რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
რაგბის მატჩები

Post by mariamooo » 25 მაი 2011, 00:43

რუსებს, რომელთაც საქართველოზე საკუთარი მედიასაშულებებით მხოლოდ უარყოფი ინფორმაცია აქვთ. წარმოიდგინეთ, როდესაც ეს 19-20 წლის 30 ბიჭი სრულიად განსხვავებულ, სხვა საქართველოს ნახავს, ისინი ამის შესახებ თავიანთ მეგობრებს, მეზობლებს მოუყვებიან და მუდამ საქართველოს მეგობრებად დარჩებიან. ჩვენ და რუსეთის სარაგბი თემს არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა და ეს უნდა შევინარჩუნოთ”
ვცდილობთ, სულ თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით და ცივ ნიავს არ ვაკარებთ.
პ.ს ხუმრობად არ მიიღოთ, მართლა :)

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 25 მაი 2011, 09:25

მარიამ თქვენთანა რიან ხო რუსები დაბინავებული? თქვენ არ მიაკაროთ ცივი ნიავი და 28 მაისს აშშ მიაკარებს ცივ ნიავსაც, ცივ წყალსაც გადაასხავს და აფორთხიალებს მინდორზე კიდეც :)
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაგბის მატჩები

Post by meleksa » 25 მაი 2011, 10:23

ურუგვაი თუ ასე ადვილად გადაურბენდა რუსებს არ მეგონა :roll:

არამგონია აშშ-მ იოლად მოუგოს, რუსეთი vs აშშ ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ თამაში :)
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაგბის მატჩები

Post by meleksa » 25 მაი 2011, 10:29

ერთ მნიშვნელოვან ფაქტს დავაკვირდი გუშინ, რათომღაც ბევრი ტრავმა მიიღეს ჩვენებმა გუშინ, იმედია სერიოზული არ იქნება არაფერი. სხვა გუნდებში კი ტრავმები თითქმის ნულის ტოლი იყო... ფიიკურ მომზადებაში ხომარ გვიჭირს ნეტა? მეშინია ცუდად არ იმოქმედოს ამ ფაქტორმა ამ ტურნირზე...

სამწუხაროდ ტელევიზორში ვუყურე თამაშებს....
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
რაგბის მატჩები

Post by Kakha » 25 მაი 2011, 14:13

ფიზიკური მომზადება, ანუ ჯანის პრობლემა არაფერ შუაშია. თუ ნახე შერკინებაში სულ ათრევდნენ ჩვენები. დღეს სხვა და ალბათ უფრო სარწმუნო ახსნა წავიკითხე - ჩვენები ხელოვნურ საფარიან მოედანზე ემზადებობდნენ და არა ბალახისაზე, ანდა სულაც გრუნტისაზე ჰოდა ბუბნებრი საფარზე კუნთებმა ისე არ იმუშავეს როგორც უნდა ემუშავათ. 10 ნომერი ტურნირის ბლომდე ვაღარ ითამაშებსო - მხარი ამოუგდია. დიდი დანაკლისია.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 25 მაი 2011, 18:08

ძალიან სამწუხაროა რომ ვერ ითამაშებს. იმედია სხვა თამაშებზე ხელს არ შეუშლის ეს ტრამვები ჩვენს 10 ნომერს და კიდევ ბევრჯერ დაეხმარება ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებს.
მეც ეგ წავიკითხე, ხელოვნურზე ვარჯიშობდნენო და ბუნებრივზე გაუჭირდათო. მეორე მხარეა აქ, თუ ასეთი განსხვავებაა ხელოვნურსა და ბუნებრივ საფარზე, ამხელა ტურნირის წინ რატო არ ავარჯიშეს ბუნებრივზე? ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად არიან მომზადებულნი და იმედია გაითვალისწინებენ ამ და სხვა ხარვეზებს და შემდეგი თამაშები ნაკლებ ტრამვიან-ხარვეზიანი იქნება, თორე ასეთი თამაშით იაპონიასთან გაჭირდება, თუნდაც ზიმბაბვესთან, რომლებიც ჯანს არ უჩივიან. როგორ ვერ ვუყურებ ტურნირს სტადიონიდან :( სამოას თამაშის ნახვა მინდა.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 25 მაი 2011, 18:10

