თამარ, სიუჟეტში ნათქვამია, რომ იქ მისულებს მეგალითური ბილიკები, ნაგებობის ნაშტები და მთის წყლების მიერ ამოყრილი ძვლები დახვდათ.
რა თქმა უნდა იმის ვარაუდი, რომ ეს ჟურნალისთური ფარსია, ყველაზე მარტივი აზრია და პირველ რიგში ეგ აზრი მოდის, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ის გოლიათების ძვლების ნაწილი მართლაც ზემოდან ეყარა, მაშინ სავსებით გასაგებია რატომ უნდა დაიმალოს ეს ადგილი მოგზაურებისგან.
აქედან გამომდინარე შესაძლოა ჟურნალისტს მართლაც ჩამოართვეს პირობა სიუაჟეტის გაკეთების შემთხვევაში არასწორი მიმართულება ეთქვა და 7დღე სასიარულო გზა თავის თევზაობით და ნადირის საშიშროებით გამოგონილია.
თამარ შენ რომ არქეოლოგი ყოფილიყავი და ეგეთი მასალა გეპოვნა გენდომებოდა რომ სერიოზული კვლევითი ექპედიციისა და დაცვითი სამუშაოების ჩატარებამდე ვიღაცეებს ებოდიალათ მაგ ადგილზე?
სავსებით გასაგებია გასაიდუმლოების სურვილი და თუნდაც ის რომ უკან დაბრუნებულებმა ადგილობრივებში გაავრცელეს ტყუილად ვიბოდიალეთ არაფერიც არ გვინახავსო, აი ჟურნალისტი ვერ მოითმენდა სიუჟეტის არ გაკეთებას, თორემ არქეოლოგები მშვენივრად ჩაიგუბებენ პირში წყალს.
ეს აღმოჩენა თუ მართალია ეს ხომ ნიშნავს მეცნიერებაში Fუნდამეტურ ცვლილებებს/
ისიც კი ვიფიქრე თუ დავადგინეთ სად არის ღირს კი ასე სააშკარაოდ წასვლა იქ?
დავუშვათ ჩვენ არაფერს წავახდენთ (თუმცა ეგეც საკითხავია, ვიცით კი არქეოლოგიური უსაფრთხოების წესები?), მაგრამ სხვები?
მახსოვს ყანობილზე დიდი ბაღისკენ მიმავალ ბილიკთან სამარხები რომ იყო. იქიდან წამოღებული თავის ქალებით ზოგმა საფერფლეები გააკეთა
