რამოდენიმე ფოტოს მონათხრობთან ერთად მეც შემოგთავაზებთ.
თბილისიდან გავედით 7სთ. და 20 წუთზე. მოღრუბლულობას ჩვენს განწყობაზე არ უმოქმედია და ჩვეული ხალისით ვხუმრობდით, ვმღეროდით და ვპოზიორობდით ფოტოკამერის წინ. აქვე გასვლის პერიოდზე თითოეული ჩვენგანის "თანამდებობა" გამომარკვიეთ, "საწეთმპყრობლის პირადი "მასხარა", "ფინანსთმპყრობელი", დასუფთავების სამსახური, იდეების გენერატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი შეთავსებით

(დანარჩენი შემახსენეთ).

გზად ვჩერდებოდით:
ჩვენს მხიარულებას ზღვარი არ ჰქონდა.
ქუთაისთან როგორც აღინიშნა პრობლემა შეგვექმნა, მაგრამ შემართებით განვაგრძეთ გზა.
წინ მრავალფეროვანი 2 დღე გველოდა! ახალ გაღვიძებული ბუნების სურნელი და უმანკო სიმწვანე, მუდამ მოფუსფუსე მწერები, ყვავილები, გურული ბებიები და სტუმართმოყვარე მასპინძლები, მოვლილი გურული ეზოები, სასაცილო 4 წლის სოფო, გადარეული ლელობურთელები და მათი გულშემატკივრები, ფეხზე ფეხსაცმელ გახდილი კაცი რომელსაც ცოლი სახლში მიერეკებოდა და დაღონებული ქვემო შუხუთელები, გამარჯვების სიხარული და წარმატება!
პირველი ისტორიული ძეგლი ჩვენი დღის განრიგში - აჭის წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია იყო, XIII-XIV საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება. (აჭი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 420 მ., ლიხაურიდან 5 კმ.)