გამარჯვების ძვირი ფასი
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა კანადელი თანატოლები მეორე ტაიმში პირწმინდად დაჩაგრა, ოთხი უპასუხო ლელო გაუტანა, გამარჯვების ოთხს ერთი პრემიალური ქულა შემატა, მაგრამ ეს წარმატება ქართველი მორაგბეების ტრავმებმა ნაწილობრივ გააფერმკრთალა.
მსოფლიო თასის “ალაფის” დაწყებამდე, “ბორჯღალოსნები” უმეტესად ხელოვნურსაფარიან მოედნებზე ვარჯიშობდნენ და ეს მათ თამაშზე აისახა. კუნთებმა ასეთ ცვლილებას ვერ გაუძლო, მით უმეტეს, რომ კანადელებმა თავი არ დაზოგეს, მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებს წარმატების მისაღწევად მთელი ენერგიის დახარჯვა მოუხდათ.
“ამ შეხვედრაში დიდი დანაკლისი განვიცადეთ. სამწუხაროდ, გოდერძი ჭინჭარაულმა მხარი ამოიგდო და ტურნირზე ვეღარ ითამაშებს. ტრავმა ძალიან ბევრმა ჩვენმა მორაგბემ მიიღო, მაგრამ მათი დაზიანებები მოშუშებადია და ვიმედოვნებ, მომდევნო მატჩისთვის ყველანი მზად იქნებიან. მსოფლიო თასამდე ძირითადად ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვემზადებოდით და ეს ცვლილება ბიჭებზე აისახა. ჩვენი მიზანი იყო, გამარჯვება ენერგიის მინიმუმის გაღების ხარჯზე მოგვეპოვებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა. წინ უფრო რთული შეხვედრები გველის და არ გვსურდა, მაქსიმალურად დავხარჯულიყავით, მაგრამ პრემიალური ქულის აღება მნიშვნელოვანი იყო. პირველი თამაში იყო, ბიჭები ნერვიულობდნენ და თავიდან ბევრი რამ არ გამოგვდიოდა, თუმცა, ბოლოს ბიჭებმა საკუთარი თავის ირწმუნეს და მეორე ნახევარში ოთხი ლელო გაიტანეს. ახლა ეს რწმენა გაგვიჩნდა, რაც მომდევნო შეხვედრებში აუცილებლად გამოგვადგება. დერეფანში პრობლემები გვქონდა, იყო რაღაც ხარვეზები, თუმცა, ვიმდოვნებ, რომ მომავალი მატჩებისთვის დავიხვეწებით და უკეთესი შედეგები გვექნება”, - თქვა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმა.
პირველი დღის შეხვედრებიდან, ყველაზე რთული სწორედ საქართველოსა და კანადის ნაკრებების თამაში გამოდგა. როგორც ჩანს, ბიჭები ზედმეტად ნერვიულობდნენ. ამასთან, კანადელები არაფრის დათმობას არ აპირებდნენ და მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. ქართველი მორაგბეები მაღალ სიჩქარეზე თამაშს ცდილობდნენ, ბურთი რაქიდან სწრაფად გაჰქონდათ და მოკლე დარტყმებს ახორციელებდნენ, მაგრამ კანადელთა დაცვა არ გატყდა და მათ საკუთარი 22 ხელშეუხებელი დატოვეს. ქართველთა მიძალებამ შედეგი მაინც გამოიღო, მე-4 წუთზე მეტოქე დაჯარიმდა და ბახვა კობახიძემ შორეული ჯარიმა ძელებსშუა გააძვრინა.
კიდევ ოთხ წუთში, კანადელები თამაშგარისთვის დაჯარიმდნენ და კობახიძემ წინაზე უკეთესი პოზიციიდან, კარის გასწვრივ, დაახლოებით 26 მეტრიდან ანგარიში 6:0 გახადა. ნელ-ნელა სტატიკაში, შერკინებაში ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა. მართალია, მასპინძლების დერეფანი კარგი არ იყო, მაგრამ ამ კომპონენტში ვერც კანადელები ყოჩობდნენ და მათი პირველი ორი მოწოდება არაზუსტი აღმოჩნდა. ამასობაში გოდერძი ჭინჭარაულმა მხარი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა, მე-16 წუთზე კი, კანადელები ქართველთა ნახევარზე დაჯარიმდნენ. პირველ ტაიმში “ბორჯღალოსნებისთვის” ზურგის ქარი უბერავდა, ამიტომ კობახიძემ საკუთარი ნახევრიდან, დაახლოებით 55 მეტრიდან კარში დაარტყა, მიზანმა არ უმტყუნა და უპირატესობა ცხრა ქულამდე გაიზარდა.
