ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by CheLo » 08 მაი 2011, 16:04

guruli არა ზაფხულში წამოვალ.. სიარულის პრობელმა მე არ მაქ ბოლო მომენტამდე სანამ ფეხსაცმელს გავხევდი პირველ 3 კაცში ვიყავი.. : ) უბრალოდ ხედების გადაღება მინდოდა და ვერაფერი საინტერესო ვერ ვნახე.. არავინ გაიგოს კაცო ისე თითქოს მე ვინმეს ვადანაშაულებდე ჯნოსი რომ არა მე ახლა ერთ ერთ ხეზე მიყინული ვიქნებოდი და კიდე ერთ ერთი არა კარაველი რომ არაა ალბათ ხევში.. რომ ვგორდებოდი ჩანთაზე მსტაჩა ხელი მე კიდე ინსტიქტურად (მაინც ყველა საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს იმ მომენტში :lol: ) ფეხში ჩავეკიდე და გავჩერდი.. არ ვიცი სწორედ ვამბობ თუ არა დეკები იყო იქ და თითქმის შეუძლებელი იყო გავლა მაგრამ მაინც გავიარეთ, მართალი ხარ ახლა ცხელ გულზე ვარ და ცოტა ისეთი პოსტი დავწერე მერე რათქმაუნდა კარგად გამახსენდება. უბრალოდ ნერვები მომეშალა ამინდმა რომ გაგვიფუჭა განწყობა! თან ნელ ნელა ვყიდულობ ინვენტარს და საძილე ტომარა არ მქონდა და ამ სიცივეში ვერ გავძლებდი. იმედია ორშაბათს ბედნიერად ჩამოვლენ დანარჩენი კარაველები და გაგრძელებენ ისტორიას : )

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by ARCHILI » 08 მაი 2011, 16:17

ლაშქრობა იმისაა, რომ დაიკარგოთ, რომ ფეხსაცმელი გაგძვრეთ და ლამის სული მიაყოლოთ, რომ ფეხი დაგისრიალდეთ და უცნაურმა ძალამ "გადაგარჩინოთ", რომ ვაი, დედა იძახოთ და მაინც რაღაც უცნაურ ბედნიერებას გრძნობდეთ...

მე ან სხვა მრავალ კარაველს რომ ხიფათები გვაქვს გადავლილი, ამაზე ცალკე წიგნიც დაიწერებოდა და მთელი "მაზოხიზმიც" ეგაა მოლაშქრისა..

აბა, ვისაც დაუგეგმავი "სიურპრიზები" არ უყვარს, იმისთვის კარავზე ექსკურსიებია საღამოს რესტორნებით და არა პარკებში გახვეული მოხარშული კარტოფილებით, კვერცხებითა და გოგოების გამომცხვარი ღვეზელებით :) მოშიებულზე პურის პარკის ნამცეცების შეგროვებითა და გამხმარი ყუის ძებნით... :)


მადლობა ჯნოსის, რომ ძველკარვული გასვლა გაგვახსენა, თავის თავდაყირობებით, დაკარგვებით, ხიფათებითა და ბედნიერი დასასრულებით...

მიხარია ამ ტექსტების წაკითხვა - კარავს ძველ სულნარევიანი სიტყვები გაუახლდა...

:)
Image

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by nagli33 » 08 მაი 2011, 16:30

WenTTo
vicodi ro ese ikneboda, vicinascarmetyvele kidec. :)
rac sheexeba sanaxaobas, es iyo lashkroba, sanaxaobebi da dasatvalierebeli ekskursiebzea.
Image

User avatar
dolidzeli
მაწანწალა
Posts: 820
Joined: 20 ივლ 2009, 02:42
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by dolidzeli » 08 მაი 2011, 17:22

სხვისი არ ვიცი,მაგრამ ნეასიამოვნები და კმაყოფილი დავბრუნდი.უკვე სასიამოვნოდ მახსენდება ყველაფერი :) :) :)

Image

mousvenari
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 13 თებ 2010, 12:52
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by mousvenari » 08 მაი 2011, 17:34

სულ 28 კაცი იყო სიაში და რატომ 36 კაციდან 14 უკან დავბრუნდითო?
ესეიგი მოლაშქრეების ნახევარმა დატოვა გასვლა?
დიდი სიამოვნებით ვიხსენებ გიგას დაგეგმილ რაჭის გასვლას-მე ბევრგან არ ვყოფილვარ, მაგრამ ასე ერთიანად შეკრული, საოცრად ორგანიზებული, შეხმატკბილებული და საყვარელი ხალხი ძნელი წარმოსადგენია.
ვფიქრობ, ზაფხულში კიდევ დაგეგმავს და წავა ზანავი-ნუნისის მარშრუტით, მსურველიც ბევრი იქნება და ერთერთი დაუვიწყარი გასვლაც იქნება...
ახლა კი მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ ყველა იქ დარჩენილს ...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by guruli » 08 მაი 2011, 17:35

dolidzeli - ვააა, აქ სერიოზული თოვლი ყოფილა. :?

mousvenari
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 13 თებ 2010, 12:52
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by mousvenari » 08 მაი 2011, 17:38

იაკო ვიცანი, როგორ შემართულია!!!!

