ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 08 ივნ 2011, 20:40

გადაწყდა გასვლა 19 ივნისს

გავალთ ადრე რედისონ-ივერიადან

გავალთ 8 საათზე

ვნახავთ ავრანლოს და მის გარშემო არსებულ ძეგლებს.
სანახავს ამოვარჩევთ ამათში:

თეჯისის მენჰირი
ბეშთაშენის წმ.გიორგის,
არჯევან-სარვანის ღვთისმშობლის,
აიაზმის,
კუშჩის,

გუმბათის ციხე-გალავანი და ეკლესია,
ავრანლოს ციხე
სანთის ციხე
წალკის (ეძანის) ეკლესიები (ეძანი ეს იგივე წალკაა,
ეძანის VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა, მეორე ეკლესია X ს.-საა)
დაშბაშის 2 ეკლესია (წარწერებით)
ბურნაშეთის დიდი ეკლესია და ქვაჯვარი

ამ რუკაზეა აღნიშნული ყველა ეს ძეგლი

Image

სია ასე გამოიყურება

1. კარავი87?
2. Tamari-ch - 100%
3. მეგზური
4. Tami - 100%
5. Archil ?
6. tutmaji ?
7. leo1
8. ln_ln
9. მაკენა
10. ამიგო
11. ნიკოლოზი
12.ხალიანა
13. nagli33 - 100%
14. ინა (19-ში თუ წავალთ იმ შემთხვევაში ვახერხებ წამოსვლას Smile )
15. K.G.
16. დათო

მანქანები:
WenTTo
nikolozi ?
Makena ?

დავაზუსტოთ სია და მანქანების საკითხი...
Last edited by Tamari-ch. on 09 ივნ 2011, 19:47, edited 6 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 08 ივნ 2011, 21:14

წალკის ისტორიულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ეძანის VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა, მეორე ეკლესია X საუკუნეს მიეკუთვნება. წალკაში არის მანგლისისა და წალკის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.