ქართველთა ფიზიკური უპირატესობა ნათლად კი გამოიკვეთა, მაგრამ შეტევისას მისი გამოყენება ვერ ხერხდებოდა. სამაგიეროდ, დაცვაში თამაშისას ეს მეტოქეს დიდ პრობლემებს უქმნიდა და კოლექტიური ბოჭვებით ხშირ შემთხვევაში მათ უკან დახევა უწევდათ. 29-ე წუთზე, საქართველოს ნაკრები კარის გასწვრივ თვრამეტიოდე მეტრში დაჯარიმდა და ლაიემ ანდერვუდმა ერთი საპასუხო ჯარიმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს ქართველებმა კარგი მოლი დააყენეს და შეუტიეს. კანადელები დაჯარიმდნენ, ქართველებმა შერკინება ირჩიეს, მაგრამ სალელოვე შეტევა არ გამოვიდა. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს მეტოქე კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და კობახიძემ დაახლოებით 42 მეტრიდან გატანილი ჯარიმით, “ბორჯღალოსნები” ცხრაქულიანი უპირატესობით დააწინაურა - 12:3.
მეორე ტაიმის დებიუტში კანადელებმა კარგი შეტევა წამოიწყეს და მასპინძლებს მათი იერიშის შესაჩერებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, მერე კი “ბორჯღალოსნები” დაჯარიმდნენ და ანდერვუდმა დაახლოებით 38 მეტრიდან ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. ამან ქართველები გააღიზიანა, მათ მეტოქეს მოლით შეუტიეს და დაახლოებით 12 მეტრის გავლით, ჩათვლის მოედანს ათ მეტრამდე მიუახლოვდნენ. კანადელები დაჯარიმდნენ, საქართველომ შერკინება ირჩია და უჩა მჭედლიშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ რეფერიმ არ ჩათვალა და უპირატესობით ჯარიმა დაგვიბრუნა. ქართველები არ დაიბნენ, ბურთი სწრაფად გაათამაშეს, რამდენიმეწამიანი ჭიდილის შემდეგ კი, ლევან ჩილაჩავამ ბურთი მეტოქის ჩათვლის ხაზს იქით გადადო და მატჩის პირველი ლელო მიითვალა, ხოლო კობახიძემ რეალიზაცია გამოიყენა.
კანადელთა საპასუხო შეტევა მწვავე გამოდგა და სალელოვე შანსიც მიეცათ, მაგრამ საბედნიეროდ, ბლოკისთვის დაჯარიმდნენ. სტუმრები არ დანებდნენ, მალე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს, ანდერვუდს დარტყმა გაუფუჭდა, თუმცა, 55-ე წუთზე, მეორე შანსი ხელიდან არ გაუშვა და ანგარიში შეამცირა - 9:19. განახლდა თუ არა შეხვედრა, გიგა თხილაიშვილმა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შეხვედრის ულამაზესი ლელო გაიტანა. მან ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით ოცდაათ მეტრში მოიხელთა, ჯერ მოედნის ცენტრისკენ შეიწია, მერე ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, კობახიძემ კი რეალიზაცია გამოიყენა.
მე-60 წუთზე, საქართველოს ნაკრები რთულ მდგ ომარეობაში აღმოჩნდა - მეორე 10 ნომერი, უჩა მჭედლიშვილიც დაიმტვრა და შესაცვლელი გახდა. რაკი ამ პოზიციაზე სხვა მორაგბე აღარ გვყავდა, ეს ფუნქცია კობახიძემ შეითავსა, ზურაბ ძნელაძემ უკან დაიხია, ხოლო შერკინების მეორეხაზელი ბექა ბიწაძე უკანახაზელად იქცა და ფლანგზე გადაინაცვლა. ქართველებმა მესამე ლელო 73-ე წუთზე გაიტანეს. მეტოქის ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით 7-8 მეტრში, “ბორჯღალოსნებმა” აუტი პირველ კაცზე მოაწოდეს, რასაც კანადელები არ ელოდნენ, კოტე მიქაუტაძემ მათი დაბნეულობით ისარგებლა, ხაზი გაჭრა და ლელო მიითვალა, კობახიძემ კი - მესამე რეალიზაცია. პრემიალურ ქულას კიდევ ერთი ლელო ჭირდებოდა და საქართველოს ნაკრებმა ძალისმიერად შეუტია, რამაც შედეგი ბოლო წუთზე გამოიღო და ზურაბ ჟვანიამ ქართველთა მეოთხე ლელო გაიტანა. ამჯერად, კობახიძის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და ტაბლოზე 38:9 დაფიქსირდა.
“რთული შეხვედრა იყო. ბიჭებს ბუნებრივსაფარიან მოედანთან შეგუება გაუჭირდათ. შერკინებაში მეტოქე კი დავჯაბნეთ, მაგრამ ბიჭები იმხელა ენერგიას ხარჯავდნენ, მერე ხაზში გადაწყობა უჭირდათ. პირველ ტაიმში ვერ გავიხსენით, თუმცა, მეორე ტაიმში ეს მოვახერხეთ და კარგი შედეგი ვაჩვენეთ. დღევანდელ თამაშში განაცხადში 22 მორაგბის გარდა, რეზერვში ოთხი კაცი გვყავს. მათ შორის ჭინჭარაულის პოზიციის მორაგბეცაა და მომდევნო მატჩისთვის მასთან ერთად მოვემზადებით”, - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დავით ლოსაბერიძემ.
