გატკინოთ. თუ გაქვთ სანდლები ძალიან კარგ სამსახურს გაგიწევთ, განსაკუთრებით თავდაღმართში სიარულისას.
ასევე აუცილებლად წამოიღეთ თბილი შემოსაცმელი, ღამე საკმაოდ ეციება (ნუ სამეცხვარეოზე თუ მოვახერხეთ ასვლა, იქ ხომ განსაკუთრებით სიცივე იქნება)
ახლა კი სია:
1. მთა მყვარებია
2. ნაია
3.