ერთს დავამატებ თქვენის ნებართვით. ვინაიდან გაზაფხულია და მაგ მიდამოებში ამ დროს საკმაოდ ხსირად იცის წვიმა აუცილებელია საწვიმრები და მშრალი ტანსაცმელი გამოსაცვლელად. ზოგჯერ, ისეც ხდება ხოლმე წვიმა თუ დაიწყო რამდენიმე დღე არ გადაიღოს. შეიძლება იყოს დავსხმა წვიმა, ან ნელი წვიმა, ცრის იტყვიან ხოლმე, რაც თავსხმაზე ცუდია ჩემი აზრით, რადგან მუდმივი სინესტეა და ყველაფერი იჟღინთება და სველდება. ჩანთა თავისივე საწვიმარი შალითით დაიცავით ან ცელოფანი იქონიეთ, ან საწვიმარი დიდი ლაბადა ჩანთაც რომ დაფაროს, ან ნივთები ცელოფანში ჩაწყობილები ჩაალაგეთ ჩანთაში. თუ მოგიწევთ მინდორში სიარული გაითვალისწინეთ ისიც რომ სველი ბალახი ფეხსაცმელს ჟღინთავს და შეიძლება ფეხიც დაგისველდეთ და მშრალი წინდები გამოგადგებათ საღამოს. ეს წვიმიანი ამინდისთვის, ხოლო მზე კიდევ უფრო მწველია მთაში ვიდრე ზღვაზე, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება მატულობს ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად და დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებები გამოგადგებათ ან პანამა, კეპის შემთხვევაში კისერი რამით უნდა დაიცვათ თორე დამწვრობა გარანტირებული იქნება. საკუთარი კისერზე მაქვს გამოცდილი
იმედია ეს ინფორმაცია გამოადგება მთაში პრიველად წამსვლელებს და ყველა შეთანხმებულად და როგორც ერთი ისე იმოქმედებთ.
წარმატებულ გასვლას, ცოტა თავგადასავალს, ცოტა მხიარულებას, ცოტა წვიმა, ცოტა მზე, ცოტაც მოღრუბლული და ყველაფერი კარგად იქნება.
დავუჯეროთ გამოცდილებს ნაკლებად გამოცდილებმა!