“ასეთი სხვაობით მარცხს არ ველოდით. კარგად ვიცოდით, ქართველთა თამაში რაც იქნებოდა. თქვენი შერკინება ძალიან ძლიერია და თამაშის გაშლა გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. შერკინებაში ძალიან დიდი უპირატესობა გქონდათ და ამის გამო დავმარცხდით. ოთხ დღეში სულ სხვა სტილით მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. იაპონელებთან სხვა სახის შეხვედრა იქნება. იმედია, იარებს მოვიშუშებთ და ჩვენი გეგმის განხორციელებას შევძლებთ”, - თქვა კანადელთა მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ კუკმა.
“ხშირ შემთხვევაში არასწორი ტრაექტორიით ვუტევდით. პატარა შეცდომები დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ” - დაამატა კანადის კაპიტანმა ტაილერ არდრონმა.
B ჯგუფის პირველ შეხვედრაში, იაპონიამ ზიმბაბვე “შევარდენის” სტადიონზე 37:24 დაამარცხა. აზიელებმა პირველ ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს და მიუხედავად აფრიკის ჩემპიონის გარჯისა, მეორე ტაიმში გამარჯვება ხელიდან არ გაუშვეს. ზიმბაბვემ ანგარიში ტომ ნელსონის ადრეული ჯარიმით კი გახსნა, მაგრამ სწრაფმა იაპონელებმა მალევე, მე-6 წუთზე ჰიროკი მურაკავას ლელოთი უპასუხეს. ნაკამურას რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ მალე მან ჯარიმიდან იხეირა, ხოლო მე-14 წუთზე, გუნდის კაპიტანმა კეისუკე უჩიდამ მეორე ლელო გაიტანა, რასაც ნაკამურას ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა. ტაიმის მიწურულს მან კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა, ხოლო 38-ე წუთზე, კაზუში ჰანომ იაპონელეთა მესამე ლელო მიითვალა და საკუთარ გუნდს ტაიმი 23:3 მოაგებინა.
ზიმბაბვე არ მოდუნდა და ბოლომდე იბრძოლა. მათ მეორე ნახევარი მეტოქეზე უკეთ ჩაატარეს და უკვე მე-7 წუთზე, ტაკურა ტელამ პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, ნელსონმა კი რეალიზაცია გამოიყენა. იაპონელებმა არ გარისკეს და პრემიის მომტანი მეოთხე ლელო მე-14 წუთზე გაიტანეს, თავი ლაფაელე ვაიფუმ მიითვალა, ხოლო 25-ე წუთზე, მეხუთე ლელო იუნგ კიმმა მიითვალა. ნაკამურამ ორივე რეალიზაცია გამოიყენა და იაპონია 37:10 დაწინაურდა. აფრიკელებმა მაინც იბრძოლეს და დასკვნით ათ წუთში ორი ლელო გაიტანეს, თუმცა, პრემიალური მეოთხე ლელოს გასატანად დრო არ ეყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე რეალიზაცია ზუსტი იყო, საქართველოს მომავალი მეტოქე მაინც უქულოდ დარჩა.
“ანგარიშმა დაგვაკმაყოფილა, მაგრამ არა თამაშის ხარისხმა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ზიმბაბველები ფიზიკურად ძლიერები არიან და ეს უპირატესობა მატჩის მიწურულს სათანადოდ გამოიყენეს”, - თქვა იაპონიის კაპიტანმა უჩიდამ.
“ეს ჩვენი პირველი თამაში იყო ამ ტურნირზე და ვღელავდით. სწორედ ამის ბრალია პირველ ნახევარში ნაჩვენები სუსტი თამაში. მეორე ნახევარში სიტუაცია შევცვალეთ და ვეცდებით, მომდევნო შეხვედრაში უკეთ ვითამაშოთ. იაპონიის ნაკრები ძალიან მომეწონა. მათი ყველა მორაგბე სწრაფი და ჭკვიანია”, - დაამატა ზიმბაბვეს კაპიტანმა მარკო მამმა.
28 მაისს, იაპონია კანადას “ავჭალის” სტადიონზე, 14 საათზე ეთამაშება, ხოლო საქართველოს ნაკრები ზიმბაბვეს იქვე, 18 საათზე დაუპირისპირდება.