ბეშთაშენი (ისტ. ბეშქენაშენი), სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე აგრიჩაის ნაპირას, წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 1540 მ. წალკიდან 5 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 373 კაცი.
ბეშთაშენშია წმინდა გიორგის ეკლესია (დაახლოებით X-XIII სს), მახლობლად - VII საუკუნის ეკლესია, სოფლის ჩრდილოეთით 0,5 კმ-ზე, ციკლოპური ციხის ტერირიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ფეოდალური ხანის ნამოსახლარი, ბრინჯაოს ხანის გორასამარხები, ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის სამაროვნები, გათხრილი 1938-1939 წლებში თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი ბ. კუფტინი). გაითხარა 3 კულტურის ფენა:
I, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) ფენაში აღმოჩნდა შენობათა და კერის ნაშთები, სამეურნეო ორმო, კაჟის სამკუთხა ყუნწიანი ისრის პირები, დანები, ქვის ჩაქუჩი, ხელსაფქვავები, სპილენძის ხვია, პასტისა და ფერადი ქვის მძივები, ცხოველის თიხის ქანდაკება. მასალა მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება. ციხის მახლობლად აღმოჩნდა ამავე დროის სამარხი, რომელშიც იყო თიხის რამდენიმე ჭურჭელი.
II, ფენა შეიცავდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკას, შინაური და გარეული ცხოველების ძვლებს.
III, ფეოდალური ხანის ფენაში აღმოჩნდა ოთხკუთხა ნაგებობებისა და თორნის ნაშთები.
სოფლის მიდამოებში გაითხარა 7 გორასამარხი. 4 მიეკუთვნება ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასასრულს (ძვ. წ. 2400/2300-2000 წწ.), 3-შუა ბრინჯაოს ხანის ეტაპს (ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისი). ზოგი ყორღანი ორმოიანი იყო, ზოგს კი მიწის ზედაპირზე გამართული დასაკრძალავი მოედანი ჰქონდა. აღმოჩნდა ბრინჯაოს, კაჟისა და ობსიდიანის იარაღი, ოქროს სამკაული, ფერადი ქვის მძივები; ორნამენტირებული ვარდისფერსარჩულიანი შავპრიალა კერამიკა, რომელიც ერთმანეთთან გენეტიკურად აკავშირებს მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურებს.
ციკლოპური ციხის დასავლეთით მდინარე აგრიჩაის მარჯვენა ნაპირას ჰგათხარეს გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი. სამარხები ორი ტიპისა ოყო: ორმოსამარხები და ქვაყუთები. ორმოსამარხებში აღმოჩნდა თიხის ორნამენტირებული კონუსური ბარძიმები, სხვადასხვა ფორმის ჯამები და სხვა, აგრეთვე ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირები. სამკუთხაპირიანი სატევრები, ბრტყელი ისრისპირები, კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი ალისებრპირიანი სატევრები, ცული, ხუთკოპიანი ლახტისთავები, ვერძისტავიანი აბზინდა და კონუსური მოყვანილობის მუზარადი.
აქვე აღმოVნდა განჯა-ყარაბაღისა და სევანის რაიონებისათვის დამახასიათებელი ბრინჯაოს ნივთები. აღსანიშნავია ბრინჯაოსა და არქაული ტიპის კაჟისპირიანი ნამგლებია თანაარსებობა. ორმოსამარხები ქრონოლოგიურად რამდენიმე ჯგუფად იყოფა და ზოგადად ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი და I ათასწლეულის დასაწყისუს ფარგლებში თავსდება. ქვაყუთებში აღმოჩნდა ბრინჯაოს პირამიდული ფორმის საკინძები, გუმბათისებრი ბუნიკები, რკინის დანა, რომელსაც აქვს ბრინჯაოს სალტე და ლომის თავის გამოსახულება, კერამიკული ნაწარმი. თარიღდება ურარტული ხანით (ძვ. წ. VIII - VII საუკუნეები). სამარხების უმეტესობა ძველადვე გაძარცული იყო.
ბეშთაშენის ციხის ჩრდილოეთით 1939 წელს გაითხარა კიდევ ერთი სამაროვანი, რომლის ჩრდილოეთ ნაწილში ქვის ფილებით გადახურულ 11 ორმოსამარხში აღმოჩნდა ძვ. წ. VII-VI საუკუნეებისათვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა: თიხის შავად გამომწვარი ცალყურა დოქები, ლანგრები, ჯამი, რკინის შუბისპირი, ცალყურიანი დანა, ბრინჯაოს მასიური საკინძები და სხვა. სამაროვნის სამხრეთ ნაწილში გათხრილი 59 ქვაყუთი ბ. კუფტინმა ძვ. წ. V საუკუნით დაათარიღა. აქ პირველად აღმოჩნდა წითლად გამომწვარი და ანგობირებული თიხის ჭურჭელი, რომელმაც შეცვალა ადრინდელი რკინის ხანისათვის დამახასიათებელი შავი და რუხი ფერის კერამიკა; მათ პროტოტიპებს წინა აზიაში ვხვდებით.
არქეოლოგიური მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.


არჯევანი: არჯევან-არვანის ეკლესია, XI ს. //ძეგლთა პეაბილიტაცია საქართველოში.-თბ.,2006. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
არჯევან-სარვანის ეკლესიაზე ჩატარებული რეაბილიტაციიც შედეგები.




აი ეს რუკა მოვიპოვე

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 08 ივნ 2011, 21:48

თეჯისის ეკლესია (წალკის რ-ნი)
ლიპი //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული.-თბ.,1998.-გვ.206. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
მოკლე ცნობა სოფ. თეჯისის სამხრ.-დას.-ით მდებარე "ციკლოპური" სიმაგრის ტერიტორიაზე დუღაბის დიდი ზომის ქვებით ნაგები დარბაზული ტიპის ეკლესიის შესახებ . აღდგენილია XIX -XX საუკუნეში.


