ესპანურის სოფლიდან ისევ ტურისტული ავტობუსით წამოვედით პლასა კატალუნიამდე, მეორე სართულზე ვისხედით და ღირშესანიშნაობებს ისე ვათვალიერებდით.
ეს ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკებაა. ქრისტეფორე კოლუმბიც ეროვნულ გმირადაა არიარებული ესპანეთში. როცა ის ინდოეთისკენ მიემგზავრებოდა (როგორც ფიქრობდა) და შემთხვევიტ არმოაჩინა ამერიკა, ფინანსური დახმარებისტვის ჯერ პორტუგალიის სამეფო კარისტვის მიუმარტავს და მათგან უარის მიღების შემდეგ დახმარება ესპანეთის მაშინდელ მეფე-დედოფალს აღმოუჩენიათ და სწორედ ესპანეთში დახვდნენ დიდი ზარ-ზეიმით ამერიკის აღმოჩენის შემდეგ დაბრუნებულ კოლუმბს და აქედან დაიწყო ესპანელი პლანტატორების მოგზაურობები ახალ სამყაროდ მონათლულ ამერიკის კონტინენტზე.
იმ დღეს ბარსელონა-რეალის იმართებოდა ვალენსიაში. დათქმული გვქონდა, რომელიმე პაბში დავმსხდარიყავით და ფეხბურთი ისე გვეყურებინა, მაგრამ საღამოს ეტყობა მაინც გრილოდა, თან თავახდილი ავტობუსით რომ ვმგზავრობდით, მე და ტომას შეგვცივდა და შინ წასვლა ვამჯობინეთ. სუპერმარკეტში ვიყიდეთ ლიმონი, ანანასი, არაყი, ყელისტკივილის სამკურნალოდ და გაციების შანსის ჩანასახშივე ჩასაკლავად ლიმონჩელო გავაკეთეთ და სულ ბარსელონას, კარავის და კარველების სადღეგრძელოებით ვუყურეთ მატჩს
ღია ფანჯრებიდან დროდადრო ხალხის გამაყრუებელი ოვაციები გვესმოდა

ვიფიქრე ერთ-ორ ფოტოს ტელევიზორის ეკრანსაც გადავუღებმეთქი და უცებ გვერდით რარაც მოზრაობა ვიგრზენი, ერთ წამში ჩემს ობიექტივში კედელზე დაკიდებული ტელევიზორი აყირავდა და ტომას ხუჭუჭა თავი გამოჩნდა
თუმცა ანგარიშით იმედგაცრუებული დავრჩით. ლელა გვიყვებოდა მერე რა ხდებოდა ქუჩებში, როგორ ემზადებოდნენ ბარსელონელები უდავო გამარჯვებისთვის, დამარცხების ვარიანტს არც კი განიხილავდნენო, და როგორ ემზადებოდა იქაური პოლიციაც გამარჯვების შემდეგ ქუჩაში ხალხის ნაკადის გამოსვლების ნორმალიზებისთვის.