კრეატივის ძმავ და კოპირაიტინგის მამავ,
გილოცავ და გადმოგცემ ენვერის დანაბარებს, რომ ბიჭის ქორწილში მაინც ვეწვიოთ. თან უნდა ვიქონიოთ მუყაოს საზეიმო ყუთი - თეფშის ნატეხებისთვის.
ისე, შეგვიძლია ქორწილში ნასროლი თაიგულებისა და გატეხილი თეფშების ნამტვრევების ბიზნესი წამოვიწყოთ ენვერთან ერთად.
უკვე ვაარსებ შ.პ.ს-ს ,,ბედნიერი ენვერი".
საქმიანობის აღწერა, როგორვ ვაწარმოებთ გასაყიდ პროდუქციას:
როდესაც ქორწილში თაიგულის სროლის დრო დადგება, პატარძალს ვთხოვთ და ჩვენს თაიგულებსაც ისვრის დამატებით, ოღონდ ცარიელ ადგილას, რომ არავინ აიღოს ჩვენ გარდა. ასევე თხოვნის საფუძველზე გავატეხინებთ ნეფე-პატარძალს დამატებით თეფშებს, რომლის ნატეხებზეც ასევე დიდი მოთხოვნაა.
ასევე შეგვიძლია, თაიგულის ფრენის მიმართულებაც ვაკონტროლოთ პულტიანი თაიგულებით (ცოტა ძვირი ჯდება, მაგრამ დაჭერა გარანტირებულია).
კიდევ ერთხელ გილოცავთ მე და ,,ბედნიერი ენვერი"

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...