კუშჩი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI. - თბ., 1983. - გვ.91
კუშჩი (ძვ. გველფარეხა), სოფელი წალკის რაიონში, მდინარე ქციის მარჯვენა ნაპირზე. სოფსაბჭოს ცენტრი (სოფლები: კუშჩი, ბურნაშეთი, ოზნი, ოლიანგი, ყიზილქილისა, ჯინისი) ზღვის დონიდან 1540 მ, წალკიდან 24 კმ... კუშჩი უწოდეს XIX ს. 30-იან წლებში ახლად ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. 1939 წ. კუშჩში გაითხარა (ხელმძღვ. ბ.კუფტინი) ორმოსამარხი. რომელშიც აღმოჩნდა ძვ.წ. VII ს. ნივთები (ბრინჯაოს მასიური კვერთხისთავი, ორფრთიანი ყუნწიანი ისრისპირები და სხვ.), მ.შ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ტიპის რკინის მახვილი ბრინჯაოს ორკაპა კოტით. 1947 წ. იქვე გაითხარა ქვაყუთი და ქვებშემოწყობილი 4 ორმოსამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა ადრინდელი ანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი მასალა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს და ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები, ბრინჯაოს და რკინის ზურგშეზნექილი სამაჯურები, ვერცხლის ფარაკიანი ბეჭედი, ფერადი ქვებისა და მინის მძივები და სხვ.). ქვაყუთში (ძვ.წ. IV ს. I ნახ) სხვა ნივთებთან ერთად ნაპოვნია შავი მინის ცილინდრული უნიკალური სანელსაცხებლე, აგრეთვე მოყვითალო ანგობით დაფარული და წითელი წერნაქით მოხატული 2 თიხის დოქი, რომლებიც საქართველოში აღმოჩენილი ადრინდელი ანტიკური ხანის უძველესი მოხატული ჭურჭლებია. 1940 - 47 წწ. კუშჩის მახლობლად გაითხარა შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. XVIII - XVII სს.) 2 მდიდრული გორასამარხი, ე.წ. თოფქარი I და თოფქარი II. ორივე გორასამარხს ქვით ნაგები დასაკრძალავი დარბაზები ჰქონდა. მათში აღმოჩნდა მოყვითალო ანგობის ფონზე ყავისფრად მოხატული დერგები და ჭდეული ორნამენტით შემკული შავპრიალა კერამიკა, ობსიდიანის ისრისპირები, ბრინჯაოს მახვილის ნატეხი. ოქროს და მინისებრი პასტის მძივები, ოქროს და ვერცხლის გარსაკრავები და სხვ. პირველ გორასამარხში ნაპოვნი გავარსითა და ფერადი ქვების ინკრუსტაციით შემკული ოქროს სფერულთავიანი ვერცხლის საკინძი ძვ. ქართული ოქრომჭედლობის ერთ - ერთი საუკეთესო ნიმუშია. სოფლის განაპირას ჩრდილო - დასავლეთით მდებარეობს VI-VII სს. წმ.გიორგის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია. ნავს სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა, რომელიც ორი ღია თაღით უკავშირდება გარე სივრცეს, მრგვალ მასიურ ბოძზე დაყრდნობილი თაღები ნალისებრი მოხაზულობისაა. დამახასიათებელია წვრილი თაღებით შედგენილი ლავგარდანი და ორნამენტული დეტალები, რომელთა პარალელები VI-VII სს. ძეგლებში მოიპოვება, კედლები ტლანქად დამუშავებული ქვისაა, მხოლოდ კუთხეების, თაღებისა და სარკმლებისათვის ნახმარია კარგად გათლილი კვადრები.
კუშჩი - მეგალითური ნაგებობა. მასზე მდებარეობს ეკლესია «პლადჟამი» თუ «პლატასი» [Куфтин 1940:дн].
კუშჩი - მეგალითური სახლი «დაშდაში». მდებარეობს ეკოპსარის ფერდთან, სოფელ კუშჩის მაღალმთიან საძოვრებზე [Куфтин 1947:дн]
კუშჩის ეკლესია - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974. - გვ.98.
VI-VII სს.
სოფელი კუშჩი, ძველი ოლთისი, ახლა წალკის რაიონშია. მისი მინიატურული ეკლესია კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიმუშია ადრინდელი ხანის ერთნავიანი სამლოცველოებისა. საკუთრივ ნავს სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის სტოა, რომელიც ორი ღია თაღით უკავშირდება გარე სივრცეს. თაღებს, რომლებიც მრგვალ მასიურ ბოძს ეყრდნობა, მკაფიოდ გამოკვეთილი ნალისებრი მოხაზულობა აქვს. დამახასიათებელია წვრილი თაღების მწკრივით შედგენილი კარნიზი და ორნამენტული დეტალები, რომელთა პარალელები VI-VII სს. ძეგლებში მოიპოვება. კედლები ტლანქად დამუშავებული ქვისაა, მხოლოდ კუთხეებისა, თაღებისა და სარკმლებისათვის ნახმარია კარგად გათლილი კვადრები. ეკლესიის გარეთა ზომებია. სიგრძე - 7,7 მ., სიგანე - 6,5 მ.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 08 ივნ 2011, 21:50

წმინდა გიორგის ეკლესია (ავრანლო)
ავრანლო (წალკის რ-ნი)

