ხალხნო, მოგესალმებით (ბევრ თქვენთაგანს ვიცნობ, დანარჩენს აწი გავიცნობ ალბათ
მეტად საჭირო თეამაა დილეტანტი მძღოლებისათვის, აი, ისეთებისათვის როგორიც მე ვარ (მანქანი მართვის 4 თვიანი სტაჟი მაქვს მხოლოდ).
იქიდან გამომდინარე, რომ გული სულ მთისკენ მიწევს, მაღალი გამავლობის მანქანა ვიყიდე და თქვენი რჩევები მისი სწორი მოხმარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის.
მანქანა: სუძუკი გრანდ ვიტარა, ავტომატიკა, ამერიკული, 2002 წლის, 2,5 მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავით. მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ, ფოლომდე იღებს თავისუფლად და ლაღად.
საწვავი: მომხმარებლის სახელმძღვანელოს მიხედვით იტანს ნებისმიერ "ნაგავს", პირდაპირ ასე უწერია: რაც გინდათ ის ჩაასხით, უბრალოდ ეკოლოგიაზე იფიქრეთო. ამიტომაც არ ვიკლავ თავს და ლუკოილის რეგულარს ვაყლაპებ, თუმცა გაცილებით უკეთ გრძნობს თავს პრემიუმ ავანგარდზე. საწვავის ხარჯი ადის მაქსიმუმ 12 ლიტრზე, თუმცა ვინაიდან ძირითადად ტრასაზე მიწევს მოძრაობა, როგორც წესი 10-11 ლიტრს მიწვავს, განსაკუთრებით უყვარს 80-90 კმ-სთ სიჩქარე (საწვავის ოპტიმალურად ხარჯვისათვის)
ზეთისა და საბურავების შესახებ მჭირდება თქვენი რჩევა.
ჯერჯერობით ჩემს მანქანას მხოლოდ ორი ნაკლი აქვს: 1. შედარებით დაბალია და მუცლით ხოხვა უყვარს; 2. დილეტანტი მძღოლი ყავს
ხო, და კიდევ, ძალიან მინდა, რომ P-დან D-ში გადატანის შემდეგ დავუშვა ხოლმე ხელის მუხრუჭის ბერკეტი, მაგრამ ფარებს მიტოვებს ანთებულს (ამერიკულ მოდელებზე მასეაო, მითხრეს) და ვინმემ თუ იცის ამ სულელი ფარების გამორთვის რაიმე სხვა მეთოდი (მე პირადად ასე ვიქცევი: დავქოქავ, ხელის მუხრუჭს ვწევ დაბლა, ვაჩერებ ერთ კბილზე ამოწეულს და ასე დამყავს მანქანა)