რაგბის მატჩები
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
რაგბის მატჩები
ალბათ არ იყო მექანიზმები, რომელიც შეაძლებინებდა რაგბის კავშირს კონტრაქტის ამოწურვამდე გაეჩერებინათ. წასვლის მიზეზად კი უკეთესი ფინანსური პირობები დაასახელა ბრედლიმ. რას ვიზამთ ხდება ხოლმე ასეთები და მათთვის კიდევ უფრო მოულოდნელი იქნება ბორჟღალოსნების ახალი ტაქტიკა.
რაგბის მატჩები
საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ვიენის საერთაშორისო ტურნირზე მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო, კორსიკაზე გადაბარგების შემდეგ კი, მორიგ საერთაშორისო შეჯიბრში ყველა მატჩი მოიგო და გამარჯვებულის ტიტულიც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ვიენაში პატარა “ბორჯღალოსნებმა” რვა მატჩში იმარჯვეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ფინალში ფრანგულ “სენ ჟორჟთან” 0:12 დამარცხდნენ, კორსიკაზე (მატჩები პატარა ქალაქებში – კასინცასა და მონტიჩელოში იმართებოდა) კი შვიდი შეხვედრა (ერთ შემთხვევაში, მეტოქე სათამაშოდ არ გამოცხადდა) ნოლზე მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ ზელანდიური ქრაისთჩერჩის სკოლების ნაკრების განადგურების (47:0) შემდეგ, მეტოქის წარმომადგენლებმა “თავი იმართლეს“ – არჩევანი 600 ბავშვიდან გავაკეთეთ, რაც კარგი სელექცისთვის საკმარისი ნამდვილად არ არისო. არადა, აქ საუბარია ერთი რეგიონის სარაგბო სკოლებში რიცხულ თხუთმეტწლამდე მორაგბეებზე, რომელთა რაოდენობაც კი მეტია იმ კონტიგენტზე, საიდანაც მთლიანად საქართველოს ნაკრები შეირჩა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგულ ტურნირებზე ტაიმების ხანგრძლივობა 7-7 წუთი იყო რაც მეტოქეებთან შედარებით, ქართველ მორაგბეთა სიძლიერეს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. “ბორჯღალოსნები” დროის სიმცირის მიუხედავადაც კი, თითქმის ყოველ მატჩს დიდი სხვაობით იგებდნენ და იყო თამაშები, სადაც ქართველთა თითქმის ყველა შეტევა ლელოთი სრულდებოდა.
ქვემოთ მატჩების შედეგებს გთავაზობთ, რაც ქართველი თხუთმეტწლამდელების უპირატესობაზე ცხად წარმოდგენას შეგიქმნით:
კორსიკის ტურნირი 15-წლამდე მორაგბეთა შორის
საქართველო – კორსიკა-2 40:0
საქართველო – ვიენა რვრ (საფრანგეთი) 64:0
საქართველო – ვიენა რვრ-2 (საფრანგეთი) 57:0
საქართველო – მარსელი (საფრანგეთი) 38:0
საქართველო – კორსიკა 41:0
საქართველო – სარდინია (მეტოქე არ გამოცხადდა)
საქართველო – კორსიკა-3 17:0
საქართველო – ქრაისთჩერჩი (ახალი ზელანდია) 47:0
საქართველოს თხუთმეტწლამდელთა ნაკრების შემადგენლობა: ვახო გაბისიანი (ჯიქები), გიგი ქურასბედიანი (ჯიქები), ლაშა საჯაია (ჯიქები), ირაკლი სვანიძე (ხულიგანა), სოსო ჯაფარიძე (ხულიგანა), ლუკა იურინი (აკადემია), ბექა მაზმიშვილი (აკადემია), ვახტანგ ქავთარაძე (აკადემია), კოტე ახობაძე (აკადემია), სანდრო ილურიძე (აკადემია), თორნიკე მანაგაძე (ქუთაისი), შოთა არეშიძე (ქუთაისი), გივი ლოსაბერიძე (ქუთაისი), ნოე კოპალიანი (თ.ს.უ.), გიორგი ჯოხია (თ.ს.უ.), დაჩი ელერდაშვილი (ვეფხვები), გიორგი ჯღამაია (ფოთი), გუგა შავიძე (თ.ს.უ.), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი).
მწვრთნელები: ზვიად ცუხიშვილი, გიორგი ენუქიძე
მენეჯერი: ია ხურცილავა
ექიმი: რევაზ ჭუმბურიძე
www.worldsport.ge