1.ბერძენიშვილი დ. თრიალეთის უცნობი წარწერები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.ტ.VI.-თბ.,1982.-გვ.15-16.
სოფ.ავრალოს (სავარაუდოდ, ძველი ქართული სოფელი თეზი - ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით) თეთრად შელესილი, ძველ საყდარზე აგებული ეკლესიის ექვსსტრიქონიანი ნუსხური წარწერის პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. აღნიშნულია გამოქვაბულებში მდგარი ორი დარბაზული ეკლესია. ტექსტს დართული აქვს წარწერების ნახაზი.
2.ავრანლო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.1.-თბ.,1975.-გვ.130.
მოკლე ცნობა სოფ. ავრანლოს , სავარაუდოდ, XI-XIII საუკუნეების ეკლესიასა და კლდეში გამოკვეთილი აბიბოს მონასტრის შესახებ. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.
4.Такаишвили Е. Археологичкские экскурсии, разыскания и заметки.-Вып.IV.-Тифл.,1913.-с.44-46.-с илл.
В книге дается описание церквей, расположенных в сел. Аврвнлу (Борчалинского уезда).
Старая грузинская церковь разрушена и на ее месте возведена новая греческая церковь св. Георгия. Две другие церкви старинной постройки расположены за селения в глубине ущелья р. Куия.


აიაზმა (ყოფილი თეთრი წყარო) - სოფელია წალკის რაიონში (ედიქილისის საკრებ.:), წალკის ქვაბულის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში, წალკიდან 18 კმ-ზე, მდინარე ქციის მარჯვენა ნაპირზე - ზღვის დონიდან 1580 მეტრ სიმაღლეზე, წალკის წყალსაცავიდან 7 კმ, წალკიდან 17 კმ - ში. სოფელში მდებარეობს ღვთისმშობლის ეკლესია. აიაზმა ისტორიული თრიალეთის უძველესი სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე ( XVIII ს.) იგი თეთრი წყაროს სახელითაა აღნიშნული. აიაზმა შეარქვეს XIX საუკუნის 20 -იან წლებში აქ ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. აიაზმა „წმინდა წყალს“ ნიშნავს.
სოფელში დგას VI – VII სს -ის მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია - აიაზმის ეკლესია. ეკლესიის კედელზე, კარის თავზე წარწერაში ნათქვამია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდგენიათ. აქვე მოხსენიებულია კათალიკოსი ოქროპირი (მოღვაწეობდა ბაგრატ IV - ის დროს). ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვების სწორი რიგებით.
არქიტექტურული ფორმებითა და სტილისტიკური ნიშნებით აიაზმის ეკლესია ახლოს დგას ისეთ ძეგლებთან, როგორიცაა ბოლნისის სიონი, ქვემო ბოლნისისა და ოლთისოს ეკლესიები.
საინტერესო ისააა, რომ ეკლესიის იატაკზე დაგებული ქვის ფილების ქვეშ მოედინება წყალუხვი წყარო, რომელიც მილებით გორაკის ფერდობზე მოწყობილ აუზში ჩადის.

დაშბაში (წალკის რ-ნი)
1.ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.II.-თბ.,1978.-გვ.408.
მოკლე ცნობები სოფ. დაშბაშში (ტაშბაშში)მდებარე ორი ეკლესიის შესახებ.
2.დაშბაში. წმ. გიორგის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთი საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.243-248.
წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების წარწერების (პილიგრიმული, საამშენებლო, ქტიტორული)შესახებ. მოხსენიებულია ექვ.თაყაიშვილი.



სანთის ციხეზე ვერაფერი მოვიპოვე - მაგრამ ისიც მეგალითური - ციკლოპური ციხე უნდა იყოს....


Image
Last edited by Tamari-ch. on 09 ივნ 2011, 08:50, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 08 ივნ 2011, 22:02