A ჯგუფის პირველ შეხვედრაში, სამოამ აშშ უშანსოდ დატოვა და 48:11 გაანადგურა. სამოელები ხელით ძალიან კარგად თამაშობდნენ და პირველივე იერიში ლელოთი დააგვირგვინეს. მათ ხელდახელ თამაშით მიაღწიეს ამერიკელთა ჩათვლის მოედნამდე და ოსეთალია ვაიომანუმ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, პატრიკ ფააპალემ კი რეალიზაცია გამოიყენა. მე-9 წუთზე, პოლ ტუიამ შერკინებიდან გაიტანა ბურთი, ფააპალეს გადააწოდა, მანაც ხაზი გაჭრა, დაახლოებით, 20 მეტრი ირბინა და მეორე ლელო სუამალი ტუილეტუფუნგას გაატანა, გარდასახვა კი თავად გამოიყენა. ორ წუთში უილ მეგიმ არეკნი გაიტანა და ამერიკელებს იმედი დაუბრუნა, მაგრამ სამოამ ეს იმედი მე-15 წუთზე მოუკლა, როდესაც რობერტ ლილომაივამ მესამე ლელო მიითვალა. ფააპალეს რეალიზაცია გაუფუჭდა, მაგრამ შეცდომა ხუთიოდე წუთში გამოასწორა, როდესაც საკუთარი 22-დან მეტოქის 22-მდე ირბინა და ტალანგა ალოფიპოს ბურთი ჩათვლის მოედანში შეაყოლა. რეალიზაცია ამჯერადაც არაზუსტი იყო, მაგრამ სამოას უკვე გატანილი ჰქონდა პრემიალური ოთხი ლელო და 24:3-ს იგებდა.
შესვენებამდე აშშ-მ ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეორე ტაიმში პირველის მსგავსად, ოთხი ლელო გაუშვა. 50-ე წუთზე, თავისი მეორე ლელო ტუილეტუფუნგამ მიითვალა, სამიოდე წუთში კი, მას მხარი ფაავაე ფაავაემ აუბა. ორივე რეალიზაცია არაზუსტი იყო - 34:6. მალე სამოელები ფაავაეს სინბინის გამო მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ და ამით აშშ-მ ისარგებლა - მედისონ ჰიუზი ჩათვლის მოედანზე ფეხით შეგორებულ ბურთს შეყვა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო. ტაიმის ბოლომდე რობერტ ლილომაივამ პირველ ტაიმში გატანილ ერთს, კიდევ ორი მიაყოლა, ჰეთ თრიქი შეასრულა და მელელოვეთა დავაში დაწინაურდა, ფააპალემ და ფაავაემ კი თითო რეალიზაციით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
სკოტ ლოურებსი (აშშ-ს მთავარი მწვრთნელი): “მეტოქე ფიზიკურად ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო და მათ წინააღმდეგ თამაში გაგვიჭირდა. მომდევნო მატჩისთვის შეცდომებს გავითვალისწინებთ და ვეცდებით, რუსეთის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშოთ”.
“მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაშიც ადრეული ლელოები დაგვეხმარა. ხელით კარგად ვითამაშეთ, ბურთს ვაკონტროლებდით და ამან კარგი შედეგი მოგვიტანა”, - თქვა სამოას კაპიტანმა ფააპელემ.
A ჯგუფის მეორე მატჩში, რუსეთმა ურუგვაის წინააღმდეგ პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ითამაშა და მერე სიტუაციის შეცვლა ვეღარ მოახერხა. ურუგვაელებმა თავიდანვე შეუტიეს და მალე ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ აგუსტინ ორმაეჩეამ არაზუსტად დაარტყა. მე-10 წუთზე, ფედერიკო ფავარომ საოცარი რეიდი განახორციელა და ლელო გაიტანა, ორმაეჩეამ კი რეალიზაცია გამოიყენა. შვიდ წუთში ურუგვაელებმა მოლით შეუტიეს, მისი ჩაქცევის შემდეგ, ბურთი დურანმა აიტაცა და მეორე ლელო გაიტანა, გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო. ურუგვაელთა უპირატესობა თვალშისაცემი იყო, ბურთს თითქმის სულ ისინი აკონტროლებდნენ და შესვენებამდე ბერშესიმ არეკნი, ხოლო ორმაეჩეამ ორი ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს ტაიმი 23:0 მოაგებინა. მეორე ტაიმში რუსებმა ერთი ლელოს გატანა შეძლეს, მაგრამ მატჩის ბოლო ათ წუთში ურუგვაიმ თავისი მესამე ლელო მიითვალა, რეალიზაცია გამოიყენა, მერე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და 33:5 იმარჯვა.
ანდრეი ჩერვიჩნი (რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველ ტაიმში აშკარად ჩავვარდით, აკლიმატიზაცია ვერ გავიარეთ, აქ ძალიან ცხელა და თამაში არ გამოგვივიდა. ახლა ამოცანის შესრულება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენსას მაინც ვეცდებით”.
“მატჩის მოგება იოლი არ იყო. ბოლო წუთამდე ვიბრძოდით, თუმცა, შეხვედრის ბედი პირველმა ტაიმმა გადაწყვიტა”, - განაცხადა ურუგვა
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაგბის მატჩები