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by nikolozi » 08 მაი 2011, 17:55

mousvenari"
[quote=" ]სულ 28 კაცი იყო სიაში და რატომ 36 კაციდან 14 უკან დავბრუნდითო?
...[/quote]


სულ 36 იმიტომ რომ 28 კაცს ზანავში დაგვხვდა და დაგვემატა 8 გადასარევი ადამიანი
Last edited by nikolozi on 08 მაი 2011, 17:57, edited 1 time in total.
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
dolidzeli
მაწანწალა
Posts: 820
Joined: 20 ივლ 2009, 02:42
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by dolidzeli » 08 მაი 2011, 17:56

guruli wrote:dolidzeli - ვააა, აქ სერიოზული თოვლი ყოფილა. :?
საკმაოდ დიდი თოვლი იყო.

Image

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by keto » 08 მაი 2011, 18:14

აუუ, რა სილამაზეააა :))
Keep Smiling...

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by CheLo » 08 მაი 2011, 18:33

თქვენ თითონ შეხედეთ რა თოვლი იყო.. აქ არ ჩანს მაგრამ თითქმის მეტრა იყო.. ქვემოთ რომ ჩავდიოდით დიდი ხის მორი ეგდო და ავდექი და გადავაბიჯე ვაითუ ხეზე ფეხი გამისრიალდეს თქო და ჩავედი რამის ბოლომდე შიგ თოვლში :D ხოდა ტანმა და ჩანთამ გადამძლია და ისეთი სალტო გავაკეთე თავიდ წავედი და რომ გავჩერდი სრიალისას ფეხები ქვემოთ მქონდა და არა თავი :D :D :D მაგრამ ეგ საშიში მაინც არ იყო რადგან მანდ თოვლი იყო და ხეობაში ჩაცურება არ მემუქრებოდა შეიძლება მაქსიმუმ რამე მომეტეხა :D :D :D

ბუნტური
Image

იაკო
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Tamari-ch. » 08 მაი 2011, 19:04

მაგარია!

ლაშქრობა ასეთი უნდა იყოს მაშ!

მერე ტკბილად მოგაგონდება

და კიდევ რაღაც სულიერ სიძლიერეს გმატებს ხოლმე განვლილი სიძნელეები..

ყოჩაღ თქვენ!

ყოველდღე ამინდის პროგნოზს ვათვალიერებდი ბორჯომში
http://freemeteo.com/default.asp?pid=15&gid=615403&la=1
და სულ წვიმას აჩვენებდა - კი ვიფიქრე გაუჭირდებათ თქო - მაგრამ ამხელა თოვლს მაისში მაინც არ მოველოდი!
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Nika » 08 მაი 2011, 19:37

აუფ რამხელა თოვლია.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Archil » 08 მაი 2011, 19:41

მეც ჩამოვედი, წივწივა მასთან მყოფი და ორი გოგონა მოდიოდნენ, ნათია და შორენა და ბარემ მეც წავყვები-თქო. თან იქაურობა რამოდენიმეჯერ მაქვს ნანახი და წვიმაში გარეთ გასვლა ვერ იმდენად და ეხლა უკვე კომპთან ვარ.

გადავიკითხავ რა აქვთ უკვე დაწერილი და დავამატებ დანარჩენს. ერთი სიტყვით იყო ძალიან მაგარი და ძაააალი დამასველებელი გასვლა :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Archil » 08 მაი 2011, 20:32

გადავიკითხე,

ერთი სიტყვით, კარვული გასვლა იყო. ვინც ამ მარშუტზე მოდიოდა, იმედია ამ ბილიკზე თუნდაც ერთი გასვლის შესახებ წაუკითხია და დაკარგვისთVის მომზადებული უნდა ყოფილიყო.

მე-4 ბილიკი ტურისტებისგან მივიწყებული ბილიკია, ამიტომაც ბილიკები დაფარულია და ადვილია გზას აცდე. ასევე აღნიშნული არაა გზა და სუფთა ინსტიქტების დონეზე გიწევს გზის გაგნება. მაგიტომაც გვიყვარს ეგ ბილიკი. ვისაც მასეთი არ მოწონს და ბოტანიკური ბაღი მშვენივრადაა დაგეგმილ-მოწესრიგებული და იქ იარონ.