ეს ინფორმაციაა წალკის ეკლესიებზე

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს ქალაქ წალკაში. მონასტერი მდებარეობს ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია აშენდა X-საუკუნეში, იგი წარმოადგენს საქართველოს საკულტო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ერთნავიანი, დარბაზული ეკლესიის ტიპს. წალკის ძველი სახელწოდება არის ეძანი, ამ ეკლესიის მახლობლად დგას VI ს-ის სამეკლესიანი ბაზილიკა, ჯვრიანი სვეტის გამოსახულებიანი ცნობილი რელიეფით. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია არის რუხი ფერის ბაზალტის ქვით აგებული მცირე ზომის დარბაზული ფორმის, ერთი არქიტრალური შესასვლელით სამხრეთიდან. ეკლესიას ირგვლივ შემოფარგლავს ლოდოვანი წყობის, თავისუფალი გეომეტრიული ფორმის დაბალი ზღუდე, რაც დამახასიათებელია ამ რეგიონის თითქმის ყველა საკულტო ნაგებობებისათვბის. ტაძარი ჩვენამდე საკმაოდ დაზიანებული სახით იყო მოღწეული; ჩამოქცეული კამარა, სამხრეთ ფასადი მცირე ზომითაა მოღწეული, ხოლო დასავლეთ ფასადი მიწით იყო დაფარული 1 მეტრ სიმაღლეზე. ტაძარზე შემორჩენილი კონსტრუქციული ნაწილები (პილასტრი, საბჯენი თაღის ნაწილი, კამარის ნახევარი, სამხრეტ სარკმელი, აღმოსავლეთ სარკმლის თავსართი)
Last edited by Tamari-ch. on 09 ივნ 2011, 19:58, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by CheLo » 08 ივნ 2011, 22:17

კილომეტრაჟს ზუსტად დამიწერ?? მამაჩემი კი დავიყოლიე მანქანაზე მაგრამ ტვინს ბურგავს მეზარებაო და რომ ვიცოდე რამდენია გასავლელი სავარაუდოტ : ))
Image

lolika
ბოდიალა
Posts: 121
Joined: 22 თებ 2011, 17:53
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by lolika » 08 ივნ 2011, 22:38

მეც მინდა წამოსვლა მაგრამ როგორც ვხედავ მგონი ადგილები არ არის, სიაში მაინც ჩავეწერები, რა იცი რა ხდება :)




1. კარავი87?
2. Tamari-ch - 100%
3. მეგზური
4. Tami - 100%
5. Archil ?
6. tutmaji ?
7. leo1
8. ln_ln
9. მაკენა
10. ამიგო
11. ნიკოლოზი
12.ხალიანა
13. nagli33 - 100%
14. ინა (19-ში თუ წავალთ იმ შემთხვევაში ვახერხებ წამოსვლას Smile )
15. K.G.
16. დათო
17. LOLIKA


მანქანები:
WenTTo
nikolozi ?
Makena ?

დავაზუსტოთ სია და მანქანების საკითხი...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 09 ივნ 2011, 08:33

WenTTo
წალკამდე რამდენია? გარშემო +- 5-5 კმ ებითაა დაშორებული ეს ძეგლები..
თან გააფრთხილე რომ ბევრი ბოდიალი მოგვიწევს სოფლებში
მანქანა ჰყავს ასევე ლადოს (კარავი87) და ამიგოსაც...
ხომ წამოვლენ მანქანით?
lolika
ადგილები ჯერ ჯერობით არაა შეზღუდული
მთავარია მანქანები იყოს საკმარისი რაოდენობის...

ეძანი (წალკის რ-ნი)
1.ალადაშვილი ნ. ადრეფეოდალური ხანის ქართული რელიეფების ერთი ჯგუფი //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის ....სერია.-1975.-N1.-გვ.134-146. VI საუკუნის ეძანის ეკლესიის კედლების რელიეფების აღწერილობა.
2.ალადაშვილი ნ. ეძანის ეკლესიის რელიეფი //ძეგლის მეგობარი.-1972.-კრ.29.-გვ.17-25.
წალკაში-უძველეს ეძანში შემორჩენილი ეკლესიის, მისი შესასვლელის ტიმპანზე გამოკვეთილი ღვთისმშობლის განდიდების ამსახველი რელიეფის აღწერილობა და მისი ანალოგიები თეთრიწყაროს, ქვემო ბოლნისისა და ხანდისის ეკლესიათა რელიეფებში. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (ფოტოები ნ. ალადაშვილის, ნ. ალხაზიშვილისა და ნ. ჩუბინაშვილისა).
3.ლომთათიძე გ. გრძელიშვილი ი. თრიალეთში 1949 წელს მივლინების ანგარიში //მიმომხილველი.ტ.II.-1951.-გვ.326-328.
ეძანში ნანგრევების სახით შემორჩენილი იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების აღწერილობა.
Last edited by Tamari-ch. on 09 ივნ 2011, 19:40, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by amigo » 09 ივნ 2011, 11:09

1. კარავი87?
2. Tamari-ch - 100%
3. მეგზური
4. Tami - 100%
5. Archil ?
6. tutmaji ?
7. leo1
8. ln_ln
9. მაკენა
10. ამიგო - 100%
11. ნიკოლოზი
12.ხალიანა
13. nagli33 - 100%
14. ინა (19-ში თუ წავალთ იმ შემთხვევაში ვახერხებ წამოსვლას Smile )
15. K.G.
16. დათო
17. LOLIKA