ექნებათ აბა რა
მე ზელანდიელების თავის მართლებაზე ვიხალისე, 600 ბავშვიდან ავარჩიეთო და საკმარისი არ იყოო. ჩვენებმა რაღა თქვან აბა? მგონი მაგდენი სულ არის ან არ არის ამ ასაკში რაგბის მიმდევარი
მთავარია პატარები სწორი მიმართულებით განვითარდნენ და იმაზე გაცილებით ძლიერი გუნდი გვეყოლება ვიდრე ახლა გვყავს.

რაგბის მატჩები
რამით ხომ უნდა გაემართლებინათ ამხელა სხვაობით წაგება?meleksa wrote:avtokh
ზელანდიამ ეგ როგორ იკადრა?:D:D

რაგბის მატჩები
ქართველება ხომ ზომა არაფერში არ ვიცითavtokh wrote:რამით ხომ უნდა გაემართლებინათ ამხელა სხვაობით წაგება?meleksa wrote:avtokh
ზელანდიამ ეგ როგორ იკადრა?:D:D

რაგბის მატჩები
meleksa
მართლა ასეთი ძლიერი გუნდი გვყავს, თუ სხვებს ჰყავთ სუსტი ჯგუფები?
კორსიკის ტურნირი 15-წლამდე მორაგბეთა შორის
საქართველო – კორსიკა-2 40:0
საქართველო – ვიენა რვრ (საფრანგეთი) 64:0
საქართველო – ვიენა რვრ-2 (საფრანგეთი) 57:0
საქართველო – მარსელი (საფრანგეთი) 38:0
საქართველო – კორსიკა 41:0
საქართველო – სარდინია (მეტოქე არ გამოცხადდა)
საქართველო – კორსიკა-3 17:0
საქართველო – ქრაისთჩერჩი (ახალი ზელანდია) 47:0

მართლა ასეთი ძლიერი გუნდი გვყავს, თუ სხვებს ჰყავთ სუსტი ჯგუფები?

რაგბის მატჩები
Naia
უბრალდო ჩვენი 15 წლამდელებამდე ნაკრებია, დანარჩენი კიდე მათი თანატოლი კლუბები. თუმცა ჩვენ რომ ძლიერები გვეზრდება ეგ ფაქტია

