მოკლედ, ხალხნო, დღეს ჩემმა უფროსმა საოცრად დამაინტრიგა, თან ისე, რომ ლამის დღესვე ავლაგდი და ნუნისში გადავლაგდი!
მოკლედ, ყველაფერი იმითი დაიწყო, რომ მკითხა: ნუნისი რომ მსოფლიოს ჭიპია, თუ იციო. მე ვუთხარი: ნუნისის მარტო ბუნება და წყლები ვიცი-მეთქი. ლეგენდაც არ გაგიგიაო?! - მკითხა გაკვირვებულმა (ეგეც დიდი ნახეტიალები ადამიანია თავის დროზე), ხოდა რო შემატყო სრულიად ინდიფერენტული ვიყავი და უცვლელი სახით მივშტერებოდი, ასეთი რამე მომიყვა:
რამოდენიმე წლის წინ მისი ძმაკაცები წავიდნენ ნუნისში და კარვები ზუსტად იქ გაშალეს, რომელი ადგილიც ლეგენდის მიხედვით დედამიწის ჭიპად მოიაზრება. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ღამე ერთ-ერთი ძმაკაცი ფეხზე არ წამოხტა და არ ამოიჩემა ცხენების თქარათქური მესმის და თქვენ რამ დაგაყრუვათო, სხვებს ამ დროს მშვიდად ეძინათ და ამისი ღამეული გამოხტომისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ამან კიდე ძილი ვეღარ შეიბრუნა და იქვე 5-10 წუთის სავალზე წავიდა, წყაროზე. დიდი ხანი რომ არ დაბრუნდა ძმაკაცებმა ძებნა დაუწყეს, 4 საათიანი უშედეგო ძებნის მერე შეშინებულებმა თვალი მოკრეს, თუ როგორ მშვიდად მოდიოდა ეს ამათი ძმაკაცი წყაროდან, რო მიესივნენ გახარებულები, ის წყაოზე წასული ძმაკაცი უარესად გაკვირვებული დარჩა, რამ გადაგრიათ 15 წუთია, რაც გავედიო (არადა, უკვე თენდებოდა). მოკლედ, რომ გაააზრებინეს, რომ მართლა 4 საათზე მეტი იყო, რაც წასული იყო წყალზე, ტიპი გადაირია და თბილისში ჩამოსული 2 თვე სახლიდან არ გამოსულა, იმიტომ რომ ეგონა გარეკა, არ ახსოვდა სად იყო იმ 4 საათის განმავლობაში. მერე ნელ-ნელა დაუბრუნდა ისევ ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს (როცა დარწმუნდა, რომ ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი იყო).
ხოდა, ეს ამბავი მოვისმინე დღეს და ფეხები ისე ამექავა, ლამის დღესვე წავედი!
ყველაზე მთავარი კიდე ის არის, რომ ამ ამბებს, რომ მიყვებოდა, დაავიწყდა თვითონ ლეგენდა მოეყოლა, ხოდა აქ თუ ვინმე მეტყვის, რას გულისხმობდა ეს ჩემი უფროსი, ძალიან გამეხარდება.