Post by meleksa » 25 მაი 2011, 19:18

Kakha
avtokh

კარავზე დავწერე და ნახევარ საათში დადეს მსოფლიო სპორტზე ის სტატია, მეც წავიკითხე :)

ხელოვნურ საფარზე ვარჯიში არასწორი აღმოჩნდა როგორც ჩანს.. სამწუხაროა...
Image

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
რაგბის მატჩები

Post by mariamooo » 26 მაი 2011, 01:12

avtokh wrote:მარიამ თქვენთანა რიან ხო რუსები დაბინავებული? თქვენ არ მიაკაროთ ცივი ნიავი და 28 მაისს აშშ მიაკარებს ცივ ნიავსაც, ცივ წყალსაც გადაასხავს და აფორთხიალებს მინდორზე კიდეც :)
მაგათ კიდევ ეგ უნდათ?! :D:D ისედაც ყოველდღე მინიმუმ ორი კაცი დალეწილი მოდის ვარჯიშიდან :D:D

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 26 მაი 2011, 20:51

ცოტა ნაზად ივარჯიშონ მერე და ძალები დაზოგონ თამაშისთვის:)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 26 მაი 2011, 20:53

ქუბრიაშვილი პირველი ქართველი “ბარბაროსელია”!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კანდიდატი, ფრანგული “ტულონის” პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი, პირველი ქართველია, რომელიც ცნობილი “ბარბაროსების” მაისურს მოირგებს.
“ბარბაროსები” ის სარაგბო კლუბია, რომელიც პერიოდულად, უმეტესად სეზონის მიწურულს, მსოფლიოს უძლიერესი მორაგბეებისგან ყალიბდება და წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებთან შეხვედრებს მართავს. მათ პირველი შეხვედრა შორეულ 1890 წელს გამართეს. 2006 წელს ეს გუნდი საქართველოსაც ეწვია და თბილისში საქართველოს ნაკრები 28:19 დაამარცხა.
29 მაისს, “ბარბაროსები” ინგლისის ნაკრებს ეთამაშება და ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის შემადგენლობაში პირველად მოხვდა ნორვეგიელი სპორტსმენიც, შერკინების მეორეხაზელი ერიკ ლანდი და ამრიგად, იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთა წარმომადგენლებსაც “ბარბაროსების” შემადგენლობაში უთამაშიათ 31-მდე გაიზრდება.
გუნდში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფრანგული კლუბებიდან ჰყავთ, მათ შორის კი “ტულონი” ლიდერობს, რომელსაც ამ გუნდში შვიდი მორაგბე ჰყავს მივლენილი. მომდევნო მატჩს “ბარბაროსები” ოთხ ივნისს, უელსის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მსოფლიოს ნაკრებში პირველად ითამაშა ქართველმა მორაგბემ, შერკინების პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა, ახლა კი, ქართველი “ბარბეროსებშიც” გამოჩნდა.