15 წლამდე არ ვიცი და 21 წლამდელებს ძლიერი ნაკრები ჰყავდათ

რაგბის მატჩები
გია ნიჟარაძე: “ყველამ ერთად ვასახელოთ საქართველო”
17.05.2011 19:23
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე მთელ საქართველოს, მთელ ქართველ ერს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, ყველას მოუწოდბს, რომ თბილისში გასამართი მსოფლიო თასის “ალაფისთვის” ნასტუმრებ შვიდი ქვეყნის გუნდებს მხარში ამოუდგნენ და ჩვენი ქვეყნიდან სამშობლოში მხოლოდ დადებითი მოგონებები გააყოლონ.
საქართველოს პირველი იაპონიის ნაკრები ეწვევა, რომელიც ჩვენს დედაქალაქში სტამბოლის რეისით 18 მაისს გამთენიის სამი საათისთვის ეწვევა. დანარჩენი გუნდები ჩამოსვლას 20 მაისიდან დაიწყებენ და 21 მაისს მსოფლიო თასის “ალაფის” ყველა მონაწილე ადგილზე იქნება. ტურნირის მოსამზადებელი საორგანიზაციო საკითხები თითქმის დასრულებულია და უკვე ცნობილია, თუ სად იცხოვრებენ გუნდები და სად გამართავენ ვარჯიშებს.
კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები “ქორთიარდ მერიოტში” იცხოვრებენ და “ვისოლის” ბაზაზე ივარჯიშებენ. რუსეთისა და იაპონიის ნაკრებები ბინას “შერატონ მეტეხი პალასში” დაიდებენ და წვრთნას “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გაივლიან, ხოლო ურუგვაი, სამოა და ზიმბაბვე “ჰოლიდეი ინში” იცხოვრებენ და ვარჯიშებს საგურამოს ბაზაზე ჩაატარებენ, სადაც მათთან ერთად საქართველოს ნაკრებიც მოემზადება. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა შეკრებაზე დიღომში, სასტუმრო “ბომონ გარდენში” 10 მაისს დაიწყო და ტურნირის დასრულებამდე იქ დარჩება.
“საქართველოში შვიდი ქვეყნის ახალგაზრდა მორაგბეები ჩამოდიან და ჩვენი მიზანია, რომ ქართული სტუმარ-მასპინძლობა გავუწიოთ, ჩვენი კულტურა გავაცნოთ. განსაკუთრებით უნდა მოვეფეროთ იაპონელებს და ვაგრძნობინოთ, რომ მათი ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა და რუსებს, რომელთაც საქართველოზე საკუთარი მედიასაშულებებით მხოლოდ უარყოფი ინფორმაცია აქვთ. წარმოიდგინეთ, როდესაც ეს 19-20 წლის 30 ბიჭი სრულიად განსხვავებულ, სხვა საქართველოს ნახავს, ისინი ამის შესახებ თავიანთ მეგობრებს, მეზობლებს მოუყვებიან და მუდამ საქართველოს მეგობრებად დარჩებიან. ჩვენ და რუსეთის სარაგბი თემს არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა და ეს უნდა შევინარჩუნოთ”, - განაცახადა გია ნიჟარაძემ “შევარდენის” სანაკრები ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
სრკ-ს პრეზიდენტის შეშფოთებას 21 მაისიდან დაგეგმილი ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციები იწვევს და ის ყველას თხოვნით მიმართავს, რომ საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრობლემებს ნუ შეუქმნიან და მათ მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ. ამ რანგის ტურნირს საქართველო პირველად მასპინძლობს და მისი მაღალ დონეზე ჩატარება იმის წინაპირობა იქნება, რომ სამომავლოდ უფრო მასშტაბურ ტურნირებს უმასპინძლოს. კონკრეტულად რაგბს ამის საშუალება 2013 წლიდან ექნება, თუმცა, აქ საუბარი მხოლოდ რაგბიზე არაა და ნიჟარაძეს მიაჩნია, რომ ამ ტურნირის მასპინძელი მთელი საქართველოა და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ზოგადად ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო.
