უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
Post
by LiBrA » 19 მაი 2011, 00:19
-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
Post
by LiBrA » 19 მაი 2011, 00:53
თოვლის გამო გართულდა მარშრუტის სწორი მიმართულების განსაზღვრა. საღამო ხანი იყო უკვე. მალე დაღამდებოდა. შეცდომით წასვლა ნამდვილად არ გვაწყობდა. გიგამ გადაწყვიტა, დაგვერეკა ტყის მცველისთვის და დავლოდებოდით მის ამოსვლას (ამ თათბირისა და ლოდინის ეპიზოდმა კატიწვერის მსგავსი შემთხვევა გამახსენა და ერთდროულად ტკბილი მოგონებებისა და სიმწრის ღიმილი მომგვარა
იქაც გზა აგვერია, გაყინულებს,სველებს. რაჭისგან განსხვავებით, აქ გადავურჩით დეკიან აღმართ-დაღმართებზე ფორთხიალს. თუმცა ამჯერად ზუსტად ვიცოდი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დროებითი დისკომფორტიც ისევე ტკბილად გამახსენდებოდა, როგორც ეხლა კატიწვერის ამბებს ვიხსენებთ ხოლმე მეგობრები 
ტყის მცველი დროულად ამოვიდა და დაგვეხმარა ნისლიან ტყეში სწორ გზას დავდგომოდით. თოვლიან ბილიკს უკვე ტალახიანი ბილიკი შეენაცვლა, რომელზე დაცურების შანსიც თითქმის თოვლის თანაბარი იყო. (ზოგის ფეხსაცმელი ტალახში უფრო სრიალებდა ვიდრე თოვლში).
ტალახის სიუხვით განსაკუთრებით ბოლო დაღმართმა გვიმასპინძლა. კოჭებამდე ჩაფლულებს მოგივიწია მისი გამოვლა. თავიდან ყველა ფრთხილობდა, მაგრამ როცა ცხადი გახდა, რომ უშედეგო იყო ნაკლებად დასვრის მცდელობა, ყველამ ისე გააჭრა, თითქოს აბიბინებულ მწვანე ბილიკზე მიდიოდა
(ამ ტალახიანი დაღმართის გავლისას, ტალახნარევი წყლის ჭყაპა-ჭყუპის გაგონებისას წარმოვიდგინე, რომ ხევსურეთის რომელიმე სოფლის პატარა გუბეში მივაჭყაპუნებდი და გაცილებით გამიადვილდა იმასთან შეგუება, რომ კოჭებამდე (და მის ზემოთაც კი) ბარაქიანად ვიყავი ტალახით ამოზუნტლული)
ჩემს ფოტოებზე მეტად ზემოთ დადებულ იმედას ფოტოებზე უფრო კარგად ჩანს ამ ტალახიანი დაღმართის მთელი სიდიადდე


-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
Post
by LiBrA » 19 მაი 2011, 00:58
ყველაფერი, ყველაფერი, ტალახათვისებულ + შეთვისებულებს გვეგონა სამშვიდობოს გავედით და ამ დროს წყლის ძლიერი დინების ხმა გავიგეთ. ერთადერთი გზა, რომ ნანატრ კოტეჯამდე მივსულიყავით მისი გატოპვა იყო. კოტეჯიდან გამომავალი შუქი ისე ახლოს იყო, წარმოვიდგინეთ კიდეც თბილი ღუმელი, მშრალი ტანსაცმელი. ამ ნეტარმა წარმოდგენამ სრულიად გადაფარა წყალში გატოპვის, მუხლებამდე დასველების უსიამოვნო მოლოდინი. ერთის მხრივ გვარგო, ტალახიანი ფეხსაცმელები გაგვირეცხა 
მდინარეზე გადებული იყო პატარა მორი, რომელზე გადასვლაშიც ბაქარი და მისი მეგობრები გვეხმარებოდნენ. წონასწორობას თუ ვერ შევიკავებდით, დიდი შანსი იყო, მდინარეში მარტო ფეხებით კი არა, მთლიანად განვბანილიყავით

-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
Post
by LiBrA » 19 მაი 2011, 01:02
საბოლოოდ, გასვლის ყველა მონაწილე კოტეჯში აღმოჩნდა. თითქმის ნახევარმა უკან დაბრუნება ამჯობინა მშრალი ტანსაცმლის უქონლობის გამო. ზოგისთვის მარტო ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა იმ ექსტრიმის მისაღებად, რისი მიღებაც სურდა.
ასე და ამგვარად, ნებაყოფლობით, დაახლოებით 15 კაცი გამოემართა უკან თბილისს დაქირავებული მინიბუსით.
დოლიძელი თავისი ორიგინალურად შეფუთული ფეხსაცმელებით

-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
Post
by LiBrA » 19 მაი 2011, 01:07
-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
Post
by LiBrA » 19 მაი 2011, 01:17
სუფრასთან ქეიფი და დროსტარება კვლავ გრძელდებოდა და ეტყობოდა, რომ დაშლას ჯერ არც აპირებდნენ.
ამიტომ ბაქარის ერთ-ერთმა თანმხლებმა მეგობარმა, სმენის დახშობის ძველ და ნაცად ხერხს მიმართა, ძილში ხელი რომ არ შეშლოდა.
რამდენად გაამართლა ამ მეთოდმა დამავიწყდა,რომ მეკითხა

-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow
-
LiBrA
- მაწანწალა
- Posts: 834
- Joined: 25 აგვ 2009, 16:32
- Location: Somewhere Over the Rainbow