ორი სიტყვით - წვიმიანი ამინდი დაგვხვდა ზანავში. მეორე დილით მოღრუბლულში ვიარეთ. 1500 მეტრზე უკვე თოვლი დაგვხვდა - თოვლს ველოდით. თოვლიან მინდორზე რა ლამაზი დღეა -დღეს მარტიტას დღეა და იუბილარის ცეკვა წავიდა (არ ეხერხება თუ :) )

დედაბერაზე აღარ გავედით, ქედზე გადასვლა და დაშვება გადავწყვიტეთ. 1700-ზე ავედით. ბუნებრივია ეს მანძილი სულ თოვლი იყო.

იმედი მქონდა რომ ნუნისის მხარეს თოვლი აღარ იქნებოდა. მწარედ შევცდით მაგაში. იმერეთის მხარეს უფრო მეტი თოვლი დაგვხვდა. GPS-ით ბილიკზე კი ვიდექით, მაგრამ იმისთანა თოვლი იყო, რომ არაფერი არ ჩანდა. A12-ის ჩასახვევის მოძებნვა გვინდოდა, მაგრამ ჩასახველი მაინც ვერ ვიპოვეთ. იქ გაჩერებას აზრი არ ქონდა, ციოდა მაგრად.

გვეშინოდა დედაბერაზე ამსვლელ ბილიკზე არ დავმდგარიყავით. დეკებით ჩამოშვება სისულელე იყო. მაგრად გაგვატალახიანებდა. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა A12-ის ჩასახვევი გამოვტოვეთ და ნუნისში მიმავალი (კარავის პირველი გასვლა რომ იყო, იმ ბილიკით) გზით ჩავედით. თოვლი დნებოდა და სულ ყველგან წყალი მოდიოდა. გატალახიანებული იყო იქაურობა და დიდებული სანახავი ვიყავით. მდინარის ფაქტიურად გატოპვა მოუწია ყველას. მორზე კი გადავიარეთ, მაგრამ წყალში ფეხი მაინც უნდა ჩაგეყო და და ფეხსაცმლის გაშრობა ყველას სჭირდებოდა.

რეინჯერი ჩვენს შესახვედრად გამოემართა და როცა ცოცხალ ადამიანს დაინახავ რომ გეუბნება ასე იარეო, კარგი გრძნობაა. კოტემ დაგვაბინავა და თბილ ფეჩთან (ქართულად რას ეძახიან მაგას აბა შემაშველეთ) მიგვსხა.

ბევრს გამოსაცვლელი ტანსაცმელ-ფეხსაცმელი არ ქონდა. "სახლი მინდა" ტექსტი აქტუალური გახდა. შესთავაზეს ხვალე დილით რკინიგზის სადგურამდე გაგიყვანენო. მივიხედ-მოვიხედე და ამდენი ადამიანისათვის საკმარისი ადგილი ნამდვილად არ იყო კოტეჯში. დღესვე რომ წაიყვანოს, არავინ არ გამოჩნდებათქო? ვიკითხე და ეს იდეა მოეწონათ და ასე გათავისუფლდა 14 ადგილი უცებ :))))

მთელი ღამე ქეიფი მიდიოდა. მე როცა მეძინებოდა, დავიძინე. დილით ვიღვიძებ, ფანჯარაში მზის სხივები შემოდის, ჩიტების ჟღურტული მესმის. ფაქტიურად დილაა. მაგრამ ამავე დროს მესმის გიტარის, სიმღერისა და ტაშ-ფანდურის ხმა. მგონია რომ მძინავს და დაღლილს დილა-ღამე ვერ გამირკვევია. ყურს ვუგდებ და ჩიტების ხმა ისმის. მზეც ფაქტიურად შემოდის ფანჯარაში. თურმე მთელი ღამე დილამდე ქეიფობდნენ.

ესეც როგორ ეძინათ იმ კოტეჯში :) ადგილი მართლაც ძალიან ჭირდა. მაგიდის ქვეშ სამ ადამიანს ეძინა.

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ღამით წივწივა მოვიდა თავისი მეგობრებით და იცით რა მოიტანა? ვერც წარმოიდგენთ

ტორტი შუშხუნებით !!!!

რა ლამაზი დღეა, მარიტას დაბადების დღეა !!!! :)

ასეთი მაგარი რამე იყო იქ....

დანარჩენი მერე, ვინც ჩამოვა, იმათაც ვაცალოთ მოყოლა :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]