უკვე არაერთხელ ითქვა, რომ სათამაშო დღეებში 3 შეხვედრას “ავჭალის” სტადიონი უმასპინძლებს, ერთს კი “შევარდენი”. “შევარდენზე” გამართულ მატჩზე დასწრება უფასო იქნება და მისი ტრიბუნები 1566 მაყურებელს იტევს, ხოლო “ავჭალას” ტევადობა 2011 მაყურებელია. საქართველოს ნაკრები ყველა შეხვედრას ამ სტადიონზე გამართავს და მსურველებს ოთხივე სათამაშო დღის სამივე მატჩზე დასასწრები აბონემენტის შეძენა 30 ლარად შეუძლია. ცალკეული დღეებისთვის ბილეთები არ გაიყიდება, რაგბის კავშირში სულ 750 აბონემენტიღა დარჩა და მსურველს დროულად ზრუნვა მოუწევს, რათა მერე გარეთ დარჩენა არ მოუხდეს. ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭო, რომელიც ამ ტურნირის მთავარი ორგანიზატორია, უფრო მაღალი ფასის დაწესებას მოითხოვდა, მაგრამ ქართულმა მხარემ მისი დაყოლიება მოახერხა. ისიც ითქვა, რომ შესასვლელებში უმკაცრესი კონტროლი იქნება დაწესებული და უბილეთოდ ტრიბუნაზე ვერავინ მოხვდება.
საქართველოს ნაკრები მომავალი დაპირისპირებებისთვის განსაკუთრებული მობილიზებით ემზადება და ფინალში გასვლას გეგმავს, სადაც, სავარაუდოდ, შარშან A ჯგუფიდან მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის ბოლო ადგილზე გასული სამოა ითამაშებს.
“საქართველოს არცერთ ახალგაზრდულ ნაკრებს არ ჰქონია ისეთი მოსამზადებელი პირობები, როგორიც ახლა პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებს აქვთ. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე ლიდერი ვერ ითამაშებს, მაგრამ ეს სპორტია და ვერაფერს ვიზამთ. ახლა ქართველ მორაგბეებს იმ გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში, რომელთა მსგავსი მეტოქეებიც აქამდე არასდროს ყოლიათ. ისინი ჩვენთვის უკვე ნაცნობ გუნდებზე ერთი თავით მაღლა დგანან და ზოგადად, ტურნირში იოლი შეხვედრა არავის ექნება. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებიდან თავთავიანთ ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო თასზე სულ ცოტა ერთი-ორი მორაგბე მოხვდება და თავის გამოჩენას ყველა ეცდება”, - განაცხადა ნიჟარაძემ.
ბუნებრივია, ასეთი მაღალი რანგის ტურნირი მაღალი რანგის სტუმრების გარეშე ვერ ჩაივლის და 1 ივნისს საქართველოს IRB-ს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე ეწვევა. ეს ლაპასეს მეორე სტუმრობა იქნება საქართველოში, არადა, ბევრი სარაგბო ქვეყანა მსგავს პატივს ნაჩვევი არაა. ლაპასემ ორიოდე დღის წინ დედა დაასაფლავა, სექტემბერ-ოქტომბერში გასამართი მსოფლიო თასის გამო უამრავი სამუშაო აქვს, მაგრამ ქართული რაგბისადმი პატივისცემის დასტურის ნიშნად, თბილისში ერთი დღით მაინც ჩამოდის! 4 ივნისს თბილისს IRB-ს მაღალჩინოსანი, ქართველთა დიდი მეგობარი მარკ იგანი ეწვევა და გამარჯვებულ გუნდს დააჯილდოვებს.
საქართველოს რაგბის კავშირმა სტუმართა ინტერესი გაითვალისწინა და თუ მათ სურვილი ექნებათ, თავისუფალ დროს აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში, ტურისტულ ექსკურსიებს სთავაზობს. გათამაშების დასრულების შემდეგ კი, “ივენთ ჰოლში” დიდი ბანკეტი გაიმართება, სადაც შვიდივე ქვეყნის მორაგბეები და დელეგაციის წევრები, ქართული სიმღერითა და ცეკვით დატკბებიან.
მოკლედ, IRB-მ და შვიდი ქვეყნის სარაგბო თემმა კარი შემოაღო. ახლა ჯერი ქართულ სტუმართმოყვარეობაზეა, ოღონდ, თასის გატანების გარეშე!
წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=20421&lang=1

მსოფლია 20 წლამდე ალაფა.
თბილისი, საქართველო
დღე პირველი
"ა" ჯგუფი:
სამოა 48 -11 აშშ
რუსეთი 5 - 33 ურუგვაი
"ბ" ჯგუფი:
იაპონია 37 - 24 ზიმბაბვე
საქართველო 38 - 9 კანადა
მომილოცავს ყველასთვის ეს პატარა წარმატება