მანქანები:
WenTTo
ამიგო (Tamari-ch, Tami, დათო, ინა) - 100%
nikolozi ?
Makena ?

rifi
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივნ 2009, 12:16
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by rifi » 09 ივნ 2011, 11:21

ამინდს გააჩნია და სავარაუდოდ მეც წამოვალ მანქანით და 3 ადგილით

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 09 ივნ 2011, 11:58

rifi ძალიან კარგი
ამინდი არ უნდა იყოს რაღAც წარღვნისმაგვარი
ზაფხულია უკვე


1. კარავი87?
2. Tamari-ch - 100%
3. მეგზური
4. Tami - 100%
5. Archil ?
6. tutmaji ?
7. leo1
8. ln_ln
9. მაკენა
10. ამიგო - 100%
11. ნიკოლოზი
12.ხალიანა
13. nagli33 - 100%
14. ინა (19-ში თუ წავალთ იმ შემთხვევაში ვახერხებ წამოსვლას Smile )
15. K.G.
16. დათო
17. LOLIKA
18. rifi



მანქანები:
WenTTo
ამიგო (Tamari-ch, Tami, დათო, ინა) - 100%
nikolozi ?
Makena ?
rifi (3 ადგილი)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Makena » 09 ივნ 2011, 13:41

Tamari-ch.
ბურნაშეთი შორია, იქვეა აზავრეთიც რომელიც მართლაც საინტერესოა, მაგრამ მათი ნახვა ერთდღიანი გასვლისას შეუძლებელია, გზა ცუდია და დიდ დროს მოითხოვს... მაქ კიდევ იმდენია სანახავი... სოფელში სომხური მოსახლეობაა, მისვლისას ნორმალურად შეგვხვდნენ.
Last edited by Makena on 10 ივნ 2011, 18:21, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 09 ივნ 2011, 18:14

Makena
კი მართალი ხარ - რომ გადავამოწმე - ბურნაშეთი უკვე ჯავახეთია
და არ გვინდა
აი სანთის ციხეზე ვერაფერი ვნახე- სადღაც ამოვიკითხე რომ ეგეც მეგალითურიაო...
მე მგონი, რუკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,
ჯერ ჯობია წალკიდან სამხრეთით ვიაროთ -
ვნახოთ ჯერ აიაზმა და კუშჩი - მერე ავიდეთ ავრანლოსკენ
და მერე ჩვენს სიყოჩაღეზეა რას მოვასწრებთ კიდევ -
ავრანლოდან გზა გადადის გუმბათსი ციხე -ეკლესიისკენ
მერე ვნახოთ სანთის ციხე + ბეშთაშენი და თეჯისი
თუ გავალთ 8 ზე - 9:30 ზე ვიქნებით წალკაში
ისე გავაკეთოთ რომ ავრანლოსთან მივიდეთ არა უგვიანეს 13 საათისა.
დანარჩენს დრო და ვითარება გვიჩვენებს...
აი დაახლოებით დავხატე ჩვენი მარშრუტი
Image
Last edited by Tamari-ch. on 09 ივნ 2011, 18:35, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by leo1 » 09 ივნ 2011, 18:18

მანქანები???
თუ მინიბუსები???

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ავრანლოს მეგალითები - 19 ივნისს!

Post by Tamari-ch. » 09 ივნ 2011, 18:35

leo1
ჯიპები ჯობია - მე მგონი თეჯისამდე ცუდი გზაა რუკაზე საერთოდ არაა აღნიშნული
და ჯიპი უნდა მაგას.

კიზილ-ქილისაშია კიდევ ლაპიდარულ წარწერებიანი ეკლესია და ალბათ სულ 2 კმ ით იქნება დაშორებული ავრანლოსგან
მუსხელიშვილი ლ. თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII საუკუნის წარწერბთან დაკავშირებით //საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე.X-B.-1942.-გვ.24-25.
კიზილ-ქილისას მოკლე აღწერილობა(ქვის დუღაბიანი გალავნით შემოფარგლული ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები).

ვიპოვე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
სანთაში მართლა ყოფილა ციკლოპური ციხე და არა მარტო!
ლაპიდარული წარწერებიანი ეკლესიაც ყოფილა!!!!!
ძალიან საინტერესო მარშრუტი გამოდის!

8)

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]