ბარბაროსები: 15. ნიკოლა ჟანჟანი (“ბრივი”, საფრანგეთი), 14. პოლ საკი (“ტულონი”, საფრანგეთი), 13. ბენუა ბაბი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 12. მატეო ბასტარო (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), 11. ტიმ ვიზერი (“ედინბურგი”, შოტლანდია), 10. ფრედერიკ მიშალაკი (“ტულუზა”, საფრანგეთი), 9. რუან პიენარი (“ოლსტერი”, ირლანდია); 1. სალვატორე პერუჯინი (“აირონი”, იტალია), 2. ლეონარდო ჯირალდინი (“ბენეტენი”, იტალია), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), 4. ერიკ ლანდი (“ბიარიცი”, საფრანგეთი) 5. პოლ ტიტო (“კარდიფი”, უელსი), 6. ჯო ვან ნიკერკი (“ტულონი”, საფრანგეთი), 7. ჯორჯ სმიტი (“ტულონი”, საფრანგეთი), 8. სერჯიო პარისე (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. სებასტიან ბრუნო (“ტულონი”, საფრანგეთი), 17. კარლ ჰეიმანი (“ტულონი”, საფრანგეთი), 18. კუენტინ გელდენჰაუზი (“აირონი”, იტალია), 19. მარტინ უილიამსი (“კარდიფი”, უელსი), 20. სებასტიან ტილუს-ბორდე (“კასტრი”, საფრანგეთი), 21. უილ მესონი (“ტულონი”, საფრანგეთი), 22. სერუ რაბინი (“ლა როშელი”, საფრანგეთი).

ზურა ქსოვრელი

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=20788&lang=1
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 მაი 2011, 00:17

ფინალში სამოა და საქართველო შეხვდებიან და ჩვენები დიდი ბრძოლის შედაგად მცირე სხვაობით მოიგებენ.
აი, ზიმბაბვეს პირწმინდად გაანადგურებენ.
48-6 იქნება ჩვენს სასარგებლოდ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
რაგბის მატჩები

Post by guruli » 27 მაი 2011, 02:11

avtokh
ქუბრიაშვილი პირველი ქართველი “ბარბაროსელია”!
ეს სტატიაც მაგაზეა.
http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthul ... ebshi.html

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 28 მაი 2011, 19:53

ე.ი. ზიმბაბვეს 50:19 მოვუგეთ.
გახარებული ვარ.
არადა, 1ლი ნახევარი რთული გამოდგა. 14:14 იყო. მერე ჩვენებმა ლელო-გარდასახვით 21მდე ანგარში გაზარდეს. ამას ზიმბაბველთა ლელო მოჰყვა. გარდასახვა, ანუ 2 ქულის შემატება არ გამოუვიდათ და 21:19 გახდა.
აი, ამის შემდეგ კი ჩვენმა 20 წლამდელმა მორაგბეებმა აიშვეს და 50ზე დაამიწეს საბოლოო ანგარიში.
4ზე მეტი ლელოს გატანის გამო, პრემიალური ქულა დაგვემატა. ასე რომ, ქვეჯგუფში 1ლ ადგილზე ვართ.
წინ იაპონიასთან რთული შეხვედრა გვაქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 28 მაი 2011, 22:41

დღე მეორე 28 მაისი

"ა" ჯგუფი
სამოა 37-6 ურუგვაი
რუსეთი 42-36 აშშ

"ბ" ჯგუფი
იაპონია 30-15 კანადა
საქართველო 50 - 19 ზიმბაბვე

სატურნირო მდგომარეობა:

"ა" ჯგუფი
მ ფ წ ქ
სამოა 2 0 0 10
რუსეთი 1 0 1 5
ურუგვაი 1 0 1 4
აშშ 0 0 2 2

"ბ" ჯგუფი
მ ფ წ ქ
საქართველო 2 0 0 10
იაპონია 2 0 0 10
კანადა 0 0 2 0
ზიმბაბვე 0 0 2 0

გ მ
საქართველოს მონაგარი: 88-28
იაპონიის მონაგარი: 67-39
სამოას მონაგარი: 85-17
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]